საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი ფაქტები კარლ ლაგერფილდის ცხოვრებიდან
უცნობი ფაქტები კარლ ლაგერფილდის ცხოვრებიდან

გთა­ვა­ზობთ სა­ინ­ტე­რე­სო, უჩ­ვე­უ­ლო და ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ფაქ­ტებს ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, "შა­ნე­ლის" სახ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის, კარლ ლა­გერ­ფილ­დის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან.

და­ვი­წყოთ და­ბა­დე­ბის თა­რი­ღით. დი­ზა­ი­ნე­რის და­ბა­დე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი უც­ნო­ბია. წყა­რო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა 1933 წელ­ზე მი­უ­თი­თებს, ზო­გი­ერ­თი 1935 წელ­ზე. თა­ვად დი­ზა­ი­ნე­რი თა­ვის და­ბა­დე­ბის წლად 1938 წელს ასა­ხე­ლებს.

კარლ ოტო ლა­გერ­ფილდმა თა­ვის სა­ხელს Lagerfeldt-ს ბოლო ასო მო­აკ­ლო, რათა ის კო­მერ­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში ლა­გერ­ფილ­დი რო­ლანდ კარ­ლის ფსევ­დო­ნი­მით მუ­შა­ობ­და. სწო­რედ ამ სა­ხე­ლით გა­მო­უშ­ვა მან თა­ვი­სი პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია ჟან პა­ტუს სა­მო­დე­ლო სახ­ლის­თვის.

დი­ზა­ი­ნერს ასო­ბით iPod-ის ფლე­ი­ე­რი აქვს. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვი­სი გა­ტა­ცე­ბა "ვაშ­ლე­ბის" მი­მართ ასე ახ­სნა: " iPod-ი გე­ნი­ა­ლუ­რია. მე ის 300 ცალი მაქვს"

რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ფო­ნებს და ტე­ლე­ფონ­ზე სა­უ­ბარს, დი­ზა­ი­ნერს ეს დი­დად არ უყ­ვარს. ის წე­რი­ლე­ბი­თა და ფაქ­სე­ბით კუ­მუ­ნი­კა­ცი­ას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

ლე­გერ­ფილდს ძა­ლი­ან უყ­ვარს წიგ­ნე­ბი. რო­გორც თა­ვად დი­ზა­ი­ნერ­მა აღი­ა­რა, მის სახ­ლში წიგ­ნე­ბი უფრო მე­ტია, ვიდ­რე წიგ­ნე­ბის თარო, თა­ვად ბიბ­ლი­ო­თე­კა კი 300 000 წიგნს მო­ი­ცავს.

2000 წელს მან და­ა­არ­სა თა­ვი­სი სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლი 7L, ხოლო შემ­დეგ პა­რიზ­ში იგი­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზია გახ­სნა.

რო­მე­ლი ნივ­თია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რის სახ­ლში? აღ­მოჩ­ნდა რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო ატ­რი­ბუ­ტი ნაგ­ვის ყუ­თია. იქ ხვდე­ბა ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, ეს­კი­ზე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, ძვე­ლი ტან­საც­მე­ლი და ყვე­ლა ის ნივ­თი, რომ­ლის თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბაც დი­ზა­ი­ნერს სურს. "მე უნდა გა­ვა­კე­თო რამე ახა­ლი და არ უნდა ვი­ფიქ­რო ძველ­ზე",- ამ­ბობს ლა­გერ­ფილ­დი.

ლა­გერ­ფილ­დის ხმის გა­გო­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა პო­პუ­ლა­რულ კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მაშ GTA IV-ში, სა­დაც ის ას­რუ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი რა­დი­ო­სად­გუ­რის წამ­ყვა­ნის როლს. რო­გორც თა­ვად დი­ზა­ი­ნერ­მა გა­ნა­ცხა­და, ის არ არის ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბის ფანი, მაგ­რამ მო­ხა­რუ­ლია, იყოს მისი ნა­წი­ლი.

2010 წელს დი­ზა­ი­ნერ­მა გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია Döttling-ის­თვის შექ­მნა ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სე­ი­ფე­ბი.

ერთი წლის შემ­დეგ დი­ზა­ი­ნერ­მა შექ­მნა სა­ხე­ლო­ბი­თი კალ­მე­ბის კო­ლექ­ცია ფრან­გუ­ლი ბრენ­დის­თვის, რო­მე­ლიც შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ვი­და.

ეს­კი­ზე­ბის შე­საქ­მნე­ლად მო­დე­ლი­ო­რი ჩვე­უ­ლებ­რივ ფან­ქარს არ იყე­ნებს. ის მუ­შა­ო­ბი­სას ია­პო­ნუ­რი Shu Uemura-ს ბრენ­დის პრო­დუქ­ცი­ას იყე­ნებს. მა­გა­ლი­თად, ტან­საც­მლის ეს­კი­ზებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ ფრჩხი­ლე­ბის ლაქი, რომ­ლის ფე­რიც თა­ვად აირ­ჩია.

2011 წელს კარლ­მა "იშ­ვი­ლა" პა­ტა­რა სი­ა­მის კატა, რო­მელ­საც შუ­პე­ტი და­არ­ქვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უცნობი ფაქტები კარლ ლაგერფილდის ცხოვრებიდან

უცნობი ფაქტები კარლ ლაგერფილდის ცხოვრებიდან

გთავაზობთ საინტერესო, უჩვეულო და ნაკლებად ცნობილ ფაქტებს ცნობილი დიზაინერის, "შანელის" სახლის კრეატიული დირექტორის,  კარლ ლაგერფილდის ბიოგრაფიიდან.

დავიწყოთ დაბადების თარიღით. დიზაინერის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. წყაროების უმეტესობა 1933 წელზე მიუთითებს, ზოგიერთი 1935 წელზე. თავად დიზაინერი თავის დაბადების წლად 1938 წელს ასახელებს.

კარლ ოტო ლაგერფილდმა თავის სახელს Lagerfeldt-ს ბოლო ასო მოაკლო, რათა ის კომერციული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი გამხდარიყო.

კარიერის დასაწყისში ლაგერფილდი როლანდ კარლის ფსევდონიმით მუშაობდა. სწორედ ამ სახელით გამოუშვა მან თავისი პირველი კოლექცია ჟან პატუს სამოდელო სახლისთვის.

დიზაინერს ასობით iPod-ის ფლეიერი აქვს. ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი გატაცება "ვაშლების" მიმართ ასე ახსნა: " iPod-ი გენიალურია. მე ის 300 ცალი მაქვს"

რაც შეეხება ტელეფონებს და ტელეფონზე საუბარს, დიზაინერს ეს დიდად არ უყვარს. ის წერილებითა და ფაქსებით კუმუნიკაციას ანიჭებს უპირატესობას.

ლეგერფილდს ძალიან უყვარს წიგნები. როგორც თავად დიზაინერმა აღიარა,  მის სახლში წიგნები უფრო მეტია, ვიდრე წიგნების თარო, თავად ბიბლიოთეკა კი 300 000 წიგნს მოიცავს.

2000 წელს მან დააარსა თავისი საგამომცემლო სახლი 7L, ხოლო შემდეგ პარიზში იგივე სახელწოდების წიგნების მაღაზია გახსნა.

რომელი ნივთია ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერის სახლში? აღმოჩნდა რომ მისთვის ყველაზე საჭირო ატრიბუტი ნაგვის ყუთია. იქ ხვდება ჩანახატები, ესკიზები, ფოტოები, ძველი ტანსაცმელი და ყველა ის ნივთი, რომლის თავიდან მოცილებაც დიზაინერს სურს. "მე უნდა გავაკეთო რამე ახალი და არ უნდა ვიფიქრო ძველზე",- ამბობს ლაგერფილდი.

ლაგერფილდის ხმის გაგონება შეიძლება პოპულარულ კომპიუტერულ თამაშ GTA IV-ში, სადაც ის ასრულებს ადგილობრივი რადიოსადგურის წამყვანის როლს. როგორც თავად დიზაინერმა განაცხადა, ის არ არის ვიდეოთამაშების ფანი, მაგრამ მოხარულია, იყოს მისი ნაწილი.

2010 წელს დიზაინერმა გერმანული კომპანია Döttling-ისთვის შექმნა ყველაზე ძვირადღირებული სეიფები.

ერთი წლის შემდეგ დიზაინერმა შექმნა სახელობითი კალმების კოლექცია ფრანგული ბრენდისთვის, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა.

ესკიზების შესაქმნელად მოდელიორი ჩვეულებრივ ფანქარს არ იყენებს. ის მუშაობისას იაპონური Shu Uemura-ს ბრენდის პროდუქციას იყენებს. მაგალითად, ტანსაცმლის ესკიზებზე შეიძლება ნახოთ ფრჩხილების ლაქი, რომლის ფერიც თავად აირჩია.

2011 წელს კარლმა "იშვილა" პატარა სიამის კატა, რომელსაც შუპეტი დაარქვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება