მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულ ტრადიციებს მოსახლეობის მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება
ქართულ ტრადიციებს მოსახლეობის მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ტრა­დი­ცია არ­სე­ბობს, რო­მელ­თა ფეს­ვე­ბიც ღრმა წარ­სულ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ. ბევრ მათ­განს დღემ­დე იცა­ვენ და ცხოვ­რე­ბის წე­სის შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ.

რო­გორც წესი, იშ­ვი­ა­თად უფიქ­რდე­ბი­ან, ტრა­დი­ცია და­დე­ბი­თია თუ უარ­ყო­ფი­თი. უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ რად­გა­ნაც ესა თუ ის ტრა­დი­ცია წარ­სუ­ლი­დან მო­დის და მას იცავ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, აღა­რაა სა­ჭი­რო, გან­ვი­ხი­ლოთ მისი მარ­თე­ბუ­ლო­ბა. თუმ­ცა, არის რამ­დე­ნი­მე ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც ნელ-ნელა და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა ან თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გავ­ლე­ნით სახე იც­ვა­ლა.

ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­სა­გე­ბად "ეი­სი­თი რი­სერჩმა" თბი­ლი­სე­ლებ­ში კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა. კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა 85% ეთან­ხმე­ბა დე­ბუ­ლე­ბას, რომ მოს­წონს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, 12%-ს მეტ-ნაკ­ლე­ბად მოს­წონს, 3%-ს კი არ მოს­წონს.

გა­მო­კი­თხულ­თა 90%-ს აქვს სურ­ვი­ლი, რომ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი შე­ნარ­ჩუნ­დეს. მხო­ლოდ 2 პრო­ცენ­ტია მომ­ხრე იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი არ შე­ნარ­ჩუნ­დეს.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 32% ასე­ვე თა­ნახ­მაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი დამ­კვიდ­რდეს. 39%-სთვის ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს და სურ­ვილს მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მო­ხა­ტა­ვენ, ხოლო 30% სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­კვიდ­რე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა.

რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პულ წეს-ჩვე­უ­ლე­ბებს, გა­მო­კი­თხულ­თა 23%-ს მოს­წონს ისი­ნი, 37-ს - მეტ-ნაკ­ლე­ბად, ხოლო 38%-ს არ მოს­წონს ბე­ბე­რი კონ­ტი­ნენ­ტის ტრა­დი­ცი­ე­ბი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­პუ­ლი და ქარ­თუ­ლი რო­მე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბით არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი მო­ხიბ­ლულ­ნი და რო­მე­ლი არ მოს­წონთ. რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და გად­მო­ტა­ნას მი­იჩ­ნე­ვენ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად და რისი და­ვი­წყე­ბის მომ­ხრე­ე­ბი არი­ან.

ამის გა­სარ­კვე­ვად, "რე­ზო­ნან­სმა" მცი­რე გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა. გა­მო­კი­თხვი­სას არ გა­მო­იკ­ვე­თა კონ­კრე­ტუ­ლი ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლას მოს­წონს ან რომ­ლის მი­მარ­თაც ყვე­ლა უარ­ყო­ფი­თა­დაა გან­წყო­ბი­ლი. ამ სა­კი­თხში შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან.

"თბი­ლის­ში ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი, ალ­ბათ, მარ­ტო უფ­რო­სი თა­ო­ბის ხალ­ხი თუ შე­მოვ­რჩით. ჩემს შვი­ლებს აღა­რა­ფე­რი ქარ­თუ­ლი აღარ მოს­წონთ და ასე არი­ან მათი მე­გობ­რე­ბიც. სო­ფელ­ში რომ მივ­დი­ვარ ხოლ­მე, მი­ხა­რია, ახალ­გაზ­რდებს რომ ვხე­დავ, რომ­ლე­ბიც არ ივი­წყე­ბენ უფ­რო­სი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მას, ქარ­თულ ადათ-წე­სებს, მას­პინ­ძლო­ბის ტრა­დი­ცი­ას. იქ, ალ­ბათ, მშობ­ლებს და ბე­ბია-ბა­ბუ­ებს უფრო მეტი გავ­ლე­ნა აქვთ ახალ­გაზ­რდებ­ზე და უფრო მე­ტად ას­წავ­ლი­ან ქვეყ­ნის და მისი ტრა­დი­ცი­ე­ბის სიყ­ვა­რულს. ჩემს შვი­ლებს ამას რომ ვე­უბ­ნე­ბი, მე­უბ­ნე­ბი­ან, უბ­რა­ლოდ, იქ უფრო ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ და არ ეც­ნო­ბი­ან სი­ახ­ლე­ებ­სო. მე კი ეს არ მეს­მის. რა შუ­ა­შია ინ­ფორ­მა­ცია შენს ტრა­დი­ცი­ებ­თან და მათ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან.

მე თით­ქმის ყვე­ლა ტრა­დი­ცია ძა­ლი­ან მომ­წონს და არ მინ­და, და­ი­კარ­გოს. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­დე­საც ნა­თე­სავ­თან ან ჩემს დას­თან მის­ვლა მო­მინ­დე­ბა, ერთი კვი­რით ადრე და­ვურ­ე­კო და შე­ვუ­თან­ხმო, ან დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე სტუმ­რად მი­სულს მხო­ლოდ ყავა და­მა­ლე­ვი­ნონ და სხვა არაფ­რით გა­მი­მას­პინ­ძლდნენ. ჩემს ოჯახ­ში ყვე­ლას გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლია მოს­ვლა და ნე­ბის­მი­ერ დროს მათ­თვის მშვე­ნი­ერ სუფ­რას გავ­შლი. ესეც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერთ-ერთი ძა­ლი­ან კარ­გი ტრა­დი­ცი­აა.

ასე­ვე, ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლას შე­უძ­ლია მოს­ვლა ღა­მის გა­სა­თე­ვად. სოფ­ლი­დან ჩა­მო­სულ ნა­თე­სავს სხვა­გან რო­გორ გა­ვუშ­ვებ, სირ­ცხვი­ლით მერე მათ­თან რო­გორ უნდა მი­ვი­დე. შვი­ლე­ბი კი ამა­ზე მე­უბ­ნე­ბი­ან, სახ­ლი კი არა, სას­ტუმ­რო­აო, მათ არა­ფე­რი ეს­მით ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბის", - აღ­ნიშ­ნა "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში ნატო ტყე­ბუ­ჩა­ვამ.

ევ­რო­პულ ტრა­დი­ცი­ებ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი, ძი­რი­თა­დად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და წეს­რიგს მო­ი­აზ­რე­ბენ. მათ­თვის ევ­რო­პუ­ლო­ბას­თან სწო­რედ ეს ორი ტრა­დი­ცია ასო­ცირ­დე­ბა. ასე­ვე ფიქ­რობს ნია სი­ხა­რუ­ლი­ძეც:

"ჩემ­თვის ევ­რო­პუ­ლო­ბა წეს­რიგ­თან ასო­ცირ­დე­ბა. რა­ტომ­ღაც ვფიქ­რობ, რომ სწო­რედ ესაა ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი - წეს­რი­გი ყვე­ლა სფე­რო­ში და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ძა­ლი­ან მომ­წონს მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბის ტრა­დი­ცია. რო­გორც კი სამ­სა­ხურს იშო­ვი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­დახ­ვი­დე მარ­ტო სა­ცხოვ­რებ­ლად და მი­ეჩ­ვიო სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მუდ­მი­ვად ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის ტყვე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბით - ინ­ფან­ტი­ლუ­რი შვი­ლე­ბის და მო­ქოთ­ქო­თე დე­დე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ანუ ოჯა­ხე­ბით, სა­დაც 5 თა­ო­ბაც კი ერ­თად ცხოვ­რობს.

ეს სა­შინ­ლად არ მომ­წონს და ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ამ ტრა­დი­ცი­ას. მე უკვე ორი წე­ლია მარ­ტო ვცხოვ­რობ და მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა არა­ვის­გან ვი­თხოვ, წი­ნას­წარ შე­მი­თან­ხმონ მოს­ვლა და ჩემი სახ­ლის კარი ყო­ველ­თვის ყვე­ლას­თვის ღიაა.

მას­პინ­ძლო­ბა­ში ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი ვარ და ეს ჩვე­ნი ტრა­დი­ცია მარ­თლა ძა­ლი­ან მომ­წონს. მას­პინ­ძლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად სუფ­რის გაშ­ლას არ ვგუ­ლის­ხმობ. მიყ­ვარს სტუმ­რე­ბი და მი­ხა­რია, რო­დე­საც ჩემ­თან მო­დი­ან.

ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცი­აა ყვე­ლაფ­რის მო­წეს­რი­გე­ბა და ყვე­ლა­ფერ­ზე ზრუნ­ვა. ჩვენ რომ სამ­შობ­ლო­ზე და გა­რე­მო­ზე ვზრუ­ნავ­დეთ, სა­ქარ­თვე­ლო ასეთ დღე­ში არ იქ­ნე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ნია სი­ხა­რუ­ლი­ძემ.

ლე­ვან ბაქ­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი ვე­რა­სო­დეს დამ­კვიდ­რდე­ბა და არც კარ­გი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი მი­ე­ცე­მა და­ვი­წყე­ბას:

"ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცია, რაც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის ქონა და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის გა­რე­შე ჩა­ტა­რე­ბაა. რაც უნდა ვი­ძა­ხოთ, რომ ჩვენ­ში დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს ევ­რო­პუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ასე არაა და კი­დევ დიდი ხანი არ იქ­ნე­ბა. მათი ტრა­დი­ცი­აა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბაც, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან შორ­საა სა­ქარ­თვე­ლოს­გან.

სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენც გვაქვს რამ­დე­ნი­მე კარ­გი ტრა­დი­ცია, რაც და­სა­კარ­გი ნამ­დვი­ლად არაა. ძა­ლი­ან მომ­წონს ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა. ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბა არაა, მაგ­რამ კარ­გია, ჩვენ­თა­ნაც რომ არ­სე­ბობს. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ ჩვე­ნი კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ჩა­მო­დის. ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ე­ლი მე­გობ­რის­გან მსმე­ნია, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ და უხა­რი­ათ ჩა­მოს­ვლა.

ჩვენ გვიყ­ვარს მას­პინ­ძლო­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სა­და­უ­რი იქ­ნე­ბა, ზედ ვყვე­ბით ყვე­ლას. ეს ტრა­დი­ცია ძა­ლი­ან მომ­წონს და ჩემი ოჯა­ხიც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით აგ­რძე­ლებს წი­ნაპ­რე­ბის­გან გად­მო­ცე­მულ ამ წესს", - ამ­ბობს ლე­ვან ბაქ­რა­ძე.

ქეთი თო­დუა

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ქართულ ტრადიციებს მოსახლეობის მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება

ქართულ ტრადიციებს მოსახლეობის მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება

საქართველოში ძალიან ბევრი ტრადიცია არსებობს, რომელთა ფესვებიც ღრმა წარსულში უნდა ვეძებოთ. ბევრ მათგანს დღემდე იცავენ და ცხოვრების წესის შემადგენელ ნაწილად წარმოუდგენიათ.

როგორც წესი, იშვიათად უფიქრდებიან, ტრადიცია დადებითია თუ უარყოფითი. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რადგანაც ესა თუ ის ტრადიცია წარსულიდან მოდის და მას იცავდნენ ჩვენი წინაპრები, აღარაა საჭირო, განვიხილოთ მისი მართებულობა. თუმცა, არის რამდენიმე ტრადიცია, რომელიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა ან თანამედროვეობის გავლენით სახე იცვალა.

ქართული და ევროპული ტრადიციებისადმი დამოკიდებულების გასაგებად "ეისითი რისერჩმა" თბილისელებში კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 85% ეთანხმება დებულებას, რომ მოსწონს ქართული ტრადიციები, 12%-ს მეტ-ნაკლებად მოსწონს, 3%-ს კი არ მოსწონს.

გამოკითხულთა 90%-ს აქვს სურვილი, რომ ქართული ტრადიციები შენარჩუნდეს. მხოლოდ 2 პროცენტია მომხრე იმისა, რომ ქართული წეს-ჩვეულებები არ შენარჩუნდეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ 32% ასევე თანახმაა, საქართველოში ევროპული ტრადიციები დამკვიდრდეს. 39%-სთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს და სურვილს მეტ-ნაკლებად გამოხატავენ, ხოლო 30% საქართველოში ევროპული ტრადიციების დამკვიდრების მოწინააღმდეგეა.

რაც შეეხება ევროპულ წეს-ჩვეულებებს, გამოკითხულთა 23%-ს მოსწონს ისინი, 37-ს - მეტ-ნაკლებად, ხოლო 38%-ს არ მოსწონს ბებერი კონტინენტის ტრადიციები.

საინტერესოა, განსაკუთრებით ევროპული და ქართული რომელი ტრადიციებით არიან ქართველები მოხიბლულნი და რომელი არ მოსწონთ. რის შენარჩუნებას და გადმოტანას მიიჩნევენ მიზანშეწონილად და რისი დავიწყების მომხრეები არიან.

ამის გასარკვევად, "რეზონანსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვისას არ გამოიკვეთა კონკრეტული ტრადიცია, რომელიც ყველას მოსწონს ან რომლის მიმართაც ყველა უარყოფითადაა განწყობილი. ამ საკითხში შეხედულებები მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან.

"თბილისში ტრადიციების დამცველები, ალბათ, მარტო უფროსი თაობის ხალხი თუ შემოვრჩით. ჩემს შვილებს აღარაფერი ქართული აღარ მოსწონთ და ასე არიან მათი მეგობრებიც. სოფელში რომ მივდივარ ხოლმე, მიხარია, ახალგაზრდებს რომ ვხედავ, რომლებიც არ ივიწყებენ უფროსისადმი პატივისცემას, ქართულ ადათ-წესებს, მასპინძლობის ტრადიციას. იქ, ალბათ, მშობლებს და ბებია-ბაბუებს უფრო მეტი გავლენა აქვთ ახალგაზრდებზე და უფრო მეტად ასწავლიან ქვეყნის და მისი ტრადიციების სიყვარულს. ჩემს შვილებს ამას რომ ვეუბნები, მეუბნებიან, უბრალოდ, იქ უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვთ და არ ეცნობიან სიახლეებსო. მე კი ეს არ მესმის. რა შუაშია ინფორმაცია შენს ტრადიციებთან და მათ შენარჩუნებასთან.

მე თითქმის ყველა ტრადიცია ძალიან მომწონს და არ მინდა, დაიკარგოს. ვერ წარმომიდგენია, როდესაც ნათესავთან ან ჩემს დასთან მისვლა მომინდება, ერთი კვირით ადრე დავურეკო და შევუთანხმო, ან დღესასწაულებზე სტუმრად მისულს მხოლოდ ყავა დამალევინონ და სხვა არაფრით გამიმასპინძლდნენ. ჩემს ოჯახში ყველას გაფრთხილების გარეშე შეუძლია მოსვლა და ნებისმიერ დროს მათთვის მშვენიერ სუფრას გავშლი. ესეც ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ძალიან კარგი ტრადიციაა.

ასევე, ტრადიციების მიხედვით, ყველას შეუძლია მოსვლა ღამის გასათევად. სოფლიდან ჩამოსულ ნათესავს სხვაგან როგორ გავუშვებ, სირცხვილით მერე მათთან როგორ უნდა მივიდე. შვილები კი ამაზე მეუბნებიან, სახლი კი არა, სასტუმროაო, მათ არაფერი ესმით ჩვენი ტრადიციების", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბარში ნატო ტყებუჩავამ.

ევროპულ ტრადიციებში ახალგაზრდები, ძირითადად, დამოუკიდებლობას და წესრიგს მოიაზრებენ. მათთვის ევროპულობასთან სწორედ ეს ორი ტრადიცია ასოცირდება. ასევე ფიქრობს ნია სიხარულიძეც:

"ჩემთვის ევროპულობა წესრიგთან ასოცირდება. რატომღაც ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ევროპული ტრადიციები - წესრიგი ყველა სფეროში და დამოუკიდებლობა. ძალიან მომწონს მშობლებისა და შვილების ცალ-ცალკე ცხოვრების ტრადიცია. როგორც კი სამსახურს იშოვი, აუცილებლად უნდა გადახვიდე მარტო საცხოვრებლად და მიეჩვიო საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად ქართული ტრადიციების ტყვეობაში ვიქნებით - ინფანტილური შვილების და მოქოთქოთე დედების გარემოცვაში, ანუ ოჯახებით, სადაც 5 თაობაც კი ერთად ცხოვრობს.

ეს საშინლად არ მომწონს და ვეწინააღმდეგები ამ ტრადიციას. მე უკვე ორი წელია მარტო ვცხოვრობ და მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული, თუმცა არავისგან ვითხოვ, წინასწარ შემითანხმონ მოსვლა და ჩემი სახლის კარი ყოველთვის ყველასთვის ღიაა.

მასპინძლობაში ნამდვილი ქართველი ვარ და ეს ჩვენი ტრადიცია მართლა ძალიან მომწონს. მასპინძლობაში აუცილებლად სუფრის გაშლას არ ვგულისხმობ. მიყვარს სტუმრები და მიხარია, როდესაც ჩემთან მოდიან.

ევროპული ტრადიციაა ყველაფრის მოწესრიგება და ყველაფერზე ზრუნვა. ჩვენ რომ სამშობლოზე და გარემოზე ვზრუნავდეთ, საქართველო ასეთ დღეში არ იქნებოდა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნია სიხარულიძემ.

ლევან ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ევროპული ტრადიციები ვერასოდეს დამკვიდრდება და არც კარგი ქართული ტრადიციები მიეცემა დავიწყებას:

"ევროპული ტრადიცია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური კულტურის ქონა და არჩევნების გაყალბების გარეშე ჩატარებაა. რაც უნდა ვიძახოთ, რომ ჩვენში დიდი ხანია არსებობს ევროპული ტრადიციები, ასე არაა და კიდევ დიდი ხანი არ იქნება. მათი ტრადიციაა სამოქალაქო საზოგადოების არსებობაც, რაც ასევე ძალიან შორსაა საქართველოსგან.

სამაგიეროდ, ჩვენც გვაქვს რამდენიმე კარგი ტრადიცია, რაც დასაკარგი ნამდვილად არაა. ძალიან მომწონს ქართული სტუმართმოყვარეობა. ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისება არაა, მაგრამ კარგია, ჩვენთანაც რომ არსებობს. უამრავი ადამიანი საქართველოში სწორედ ჩვენი კარგი დამოკიდებულების გამო ჩამოდის. ძალიან ბევრი უცხოელი მეგობრისგან მსმენია, რომ ჩვენს ქვეყანაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ და უხარიათ ჩამოსვლა.

ჩვენ გვიყვარს მასპინძლობა და მნიშვნელობა არ აქვს, სადაური იქნება, ზედ ვყვებით ყველას. ეს ტრადიცია ძალიან მომწონს და ჩემი ოჯახიც დიდი სიამოვნებით აგრძელებს წინაპრებისგან გადმოცემულ ამ წესს", - ამბობს ლევან ბაქრაძე.

ქეთი თოდუა

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია