პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავისკვეთა წმინდისა და პატიოსნისა იოანე ნათლისმცემლისა
თავისკვეთა წმინდისა და პატიოსნისა იოანე ნათლისმცემლისა

დღე­ვან­დელ დღეს ეკ­ლე­სია მძი­მე მარ­ხვით ხვდე­ბა-სწო­რედ ამ დღეს მოჰ­კვე­თეს თავი მას, ვის­ზეც უფალ­მა ბრძა­ნა, რომ არ შო­ბი­ლა მას­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ან­თა შო­რის. 11 სექ­ტემ­ბერს, ჰე­რო­დე­ა­დას სურ­ვი­ლი­თა და ჰე­რო­დეს ბრძა­ნე­ბით, ჰე­რო­დი­ა­დას ლან­გრით მი­არ­თვეს წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მოჭ­რი­ლი თავი.

მაგ­რამ მა­ნამ­დე. . .

ის­რა­ელ­ში მცხოვ­რებ წყვილს, ელი­სა­ბედ­სა და ზა­ქა­რი­ას, რომ­ლე­ბიც კე­თილ­მსა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, შვი­ლი არ ეძ­ლე­ო­და. ზა­ქა­რია მღვდელმსა­ხუ­რი იყო. ერთხელ იე­რუ­სა­ლი­მის ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში შე­ვი­და, რათა საკ­მე­ვე­ლი ეკ­მია ღვთი­სათ­ვის. უამ­რა­ვი ხალ­ხი ეს­წრე­ბო­და გა­რეთ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას. ამ დროს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზი გაბ­რი­ე­ლი იხი­ლა, სა­კურ­თხევ­ლის მარ­ჯვე­ნით მდგო­მა­რე, რო­მელ­მაც აუ­წყა მას: "შე­ისმნეს ვედ­რე­ბა­ნი შენ­ნი, და ცოლ­მან შენ­მან ელი­სა­ბედ გიშ­ვეს შენ ძე და უწო­დი სა­ხე­ლი მისი იო­ვა­ნე" (ლუკა, 1, 13). მაგ­რამ ზე­ცი­ურ­მა მაც­ნემ ისიც გა­უმ­ხი­ლა ღვთის­მსა­ხურს, რომ ეს მხო­ლოდ მისი, ზა­ქა­რი­ას ოჯა­ხის, სი­ხა­რუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და: "მრა­ვალ­თა შო­ბა­სა მის­სა გა­ნი­ხა­რონ. რა­მე­თი იყოს დიდ წი­ნა­შე უფ­ლი­სა და ღვი­ნოი და თაფ­ლუ­ჭი არა სუას და სუ­ლი­თა წმი­დი­თა აღივ­სოს მი­ერ­ვე დე­დის მუც­ლით მი­სით­გან. და მრა­ვალ­ნი ძეთა ის­რა­ე­ლი­სა­თა­გან­ნი მო­აქ­ცი­ნეს უფ­ლი­სა, ღმრთი­სა მა­თი­სა" (ლუკა, 1, 14-16). ეს ყრმა, წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თან ერ­თად, მე­სი­ის წი­ნა­მორ­ბე­დიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო: "და იგი თა­ვა­დი პირ­ვე­ლად გან­ვი­დეს წი­ნა­შე მის­სა სუ­ლი­თა და ძა­ლი­თა ელი­ა­ი­სი­თა მოქ­ცე­ვად გულ­ნი მა­მა­თა­ნი შვილ­თა მი­მართ და ურჩნი გო­ნე­ბი­თა მარ­თალ­თა­ი­თა გან­მზა­დე­ბად უფ­ლი­სა ერი მომ­ზა­დე­ბუ­ლი" (ლუკა, 1, 17).

და, რად­გან არ და­ი­ჯე­რა ზა­ქა­რი­ამ სა­კუ­თა­რი და მე­უღ­ლის ასა­კის გამო, გან­რის­ხდა ზე­ცი­უ­რი მაც­ნე და უთხრა, რომ ამ ურ­წმუ­ნო­ე­ბი­სათ­ვის და­ის­ჯე­ბო­და-და­მუნჯდე­ბო­და, ვიდ­რე თა­ვად არ იხი­ლავ­და აღ­სრუ­ლე­ბულ სას­წა­ულს. ასეც მოხ­და.

გა­ვი­და ხანი და იშვა ყრმა, რო­მელ­საც, ან­გე­ლო­ზის გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, იო­ა­ნე უწო­დეს.

ორ წლამ­დე მშობ­ლე­ბის სახ­ლში იზ­რდე­ბო­და კე­თილ­მო­ში­შე­ბი­თა და კრძა­ლუ­ლე­ბით. მერე კი, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დე­დას­თან ერ­თად უდაბ­ნო­ში გა­ხიზ­ნუ­ლი­ყო: უს­ჯუ­ლო ჰე­რო­დემ, იესო ქრის­ტეს მოკ­ვლის მიზ­ნით, ბეთ­ლემ­ში ყვე­ლა ორ წლამ­დე ასა­კის ვა­ჟის ამო­წყვე­ტა ბრძა­ნა. 14 000 ყრმა მო­ის­რა იმ დღეს ბეთ­ლემ­ში "და სტი­რო­და რა­ქელ შვილ­თა თვის­თა". ზა­ქა­რია იე­რუ­სა­ლიმ­ში დარ­ჩა, რად­გან მღვდელმთავ­რის მო­ვა­ლე­ო­ბა უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. და სა­კურ­თხე­ველს და­აკ­ლეს მე­ომ­რებ­მა იმის გამო, რომ არ გა­ამ­ხი­ლა გა­ხიზ­ნუ­ლი შვი­ლის ად­გილ-სამ­ყო­ფე­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თავისკვეთა წმინდისა და პატიოსნისა იოანე ნათლისმცემლისა

თავისკვეთა წმინდისა და პატიოსნისა იოანე ნათლისმცემლისა

დღევანდელ დღეს ეკლესია მძიმე მარხვით ხვდება-სწორედ ამ დღეს მოჰკვეთეს თავი მას, ვისზეც უფალმა ბრძანა, რომ არ შობილა მასზე აღმატებული ადამიანთა შორის. 11 სექტემბერს, ჰეროდეადას სურვილითა და ჰეროდეს ბრძანებით, ჰეროდიადას ლანგრით მიართვეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოჭრილი თავი.

მაგრამ მანამდე. . .

ისრაელში მცხოვრებ წყვილს, ელისაბედსა და ზაქარიას, რომლებიც კეთილმსახური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ, შვილი არ ეძლეოდა. ზაქარია მღვდელმსახური იყო. ერთხელ იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველში შევიდა, რათა საკმეველი ეკმია ღვთისათვის. უამრავი ხალხი ესწრებოდა გარეთ ღვთისმსახურებას. ამ დროს მთავარანგელოზი გაბრიელი იხილა, საკურთხევლის მარჯვენით მდგომარე, რომელმაც აუწყა მას: "შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე" (ლუკა, 1, 13). მაგრამ ზეციურმა მაცნემ ისიც გაუმხილა ღვთისმსახურს, რომ ეს მხოლოდ მისი, ზაქარიას ოჯახის, სიხარული არ იქნებოდა: "მრავალთა შობასა მისსა განიხარონ. რამეთი იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღვინოი და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. და მრავალნი ძეთა ისრაელისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა" (ლუკა, 1, 14-16). ეს ყრმა, წინასწარმეტყველთან ერთად, მესიის წინამორბედიც უნდა ყოფილიყო: "და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაისითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაითა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული" (ლუკა, 1, 17).

და, რადგან არ დაიჯერა ზაქარიამ საკუთარი და მეუღლის ასაკის გამო, განრისხდა ზეციური მაცნე და უთხრა, რომ ამ ურწმუნოებისათვის დაისჯებოდა-დამუნჯდებოდა, ვიდრე თავად არ იხილავდა აღსრულებულ სასწაულს. ასეც მოხდა.

გავიდა ხანი და იშვა ყრმა, რომელსაც, ანგელოზის გამოცხადების თანახმად, იოანე უწოდეს.

ორ წლამდე მშობლების სახლში იზრდებოდა კეთილმოშიშებითა და კრძალულებით. მერე კი, იძულებული გახდა, დედასთან ერთად უდაბნოში გახიზნულიყო: უსჯულო ჰეროდემ, იესო ქრისტეს მოკვლის მიზნით, ბეთლემში ყველა ორ წლამდე ასაკის ვაჟის ამოწყვეტა ბრძანა. 14 000 ყრმა მოისრა იმ დღეს ბეთლემში "და სტიროდა რაქელ შვილთა თვისთა". ზაქარია იერუსალიმში დარჩა, რადგან მღვდელმთავრის მოვალეობა უნდა შეესრულებინა. და საკურთხეველს დააკლეს მეომრებმა იმის გამო, რომ არ გაამხილა გახიზნული შვილის ადგილ-სამყოფელი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია