ნანუკა ჟორჟოლიანი - "რუსთავი 2" ყველაზე მაგარი კაცია”

ნანუკა ჟორჟოლიანი - "რუსთავი 2" ყველაზე მაგარი კაცია”

"რუსთავი 2" ექსტრემალური სიტუაციების მამაა, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"რუსთავი 2 - ექსტრემალური სიტუაციების მამა. მამა იმიტომ რომ ჩემთვის კაცია. ყველაზე მაგარი კაცი, სხვა კაცებს, ქალებს, გოგოებს და ბიჭებს შორის:)",- წერს ჟურნალისტი.

"რუსთავი 2"-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმური ზარი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ "112"-ში რამდენიმე საათის წინ შევიდა, რის შემდეგაც, არხის შენობიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა, თავად ტელევიზიის შენობაში კი შემოწმება გამნაღმველებმა ჩაატარეს. ტელეკომპანია ალტერნატიული სტუდიიდან აგრძელებდა მაუწყებლობას.

"რუსთავი 2"-ში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.