სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა ზაქარეიშვილი: "მინარეთი­ სათანადო­ ნებართვით უნდა აღდგეს"
პაატა ზაქარეიშვილი: "მინარეთი­ სათანადო­ ნებართვით უნდა აღდგეს"

"სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ზე და­ვა­ყე­ნებთ, თუ აქ ყვე­ლა თა­ნას­წო­რი იქ­ნე­ბა: ქარ­თვე­ლი და არა­ქარ­თვე­ლი, მაჰ­მა­დი­ა­ნი, ქრის­ტი­ა­ნი და სხვა რე­ლი­გი­ის აღმსა­რე­ბე­ლი. ქარ­თვე­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იმი­ტომ ვი­ყა­ვით, როცა სა­ჭი­რო იყო ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი ვი­ყა­ვით; სა­დაც სა­ჭი­რო იყო, რე­ლი­გი­უ­რი სიმ­ტკი­ცე გა­მო­ვი­ჩი­ნეთ. დღეს ქვე­ყა­ნას სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და თა­ნას­წო­რო­ბა სჭირ­დე­ბა. სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა კი იწ­ვევს ისეთ შე­დე­გებს, რაც აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში დაგ­ვე­მარ­თა. ექ­სტრე­მიზ­მი და უნ­დობ­ლო­ბა ის კი­ბოა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას შიგ­ნი­დან ჭამს", - აცხა­დებს რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი:

- რო­გორ მოხ­დე­ბა ოსე­ბი­სა და აფხა­ზე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია, რო­დე­საც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ჩვენ შო­რის მავ­თულხლარ­თებს აბა­მენ?

- წლე­ბის წინ აფხა­ზეთ­ში ისე გა­ავ­ლეს­ მავ­თულხლარ­თე­ბი და ბე­ტო­ნის კედ­ლე­ბი, არა­ვის გა­უ­გია. მე­ტიც, რამ­დე­ნი­მე წლის წინ რუ­სებ­მა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი მა­მის­ო­ნზე კი­ლო­მეტ­რებ­ზე გად­მო­ი­ტა­ნეს, ვინ გა­ი­გო ეს? დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ამ თე­მებს არ ვმა­ლავთ და ვცდი­ლობთ, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მცხოვ­რებ და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლეო­ბას დავე­ხმა­როთ. მათ სას­მე­ლი წყა­ლი რომ ჰქონ­დეთ, ჭა­ბურ­ღი­ლებს ვთხრით. ვე­რა­ვინ იტყვის, რომ წელს სარ­წყა­ვი წყა­ლი­ მო­აკ­ლდათ, რაც წინა წლე­ბში არ ჰქო­ნი­ათ.

- მახ­სოვს, ოსე­ბი სარ­წყავ არხს უკე­ტავ­დნენ­ ქარ­თულ სოფ­ლებს.

- წელს ასე­თი პრობ­ლე­მა ნაკ­ლე­ბად გვ­ქონ­და, გლე­ხებს მი­წე­ბის მორ­წყვის სა­შუა­ლება მი­ე­ცათ. არის კი­დევ სხვა პო­ზი­ტიუ­რი მარ­ცვლე­ბიც, თუმ­ცა, გვირ­ჩევ­ნია, ამა­ზე სა­ჯა­რ­ოდ არ ვი­ლა­პა­რა­კოთ და ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ იგ­რძნოს, რომ პატ­რო­ნი ჰყავს. მინ­და, აფხა­ზებ­სა და ოსე­ბს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ შე­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლო და მათ­ზე ვზრუ­ნავთ. ასე­თი მიდ­გო­მის გამო ერთი-ორად გა­ი­ზარ­და ოსი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ადრე თუ ეში­ნო­დათ, ახლა ისი­ნი გად­მო­დი­ან მე­ზო­ბელ სო­ფლებ­ში. თუ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ცია მათ ატე­რო­რებ­და, და­კი­თხვებ­ზე იბა­რებ­და და აშან­ტა­ჟებ­და, ახლა, როცა ერთი-ორი ოსი გად­მო­ვი­და, არ და­ა­კა­ვეს, არ და­უ­წყეს გადმ­ობი­რე­ბა და მუ­ქა­რა. ეს მათ ცხინ­ვალ­ში თქვეს, რის შემ­დე­გაც მე­ო­რე დღეს ათი ოსი გად­მო­ვი­და. გორ­სა და თბი­ლის­შიც ჩა­მო­დი­ან, ბიზ­ნეს­ზე და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი. ეს "ბერ­ლი­ნის მავ­თულხლარ­თე­ბია", რომ­ლე­ბიც ოსე­ბს­ არ უშ­ვებს აქეთ და უფრო ოსე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაა, ვიდ­რე ქარ­თვე­ლე­ბის. ე. წ. "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის" 5 წელი ოსე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო რომ ყოფი­ლიყო, რუ­სე­ბი მათ მავ­თულხლარ­თებ­ით არ შე­მო­ზღუ­დავ­დნენ. ეს ვი­თომ­და და­მო­უკ­იდებ­ლო­ბა რუ­სე­თის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­აა.­ ამ "და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას" მოჰ­ყვა აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი, რაც რუ­სეთს სჭირ­დე­ბა კავ­კა­სი­ა­ში ვი­თა­რე­ბის­ სა­მარ­თა­ვად.­ რუ­სეთს თბი­ლის­თან ახ­ლოს ბაზა (ტე­რი­ტო­რია) სჭირ­დე­ბა. იქ ხალ­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე არა­ვინ ზრუ­ნავს.

"და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის" მო­პო­ვე­ბის მერე ცხინ­ვა­ლი და­ი­ცა­ლა. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კ­ის მო­სახ­ლე­ო­ბა 120 ათა­სი კაცი იყო, დღეს იქ 20 ათა­სი კაცი ცხოვ­რობს. ცხინ­ვა­ლი ჩა­კე­ტი­ლი ანკლა­ვია, რო­მელ­საც გარე სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რი მხო­ლოდ რო­კის გვი­რა­ბით აქვს. აფხა­ზი დი­ლით რომ იღ­ვი­ძებს, ზღვას ხე­დავს, ოსი კი სა­ქარ­თვე­ლოს. ამიტ­ო­მაც რე­ა­ლუ­რი სა­ქარ­თვე­ლო რომ და­ვა­ნა­ხოთ,­ აფხა­ზებ­თან სხვა პო­ლი­ტი­კაა სა­ჭი­რო, ოსებ­თან - სხვა. რა­ღაც პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც და­ი­წყოს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ სო­ჭის ოლ­იმ­პი­ა­დის მერე. მაქ­სი­მუმ 4-5 წელი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, ხალ­ხმა შე­დე­გე­ბი რომ და­ი­ნა­ხოს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

პაატა ზაქარეიშვილი: "მინარეთი­ სათანადო­ ნებართვით უნდა აღდგეს"

პაატა ზაქარეიშვილი: "მინარეთი­ სათანადო­ ნებართვით უნდა აღდგეს"

"საქართველოს ფეხზე დავაყენებთ, თუ აქ ყველა თანასწორი იქნება: ქართველი და არაქართველი, მაჰმადიანი, ქრისტიანი და სხვა რელიგიის აღმსარებელი. ქართველები წარმატებულები იმიტომ ვიყავით, როცა საჭირო იყო ნაციონალიზმი, ნაციონალისტები ვიყავით; სადაც საჭირო იყო, რელიგიური სიმტკიცე გამოვიჩინეთ. დღეს ქვეყანას სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თანასწორობა სჭირდება. საკუთარი მოქალაქეების ინტერესების გაუთვალისწინებლობა კი იწვევს ისეთ შედეგებს, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაგვემართა. ექსტრემიზმი და უნდობლობა ის კიბოა, რომელიც ქვეყანას შიგნიდან ჭამს", - აცხადებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი:

- როგორ მოხდება ოსებისა და აფხაზების ინტეგრაცია, როდესაც რუსი სამხედროები ჩვენ შორის მავთულხლართებს აბამენ?

- წლების წინ აფხაზეთში ისე გაავლეს­ მავთულხლართები და ბეტონის კედლები, არავის გაუგია. მეტიც, რამდენიმე წლის წინ რუსებმა სახელმწიფო საზღვარი მამის­ო­ნზე კილომეტრებზე გადმოიტანეს, ვინ გაიგო ეს? დღევანდელი ხელისუფლების დამსახუ­რებაა, რომ ამ თემებს არ ვმალავთ და ვცდი­ლობთ, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეო­ბას დავე­ხმაროთ. მათ სასმელი წყალი რომ ჰქონდეთ, ჭაბურღილებს ვთხრით. ვერავინ იტყვის, რომ წელს სარწყავი წყალი­ მოაკლდათ, რაც წინა წლე­ბში არ ჰქონიათ.

- მახსოვს, ოსები სარწყავ არხს უკეტავდნენ­ ქართულ სოფლებს.

- წელს ასეთი პრობლემა ნაკლებად გვ­ქონდა, გლეხებს მიწების მორწყვის საშუა­ლება მიეცათ. არის კიდევ სხვა პოზიტიუ­რი მარცვლებიც, თუმცა, გვირ­ჩევნია, ამაზე სა­ჯა­რ­ოდ არ ვილაპარაკოთ და ადგილობრივმა მოსახლეობამ იგრძნოს, რომ პატრონი ჰყავს. მინდა, აფხაზებსა და ოსე­ბს ვაჩვენოთ, რომ შეიცვალა საქარ­თველო და მათზე ვზრუნავთ. ასეთი მიდგომის გამო ერთი-ორად გაიზარდა ოსი მოსახლეობის მიმოსვლა საქართველოში. ადრე თუ ეშინო­დათ, ახლა ისინი გადმოდიან მეზობელ სო­ფლებში. თუ სააკაშვილის პოლიცია მათ ატერორებდა, დაკითხვებზე იბარებდა და აშანტაჟებდა, ახლა, როცა ერთი-ორი ოსი გადმოვიდა, არ დააკავეს, არ დაუწყეს გადმ­ობირება და მუქარა. ეს მათ ცხინვალში თქვეს, რის შემდეგაც მეორე დღეს ათი ოსი გადმოვიდა. გორსა და თბილისშიც ჩამოდიან, ბიზნესზე დაიწყეს ლაპარაკი. ეს "ბერლინის მავთულხლართებია", რომლებიც ოსე­ბს­ არ უშვებს აქეთ და უფრო ოსების წინააღმდეგაა, ვიდ­რე ქართველების. ე. წ. "დამოუკიდებლობის" 5 წელი ოსებისთვის სასარგებლო რომ ყოფი­ლიყო, რუსები მათ მავთულხლართებ­ით არ შემოზღუდავდნენ. ეს ვითომდა დამოუკ­იდებლობა რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციაა.­ ამ "დამოუკიდებლობას" მოჰყვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზები, რაც რუსეთს სჭირდება კავკასიაში ვითარების­ სამართავად.­ რუსეთს თბილისთან ახლოს ბაზა (ტერიტორია) სჭირდება. იქ ხალხის განვითარებაზე არავინ ზრუნავს.

"დამოუკიდებლობის" მოპოვების მერე ცხინვალი დაიცალა. საბჭოთა პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლი­კ­ის მოსახლეობა 120 ათასი კაცი იყო, დღეს იქ 20 ათასი კაცი ცხოვრობს. ცხინვა­ლი ჩაკეტილი ანკლავია, რომელსაც გარე სამყა­როსთან კავშირი მხოლოდ როკის გვირა­ბით აქვს. აფხაზი დილით რომ იღვიძებს, ზღვას ხედავს, ოსი კი საქართველოს. ამიტ­ო­მაც რეალური საქართველო რომ დავანახოთ,­ აფხაზებთან სხვა პოლიტიკაა საჭირო, ოსებ­თან - სხვა. რაღაც პროცესები შეიძლება მართლაც დაიწყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, მაგრამ სოჭის ოლ­იმპიადის მერე. მაქსიმუმ 4-5 წელი იქნება საჭირო, ხალხმა შედეგები რომ დაინახოს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა