მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თომას მელია ჭელასა და სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებს "მეტისმეტად შემაშფოთებელს" უწოდებს
თომას მელია ჭელასა და სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებს "მეტისმეტად შემაშფოთებელს" უწოდებს

ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე დე­მოკ­რა­ტი­ის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და შრო­მის სა­კი­თხებ­ში თო­მას მე­ლია ჭე­ლა­სა და სამ­თა­წყა­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს "მე­ტის­მე­ტად შე­მაშ­ფო­თე­ბელს" უწო­დებს.

რო­გორც თო­მას მე­ლი­ამ დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, თა­ვი­სუ­ფალ სა­ზო­გა­დო­ე­ბებს აქვთ ამ­გვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში.

"საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი მუდ­მი­ვად გა­ნიც­დიდ­ნენ ზე­წო­ლას. ის, თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს რე­ლი­გი­ურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას შო­რის, ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, თუმ­ცა, მე დღეს იმე­დი­ა­ნი სა­უ­ბა­რი მქონ­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან და იმე­დი­ა­ნად ვარ გან­წყო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ლი­გი­ურ ჯგუ­ფებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის კუ­თხით მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მართ", - აღ­ნიშ­ნა თო­მას მე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, რე­ლი­გი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ის საკ­ვან­ძო სა­კი­თხია, რო­მელ­საც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, რო­გორც სა­ში­ნაო, ასე­ვე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლია და ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აგე­ბუ­ლია ამ ქვა­კუ­თხედ­ზე. მიგ­ვაჩ­ნია, რომ რე­ლი­გი­ურ ჯგუ­ფებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის გა­რე­მო­ე­ბა, რაც სო­ცი­ა­ლურ სიმ­შვი­დეს გა­ნა­პი­რო­ბებს. სწო­რედ ამი­ტომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ში დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს რე­ლი­გი­ურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს არის საკ­ვან­ძო სა­კი­თხი ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის", - აღ­ნიშ­ნა თო­მას მე­ლი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

თომას მელია ჭელასა და სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებს "მეტისმეტად შემაშფოთებელს" უწოდებს

თომას მელია ჭელასა და სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებს "მეტისმეტად შემაშფოთებელს" უწოდებს

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია ჭელასა და სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებს "მეტისმეტად შემაშფოთებელს" უწოდებს.

როგორც თომას მელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავისუფალ საზოგადოებებს აქვთ ამგვარი გამოწვევები, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა სივრცეში.

"საბჭოთა კავშირის დროს რელიგიური ჯგუფები მუდმივად განიცდიდნენ ზეწოლას. ის, თუ როგორი დამოკიდებულება არსებობს რელიგიურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, ერთგვარი გამოწვევაა, თუმცა, მე დღეს იმედიანი საუბარი მქონდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და იმედიანად ვარ განწყობილი საქართველოში რელიგიურ ჯგუფებს შორის დამოკიდებულების კუთხით მოვლენების განვითარების მიმართ", - აღნიშნა თომას მელიამ.

მისივე თქმით, რელიგიური თავისუფლება ის საკვანძო საკითხია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

"ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა ადამიანი თავისუფალია და ამერიკული საზოგადოება აგებულია ამ ქვაკუთხედზე. მიგვაჩნია, რომ რელიგიურ ჯგუფებს შორის დამოკიდებულება არის გარემოება, რაც სოციალურ სიმშვიდეს განაპირობებს. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო პოლიტიკაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რელიგიურ თავისუფლებას და მიგვაჩნია, რომ ეს არის საკვანძო საკითხი ნებისმიერი ახალი დემოკრატიისთვის", - აღნიშნა თომას მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა