მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფ­რთხე - უკონ­ტრო­ლო სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი
საფ­რთხე - უკონ­ტრო­ლო სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი

მარ­ტო თბი­ლის­ში 2000-ზე მე­ტი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი­ა, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ათი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე აკითხ­ავს; "სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ების შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტით", ნე­ბის­მი­ე­რი კლა­სის სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნ­და იყოს მოხ­მა­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცოცხ­ლის უსაფ­რთხო­ე­ბა სა­ნი­ტა­რიულ­-ჰი­გი­ე­ნუ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მოთხ­ოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ის­მე­ბა კითხ­ვა: სრულ­დე­ბა თუ არა ეს სტან­დარ­ტი? რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან კლი­ენ­ტებს, და­ცუ­ლია თუ არა სა­ნი­ტა­რიულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი? რო­გორ უნ­და ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან­ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით, მათ შო­რის, შიდ­სით, C ჰე­პა­ტი­ტით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის საფ­რთხე­ები და რაც მთა­ვა­რი­ა, ვინ აკონ­ტრო­ლებს ჰი­გი­ე­ნის ნორ­მებს სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ებ­ში? - ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად "ყვე­ლა სი­ახ­ლე" რამ­დე­ნი­მე რეს­პო­ნდენტს და­უ­კავ­შირ­და:

ანა კირ­თა­ძე, მომ­ხმა­რე­ბე­ლი: - სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის ხში­რი კლი­ენ­ტი ვარ, ვცდი­ლობ, უფ­რო ძვი­რად ღ­ი­რე­ბულ, პრეს­ტი­ჟულ სა­ლო­ნებს (ვა­კის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სა­ლონს ასა­ხე­ლებს - რედ.) მი­ვა­კითხ­ო, რად­გან იქ უკე­თე­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა­ა, სი­სუფ­თა­ვეც მე­ტად არის და­ცუ­ლი, ყა­ვა­საც შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. ვი­ცი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია პე­დი­კიუ­რის, მა­ნი­კიუ­რის და სხვა ია­რა­ღე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ა, ზო­გი­ერ­თი შენს თვალ­წი­ნაც ატა­რებს ამ პრო­ცე­დუ­რას, მაგ­რამ არ ვი­ცი, რამ­დე­ნად საკ­მა­რი­სია ეს დრო ამა თუ იმ ვი­რუ­სის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად. ზო­გი­ერ­თი ხე­ლო­სა­ნი გე­უბ­ნე­ბა, ახ­ლა­ხან გა­ვუ­კე­თე სტე­რი­ლი­ზა­ციაო და გე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა მოს­თხო­ვო, ჩემს თვალ­წინ გა­უ­კე­თე­ო. მოკ­ლედ, სა­ლო­ნის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის იმე­დად ვართ, სხვა გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მელ­საც ძვი­რად ღ­ი­რე­ბულ სა­ლო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არა აქვს, სა­კუ­თა­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი შე­ი­ძი­ნა, მაგ­რამ კოს­მე­ტო­ლოგ­თან ხომ მა­ინც უნ­და მიხ­ვი­დე? ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რდა კი სა­ლონ­ში ტა­ტუს და პირ­სინგს იკე­თებს, რაც ასე­ვე C და B ჰე­პა­ტი­ტით, შიდ­სით და­ა­ვა­დე­ბის წყა­როდ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.

გი­ორ­გი ჩი­ტა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს სტან­დარ­ტე­ბის და მეტ­რო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი: - სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტით - "სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო მომ­სა­ხუ­რე­ბა - სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა, ზო­გად­ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი" გან­საზღ­ვრუ­ლია სა­პა­რიკ­მა­ხე­როს საქ­მი­ა­ნო­ბის წე­სე­ბი; სტან­დარ­ტი გან­საზღ­ვრავს ზო­გად პი­რო­ბებს, რაც შე­ე­ხე­ბა ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს, მას­ში ნათ­ქვა­მი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­საზღ­ვრუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი, უსაფ­რთხო­ე­ბის ნორ­მე­ბი უნ­და იყოს და­ცუ­ლი. ეს ნორ­მე­ბი კი წლე­ბი­ა, შრო­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სტან­და­რტის შეს­რუ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, ასე­თი მიდ­გო­მა­ა: სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი სტან­დარ­ტის შეს­რუ­ლე­ბა­ზე მო­ნი­ტო­რინგს არ ახორ­ცი­ე­ლებს, ეს ჩვე­ნი ფუნ­ქცია არ არის. საქ­სტან­დარ­ტის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ ეს ფუნ­ქცია სხვა ორ­გა­ნოს უნ­და გა­დას­ცე­მო­და.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს, სა­დაც გვითხ­რეს, რომ სა­პა­რიკ­მა­ხე­როს მო­ნი­ტო­რინ­გი მა­თი ფუნ­ქცია არა­ა, სა­ნი­ტა­რიუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი კი რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­უქ­მე­ბუ­ლი­ა. სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ე­ბის სა­ნი­ტა­რიუ­ლი კონ­ტრო­ლი არც შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვა­ა.

მა­დო­ნა კო­ი­ძე, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი: - დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ებ­ში C, B ჰე­პა­ტი­ტი­თა და შიდ­სით და­ა­ვა­დე­ბის რის­კი მა­ღა­ლი­ა; ამას­თან, შიდ­სის ვი­რუ­სი არ არის ისე­თი მდგრა­დი, რო­გო­რიც C ჰე­პა­ტი­ტის ვი­რუ­სი.­ ამ ვი­რუ­სის მო­სას­პო­ბად სა­ჭი­როა სტე­რი­ლი­ზა­ცია 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, 130 გრა­დუს­ზე მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, რაც დღეს თბი­ლის­სა თუ სხვა ქა­ლა­ქებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ ხდე­ბა; შიდ­სის ვი­რუ­სის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად კი ინ­სტრუ­მენ­ტის სტე­რი­ლი­ზა­ცია 60 გრა­დუს­ზე საკ­მა­რი­სი­ა. ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ლო­ნე­ბის ხში­რი სტუმ­რე­ბი ასეთ ხერ­ხს მი­მარ­თა­ვენ, თვი­თონ ყი­დუ­ლო­ბენ სა­ჭი­რო ია­რა­ღე­ბის ნაკ­რებს და სა­ლონ­ში და­აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, მი­სი მხრი­დან სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის კონ­ტრო­ლი, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა არ ხდე­ბა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გახ­სნას სა­ლო­ნი, ირ­ღვე­ვა კლი­ენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, ჯან­მრთე­ლო­ბის, სი­ცოცხ­ლის უფ­ლე­ბა, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვერ იღებს კვა­ლი­ფი­ცი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას. ზო­გი­ერთ სა­ლონ­ში არა მარ­ტო სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის, სა­ერ­თოდ, ჰი­გი­ე­ნის პრობ­ლე­მა­ა.­ გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სა­ლონ­ში წყა­ლიც არ არის, რომ ხე­ლო­სან­მა ხე­ლი გა­და­ი­ბა­ნოს და მე­ო­რე პა­ცი­ენტს ისე მო­ემ­სა­ხუ­როს. ერ­თა­დერ­თი სფე­რო, რო­მე­ლიც დღეს მეტ­-ნაკ­ლე­ბად რე­გუ­ლირ­დე­ბა, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი­ა. უნ­და შე­იქ­მნას ძლი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც გა­ა­კონ­ტრო­ლებს რო­გორც სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო, ისე სა­მე­დი­ცი­ნო და სხვა სფე­რო­ებს და მომ­ხმა­რებ­ლის პრე­ტენ­ზი­ის შემ­თხვე­ვა­ში, სწორ და ობი­ექ­ტურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვაფ­რთხი­ლე­ბენ:

1. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რთხი­ლ­ით აარ­ჩი­ეთ სა­ლო­ნი, გახ­სოვ­დეთ, რომ მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი ფა­სი უსაფ­რთხო­ე­ბის გა­რან­ტია არ არის. მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ვენ­ტა­რის და­მუ­შა­ვე­ბის ხა­რის­ხი­ა. და­ინ­ტე­რეს­დით, რა მე­თო­დით ხდე­ბა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცია და არ­სე­ბობს თუ არა სა­ლონ­ში "ავ­ტოკ­ლა­ვი" - სპ­ე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყო ინ­ვენ­ტა­რის თე­რმ­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის­თვის. 2. მი­მარ­თეთ გა­მოც­დილ ოს­ტა­ტებს, "ა­ხალ­ბე­დე­ბი" ხში­რად აზი­ა­ნე­ბენ ფრჩხილ­სა და ნუ­ნებს და ამით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა. 3. თუ თქვენ უსაფ­რთხოე­ბის 100%-იანი გა­რან­ტია გსურთ, სა­ლონ­ში სა­კუ­თა­რი მა­ნი­კიუ­რის ნაკ­რე­ბი წა­­ი­­ღეთ. 4. არ­სე­ბობს ჯან­მრთე­ლ­ობ­ის და­ზღ­­ვე­ვის კი­დევ ერ­თი მე­თო­დი - ევ­რო­პუ­ლი მა­ნი­კიუ­რი, რო­მე­ლიც მჩხვლე­ტი და მჭრე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბ­ის გა­რე­შე კეთ­დე­ბა. ფრჩხი­ლე­ბის გარ­შე­მო სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბას უს­ვა­მენ, რო­მე­ლიც კა­ნის გარ­ქო­ვა­ნე­ბულ ნა­წი­ლებს არ­ბი­ლებს და შემ­დეგ ყო­ველ­გვა­რი და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე ამ ნა­წი­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩხი­რე­ბით აშო­რე­ბენ. სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბებს შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით ვერ გა­არ­ჩევთ, სა­ლო­ნე­ბის მფლო­ბელ­თა სი­სუფ­თა­ვეს კი ბო­ლომ­დე ვერ და­ეყ­რდნო­ბით. ასე რომ, იყა­ვით ფრთხი­ლად!

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

საფ­რთხე - უკონ­ტრო­ლო სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი

საფ­რთხე - უკონ­ტრო­ლო სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი

მარ­ტო თბი­ლის­ში 2000-ზე მე­ტი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი­ა, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ათი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე აკითხ­ავს; "სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ების შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტით", ნე­ბის­მი­ე­რი კლა­სის სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნ­და იყოს მოხ­მა­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცოცხ­ლის უსაფ­რთხო­ე­ბა სა­ნი­ტა­რიულ­-ჰი­გი­ე­ნუ­რი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მოთხ­ოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ის­მე­ბა კითხ­ვა: სრულ­დე­ბა თუ არა ეს სტან­დარ­ტი? რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან კლი­ენ­ტებს, და­ცუ­ლია თუ არა სა­ნი­ტა­რიულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი? რო­გორ უნ­და ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან­ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში ვი­რუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბებით, მათ შო­რის, შიდ­სით, C ჰე­პა­ტი­ტით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის საფ­რთხე­ები და რაც მთა­ვა­რი­ა, ვინ აკონ­ტრო­ლებს ჰი­გი­ე­ნის ნორ­მებს სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ებ­ში? - ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად "ყვე­ლა სი­ახ­ლე" რამ­დე­ნი­მე რეს­პო­ნდენტს და­უ­კავ­შირ­და:

ანა კირ­თა­ძე, მომ­ხმა­რე­ბე­ლი: - სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის ხში­რი კლი­ენ­ტი ვარ, ვცდი­ლობ, უფ­რო ძვი­რად ღ­ი­რე­ბულ, პრეს­ტი­ჟულ სა­ლო­ნებს (ვა­კის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სა­ლონს ასა­ხე­ლებს - რედ.) მი­ვა­კითხ­ო, რად­გან იქ უკე­თე­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა­ა, სი­სუფ­თა­ვეც მე­ტად არის და­ცუ­ლი, ყა­ვა­საც შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. ვი­ცი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია პე­დი­კიუ­რის, მა­ნი­კიუ­რის და სხვა ია­რა­ღე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ა, ზო­გი­ერ­თი შენს თვალ­წი­ნაც ატა­რებს ამ პრო­ცე­დუ­რას, მაგ­რამ არ ვი­ცი, რამ­დე­ნად საკ­მა­რი­სია ეს დრო ამა თუ იმ ვი­რუ­სის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად. ზო­გი­ერ­თი ხე­ლო­სა­ნი გე­უბ­ნე­ბა, ახ­ლა­ხან გა­ვუ­კე­თე სტე­რი­ლი­ზა­ციაო და გე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა მოს­თხო­ვო, ჩემს თვალ­წინ გა­უ­კე­თე­ო. მოკ­ლედ, სა­ლო­ნის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის იმე­დად ვართ, სხვა გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მელ­საც ძვი­რად ღ­ი­რე­ბულ სა­ლო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არა აქვს, სა­კუ­თა­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი შე­ი­ძი­ნა, მაგ­რამ კოს­მე­ტო­ლოგ­თან ხომ მა­ინც უნ­და მიხ­ვი­დე? ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რდა კი სა­ლონ­ში ტა­ტუს და პირ­სინგს იკე­თებს, რაც ასე­ვე C  და B ჰე­პა­ტი­ტით, შიდ­სით და­ა­ვა­დე­ბის წყა­როდ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს.

გი­ორ­გი ჩი­ტა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს სტან­დარ­ტე­ბის და მეტ­რო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი: - სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტით - "სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო მომ­სა­ხუ­რე­ბა - სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა, ზო­გად­ტექ­ნი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი" გან­საზღ­ვრუ­ლია სა­პა­რიკ­მა­ხე­როს საქ­მი­ა­ნო­ბის წე­სე­ბი; სტან­დარ­ტი გან­საზღ­ვრავს ზო­გად პი­რო­ბებს, რაც შე­ე­ხე­ბა ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს, მას­ში ნათ­ქვა­მი­ა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­საზღ­ვრუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი, უსაფ­რთხო­ე­ბის ნორ­მე­ბი უნ­და იყოს და­ცუ­ლი. ეს ნორ­მე­ბი კი წლე­ბი­ა, შრო­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით არის დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სტან­და­რტის შეს­რუ­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, ასე­თი მიდ­გო­მა­ა: სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი სტან­დარ­ტის შეს­რუ­ლე­ბა­ზე მო­ნი­ტო­რინგს არ ახორ­ცი­ე­ლებს, ეს ჩვე­ნი ფუნ­ქცია არ არის. საქ­სტან­დარ­ტის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ ეს ფუნ­ქცია სხვა ორ­გა­ნოს უნ­და გა­დას­ცე­მო­და.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს, სა­დაც გვითხ­რეს, რომ სა­პა­რიკ­მა­ხე­როს მო­ნი­ტო­რინ­გი მა­თი ფუნ­ქცია არა­ა, სა­ნი­ტა­რიუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი კი რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­უქ­მე­ბუ­ლი­ა. სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ე­ბის სა­ნი­ტა­რიუ­ლი კონ­ტრო­ლი არც შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვა­ა.

მა­დო­ნა კო­ი­ძე, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი: - დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ებ­ში C, B ჰე­პა­ტი­ტი­თა და შიდ­სით და­ა­ვა­დე­ბის რის­კი მა­ღა­ლი­ა; ამას­თან, შიდ­სის ვი­რუ­სი არ არის ისე­თი მდგრა­დი, რო­გო­რიც C ჰე­პა­ტი­ტის ვი­რუ­სი.­  ამ ვი­რუ­სის მო­სას­პო­ბად სა­ჭი­როა სტე­რი­ლი­ზა­ცია 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, 130 გრა­დუს­ზე მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, რაც დღეს თბი­ლის­სა თუ სხვა ქა­ლა­ქებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ ხდე­ბა; შიდ­სის ვი­რუ­სის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად კი ინ­სტრუ­მენ­ტის სტე­რი­ლი­ზა­ცია 60 გრა­დუს­ზე საკ­მა­რი­სი­ა. ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ლო­ნე­ბის ხში­რი სტუმ­რე­ბი ასეთ ხერხს მი­მარ­თა­ვენ, თვი­თონ ყი­დუ­ლო­ბენ სა­ჭი­რო ია­რა­ღე­ბის ნაკ­რებს და სა­ლონ­ში და­აქვთ. რაც შეეხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, მი­სი მხრი­დან სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის კონ­ტრო­ლი, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა არ ხდე­ბა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გახ­სნას სა­ლო­ნი, ირ­ღვე­ვა კლი­ენ­ტთა უფ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, ჯან­მრთე­ლო­ბის, სი­ცოცხ­ლის უფ­ლე­ბა, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვერ იღებს კვა­ლი­ფი­ცი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას. ზო­გი­ერთ სა­ლონ­ში არა მარ­ტო სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის, სა­ერ­თოდ, ჰი­გი­ე­ნის პრობ­ლე­მა­ა.­ გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სა­ლონ­ში წყა­ლიც არ არის, რომ ხე­ლო­სან­მა ხე­ლი გა­და­ი­ბა­ნოს და მე­ო­რე პა­ცი­ენტს ისე მო­ემ­სა­ხუ­როს. ერ­თა­დერ­თი სფე­რო, რო­მე­ლიც დღეს მეტ­-ნაკ­ლე­ბად რე­გუ­ლირ­დე­ბა, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი­ა. უნ­და შე­იქ­მნას ძლი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც გა­ა­კონ­ტრო­ლებს რო­გორც სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო, ისე სა­მე­დი­ცი­ნო და სხვა სფე­რო­ებს და მომ­ხმა­რებ­ლის პრე­ტენ­ზი­ის შემ­თხვე­ვა­ში, სწორ და ობი­ექ­ტურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვაფ­რთხი­ლე­ბენ:

1. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რთხი­ლ­ით აარ­ჩი­ეთ სა­ლო­ნი, გახ­სოვ­დეთ, რომ მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი ფა­სი უსაფ­რთხო­ე­ბის გა­რან­ტია არ არის. მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი ამ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ვენ­ტა­რის და­მუ­შა­ვე­ბის ხა­რის­ხი­ა. და­ინ­ტე­რეს­დით, რა მე­თო­დით ხდე­ბა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცია და არ­სე­ბობს თუ არა სა­ლონ­ში "ავ­ტოკ­ლა­ვი" - სპ­ე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­საწყო ინ­ვენ­ტა­რის თე­რმ­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის­თვის. 2. მი­მარ­თეთ გა­მოც­დილ ოს­ტა­ტებს, "ა­ხალ­ბე­დე­ბი" ხში­რად აზი­ა­ნე­ბენ ფრჩხილ­სა და ნუ­ნებს და ამით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა. 3. თუ თქვენ უსაფ­რთხოე­ბის 100%-იანი გა­რან­ტია გსურთ, სა­ლონ­ში სა­კუ­თა­რი მა­ნი­კიუ­რის ნაკ­რე­ბი წა­­ი­­ღეთ. 4. არ­სე­ბობს ჯან­მრთე­ლ­ობ­ის და­ზღ­­ვე­ვის კი­დევ ერ­თი მე­თო­დი - ევ­რო­პუ­ლი მა­ნი­კიუ­რი, რო­მე­ლიც მჩხვლე­ტი და მჭრე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბ­ის გა­რე­შე კეთ­დე­ბა. ფრჩხი­ლე­ბის გარ­შე­მო სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბას უს­ვა­მენ, რო­მე­ლიც კა­ნის გარ­ქო­ვა­ნე­ბულ ნა­წი­ლებს არ­ბი­ლებს და შემ­დეგ ყო­ველ­გვა­რი და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე ამ ნა­წი­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩხი­რე­ბით აშო­რე­ბენ. სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბებს შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით ვერ გა­არ­ჩევთ, სა­ლო­ნე­ბის მფლო­ბელ­თა სი­სუფ­თა­ვეს კი ბო­ლომ­დე ვერ და­ეყ­რდნო­ბით. ასე რომ, იყა­ვით ფრთხი­ლად!

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია