Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აეროპორტის შენობაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა
აეროპორტის შენობაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის შე­ნო­ბა­ში ნაღ­მის არ­სე­ბო­ბა არ და­დას­ტურ­და, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. "დღეს, 12 სექ­ტემ­ბერს, 20:00 სა­ათ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში მო­რი­გი შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და. მო­ქა­ლა­ქემ ცენ­ტრის ოპე­რა­ტორს თბი­ლის­ში, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის შე­ნო­ბა­ში ნაღ­მის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, გამ­ნაღმვე­ლე­ბი და კი­ნო­ლო­გე­ბი აე­რო­პორ­ტში შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­ცხად­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია მო­ახ­დი­ნეს, გამ­ნაღმვე­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ გა­მო­ძა­ხე­ბა ცრუ იყო – შე­ნო­ბა­ში ნაღ­მი არ აღ­მოჩ­ნდა.

გა­მო­ძი­ე­ბა ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სსსკ-ს 331-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით). გა­მო­ძი­ე­ბას ისან-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს გან­ყო­ფი­ლე­ბა აწარ­მო­ებს", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

აეროპორტის შენობაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა

აეროპორტის შენობაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში ნაღმის არსებობა არ დადასტურდა, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. "დღეს, 12 სექტემბერს, 20:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში მორიგი შეტყობინება შევიდა. მოქალაქემ ცენტრის ოპერატორს თბილისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ აცნობა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გამნაღმველები და კინოლოგები აეროპორტში შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების მიზნით იქ მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს, გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ გამოძახება ცრუ იყო – შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.

გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას ისან-სამგორის სამმართველოს განყოფილება აწარმოებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"