ავტორი:

დღეს 13 და პარასკევია: დაუჯერებელი ფაქტები თუ საბედისწერო დამთხვევები?

დღეს 13 და პარასკევია: დაუჯერებელი ფაქტები თუ საბედისწერო დამთხვევები?

"პარასკევი, 13 რიცხვი" ბევრს შიშის ზარს სცემს, ზოგიერთი ამ დღეს გაფაციცებულია რაღაც უჩვეულოს მოლოდინში. მხოლოდ ზოგიერთი ბედნიერი ცხოვრობს ისე, რომ არც ამჩნევს რიცხვისა და კვირის დღის "საბედისწერო" დამთხვევას, ან მოუთმენლად ელის, რადგან თვლის, რომ ეს საუკეთესო კომბინაციაა...

გთავაზობთ "საბედისწერო" პარასკევს, 13 რიცხვში მომხდარ რამდენიმე უცნაურ, გახმაურებულ მოვლენას.

  • ვირუსი "პარასკევი, 13 რიცხვი"

1989 წლის 13 იანვარს ვირუსს, რომელმაც დიდი ბრიტანეთის ასობით კომპიუტერი გამოიყვანა მწყობრიდან "პარასკევი, 13" უწოდეს. მაშინ ამ მოვლენამ ნამდვილი პანიკა გამოიწვია, რადგან ამ მომენტამდე ინგლისელები არასოდეს გადაყრიან კომპიუტერულ ვირუსებს. სამაგიეროდ, ამ ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა ანტივირუსული ინდუსტრიის აქტიურად დანერგვას.

  • განაჩენი ჩიკაგოს მაფიოზს

1931 წლის 13 ივლისს დიდი ძალისხმევისა და ძებნის შემდეგ ბოლოს და ბოლოს დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ალფონსო გაბრიელ კაპონეს, უფრო ცნობილს, როგორც მაფიოზ ალ კაპონეს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ალ კაპონე მაფიოზური საქმიანობისთვის კი არა, გადასახდელების დამალვისთვის გაასამართლეს. ალფონსო დაპატიმრებიდან 16 წლის შემდეგ პნევმონიით გარდაიცვალა.

  • ჰევი-მეტალის დაბადება

1979 წლის 13 თებერვალს ჯგუფმა "Black Sabbath" იმავე სახელწოდების ალბომი გამოუშვა. ამ მოვლენამ მძიმე მეტალის მიმდინარეობის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

საინტერესო ფაქტია, რომ ჯგუფი წლების მანძილზე IGN Music-ის (ტოპ 25 Metal Alboms) სიაში სტაბილურად მე-13 ადგილს ინარჩუნებდა. ამ ჯგუფის პრაქტიკულად მთელი შემოქმედება ოკულტური თემატიკით არის გაჯერებული.

  • Costa Condordia-ს კატასტროფა

2012 წლის 13 იანვარს იტალიის სანაპიროებთან ლაინერი Costa Condordia რიფს შეეჯახა და ფსკერისკენ დაეშვა. მის ბორტზე 4234 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 30 დაიღუპა, 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო რამდენიმე ათეული ადამიანი სერიოზულად დაშავდა.

ეს ხომალდი ყველაზე დიდი იყო ამ კლასის ხომალდებს შორის და მანაც კატასტროფა განიცადა. საინტერესო ფაქტია ის, რომ Costa Condordia-ს "ნათლია" ცნობილი სუპერმოდელი ევა ჰერციგოვა გახლდათ, რომელმაც ლაინერის "მონათვლისას" ვერ შეძლო ბორტზე ტრადიციულად შამპანურის ბოთლის გატეხვა, ეს კი მეზღვაურებსა და გემთმშენებლებში ავისმომასწავებელია... წაიკითხეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს