პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის უმაღლეს საბჭოში თანამშრომლებს საყვედურის შემდეგ პრემიებით ანუგეშებენ
აჭარის უმაღლეს საბჭოში თანამშრომლებს საყვედურის შემდეგ პრემიებით ანუგეშებენ

კვი­რა არ გავა, რომ აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს გარ­შე­მო სკან­და­ლი არ ატყდეს. "vip" პრე­სო­ნის ბულ­ვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით სე­ირ­ნო­ბის და სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბის გამო ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის შემ­დეგ, "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს აპა­რა­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს მა­რი­ნე კუპ­რე­იშ­ვილს საყ­ვე­დუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად 100%-იანი პრე­მია გა­მო­უ­წე­რეს.

მა­რი­ნე კუპ­რე­იშ­ვილ­მა დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის გაფრ­თხი­ლე­ბა 2013 წლის 14 ივ­ნისს მი­ი­ღო. მან რა­დიო "აჭა­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის ორ­შა­ბა­თის ტრა­დი­ცი­ულ ბრი­ფინგზე არ შე­უშ­ვა.

"ამ­ბე­ბი.გე" აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს აპა­რა­ტის უფ­როსს რა­მაზ ბოლ­ქვა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- მა­რი­ნე კუპ­რე­იშ­ვილ­მა დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ი­ღო. შე­ნიშ­ვნა დის­ციპ­ლი­ნუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რია, ხოლო გაფრ­თხი­ლე­ბა მე­ო­რე ეტა­პის.

- გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ რა­ტომ მი­ი­ღო 100%-იანი პრე­მია?

- ეს არის ხელ­ფა­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ კა­ნონ­შიც ასეა აღ­ნიშ­ნუ­ლი. ეს არის გა­წე­რი­ლი. კვარ­ტალ­ში ერთხელ 100% პრე­მია ეძ­ლე­ვათ, ხოლო ყო­ველ­თვი­უ­რად 50%-იანი. დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ერთ-ერთი ზომა არის არა უმე­ტეს 10 სა­მუ­შაო დღის ხელ­ფა­სის და­კა­ვე­ბა, მაგ­რამ ეს ზომა რომ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, მა­შინ ვალ­დე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი და და­ვუ­კა­ვებ­დი ხელ­ფასს, მაგ­რამ მე გა­მო­ვი­ყე­ნე გაფრ­თხი­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ვერ და­ვუ­კარ­გავ­დი იმ ანა­ზღა­უ­რე­ბას, რაც ბი­უ­ჯეტ­ში უდევს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს. ეს ხელ­ფა­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

- აბა რო­გო­რი დას­ჯაა თუკი 100% პრე­მი­ა­საც იღებს?

- ნუ გა­ე­კი­დე­ბით ამ სი­ტყვას. პრე­მია ხელ­ფა­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ჯილ­დო სხვაა, მე რომ და­მე­ჯილ­დო­ვე­ბი­ნა, ეს სხვა თემა იქ­ნე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის აჭა­რის ფი­ლი­ა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი გია ქარ­ცი­ვა­ძე კი გან­მარ­ტავს, რომ დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში ან არ უნდა გა­ი­ცეს ხელ­ფას­ზე და­ნა­მა­ტი, ან უნდა შემ­ცირ­დეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა:

"100%-იანი და­ნა­მა­ტის მი­ცე­მა ხელ­ფას­ზე არის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, რად­გან დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში ან არ უნდა გა­ი­ცეს და­ნა­მა­ტი, ან უნდა შემ­ცირ­დეს. 100% -იანი და­ნამ­ტის გა­ცე­მა გა­მო­რი­ცხუ­ლია, კა­ნო­ნი კრძა­ლავს", - აღ­ნიშ­ნა გია ქარ­ცი­ვა­ძემ.

"ამ­ბე­ბი.გე"-სთვის ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ორი დღის წინ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოთ­ქმუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბის ავ­ტორს, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრეს­სას­მა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს კობა ადე­იშ­ვილს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვე­ბენ, ხოლო შვე­ბუ­ლე­ბის შემ­დეგ ახალ სამ­სა­ხურს შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

კობა ადე­იშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ზეთ "ბა­თუ­მე­ლე­ბის" სტა­ტი­ა­ზე - "ვინ იზე­ი­მა "ბა­თუ­მო­ბა" 240 ათას ლა­რად" შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. ამ ფაქტს ბა­თუმ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მხრი­დან მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა და დის­კუ­სი­აც გა­ი­მარ­თა.

დღეს­ვე, უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრეს­სამ­სა­ხურ­მა ამ თე­მა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რომ "კობა ადე­იშ­ვი­ლის მხრი­დან სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბელ და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფელ შე­ფა­სე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო".

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, ბა­თუ­მი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აჭარის უმაღლეს საბჭოში თანამშრომლებს საყვედურის შემდეგ პრემიებით ანუგეშებენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში თანამშრომლებს საყვედურის შემდეგ პრემიებით ანუგეშებენ

კვირა არ გავა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს გარშემო სკანდალი არ ატყდეს. "vip" პრესონის ბულვარში ავტომობილით სეირნობის და სასამართლო დავების გამო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, "ამბები.გე"-სთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახურის ხელმძღვანელს მარინე კუპრეიშვილს საყვედურის პარალელურად 100%-იანი პრემია გამოუწერეს.

მარინე კუპრეიშვილმა დისციპლინარული პასუხისმგებლობისთვის გაფრთხილება 2013 წლის 14 ივნისს მიიღო. მან რადიო "აჭარის" ჟურნალისტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე არ შეუშვა.

"ამბები.გე" აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსს რამაზ ბოლქვაძეს დაუკავშირდა:

- მარინე კუპრეიშვილმა დისციპლინარული პასუხისმგებლობა - გაფრთხილება მიიღო. შენიშვნა დისციპლინური ღონისძიების პირველი საფეხურია, ხოლო გაფრთხილება მეორე ეტაპის.

- გაფრთხილების შემდეგ რატომ მიიღო 100%-იანი პრემია?

- ეს არის ხელფასის შემადგენელი ნაწილი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც ასეა აღნიშნული. ეს არის გაწერილი. კვარტალში ერთხელ 100% პრემია ეძლევათ, ხოლო ყოველთვიურად 50%-იანი. დისციპლინარული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა არის არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება, მაგრამ ეს ზომა რომ გამომეყენებინა, მაშინ ვალდებული ვიქნებოდი და დავუკავებდი ხელფასს, მაგრამ მე გამოვიყენე გაფრთხილება და შესაბამისად, ვერ დავუკარგავდი იმ ანაზღაურებას, რაც ბიუჯეტში უდევს ყველა თანამშრომელს. ეს ხელფასის შემადგენელი ნაწილია.

- აბა როგორი დასჯაა თუკი 100% პრემიასაც იღებს?

- ნუ გაეკიდებით ამ სიტყვას. პრემია ხელფასის შემადგენელი ნაწილია. ჯილდო სხვაა, მე რომ დამეჯილდოვებინა, ეს სხვა თემა იქნებოდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გია ქარცივაძე კი განმარტავს, რომ დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში ან არ უნდა გაიცეს ხელფასზე დანამატი, ან უნდა შემცირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონდარღვევაა:

"100%-იანი დანამატის მიცემა ხელფასზე არის კანონდარღვევა, რადგან დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში ან არ უნდა გაიცეს დანამატი, ან უნდა შემცირდეს. 100% -იანი დანამტის გაცემა გამორიცხულია, კანონი კრძალავს", - აღნიშნა გია ქარცივაძემ.

"ამბები.გე"-სთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ორი დღის წინ ჟურნალისტების მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვების ავტორს, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსასმახურის თანამშრომელს კობა ადეიშვილს უახლოეს დღეებში შვებულებაში გაუშვებენ, ხოლო შვებულების შემდეგ ახალ სამსახურს შესთავაზებენ.

კობა ადეიშვილმა სოციალურ ქსელში გაზეთ "ბათუმელების" სტატიაზე - "ვინ იზეიმა "ბათუმობა" 240 ათას ლარად" შეურაცხმყოფელი შეფასებები გააკეთა. ამ ფაქტს ბათუმში ჟურნალისტების და არასამთავრობო სექტორის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა და დისკუსიაც გაიმართა.

დღესვე, უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურმა ამ თემაზე განცხადება გააკეთა, რომ "კობა ადეიშვილის მხრიდან სრულიად გაუმართლებელ და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელ შეფასებებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული მოკვლევა დაიწყო".

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა