ჯულია რობერტსი ტორონტოს კინოფესტივალს სტუმრობდა: მსახიობი საკუთარი ახალი ფილმის "აგვისტოს" პრემიერაზე მივიდა, სადაც მერილ სტრიპთან, იენ მაკგრეგორთან, კრის კუპერთან და ბენედიქტ კამბერბაჩისთან ერთად თამაშობს. სურათში მოთხრობილია ერთი ოჯახის ისტორია, რომლის წევრები აგვისტოში მშობლიურ ბუდეში ბრუნდებიან და ოჯახურ საიდუმლოებებს ქექავენ.
წითელ ხალიჩაზე ჯულია Dolce & Gabbana-ს მოკლე, წითელი კაბით გამოჩნდა. სამოსი მის გრძელ ლამაზ ფეხებს უსვამდა ხაზს. მსახიობმა ყველა მსახიობი დაჩრდილა, მათ შორის ჯულეტ ლიუსი და ჯენიფერ მორისონი. 45 წლის ჯულია კვლავ შესანიშნავად გამოიყურება.
მომზადებულია Starslife-ის მიხედვით.