სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარეჯან დიასამიძის დედის სულისშემძვრელი აღსარება - "უკვე იმას ვნატრობ, რომ მკვდარი მაინც იპოვონ..."
 დარეჯან დიასამიძის დედის სულისშემძვრელი აღსარება - "უკვე იმას ვნატრობ, რომ მკვდარი მაინც იპოვონ..."

"ვიცი, რომ თურ­ქეთ­ში მიჰ­ყავთ და ამუ­შა­ვე­ბენ ხოლ­მე იქ გო­გო­ებს, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი მა­გის­თვის არ გა­მოდ­გე­ბო­და... მთა­ვა­რია, ცო­ცხა­ლი იყოს, მაგ­რამ უკვე აღა­რაფ­რის იმე­დი არ მაქვს. იცით რა, უკვე იმას ვნატ­რობ, რომ მკვდა­რი მა­ინც იპო­ვონ... ის მა­ინც ვი­ცო­დე, რომ აღარ არის. მალე 40 დღე გავა და არ ვიცი, სად არის ჩემი შვი­ლი, რო­გო­რაა, მალე ჭკუ­ი­დან შე­ვიშ­ლე­ბი ალ­ბათ... ის ბედ­ნი­ე­რე­ბაც არ მაქვს, რომ ჩემი შვი­ლის საფ­ლა­ვი მქონ­დეს, მი­ვი­დე და ვი­ტი­რო," - ამ­ბობს ერთი თვის წინ აჭა­რა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 17 წლის და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძის დედა, ლამ­ზი­რა მა­ხა­რა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­ფელ ახალ­შე­ნი­დან გო­გო­ნა 7 აგ­ვის­ტოს დი­ლით გა­უ­ჩი­ნარ­და. შსს-ში კი აცხა­დე­ბენ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ ეტაპ­ზე სხვა არაფ­რის თქმა არ შე­უძ­ლი­ათ.

ლამ­ზი­რა მა­ხა­რა­ძე:

- 33 დღე გა­ვი­და უკვე და ვე­რა­ნა­ირ კვალს ვერ მი­აგ­ნო გა­მო­ძი­ე­ბამ. ეძე­ბენ, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­დის. თან­და­თან იმედს ვკარ­გავ.. ხომ არ გაქ­რა და მი­წამ ჩაყ­ლა­პა? თუ ეძე­ბენ, აქამ­დე რა­ტომ ვე­რა­ფერს მი­აკ­ვლი­ეს? არა­ვის არ ვუ­სურ­ვებ­დი ჩემს დღე­ში ყოფ­ნას...

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვე­ნი შვი­ლის აქ­ტი­ვო­ბა და­ფიქ­სირ­და...

- ჩემ დის­შვილს "ოდ­ნოკ­ლას­ნიკ­ში" სტა­ტუ­სი ეწე­რა - "დარო, მო­მე­ნატ­რე"-ო. 2 სექ­ტემ­ბერს ღა­მით უსა­ხე­ლო პრო­ფილ­მა პი­რად­ში მი­წე­რა - "მეც, ხატი. უშე­ნო­ბა ძნე­ლია. ახლო ხან­ში ჩა­მო­ვალ. მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა"-ო. შემ­დეგ ჩემ­მა დის­შვილ­მაც და სხვა გო­გო­ებ­მაც მე­გობ­რო­ბის თხოვ­ნა გა­უგ­ზავ­ნეს, მაგ­რამ არა­ვინ არ და­ი­მე­გობ­რა. ხა­ტი­ამ პი­რად­ში მი­წე­რა, მაგ­რამ პა­სუხს არ სწერ­და. ეს რომ არ მო­ეშ­ვა, იმან გაბ­რა­ზე­ბით და­უ­წე­რა - "რა გინ­და, რაა"-ო.

ამ სი­ტყვებს ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან ხში­რად ხმა­რობ­და და ამი­ტომ, ეჭვი გა­მიჩ­ნდა, რომ ის შე­საძ­ლოა და­რე­ჯა­ნი ყო­ფი­ლი­ყო.

ეს ინ­ფორ­მა­ცია ახალ­შე­ნის პო­ლი­ცი­ას მი­ვა­წო­დეთ და იმათ თბი­ლისს გა­დას­ცეს. გვი­თხრეს, და­ვად­გენთ, სად და რო­მე­ლი კომ­პი­უ­ტე­რი­დან მი­წე­რე­სო, მაგ­რამ 6 დღე გა­ვი­და და ჯერ არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია.

- და­რე­ჯან­ზეც რომ გვე­სა­უბ­როთ. რო­გო­რი ბავ­შვია, რა გეგ­მე­ბი აქვს?

- ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ბავ­შვია. 6 წელი სტამ­ბოლ­ში ვმუ­შა­ობ. 5 თვე გა­სუ­ლა რომ სახ­ლში არ ჩა­მოვ­სულ­ვარ და და­რე­ჯა­ნი უძღვე­ბო­და ოჯახს. ყვე­ლა­ფერს ას­წრებ­და. დამ­ჯე­რი ბავ­შვი იყო. მა­მას და ბე­ბი­ას რომ მი­ე­ცა უფ­ლე­ბა, მე მა­ინც მე­კი­თხე­ბო­და და ჩემს და­უ­კი­თხა­ვად არ­სად არ მი­დი­ო­და. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, ჩემი შვი­ლი სად იყო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

დარეჯან დიასამიძის დედის სულისშემძვრელი აღსარება - "უკვე იმას ვნატრობ, რომ მკვდარი მაინც იპოვონ..."

 დარეჯან დიასამიძის დედის სულისშემძვრელი აღსარება - "უკვე იმას ვნატრობ, რომ მკვდარი მაინც იპოვონ..."

"ვიცი, რომ თურქეთში მიჰყავთ და ამუშავებენ ხოლმე იქ გოგოებს, მაგრამ ჩემი შვილი მაგისთვის არ გამოდგებოდა... მთავარია, ცოცხალი იყოს, მაგრამ უკვე აღარაფრის იმედი არ მაქვს. იცით რა, უკვე იმას ვნატრობ, რომ მკვდარი მაინც იპოვონ... ის მაინც ვიცოდე, რომ აღარ არის. მალე 40 დღე გავა და არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი, როგორაა, მალე ჭკუიდან შევიშლები ალბათ... ის ბედნიერებაც არ მაქვს, რომ ჩემი შვილის საფლავი მქონდეს, მივიდე და ვიტირო," - ამბობს ერთი თვის წინ აჭარაში გაუჩინარებული 17 წლის დარეჯან დიასამიძის დედა, ლამზირა მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ახალშენიდან გოგონა 7 აგვისტოს დილით გაუჩინარდა. შსს-ში კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეუძლიათ.

ლამზირა მახარაძე:

- 33 დღე გავიდა უკვე და ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო გამოძიებამ. ეძებენ, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ არაფერი გამოდის. თანდათან იმედს ვკარგავ.. ხომ არ გაქრა და მიწამ ჩაყლაპა? თუ ეძებენ, აქამდე რატომ ვერაფერს მიაკვლიეს? არავის არ ვუსურვებდი ჩემს დღეში ყოფნას...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში თქვენი შვილის აქტივობა დაფიქსირდა...

- ჩემ დისშვილს "ოდნოკლასნიკში" სტატუსი ეწერა - "დარო, მომენატრე"-ო. 2 სექტემბერს ღამით უსახელო პროფილმა პირადში მიწერა - "მეც, ხატი. უშენობა ძნელია. ახლო ხანში ჩამოვალ. მიყვარხართ ყველა"-ო. შემდეგ ჩემმა დისშვილმაც და სხვა გოგოებმაც მეგობრობის თხოვნა გაუგზავნეს, მაგრამ არავინ არ დაიმეგობრა. ხატიამ პირადში მიწერა, მაგრამ პასუხს არ სწერდა. ეს რომ არ მოეშვა, იმან გაბრაზებით დაუწერა - "რა გინდა, რაა"-ო.

ამ სიტყვებს ჩემი შვილი ძალიან ხშირად ხმარობდა და ამიტომ, ეჭვი გამიჩნდა, რომ ის შესაძლოა დარეჯანი ყოფილიყო.

ეს ინფორმაცია ახალშენის პოლიციას მივაწოდეთ და იმათ თბილისს გადასცეს. გვითხრეს, დავადგენთ, სად და რომელი კომპიუტერიდან მიწერესო, მაგრამ 6 დღე გავიდა და ჯერ არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

- დარეჯანზეც რომ გვესაუბროთ. როგორი ბავშვია, რა გეგმები აქვს?

- ძალიან ჭკვიანი და დამოუკიდებელი ბავშვია. 6 წელი სტამბოლში ვმუშაობ. 5 თვე გასულა რომ სახლში არ ჩამოვსულვარ და დარეჯანი უძღვებოდა ოჯახს. ყველაფერს ასწრებდა. დამჯერი ბავშვი იყო. მამას და ბებიას რომ მიეცა უფლება, მე მაინც მეკითხებოდა და ჩემს დაუკითხავად არსად არ მიდიოდა. ყოველთვის ვიცოდი, ჩემი შვილი სად იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ