სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა ფიფია - გლეხს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება
შალვა ფიფია - გლეხს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება

სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის, შალ­ვა ფი­ფი­ას გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს გლეხს ჩა­უ­ბა­რე­ბე­ლი ყუ­რძე­ნი არ დარ­ჩე­ბა.

პრო­ექტ "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ღია მმარ­თვე­ლო­ბის" ფარ­გლებ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი შალ­ვა ფი­ფია ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხ­ვდა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­ზე ესა­უბ­რა.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რთვე­ლი 22 აგ­ვის­ტოს დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნი­დან და­ი­წყო და წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მისი თქმით, წლე­ვან­დელ რთველ­ზე გლეხს არ დარ­ჩე­ბა ჩა­უ­ბა­რე­ბე­ლი ყუ­რძე­ნი, დარ­გს კი გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა.

შალ­ვა ფი­ფი­ას გან­მარ­ტე­ბით, გა­სულ წლებ­ში, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­პუ­ლის­ტუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რთველს აგ­რო­ვა­დებ­ზე ადრე იწყებ­და, რის გა­მოც, პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბო­და გლეხს, ვი­ნა­ი­დან, და­უმ­წი­ფე­ბელ ყუ­რძენს ღვი­ნის მწა­რო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი არ იღებ­დნენ. მისი თქმით, წელს მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი აღარ მოხ­დე­ბა და მეღ­ვი­ნე­ე­ბიც კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან და გლე­ხე­ბიც. 1 კი­ლოგ­რა­მი ყუ­რძნის ფასი 1 ლა­რი­დან იწყე­ბა. გურ­ჯა­ან­ში კი სპე­ცი­ა­ლუ­რი შტა­ბი მუ­შა­ობს, სა­დაც რთვე­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დაკ­ვირ­ვე­ბა ხდე­ბა.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წლის იან­ვა­რი­დან 5 სექ­ტემ­ბრამ­დე მო­ნა­ცე­მე­ბით, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ექ­სპორ­ტმა 22,243974 მი­ლი­ონ ბოთლს მი­აღ­წია. 2012 წლის აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­რი­ღის მი­ხედ­ვით, ღვი­ნის ექ­სპორ­ტი 43%-ით აღე­მა­ტე­ბა წინა წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მო­ნა­ცე­მებს.

მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვა­რი­დან 5 სექ­ტემ­ბრამ­დე მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ღვი­ნის ექ­სპორ­ტი 42 ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და: აქე­დან, 7 მი­ლი­ონ 300 ათა­სი ბოთ­ლი ღვი­ნო რუ­სეთ­ში გა­იგ­ზავ­ნა.

ასე­ვე სა­უ­ბა­რი, სურ­სა­თის უვ­ნე­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და სა­გა­ზა­ფხუ­ლო პროგ­რა­მის შე­დე­გებ­ზეც გა­მახ­ვილ­და.

შალ­ვა ფი­ფი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს "შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­რო­სეს­ხე­ბის პრო­ექ­ტის" ფარ­გლებ­ში და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია წა­რუდ­გი­ნა. მისი გან­ცხა­დე­ბით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სულ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია 6000-მდე სეს­ხი. აქე­დან 2685 სეს­ხი მი­ი­ღეს ფერ­მე­რებ­მა მცი­რე მო­ცუ­ლო­ბის უპ­რო­ცენ­ტო სეს­ხე­ბი, 2474 სეს­ხი გა­ცე­მუ­ლია სა­შუ­ა­ლო მო­ცუ­ლო­ბის მცი­რე წარ­მო­ე­ბის­თვის და მსხვი­ლი ფერ­მე­რუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის­თვის (სეს­ხე­ბი მო­ცუ­ლო­ბა 100 000 ლა­რამ­დეა).

მი­ნის­ტრმა ხაზი გა­უს­ვა ე.წ. მე­სა­მე კომ­პო­ნენ­ტის სეს­ხებ­ზე, რო­მე­ლიც წარ­მო­ე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ კომ­პო­ნენ­ტში (1 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე სეს­ხე­ბი) გა­ცე­მუ­ლია 205 სეს­ხი. მათ შო­რის 49 სრუ­ლი­ად ახა­ლი ბიზ­ნე­სის და­სა­ფი­ნან­სებ­ლა­დაა გან­კუთ­ვნი­ლი.

ახა­ლი სა­წარ­მო­ე­ბის გა­სახ­სნე­ლად და პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ცი­ის მი­სა­ღე­ბად მე­წარ­მე­ებს მაქ­სი­მუმ 12 თვის ვადა აქვთ მი­ცე­მუ­ლი.

შალ­ვა ფი­ფი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სამი კომ­პო­ნენ­ტის ფარ­გლებ­ში უკვე გა­ცე­მუ­ლია 5,364 სეს­ხი, ჯა­მუ­რი თან­ხით - 95,225,158 ლარი.

მი­ნის­ტრის თქმით, იგეგ­მე­ბა ახა­ლი ღვი­ნის სა­წარ­მო­ე­ბის, მე­სა­ქონ­ლე­ო­ბის, პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ნა­ხი, რძის გა­და­მუ­შა­ვე­ბის, სა­მა­ცივ­რე მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი­სა და მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის გახ­სნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შალვა ფიფია - გლეხს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება

შალვა ფიფია - გლეხს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას განცხადებით, მიმდინარე წელს გლეხს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

პროექტ "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის" ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ჟურნალისტებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, რთველი 22 აგვისტოს დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს.

მისი თქმით, წლევანდელ რთველზე გლეხს არ დარჩება ჩაუბარებელი ყურძენი, დარგს კი გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება.

შალვა ფიფიას განმარტებით, გასულ წლებში, წინა ხელისუფლება პოპულისტური ინტერესებიდან გამომდინარე, რთველს აგროვადებზე ადრე იწყებდა, რის გამოც, პრობლემა ექმნებოდა გლეხს, ვინაიდან, დაუმწიფებელ ყურძენს ღვინის მწაროებელი კომპანიები არ იღებდნენ. მისი თქმით, წელს მსგავსი პრეცედენტი აღარ მოხდება და მეღვინეებიც კმაყოფილები დარჩებიან და გლეხებიც. 1 კილოგრამი ყურძნის ფასი 1 ლარიდან იწყება. გურჯაანში კი სპეციალური შტაბი მუშაობს, სადაც რთველის მიმდინარეობის დაკვირვება ხდება.

მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარიდან 5 სექტემბრამდე მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტმა 22,243974 მილიონ ბოთლს მიაღწია. 2012 წლის აღნიშნული თარიღის მიხედვით, ღვინის ექსპორტი 43%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

მიმდინარე წლის იანვარიდან 5 სექტემბრამდე მონაცემების თანახმად, ღვინის ექსპორტი 42 ქვეყანაში განხორციელდა: აქედან, 7 მილიონ 300 ათასი ბოთლი ღვინო რუსეთში გაიგზავნა.

ასევე საუბარი, სურსათის უვნელობის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე და საგაზაფხულო პროგრამის შედეგებზეც გამახვილდა.

შალვა ფიფიამ ჟურნალისტებს "შეღავათიანი აგროსესხების პროექტის" ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარუდგინა. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით სულ დაფინანსებულია 6000-მდე სესხი. აქედან 2685 სესხი მიიღეს ფერმერებმა მცირე მოცულობის უპროცენტო სესხები, 2474 სესხი გაცემულია საშუალო მოცულობის მცირე წარმოებისთვის და მსხვილი ფერმერული მეურნეობებისთვის (სესხები მოცულობა 100 000 ლარამდეა).

მინისტრმა ხაზი გაუსვა ე.წ. მესამე კომპონენტის სესხებზე, რომელიც წარმოებისთვისაა განკუთვნილი.

მინისტრის ინფორმაციით, ამ კომპონენტში (1 მილიონ ლარამდე სესხები) გაცემულია 205 სესხი. მათ შორის 49 სრულიად ახალი ბიზნესის დასაფინანსებლადაა განკუთვნილი.

ახალი საწარმოების გასახსნელად და პირველი პროდუქციის მისაღებად მეწარმეებს მაქსიმუმ 12 თვის ვადა აქვთ მიცემული.

შალვა ფიფიას ინფორმაციით, 10 სექტემბრის მდგომარეობით, სამი კომპონენტის ფარგლებში უკვე გაცემულია 5,364 სესხი, ჯამური თანხით - 95,225,158 ლარი.

მინისტრის თქმით, იგეგმება ახალი ღვინის საწარმოების, მესაქონლეობის, პროდუქციის შესანახი, რძის გადამუშავების, სამაცივრე მეურნეობებისა და მეფრინველეობის კომპანიების გახსნა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ