პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებელი დავით ნარმანიას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებელი დავით ნარმანიას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

პრე­ზი­დენ­ტის ახა­ლი რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბის სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კომ­პა­ნია "არ­ტე­სის" ახალ­მა მფლო­ბელ­მა, აშშ-ს მო­ქა­ლა­ქე მალ­ხაზ ალა­ვი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრ და­ვით ნარ­მა­ნი­ას პრო­ექ­ტის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვის გამო სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლებს. მალ­ხაზ ალა­ვი­ძემ "არ­ტე­სის" 100%-იანი წილი 2013 წლის 28 იან­ვარს იყი­და, როცა "არ­ტეს­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის კი­დევ ერთი გმი­რი, გია ნაც­ვლიშ­ვი­ლი კომ­პა­ნი­ა­ში მიწ­ვე­ულ კონ­სულ­ტან­ტად უკვე აღარ მუ­შა­ობ­და. მალ­ხაზ ალა­ვი­ძე სკან­დალს "ვერ­სი­ის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ცე­მულ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში აგ­რძე­ლებს და აცხა­დებს, რომ საქ­მის კურ­სში აშშ-ს ელჩი რი­ჩარდ ნორ­ლან­დი უკვე ჩა­ა­ყე­ნა, შე­ში­ნე­ბუ­ლი და­ვით ნარ­მა­ნია მის კომ­პა­ნი­ას ხელს ტყუ­ი­ლად ახო­ცავს და პრე­მი­ერს რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! "არ­ტე­სის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ზაზა კა­პა­ნა­ძის­გან მი­ვი­ღე, რო­მე­ლიც დღეს აღა­რაა კომ­პა­ნი­ა­ში ისე­ვე, რო­გორც გია ნაც­ვლიშ­ვი­ლი. აშშ-ში ვცხოვ­რობ, და­მი­რე­კეს, მი­თხრეს, რომ არის ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც იყი­დე­ბა და ჩა­მო­ვე­დი. ამ ბიზ­ნე­სის გარ­და, მათ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი აქვთ და ერთ-ერ­თში, დუ­შე­თის ოლიმ­პი­ურ ბა­ზა­ზეა სა­უ­ბა­რი, ასე­ვე, პარტნი­ო­რე­ბი ვართ. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნეს­გა­რი­გე­ბა იყო და მე, რო­გორც ბიზ­ნეს­მენს, უფ­ლე­ბა მქონ­და, კომ­პა­ნია მე­ყი­და.

- ისიც ვა­ღი­ა­როთ, რომ ეს კომ­პა­ნია ძა­ლი­ან ია­ფად, 1,3 მი­ლი­ო­ნად გი­ყი­დი­ათ.

- კი, ძა­ლი­ან კარგ თან­ხად შე­მომ­თა­ვა­ზეს. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პა­ნია იყო თა­ვი­სი აქ­ტი­ვე­ბი­თა და პა­სი­ვე­ბით, მაგ­რამ დიდი პრობ­ლე­მე­ბი­თაც, ამი­ტომ აუ­დი­ტო­რუ­ლი ფირ­მა და­ვი­ქი­რა­ვე და ზუს­ტად ერთი თვე მო­ვუნ­დით ყვე­ლაფ­რის შე­მოწ­მე­ბას, რა­შიც 18 000 ლარი დავ­ხარ­ჯე. ამ ფირ­მამ დადო დას­კვნა, რომ კომ­პა­ნია ნამ­დვი­ლად ღირს 1,3 მი­ლი­ო­ნი და მეც ვი­ყი­დე.

- უხე­შად ვი­კი­თხავ - ეს ფირ­მა ასე ია­ფად იმი­ტომ ხომ არ "შე­მოგ­ტე­ნეს", რომ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ვერ თა­ნამ­შრომ­ლობ­და?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რია ამ კი­თხვა­ში უხე­ში. მე­გო­ნა, ამ ქვე­ყა­ნა­ში ძვე­ლი დრო დამ­თავ­რდა. იმე­დი დღე­საც არ და­მი­კარ­გავს, რომ კომ­პა­ნი­ას უსა­მარ­თლოდ არ და­მი­ჩაგ­რა­ვენ. თუმ­ცა, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, და მის­და სამ­წუ­ხა­როდ, ბა­ტონ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ უსა­ფუძ­ვლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო! მისი წი­ნა­მორ­ბე­დი, ბევ­რად კომ­პე­ტენ­ტუ­რი იყო. საქ­მე ხომ შე­დე­გით იზო­მე­ბა. არა­და, გუ­ლი­თა და სუ­ლით მინ­და, ნარ­მა­ნია იქ­ნე­ბა თუ რო­მე­ლი­მე ახა­ლი მი­ნის­ტრი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. ამ იმე­დით მო­ვე­დით აქამ­დე! ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ვე­დი, რად­გან მა­ნამ­დე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პი და­ცუ­ლი არ იყო...

- ახლა ეს პრინ­ცი­პი და­ცუ­ლია?

- ასე არ შე­იძ­ლე­ბა! ბა­ტონ და­ვითს ნამ­დვი­ლად ჰქონ­და შიში და ეს არც და­უ­მა­ლავს: პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე უნდა გა­და­კეთ­დეს, ვა­დე­ბი არ უნდა და­ირ­ღვეს, ეს უნდა იყოს პრი­ო­რი­ტე­ტიო. ჩემ­თვი­საც ნამ­დვი­ლა­დაა პრი­ო­რი­ტე­ტი, იმის მი­უ­ხე­და­ვად, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­ი­მარ­ჯვებს თუ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე. თუმ­ცა მა­ინც იმე­დი მაქვს, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მო­ი­გებს. თვი­თონ ნარ­მა­ნი­აც აღი­ა­რებს, რომ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი არ აქვს. ყო­ველ­დღე მიც­ვლი­ან მშე­ნებ­ლო­ბის გეგ­მა­საც. აი, ეტყვი­ან ჩემს მე­ნე­ჯერს, ილო ცხო­ი­ძეს, იცი რა, დღეს მე­სა­მე ლიფ­ტის შახ­ტა და­ე­მა­ტაო. ან მი­რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა გა­და­წყვი­ტა, აქ კი­დევ ერთი ლიფ­ტი და­ა­მა­ტოს, რად­გან ასე სჭირ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­სო. მერე მე­უბ­ნე­ბი­ან, აქ უნდა იყოს ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი მი­ნე­ბიო - ეგეც არაა პრობ­ლე­მა. თურ­მე, დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ მე­ზობ­ლად ორი კორ­პუ­სი რე­ზი­დენ­ცი­ის ეზოს გად­მოჰ­ყუ­რებს და ესეც არ შე­იძ­ლე­ბა.

- ეგ პრო­ექ­ტი ჯერ დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა რომ და­ას­რუ­ლოს და მერე გა­ნაგ­რძოთ მშე­ნებ­ლო­ბა, ასე არ გა­მო­ვა?

- მე მეტს კი არა­ფერს ვი­თხოვ! მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა ფლი­გე­ლის მე­ზობ­ლად მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს და არ შე­იძ­ლე­ბა, მათი სა­ცხოვ­რებ­ლის ფან­ჯრე­ბი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის ეზო­ში გა­მო­დი­ო­დეს. პრო­ტო­კო­ლით ასეა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი - არ შე­იძ­ლე­ბა, ვიყო ვი­ღაც სი­მო­ნა და ვხე­დავ­დე, აუ ჩემს პრე­ზი­დენ­ტთან ობა­მა ჩა­მო­ვი­დაო. თვი­თონ ეს პრო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არაა დახ­ვე­წი­ლი და არ შე­იძ­ლე­ბა, ჯოხი მარ­ტო ჩემს კომ­პა­ნი­ა­ზე გა­და­ტყდეს!

- გარ­და იმი­სა, რომ შე­ნო­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეა, ჯერ აშშ-ს ყო­ფი­ლი სა­ელ­ჩო იყო, მერე კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მის ცენ­ტრი, შემ­დეგ პრე­მი­ე­რის რე­ზი­დენ­ცია უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ახლა - პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია ხდე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი რა ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

- ჩვე­ნი პრო­ექ­ტი, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, 21 მი­ლი­ო­ნი ლარი ჯდე­ბა. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ რა­ღაც კეთ­დე­ბა, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მე გა­ვა­კე­თებ თუ - სხვა, უბ­რა­ლოდ, გული ერ­თა­დერთ რა­მე­ზე მწყდე­ბა და ამას ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ: მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო იყო და სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გა­მოც ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, მარ­ტო მე მე­ჩხუ­ბო?!

მიშა სა­ა­კაშ­ვილს პი­რა­დად ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ. უტი­ფა­რი კაცი იყო - შე­ეძ­ლო, ვი­ღა­ცას­თან სა­ჯა­როდ ეჩხუ­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­შას დროს ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­კეთ­და და დღე­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის კარ­გი უნ­დო­და, ეს უტიფ­რო­ბა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, გან­სა­კუთ­რე­ბით, თბი­ლი­სე­ლებ­მა არ აპა­ტი­ეს. ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, დღეს მი­ნის­ტრმაც იგი­ვე უტიფ­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს?! ან მე სა­ერ­თოდ რაზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი, როცა ერთი წე­ლია, მი­ნის­ტრი ხარ და სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­გი­კე­თე­ბია! მინ­და, და­ვით ნარ­მა­ნი­აც, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­აც, ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც ჩემი მე­გო­ბა­რია, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ეს იმას ხომ არ ნიშ­ნავს, ყვე­ლა­ფერ­ზე ხელი მე შე­მა­ხო­ცონ? რა და­ვა­შა­ვე?!

არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­ხა­ზი არ მაქვს, მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი არ მაქვს, მო­დი­ხარ და მე­უბ­ნე­ბი, ეს უნდა გა­ა­კე­თოო და ვა­კე­თებ - აი, ასე ვმუ­შა­ობ, რო­გორც, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დროს მუ­შა­ობ­დნენ. გუ­ლი­თა და სუ­ლით მინ­და, ეს ამ­ბა­ვი პრე­მი­ერ­მაც გა­ი­გოს!

- ნარ­მა­ნი­ას თავს ცალ­მხრი­ვად ეს­ხმით, არა­და, მი­ნის­ტრმა თქვა, რომ 16 მი­ლი­ო­ნი უკვე გა­და­გი­ხა­დათ და ამ თან­ხის შე­სა­ტყვი­სი სა­მუ­შაო არ შე­გის­რუ­ლე­ბი­ათ. ასეა?

- ნარ­მა­ნი­ას იცით, რა უთხა­რით - შენ არა­ფე­რი გა­და­გიხ­დია-თქო. შენ 16 მი­ლი­ო­ნი ახ­ლაც არ გაქვს ან­გა­რიშ­ზე-თქო.

მივ­მარ­თავ ნარ­მა­ნი­ას ახლა თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით: შენ ფული არ გაქვს! მარ­თლა ჩა­ი­რი­ცხა ამ უპატ­რო­ნო კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე 16 მი­ლი­ო­ნი, რო­მე­ლიც არც მე მი­ნა­ხავს და არც და­ვით ნარ­მა­ნი­ას. ორი­ვე "აუტ­სა­ი­დე­რე­ბი" ვი­ყა­ვით, ახლა ვე­უბ­ნე­ბი ნარ­მა­ნი­ას - ამ 16 მი­ლი­ონს წინ და­გი­ლა­გებ, ოღონდ, ტყუ­ი­ლად ნუ დამ­ჩაგ­რავ-მეთ­ქი, მაგ­რამ არ ეს­მის! მაგ 16 მი­ლი­ო­ნი­დან 11 მი­ლი­ო­ნი ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რებს გა­და­უ­ხა­დეს - ეს ფული ავან­სებ­ზე, ლიფ­ტებ­ზე, კონ­დი­ცი­რე­ბა­ზე წა­ვი­და, მარ­ტო ავე­ჯი 5 მლნ დაჯ­და.

- როცა პრო­ექ­ტი თქვენ ჩაგ­ბარ­დათ, მშე­ნებ­ლო­ბა რა დო­ნე­ზე იყო მი­სუ­ლი? ან ამ 16 მი­ლი­ონს წინ რო­გორ და­უ­ლა­გებთ?

- ჯერ ერთი, სა­ერ­თოდ, სა­მარ­ცხვი­ნო იყო ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბამ­დე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი - ფუ­ფუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას თავს ვერ მივ­ცემ­თო, მაგ­რამ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და და მშე­ნებ­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლა. ეგ გან­ცხა­დე­ბა სა­ერ­თოდ რა გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე ხომ მი­შა­სი არ არის და მისი მშე­ნებ­ლო­ბა მა­ინც უნდა დას­რულ­დეს?! მი­მაჩ­ნია, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­და­წყვი­ტა, რომ ჩემი კომ­პა­ნია აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვლოდ უნდა და­ე­ჩაგ­რა.

- თქვენს კომ­პა­ნი­ას მე­ტის­მე­ტად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ბეგ­რა­უნ­დი აქვს: სიღ­ნა­ღის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ქუ­თა­ი­სის მო­ე­და­ნი, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი და ა.შ. ყვე­ლა ის პრო­ექ­ტი, რი­თაც სა­ა­კაშ­ვი­ლი ამა­ყობს, მას უკავ­შირ­დე­ბა. რა­ტომ უნდა აუ­შე­ნოს ასეთ­მა კომ­პა­ნი­ამ "ივა­ნიშ­ვი­ლის ახალ პრე­ზი­დენტს" რე­ზი­დენ­ცია - ამ "ჩაგ­ვრა­ში" პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს ვერ ხე­დავთ?

- რა­ბა­თის ცი­ხეც ამ კომ­პა­ნი­ამ აა­შე­ნა, თე­ლა­ვიც, მცხე­თაც - აბ­სო­ლუ­ტუ­რად გე­თან­ხმე­ბით. პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს რო­გორ ვერ ვხე­დავ და გე­ტყვით ერთ რა­მეს: ყო­ფილ­მა დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა წას­ვლის წინ ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს, რად­გან ამ მო­ტივს ისი­ნიც ხე­დავ­დნენ - აბა, 600-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბრუნ­ვის მქო­ნე კომ­პა­ნია 1,3 მი­ლი­ო­ნად რა­ტომ გა­ი­ყი­დე­ბო­და?! ბიზ­ნესს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შეც­ვლა არ უნდა ეხე­ბო­დეს და რო­დემ­დე უნდა ვი­ცხოვ­როთ უწე­სო ქვე­ყა­ნა­ში - და­ვი­ღა­ლე! ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, გა­საქ­ცე­ვად მქონ­დეს საქ­მე, თო­რემ მე გა­საქ­ცე­ვი კი მაქვს, უბ­რა­ლოდ, გაქ­ცე­ვას არ ვა­პი­რებ!

ჩემი კომ­პა­ნია ფი­ნან­სურ­მა პო­ლი­ცი­ა­მაც შე­ა­მოწ­მა და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მაც - ხომ გა­ვი­ა­რეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, კი­დევ რა­ღაც დარ­ტყმე­ბის ქვეშ რა­ტომ გვა­ყე­ნე­ბენ?!

- რო­გორც ვიცი, სა­უ­ბა­რია თქვე­ნი მხრი­დან ვა­დე­ბის გა­და­ცი­ლე­ბა­ზე, თუმ­ცა, თუკი თქვენ ვადა 1 ნო­ემ­ბრამ­დე გქონ­დათ და შე­ნო­ბის დას­რუ­ლე­ბა ასე ეჩ­ქა­რე­ბო­დათ, გა­უ­გე­ბა­რია, ახალ კომ­პა­ნი­ას ვადა 1 მა­ი­სამ­დე რა­ტომ გა­უ­წი­ეს?

- ახლა ეს ორ­მა­გი სტან­დარ­ტი არ არის? 1 ნო­ემ­ბრამ­დე მაგ პრო­ექტს, თა­ვის და­მა­ტე­ბე­ბით, დე­და­მი­წის ზურ­გზე მა­ინც ვე­რა­ვინ მო­ას­წრებ­და. ნარ­მა­ნი­ას სი­ტყვა ჰქონ­და ნათ­ქვა­მი, რომ რე­ზი­დენ­ცი­ას 1 ნო­ემ­ბერს და­ას­რუ­ლებ­და, მაგ­რამ მე რა შან­სიც მაქვს, ახ­ლა­ვე ქა­ლად ვიქ­ცე, ისე­თი­ვეა ამ შე­ნო­ბის დას­რუ­ლე­ბის შან­სიც! პრე­ზი­დენ­ტი ტუ­ა­ლეტ­ში ხომ უნდა შე­ვი­დეს, ნო­ემ­ბერ­ში რომ დაჯ­დე­ბა იმ შე­ნო­ბა­ში, ხომ უნდა გათ­ბეს, თბილ­მა ჰა­ერ­მა ხომ უნდა და­უ­ბე­როს?! ელე­მენ­ტა­რუ­ლად, კამ­ბო­ჯას პრე­ზი­დენ­ტი რომ მო­გად­გე­ბა რე­ზი­დენ­ცი­ას­თან, ვი­ღაც მე­ზო­ბელ­მა თავ­ზე ხომ არ უნდა გად­მო­გა­შარ­დოს, გად­მო­გა­ფურ­თხოს, ან სი­გა­რე­ტის "ბი­ჩო­კი" გად­მო­გიგ­დოს?! ჩემი ეზოა და თუ მინ­და, "გარ­შო­კი­დან" გად­მო­ვას­ხამ რა­ღა­ცას, მაქ­სი­მუმ, მე­რი­ამ და­მა­ჯა­რი­მოს!

- ისე, იმ სა­მე­ზობ­ლოს რას უპი­რებ­დით, გა­სახ­ლე­ბას?

- ეგეც კი არ იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი. მი­ნი­მუმ, მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­გან ფარ­თი ხომ უნდა გა­მო­ის­ყი­დო?! გული მარ­ტო იმა­ზე მწყდე­ბა, რომ ამ შე­ნო­ბის ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის 80% სა­მი­ნის­ტროს და­სა­ლა­გე­ბე­ლი იყო და მე რა­ტომ მო­მახ­რჩეს?!

- აქ ისაა სა­ინ­ტე­რე­სო, თქვენს მერე რო­მელ კომ­პა­ნი­ას უნდა გა­და­ე­ცეს ეს პრო­ექ­ტი?

- არ ვიცი, არც მი­კი­თხავს და არც მა­ინ­ტე­რე­სებს. რომ ვი­ცო­დე, ნარ­მა­ნია ამ პრო­ექტს სხვას პი­რა­დი ინ­ტე­რე­სის გამო აძ­ლევს, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ტყო­დი, მაგ­რამ მარ­თლა არ ვიცი. ახლა მა­გარ რა­მეს მო­გიყ­ვე­ბით: მე და და­ვით ნარ­მა­ნია რე­ზი­დენ­ცი­ის შე­ნო­ბის მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე ვი­დე­ქით, კა­მე­რე­ბის გა­რე­შე და მე­უბ­ნე­ბა - თქვენ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გაქ­ვთო. ვუ­თხა­რი, დათო, გა­ვი­წყდე­ბა, რო­მე­ლი ქვეყ­ნის მი­ნის­ტრი ხარ-მეთ­ქი? ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­საც კი შე­უძ­ლია დარ­ე­კოს და გი­თხრას, შე მა­თხო­ვა­რო, შენ­ზე ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა არ არ­სე­ბობს, ერა­ყიც შენ­ზე წი­ნა­აო. ამი­ტომ, დათო, არ შე­იძ­ლე­ბა, ამ ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბე­ზე მე­ლა­პა­რა­კო - იმ დო­ნე­ზე არ მი­ჭირს, მაგ­რამ რა­საც შენ მა­ვა­ლებ, ვერ გა­ვა­კე­თო-მეთ­ქი. ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვის ულ­ხინს, ერთი, ბი­ძი­ნას ულ­ხინ­და და უკვე მა­საც ჩას­წყდა გული. რას მა­ძა­ხებ-მეთ­ქი, საქ­მეს ვა­კე­თებ! ვე­რა­ფე­რი ვერ მი­პა­სუ­ხა და მერე, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სულ სხვა რამ მო­ვის­მი­ნე... რაც მი­ნის­ტრად მო­ვი­და, მას მერე 16 მი­ლი­ო­ნი არ და­ხარ­ჯუ­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში... ბოლო 30 წე­ლია, სი­მარ­თლით არ ვცხოვ­რობთ და ამას ყო­ველ­დღე ვიმ­კით... ნარ­მა­ნია სხვას ვე­რა­ვის პა­სუხს ვერ სთხოვს, მო­დის და ისევ მე მერ­ჩის... მირ­ტყამს, მე­რე­ვა, სურს, ეს კომ­პა­ნია და­აქ­ცი­ოს.

- გა­უ­გე­ბა­რია, რას ამ­ტკი­ცებს ამით და იქ­ნებ, საქ­მე ნარ­მა­ნი­ა­ში სუ­ლაც არაა?

- არ ვიცი. მე ნელ­სონ მან­დე­ლას მიმ­დე­ვა­რი ვარ. იგი ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კო­სია, რო­მელ­მაც პო­ლი­ტი­კა გუ­ლით აკე­თა და რომ უთხრა, პო­ლი­ტი­კა ბინ­ძუ­რი საქ­მე­აო, შე­იძ­ლე­ბა, თავი შე­გაკ­ლას. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში" ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, მაგ­რამ, ღმერ­თმა იცის, რა და­ნა­სის­ხლად ვმტრობ­დი მათ. რაც უნდა აა­შე­ნო, არ მა­ინ­ტე­რე­სებს, როცა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს ლა­ხავ. დიდი ხა­ნია, ამის მი­მართ პრო­ტეს­ტი მაქვს, 2007 წელს გავ­ბრაზ­დი, მერე 26 მა­ისს. ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე­საც ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ, ბად­რი ბი­წა­ძე­საც, ან­ზო­რი­კო­საც, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რად არა­ნა­ი­რად არ ვემ­ხრო­ბი. ვფიქ­რობ, ნი­ნომ, თა­ვი­სი შან­სი გა­უშ­ვა. რომ იცო­დეთ, მე და მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში ერთ გუნდში ვთა­მა­შობ­დით ფეხ­ბურთს. დი­ე­გო მა­რა­დო­ნა ვი­ყა­ვი დონდლო მი­შას­თან შე­და­რე­ბით.

- პარ­ლა­მენ­ტის გუნდში თქვენ რა გინ­დო­დათ?

- უმ­რავ­ლე­სო­ბის ფრაქ­ცი­ის აპა­რა­ტის უფ­რო­სი გახ­ლდით 23 წლის ასაკ­ში და პარ­ლა­მენ­ტის გუნდში თა­მა­შის უფ­ლე­ბა მქონ­და. ხელ­ფა­სიც გა­და­სა­რე­ვი მქონ­და. მერე, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ინ­ცი­დენ­ტი მო­მი­ვი­და, ვი­ღაც დავ­ჭე­რი და ქვეყ­ნი­დან წა­ვე­დი.

- ე.ი. ამე­რი­კა­ში "პა­ბეგ­ში" იყა­ვით და ვინ და­ჭე­რით ასე­თი, ან საქ­მე და­ი­ხუ­რა?

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს - "და­ვუ­პა­ბე­გე" რა! მა­შინ სა­მარ­თლი­ა­ნად მო­ვი­ქე­ცი და დღემ­დე ყვე­ლას ასე მი­აჩ­ნია, ვინც ეს ამ­ბა­ვი იცის. სხვა­თა შო­რის, ფო­თის პორ­ტი მა­შინ ერ­თა­დერ­თი მომ­გე­ბი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა იყო და ამ პორ­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რიც ვი­ყა­ვი, მერე "დი­ნა­მო" თბი­ლი­სის კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი და დი­რექ­ტო­რა­ტის წევ­რი. მე პო­ლი­ტი­კო­სი კი არა, "სი­მარ­თლის­ტი" ვარ. და­ვი­ბა­დე კონ­კა­ზე, ჩემი ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს, ჩემი მე­ზობ­ლე­ბი, ძმა­კა­ცე­ბი.

- აბა, რა­ღას გარ­ბო­დით აშშ-ში?

- არ­სად გავ­ქცე­ულ­ვარ. ჩემს შვი­ლებს ში­ო­დათ და კი­დევ ერთ ზედ­მეტ კა­ცად არ და­ვა­წე­ქი ქვე­ყა­ნას - კაცი არც მო­მი­პა­რავს, არც "გა­მი­უ­თა­ვე­ბია", მით უმე­ტეს, სე­რი­ო­ზუ­ლი "ძვე­ლი ბიჭი" ვი­ყა­ვი და ამას დი­დუ­ბე­ში სა­დაც გინ­დათ, იქ ვი­ტყვი, მაგ­რამ უკად­რე­ბე­ლი არას­დროს მი­კად­რია. ჩემი კუ­ჭის გა­სა­ძღო­მად არა­ვინ და­მი­ჩაგ­რავს. ... თა­ვად ნარ­მა­ნი­ას კარ­გად ვიც­ნობ და ამა­ზე მწყდე­ბა გული - როცა ადა­მი­ანს ვიც­ნობ, მე­სა­მე პი­რის ჩა­რე­ვა მე­რი­დე­ბა ხოლ­მე. დათო ცო­დოა, ეში­ნია, და­ი­ძა­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე არ მი­დის, რო­გორც მას უნდა, მაგ­რამ ჩემი ბრა­ლი ხომ არ არის?! ეტყო­ბა, სკა­მი და თა­ნამ­დე­ბო­ბა მარ­თლა ისე­თი თბი­ლია, არ ეთ­მო­ბა. აგერ, ჩემს სკამ­ზე ვზი­ვარ, აქე­დან ვე­რა­ვინ გა­მაგ­დებს... გუ­ლი­თა და სუ­ლით, ალა­ლად გე­უბ­ნე­ბით ყვე­ლა­ფერს. ერთი კარ­გად ნამ­ღე­რი სიმ­ღე­რა მთელს შე­მო­სა­ვალ­საც მირ­ჩევ­ნია და გა­სა­ვალ­საც.

- ეს ძა­ლი­ან არა­ბიზ­ნეს­მე­ნუ­რი ფრა­ზაა.

- სუ­ლით არა­ნა­ი­რად არ ვარ ბიზ­ნეს­მე­ნი. მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ჩემი ნა­შოვ­ნი ორი კა­პი­კი ჩემს შვი­ლებს, მე­უღ­ლეს, დედ-მა­მას, ძმას და ძმა­კა­ცებს გა­ვუ­ყო. არი­ან ტი­პე­ბი, ვი­საც ბიზ­ნე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს, მაგ­რამ ეს მე არ მე­ხე­ბა. ბი­უ­ჯეტ­შიც ძა­ლი­ან კარ­გი გა­დამ­ხდე­ლი ვარ, ამი­ტომ ნარ­მა­ნი­ას კი­დევ ვაძ­ლევთ შანსს.

- აქეთ თქვენ აძ­ლევთ შანსს, როცა ცნო­ბი­ლია, რომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 10 დღის ვა­და­ში უნდა მი­ი­ღოს?!

- დიახ, აქეთ ვაძ­ლევთ შანსს, ოღონდ მე, მალ­ხაზ ალა­ვი­ძე კი არა, ჩემს უკან მდგო­მი 100-ობით ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მაგ­რად მუ­შა­ობ­და. ჩვენ ყვე­ლა მუ­შას მა­ინც ავუ­ნა­ზღა­უ­რებთ თა­ვის ნაშ­რომს - დღე-ღა­მეს ვას­წო­რებ­დით და ამა­ყე­ბი ვი­ყა­ვით, რომ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას ვა­შე­ნებ­დით. არ ვიცი, იცის თუ არა პრე­მი­ერ­მა ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ და უთხა­რით მას! წა­სუ­ლი­ყო იმ ავ­ლა­ბარ­ში, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი! ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, 1 ნო­ემ­ბრამ­დე ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი დროა, იქ­ნებ, გავ­გიჟ­დი, თავ­ზე ხელი ავი­ღე და დათ­ქმულ ვა­და­ში ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ, ან საქ­მეს 3 დღე­ში ვამ­თავ­რებ?! ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რის ვა­ლიც მაქვს მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის სა­გა­რან­ტიო წე­რი­ლით აღე­ბუ­ლი და ახლა შენ რომ საქ­მი­დან მიშ­ვებ და ამის გამო ბი­ნებს მი­ყა­და­ღე­ბენ, ვერ­სა­დაც ვერ წა­ვალ, უნდა ვიბ­რძო­ლო, ვი­ო­მო და მო­ვი­გო! ვი­ღა­ცას რომ აძ­ლევ ამ პრო­ექტს პირ­ველ მა­ი­სამ­დე, მე მო­მე­ცი 1 მარ­ტამ­დე, შე არა­ა­და­მი­ა­ნო, რა, სა­ხე­ზე არ მოგ­წონ­ვარ?!

- სა­პა­სუ­ხოდ, გავ­რცელ­და თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა, რომ სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვილ­საც აპი­რებთ.

- ეგ ჩი­ვი­ლია? სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა ჩი­ვი­ლია? და­მი­ჯე­რეთ, მტრუ­ლად არ ვარ გან­წყო­ბი­ლი, უამ­რავ მე­გო­ბარ­თან დავ­რე­კე და ვთხო­ვე, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დეს. თუ მოვ­რიგ­დით, ანუ და­ვუმ­ტკი­ცე, რომ მე ვარ მარ­თა­ლი, მა­შინ სარ­ჩელ­საც აღარ შე­ვი­ტან. აშშ-ს ელჩს და­ვუ­რე­კე, პირ­ველ რიგ­ში, რი­ჩარდ ნორ­ლან­დს და ვუ­თხა­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კულ ინ­ვეს­ტი­ცი­ას ძა­ლი­ან ცუ­დად ექ­ცე­ვი­ან და და­მე­თან­ხმა. მივ­წე­რე, მიშ­ვე­ლე-მეთ­ქი. 1,3 მი­ლი­ო­ნი ლარი, სამ­წუ­ხა­როდ და ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან პა­ტა­რა თან­ხაა, ამე­რი­კის­თვის კი, და­მი­ჯე­რეთ - ძა­ლი­ან დიდი. გან­ვა­ცხა­დე, რომ ამ ინ­ვეს­ტი­ცი­ას ძა­ლი­ან არა­სა­მარ­თლი­ა­ნად და არას­წო­რად ემუქ­რე­ბი­ან და ახლა ველი, რა იქ­ნე­ბა.

ნინო კო­მა­ხი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებელი დავით ნარმანიას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებელი დავით ნარმანიას წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობის სკანდალი გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, კომპანია "არტესის" ახალმა მფლობელმა, აშშ-ს მოქალაქე მალხაზ ალავიძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას პროექტის უკანონოდ ჩამორთმევის გამო სასამართლოში უჩივლებს. მალხაზ ალავიძემ "არტესის" 100%-იანი წილი 2013 წლის 28 იანვარს იყიდა, როცა "არტესთან" დაკავშირებული სკანდალის კიდევ ერთი გმირი, გია ნაცვლიშვილი კომპანიაში მიწვეულ კონსულტანტად უკვე აღარ მუშაობდა. მალხაზ ალავიძე სკანდალს "ვერსიისთვის" ექსკლუზიურად მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აგრძელებს და აცხადებს, რომ საქმის კურსში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი უკვე ჩააყენა, შეშინებული დავით ნარმანია მის კომპანიას ხელს ტყუილად ახოცავს და პრემიერს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! "არტესის" დამფუძნებლის, ზაზა კაპანაძისგან მივიღე, რომელიც დღეს აღარაა კომპანიაში ისევე, როგორც გია ნაცვლიშვილი. აშშ-ში ვცხოვრობ, დამირეკეს, მითხრეს, რომ არის ბიზნესი, რომელიც იყიდება და ჩამოვედი. ამ ბიზნესის გარდა, მათ კიდევ რამდენიმე ბიზნესი აქვთ და ერთ-ერთში, დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზეა საუბარი, ასევე, პარტნიორები ვართ. ეს ჩვეულებრივი ბიზნესგარიგება იყო და მე, როგორც ბიზნესმენს, უფლება მქონდა, კომპანია მეყიდა.

- ისიც ვაღიაროთ, რომ ეს კომპანია ძალიან იაფად, 1,3 მილიონად გიყიდიათ.

- კი, ძალიან კარგ თანხად შემომთავაზეს. ეს ძალიან სერიოზული კომპანია იყო თავისი აქტივებითა და პასივებით, მაგრამ დიდი პრობლემებითაც, ამიტომ აუდიტორული ფირმა დავიქირავე და ზუსტად ერთი თვე მოვუნდით ყველაფრის შემოწმებას, რაშიც 18 000 ლარი დავხარჯე. ამ ფირმამ დადო დასკვნა, რომ კომპანია ნამდვილად ღირს 1,3 მილიონი და მეც ვიყიდე.

- უხეშად ვიკითხავ - ეს ფირმა ასე იაფად იმიტომ ხომ არ "შემოგტენეს", რომ ახალ ხელისუფლებასთან ვერ თანამშრომლობდა?

- აბსოლუტურად არაფერია ამ კითხვაში უხეში. მეგონა, ამ ქვეყანაში ძველი დრო დამთავრდა. იმედი დღესაც არ დამიკარგავს, რომ კომპანიას უსამართლოდ არ დამიჩაგრავენ. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, და მისდა სამწუხაროდ, ბატონმა დავით ნარმანიამ უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო! მისი წინამორბედი, ბევრად კომპეტენტური იყო. საქმე ხომ შედეგით იზომება. არადა, გულითა და სულით მინდა, ნარმანია იქნება თუ რომელიმე ახალი მინისტრი, წარმატებული იყოს. ამ იმედით მოვედით აქამდე! ჩემს ქვეყანაში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოვედი, რადგან მანამდე სამართლიანობის პრინციპი დაცული არ იყო...

- ახლა ეს პრინციპი დაცულია?

- ასე არ შეიძლება! ბატონ დავითს ნამდვილად ჰქონდა შიში და ეს არც დაუმალავს: პრეზიდენტის სასახლე უნდა გადაკეთდეს, ვადები არ უნდა დაირღვეს, ეს უნდა იყოს პრიორიტეტიო. ჩემთვისაც ნამდვილადაა პრიორიტეტი, იმის მიუხედავად, გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს თუ ნინო ბურჯანაძე. თუმცა მაინც იმედი მაქვს, მარგველაშვილი მოიგებს. თვითონ ნარმანიაც აღიარებს, რომ მშენებლობის პროექტი არ აქვს. ყოველდღე მიცვლიან მშენებლობის გეგმასაც. აი, ეტყვიან ჩემს მენეჯერს, ილო ცხოიძეს, იცი რა, დღეს მესამე ლიფტის შახტა დაემატაო. ან მირეკავენ და მეუბნებიან, დაცვის სამსახურმა გადაწყვიტა, აქ კიდევ ერთი ლიფტი დაამატოს, რადგან ასე სჭირდება პრეზიდენტის სასახლესო. მერე მეუბნებიან, აქ უნდა იყოს ტყვიაგაუმტარი მინებიო - ეგეც არაა პრობლემა. თურმე, დაცვის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ მეზობლად ორი კორპუსი რეზიდენციის ეზოს გადმოჰყურებს და ესეც არ შეიძლება.

- ეგ პროექტი ჯერ დაცვის სამსახურმა რომ დაასრულოს და მერე განაგრძოთ მშენებლობა, ასე არ გამოვა?

- მე მეტს კი არაფერს ვითხოვ! მარჯვენა და მარცხენა ფლიგელის მეზობლად მოსახლეობა ცხოვრობს და არ შეიძლება, მათი საცხოვრებლის ფანჯრები პრეზიდენტის სასახლის ეზოში გამოდიოდეს. პროტოკოლით ასეა გათვალისწინებული - არ შეიძლება, ვიყო ვიღაც სიმონა და ვხედავდე, აუ ჩემს პრეზიდენტთან ობამა ჩამოვიდაო. თვითონ ეს პროექტი სახელმწიფოს მხრიდან არაა დახვეწილი და არ შეიძლება, ჯოხი მარტო ჩემს კომპანიაზე გადატყდეს!

- გარდა იმისა, რომ შენობა ორბელიანების სასახლეა, ჯერ აშშ-ს ყოფილი საელჩო იყო, მერე კონსტიტუციონალიზმის ცენტრი, შემდეგ პრემიერის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო, ახლა - პრეზიდენტის რეზიდენცია ხდება. ეს ყველაფერი რა ხარჯებთანაა დაკავშირებული?

- ჩვენი პროექტი, თავიდან ბოლომდე, 21 მილიონი ლარი ჯდება. მეამაყება, რომ რაღაც კეთდება, არ აქვს მნიშვნელობა, მე გავაკეთებ თუ - სხვა, უბრალოდ, გული ერთადერთ რამეზე მწყდება და ამას ხმამაღლა ვამბობ: მინისტრის განცხადება უპასუხისმგებლო იყო და საკუთარი შეცდომების გამოც ხომ არ შეიძლება, მარტო მე მეჩხუბო?!

მიშა სააკაშვილს პირადად ძალიან კარგად ვიცნობ. უტიფარი კაცი იყო - შეეძლო, ვიღაცასთან საჯაროდ ეჩხუბა. მიუხედავად იმისა, რომ მიშას დროს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და დღესაც დარწმუნებული ვარ, თავისი ქვეყნისთვის კარგი უნდოდა, ეს უტიფრობა ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით, თბილისელებმა არ აპატიეს. ხომ არ შეიძლება, დღეს მინისტრმაც იგივე უტიფრობა გამოავლინოს?! ან მე საერთოდ რაზე მელაპარაკები, როცა ერთი წელია, მინისტრი ხარ და საერთოდ არაფერი გაგიკეთებია! მინდა, დავით ნარმანიაც, ირაკლი ალასანიაც, ბუკა პეტრიაშვილიც, რომელიც ჩემი მეგობარია, წარმატებულები იყვნენ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ყველაფერზე ხელი მე შემახოცონ? რა დავაშავე?!

არქიტექტურული ნახაზი არ მაქვს, მშენებლობის პროექტი არ მაქვს, მოდიხარ და მეუბნები, ეს უნდა გააკეთოო და ვაკეთებ - აი, ასე ვმუშაობ, როგორც, ჩვენდა სამწუხაროდ, ნაციონალების დროს მუშაობდნენ. გულითა და სულით მინდა, ეს ამბავი პრემიერმაც გაიგოს!

- ნარმანიას თავს ცალმხრივად ესხმით, არადა, მინისტრმა თქვა, რომ 16 მილიონი უკვე გადაგიხადათ და ამ თანხის შესატყვისი სამუშაო არ შეგისრულებიათ. ასეა?

- ნარმანიას იცით, რა უთხარით - შენ არაფერი გადაგიხდია-თქო. შენ 16 მილიონი ახლაც არ გაქვს ანგარიშზე-თქო.

მივმართავ ნარმანიას ახლა თქვენი გაზეთის საშუალებით: შენ ფული არ გაქვს! მართლა ჩაირიცხა ამ უპატრონო კომპანიის ანგარიშზე 16 მილიონი, რომელიც არც მე მინახავს და არც დავით ნარმანიას. ორივე "აუტსაიდერები" ვიყავით, ახლა ვეუბნები ნარმანიას - ამ 16 მილიონს წინ დაგილაგებ, ოღონდ, ტყუილად ნუ დამჩაგრავ-მეთქი, მაგრამ არ ესმის! მაგ 16 მილიონიდან 11 მილიონი ქვეკონტრაქტორებს გადაუხადეს - ეს ფული ავანსებზე, ლიფტებზე, კონდიცირებაზე წავიდა, მარტო ავეჯი 5 მლნ დაჯდა.

- როცა პროექტი თქვენ ჩაგბარდათ, მშენებლობა რა დონეზე იყო მისული? ან ამ 16 მილიონს წინ როგორ დაულაგებთ?

- ჯერ ერთი, საერთოდ, სამარცხვინო იყო ნაციონალების დაწყებული მშენებლობის გაგრძელებამდე გაკეთებული განცხადებები - ფუფუნების უფლებას თავს ვერ მივცემთო, მაგრამ ახალი ხელისუფლება მოვიდა და მშენებლობა გააგრძელა. ეგ განცხადება საერთოდ რა გასაკეთებელი იყო, ორბელიანების სასახლე ხომ მიშასი არ არის და მისი მშენებლობა მაინც უნდა დასრულდეს?! მიმაჩნია, დავით ნარმანიამ გადაწყვიტა, რომ ჩემი კომპანია აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უნდა დაეჩაგრა.

- თქვენს კომპანიას მეტისმეტად "ნაციონალური" ბეგრაუნდი აქვს: სიღნაღის რეაბილიტაცია, ქუთაისის მოედანი, აღმაშენებლის გამზირი და ა.შ. ყველა ის პროექტი, რითაც სააკაშვილი ამაყობს, მას უკავშირდება. რატომ უნდა აუშენოს ასეთმა კომპანიამ "ივანიშვილის ახალ პრეზიდენტს" რეზიდენცია - ამ "ჩაგვრაში" პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავთ?

- რაბათის ციხეც ამ კომპანიამ ააშენა, თელავიც, მცხეთაც - აბსოლუტურად გეთანხმებით. პოლიტიკურ მოტივს როგორ ვერ ვხედავ და გეტყვით ერთ რამეს: ყოფილმა დამფუძნებლებმა წასვლის წინ ასევე პოლიტიკური განცხადება გააკეთეს, რადგან ამ მოტივს ისინიც ხედავდნენ - აბა, 600-მილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანია 1,3 მილიონად რატომ გაიყიდებოდა?! ბიზნესს პოლიტიკოსების შეცვლა არ უნდა ეხებოდეს და როდემდე უნდა ვიცხოვროთ უწესო ქვეყანაში - დავიღალე! ღმერთმა დამიფაროს, გასაქცევად მქონდეს საქმე, თორემ მე გასაქცევი კი მაქვს, უბრალოდ, გაქცევას არ ვაპირებ!

ჩემი კომპანია ფინანსურმა პოლიციამაც შეამოწმა და შემოსავლების სამსახურმაც - ხომ გავიარეთ ეს ყველაფერი, კიდევ რაღაც დარტყმების ქვეშ რატომ გვაყენებენ?!

- როგორც ვიცი, საუბარია თქვენი მხრიდან ვადების გადაცილებაზე, თუმცა, თუკი თქვენ ვადა 1 ნოემბრამდე გქონდათ და შენობის დასრულება ასე ეჩქარებოდათ, გაუგებარია, ახალ კომპანიას ვადა 1 მაისამდე რატომ გაუწიეს?

- ახლა ეს ორმაგი სტანდარტი არ არის? 1 ნოემბრამდე მაგ პროექტს, თავის დამატებებით, დედამიწის ზურგზე მაინც ვერავინ მოასწრებდა. ნარმანიას სიტყვა ჰქონდა ნათქვამი, რომ რეზიდენციას 1 ნოემბერს დაასრულებდა, მაგრამ მე რა შანსიც მაქვს, ახლავე ქალად ვიქცე, ისეთივეა ამ შენობის დასრულების შანსიც! პრეზიდენტი ტუალეტში ხომ უნდა შევიდეს, ნოემბერში რომ დაჯდება იმ შენობაში, ხომ უნდა გათბეს, თბილმა ჰაერმა ხომ უნდა დაუბეროს?! ელემენტარულად, კამბოჯას პრეზიდენტი რომ მოგადგება რეზიდენციასთან, ვიღაც მეზობელმა თავზე ხომ არ უნდა გადმოგაშარდოს, გადმოგაფურთხოს, ან სიგარეტის "ბიჩოკი" გადმოგიგდოს?! ჩემი ეზოა და თუ მინდა, "გარშოკიდან" გადმოვასხამ რაღაცას, მაქსიმუმ, მერიამ დამაჯარიმოს!

- ისე, იმ სამეზობლოს რას უპირებდით, გასახლებას?

- ეგეც კი არ იყო შეთანხმებული. მინიმუმ, მაცხოვრებლებისგან ფართი ხომ უნდა გამოისყიდო?! გული მარტო იმაზე მწყდება, რომ ამ შენობის ირგვლივ არსებული საქმეების 80% სამინისტროს დასალაგებელი იყო და მე რატომ მომახრჩეს?!

- აქ ისაა საინტერესო, თქვენს მერე რომელ კომპანიას უნდა გადაეცეს ეს პროექტი?

- არ ვიცი, არც მიკითხავს და არც მაინტერესებს. რომ ვიცოდე, ნარმანია ამ პროექტს სხვას პირადი ინტერესის გამო აძლევს, აუცილებლად ვიტყოდი, მაგრამ მართლა არ ვიცი. ახლა მაგარ რამეს მოგიყვებით: მე და დავით ნარმანია რეზიდენციის შენობის მეხუთე სართულზე ვიდექით, კამერების გარეშე და მეუბნება - თქვენ ფინანსური პრობლემები გაქვთო. ვუთხარი, დათო, გავიწყდება, რომელი ქვეყნის მინისტრი ხარ-მეთქი? ჩრდილოეთ კორეასაც კი შეუძლია დარეკოს და გითხრას, შე მათხოვარო, შენზე ღარიბი ქვეყანა არ არსებობს, ერაყიც შენზე წინააო. ამიტომ, დათო, არ შეიძლება, ამ ქვეყანაში სიღარიბეზე მელაპარაკო - იმ დონეზე არ მიჭირს, მაგრამ რასაც შენ მავალებ, ვერ გავაკეთო-მეთქი. ამ ქვეყანაში არავის ულხინს, ერთი, ბიძინას ულხინდა და უკვე მასაც ჩასწყდა გული. რას მაძახებ-მეთქი, საქმეს ვაკეთებ! ვერაფერი ვერ მიპასუხა და მერე, ოფიციალურად, სულ სხვა რამ მოვისმინე... რაც მინისტრად მოვიდა, მას მერე 16 მილიონი არ დახარჯულა ინფრასტრუქტურის სამინისტროში... ბოლო 30 წელია, სიმართლით არ ვცხოვრობთ და ამას ყოველდღე ვიმკით... ნარმანია სხვას ვერავის პასუხს ვერ სთხოვს, მოდის და ისევ მე მერჩის... მირტყამს, მერევა, სურს, ეს კომპანია დააქციოს.

- გაუგებარია, რას ამტკიცებს ამით და იქნებ, საქმე ნარმანიაში სულაც არაა?

- არ ვიცი. მე ნელსონ მანდელას მიმდევარი ვარ. იგი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელმაც პოლიტიკა გულით აკეთა და რომ უთხრა, პოლიტიკა ბინძური საქმეაო, შეიძლება, თავი შეგაკლას. "ნაციონალებში" ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ, ღმერთმა იცის, რა დანასისხლად ვმტრობდი მათ. რაც უნდა ააშენო, არ მაინტერესებს, როცა ადამიანის უფლებებს ლახავ. დიდი ხანია, ამის მიმართ პროტესტი მაქვს, 2007 წელს გავბრაზდი, მერე 26 მაისს. ნინო ბურჯანაძესაც ძალიან კარგად ვიცნობ, ბადრი ბიწაძესაც, ანზორიკოსაც, თუმცა პოლიტიკურად არანაირად არ ვემხრობი. ვფიქრობ, ნინომ, თავისი შანსი გაუშვა. რომ იცოდეთ, მე და მიშა სააკაშვილი პარლამენტში ერთ გუნდში ვთამაშობდით ფეხბურთს. დიეგო მარადონა ვიყავი დონდლო მიშასთან შედარებით.

- პარლამენტის გუნდში თქვენ რა გინდოდათ?

- უმრავლესობის ფრაქციის აპარატის უფროსი გახლდით 23 წლის ასაკში და პარლამენტის გუნდში თამაშის უფლება მქონდა. ხელფასიც გადასარევი მქონდა. მერე, ჩემდა სამწუხაროდ, ინციდენტი მომივიდა, ვიღაც დავჭერი და ქვეყნიდან წავედი.

- ე.ი. ამერიკაში "პაბეგში" იყავით და ვინ დაჭერით ასეთი, ან საქმე დაიხურა?

- რა მნიშვნელობა აქვს - "დავუპაბეგე" რა! მაშინ სამართლიანად მოვიქეცი და დღემდე ყველას ასე მიაჩნია, ვინც ეს ამბავი იცის. სხვათა შორის, ფოთის პორტი მაშინ ერთადერთი მომგებიანი სახელმწიფო სტრუქტურა იყო და ამ პორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც ვიყავი, მერე "დინამო" თბილისის კომერციული დირექტორი და დირექტორატის წევრი. მე პოლიტიკოსი კი არა, "სიმართლისტი" ვარ. დავიბადე კონკაზე, ჩემი ცხოვრება მიყვარს, ჩემი მეზობლები, ძმაკაცები.

- აბა, რაღას გარბოდით აშშ-ში?

- არსად გავქცეულვარ. ჩემს შვილებს შიოდათ და კიდევ ერთ ზედმეტ კაცად არ დავაწექი ქვეყანას - კაცი არც მომიპარავს, არც "გამიუთავებია", მით უმეტეს, სერიოზული "ძველი ბიჭი" ვიყავი და ამას დიდუბეში სადაც გინდათ, იქ ვიტყვი, მაგრამ უკადრებელი არასდროს მიკადრია. ჩემი კუჭის გასაძღომად არავინ დამიჩაგრავს. ... თავად ნარმანიას კარგად ვიცნობ და ამაზე მწყდება გული - როცა ადამიანს ვიცნობ, მესამე პირის ჩარევა მერიდება ხოლმე. დათო ცოდოა, ეშინია, დაიძაბა, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მას უნდა, მაგრამ ჩემი ბრალი ხომ არ არის?! ეტყობა, სკამი და თანამდებობა მართლა ისეთი თბილია, არ ეთმობა. აგერ, ჩემს სკამზე ვზივარ, აქედან ვერავინ გამაგდებს... გულითა და სულით, ალალად გეუბნებით ყველაფერს. ერთი კარგად ნამღერი სიმღერა მთელს შემოსავალსაც მირჩევნია და გასავალსაც.

- ეს ძალიან არაბიზნესმენური ფრაზაა.

- სულით არანაირად არ ვარ ბიზნესმენი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მაქვს ვალდებულება, ჩემი ნაშოვნი ორი კაპიკი ჩემს შვილებს, მეუღლეს, დედ-მამას, ძმას და ძმაკაცებს გავუყო. არიან ტიპები, ვისაც ბიზნესი სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ ეს მე არ მეხება. ბიუჯეტშიც ძალიან კარგი გადამხდელი ვარ, ამიტომ ნარმანიას კიდევ ვაძლევთ შანსს.

- აქეთ თქვენ აძლევთ შანსს, როცა ცნობილია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს?!

- დიახ, აქეთ ვაძლევთ შანსს, ოღონდ მე, მალხაზ ალავიძე კი არა, ჩემს უკან მდგომი 100-ობით ადამიანი, რომელიც მაგრად მუშაობდა. ჩვენ ყველა მუშას მაინც ავუნაზღაურებთ თავის ნაშრომს - დღე-ღამეს ვასწორებდით და ამაყები ვიყავით, რომ პრეზიდენტის რეზიდენციას ვაშენებდით. არ ვიცი, იცის თუ არა პრემიერმა ამ ყველაფრის შესახებ და უთხარით მას! წასულიყო იმ ავლაბარში, ახალი პრეზიდენტი! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1 ნოემბრამდე ჯერ კიდევ რამდენი დროა, იქნებ, გავგიჟდი, თავზე ხელი ავიღე და დათქმულ ვადაში ყველაფერს ვასწრებ, ან საქმეს 3 დღეში ვამთავრებ?! ნახევარი მილიონი ლარის ვალიც მაქვს მშენებლობის დასრულების საგარანტიო წერილით აღებული და ახლა შენ რომ საქმიდან მიშვებ და ამის გამო ბინებს მიყადაღებენ, ვერსადაც ვერ წავალ, უნდა ვიბრძოლო, ვიომო და მოვიგო! ვიღაცას რომ აძლევ ამ პროექტს პირველ მაისამდე, მე მომეცი 1 მარტამდე, შე არაადამიანო, რა, სახეზე არ მოგწონვარ?!

- საპასუხოდ, გავრცელდა თქვენი განცხადება, რომ სასამართლოში ჩივილსაც აპირებთ.

- ეგ ჩივილია? სარჩელის შეტანა ჩივილია? დამიჯერეთ, მტრულად არ ვარ განწყობილი, უამრავ მეგობართან დავრეკე და ვთხოვე, ყველაფერი კარგად დასრულდეს. თუ მოვრიგდით, ანუ დავუმტკიცე, რომ მე ვარ მართალი, მაშინ სარჩელსაც აღარ შევიტან. აშშ-ს ელჩს დავურეკე, პირველ რიგში, რიჩარდ ნორლანდს და ვუთხარი, რომ საქართველოში ამერიკულ ინვესტიციას ძალიან ცუდად ექცევიან და დამეთანხმა. მივწერე, მიშველე-მეთქი. 1,3 მილიონი ლარი, სამწუხაროდ და ჩემდა გასაოცრად, ქართველებისთვის ძალიან პატარა თანხაა, ამერიკისთვის კი, დამიჯერეთ - ძალიან დიდი. განვაცხადე, რომ ამ ინვესტიციას ძალიან არასამართლიანად და არასწორად ემუქრებიან და ახლა ველი, რა იქნება.

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა