შ.პ.ს "მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის" პროდუქცია ბაზარზე იანვრიდან გამოჩნდება. როგორც კომპანიიდან გვაცნობეს, რებრენდინგი უკვე დასრულდა, რომლის ფარგლებშიც საწარმოში დამონტაჟდა გერმანული დანადგარები და მოეწყო სანაშენე ინფრასტრუქტურა და ინკუბატორი. მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორის წარმოებული კვერცხი და ქათამი თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე, თელავში გაიყიდება მოგვიანებით კი პროდუქციის დისტრიბუცია მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.
კომპანია ფრინველს ჰოლანდიიდან შემოიყვანს. ფრინველის ხორცის გარდა დაგეგმილია სამრეწველო, სანაშენე კვერცხის წარმოება.
შ.პ.ს "მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორი" ქართულ გერმანული ინვესტიციით შეიქმნა. საწარმო თელავში მდებარეობს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9