სათადარიგო ავტონაწილების ქართულ ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქცია იყიდება. ამის შესახებ გადაცემა "რადიო მარკეტს" გერმანული ავტოსათადარიგო ნაწილების კომპანია "დეტაილი.ჯის" ხელმძღვანელმა კახაბერ რურუამ განუცხადა. რურუას ინფორმაციით, თბილისში მხოლოდ 5 მაღაზიაა, რომელიც მსოფლიო ბრენდების ავტონაწილებს რეალურად ყიდის.
"ავტონაწილების კონტროლი არც საბაჟოზე ხდება და არც ბაზარზე. საქართველოში არ არსებობს ექსპერტიზის ბიურო, რომელიც ავტონაწილების ვარგისიანობას და ხარისხს შეამოწმებს. შედეგად, ბაზრის 90% ფალსიფიცირებულ ავტონაწილებს უჭირავს",- აცხადებს რურუა.
მისივე თქმით, მომხმარებელი ამ სხვაობას მხოლოდ ავტონაწილის შეძენის და გამოყენების შემდეგ დაინახავს, რადგან ასეთი ავტონაწილები უხარისხოა და მოკლე დროში ზიანდება.
"დეტაილ.ჯი" უკვე განახლებული სახით ერთი წელია ოპერირებს ბაზარზე. კომპანია გერმანული ფირმა "ატეს" ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9