პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილე ოთხ დამნაშავეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
სასამართლომ ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილე ოთხ დამნაშავეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ინ­დო­ე­თის სა­სა­მარ­თლომ სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯა ჯგუ­ფურ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ოთხ დამ­ნა­შა­ვეს, რო­მელ­თაც გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, 23 წლის სტუ­დენტ გო­გო­ნას სას­ტიკ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ედე­ბათ ბრა­ლი. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი"იუ­წყე­ბა.

მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლომ ასე­თი გა­ნა­ჩე­ნი იმი­ტომ გა­მო­ი­ტა­ნა, რომ დამ­ნა­შა­ვე­თა მიერ ჩა­დე­ნილ­მა და­ნა­შა­ულ­მა მთელ ინ­დო­ეთ­ში სა­ერ­თო ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია და სა­სა­მარ­თლო თვალს ვერ და­ხუ­ჭავ­და.

"ეს შემ­თხვე­ვა და­ნა­შა­უ­ლის უიშ­ვი­ა­თეს კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და და სიკ­ვდი­ლით დას­ჯას იმ­სა­ხუ­რებ­და", - აღ­ნიშ­ნა მო­სა­მარ­თლე ხა­ნამ.

"ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ გა­ნა­ჩე­ნით. სა­მარ­თა­ლი აღ­სრულ­და", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მა­მამ.

გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ექ­ვსმა მა­მა­კაც­მა დე­ლი­ში, მი­მა­ვალ ავ­ტო­ბუს­ში 23 წლის სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, რო­მე­ლიც მე­გო­ბარ ბი­ჭთან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გო­გო­ნაც და სას­ტი­კად ნა­ცე­მი ბი­ჭიც ავ­ტო­ბუ­სი­დან გად­მო­აგ­დეს. შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა სინ­გა­პუ­რის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდარს სა­ყო­ველ­თაო პრო­ტეს­ტი მოყ­ვა ინ­დო­ე­თის დიდ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც დე­მონ­სტრან­ტე­ბი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ასე­თი სა­ხის მო­ძა­ლა­დე­ე­ბის სას­ჯე­ლის ყვე­ლა­ზე მკაც­რი ზო­მით დას­ჯას მო­ი­თხოვ­დნენ.

მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში 23 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერთი მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ამ სა­კან­ში გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან თავი ჩა­მო­იხ­რჩო. ამა­ვე და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის პე­რი­ოდ­ში 17 წლის იყო, აგ­ვის­ტო­ში გა­ა­სა­მარ­თლეს და ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.

"ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­დო­ეთ­ში ყო­ველ 20 წუთ­ში ერთ ქალს აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ. მარ­ტში ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რავ შემ­თხვე­ვებ­ში დამ­ნა­შა­ვე­თა სიკ­ვდი­ლით დას­ჯის კა­ნო­ნი მი­ი­ღო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სასამართლომ ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილე ოთხ დამნაშავეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

სასამართლომ ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილე ოთხ დამნაშავეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ინდოეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილე ოთხ დამნაშავეს, რომელთაც გასული წლის დეკემბერში, 23 წლის სტუდენტ გოგონას სასტიკ გაუპატიურებაში ედებათ ბრალი. ამის შესახებ "ბიბისი"იუწყება.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ ასეთი განაჩენი იმიტომ გამოიტანა, რომ დამნაშავეთა მიერ ჩადენილმა დანაშაულმა მთელ ინდოეთში საერთო ვნებათაღელვა გამოიწვია და სასამართლო თვალს ვერ დახუჭავდა.

"ეს შემთხვევა დანაშაულის უიშვიათეს კატეგორიას მიეკუთვნებოდა და სიკვდილით დასჯას იმსახურებდა", - აღნიშნა მოსამართლე ხანამ.

"ბედნიერები ვართ განაჩენით. სამართალი აღსრულდა", - განაცხადა გარდაცვლილი გოგონას მამამ.

გასული წლის დეკემბერში ექვსმა მამაკაცმა დელიში, მიმავალ ავტობუსში 23 წლის სტუდენტი გოგონა გააუპატიურა, რომელიც მეგობარ ბიჭთან ერთად იმყოფებოდა. მოგვიანებით, თავდამსხმელებმა გოგონაც და სასტიკად ნაცემი ბიჭიც ავტობუსიდან გადმოაგდეს. შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში გაუპატიურებული გოგონა სინგაპურის კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარს საყოველთაო პროტესტი მოყვა ინდოეთის დიდ ქალაქებში, სადაც დემონსტრანტები ქვეყნის ხელისუფლებისგან ასეთი სახის მოძალადეების სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომით დასჯას მოითხოვდნენ.

მიმდინარე წლის მარტში 23 წლის გოგონას გაუპატიურებაში მონაწილე ერთ-ერთი მოძალადე პოლიციამ საკანში გარდაცვლილი აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო. ამავე დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის პერიოდში 17 წლის იყო, აგვისტოში გაასამართლეს და ასაკიდან გამომდინარე, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

"ბიბისის" ინფორმაციით, ინდოეთში ყოველ 20 წუთში ერთ ქალს აუპატიურებენ. მარტში ქვეყნის ხელისუფლებამ გაუპატიურების ყველაზე შემზარავ შემთხვევებში დამნაშავეთა სიკვდილით დასჯის კანონი მიიღო.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა