რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი 1992 წლიდან ჩაკეტილია, დღეს კი ყვარლის რაიონის მოსახლეობა ამტკიცებს, რომ საგუშაგოს მეორე მხარეს, რუსეთის ტერიტორიაზე სამუშაოები დაწყებულია. დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რეაბილიტაცია დაიწყო და გზა ჯერჯერობით საზღვრამდე მივა.