შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2"-სა და "იმედში" ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების ავტორების ვინაობა დაადგინა.
როგორც " ინტერპრესნიუსს " შსს-დან აცნობეს, პირი, ვინც "112-ში" "რუსთავი 2"-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ დარეკა, უკვე დაკავებულია.
"იმედის" შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი კი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით.
ოფიციალურ ინფორმაციას შსს მოგვიანებით გაავრცელებს.