საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარაქ ობამა - ძალისხმევას არ დავიშურებ სირიის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის
ბარაქ ობამა - ძალისხმევას არ დავიშურებ სირიის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის

აშშ-ის პრე­ზი­დენტ, ბა­რაქ ობა­მას გან­ცხა­დე­ბით, ის არ და­ი­შუ­რებს ძა­ლის­ხმე­ვას, სი­რი­ის პრობ­ლე­მის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით მოგ­ვა­რე­ბის­თვის. ამის შე­სა­ხებ ობა­მამ ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი­სად­მი ტე­ლე­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, ბა­რაქ ობა­მამ ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლებს მზად­ყოფ­ნის­კენ მო­უ­წო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მისი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვა შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებს.

ტე­ლე­მი­მარ­თვა­ში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა თხოვ­ნით მი­მარ­თა კონ­გრესს დრო­ე­ბით გა­და­დონ სი­რი­ა­ში სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა.

"სი­რი­ა­ში ამე­რი­კელ ჯა­რის­კა­ცებს არ გა­ვაგ­ზავ­ნი. ჩვე­ნი სამ­ხედ­რო შე­ტე­ვა შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა. სი­რი­ა­ზე შე­ზღუ­დუ­ლი შე­ტე­ვა აი­ძუ­ლებს ასადს და­ფიქ­რდეს, ვიდ­რე კი­დევ ერთხელ გა­და­წყვეტს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას. ჩვენ ამით გვინ­და მსოფ­ლი­ოს გა­ვა­გე­ბი­ნოთ, რომ არ ვართ შემ­წყნა­რებ­ლე­ბი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მართ", - აღ­ნიშ­ნა ობა­მამ თეთრ სახ­ლში ტე­ლე­მი­მარ­თვი­სას.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, არა­ვინ ეჭ­ვობს, რომ ასა­დის სის­ხლი­ან­მა რე­ჟიმ­მა სი­რი­ა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნა.

"მსოფ­ლი­ომ ამის ამ­სახ­ვე­ლი უამ­რა­ვი ვი­დეო და ფო­ტო­მა­სა­ლა იხი­ლა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ქი­მი­ურ შე­ტე­ვას. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სი­რი­ის კლი­ნი­კებ­ში გა­ზით მო­წამ­ლუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ნა­ხეს. ჩვენ ვი­ცით, რომ ყო­ვე­ლი­ვე ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ასა­დის რე­ჟი­მია, რო­მელ­თაც ნიღ­ბე­ბი და­უ­რი­გეს თა­ვი­ანთ სამ­ხედ­რო­ებს და ოპო­ზი­ცი­ის ძა­ლე­ბის განსდევ­ნად 11 გა­რე­უ­ბან­ში რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვეს", - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ტე­ლე­მი­მარ­თვი­სას ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ე­სალ­მე­ბა რუ­სე­თის შე­თა­ვა­ზე­ბას - სი­რი­ამ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის კონ­ტროლს და­უქ­ვემ­დე­ბა­როს. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ჯერ ნა­ად­რე­ვია იმა­ზე სა­უ­ბა­რი, იქ­ნე­ბა თუ არა ეს შე­თა­ვა­ზე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

"ნე­ბის­მი­ერ­მა შე­თან­ხმე­ბამ უნდა და­ა­დას­ტუ­როს, რომ ასა­დის რე­ჟი­მი ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს შე­ას­რუ­ლებს. მაგ­რამ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რა", - აღ­ნიშ­ნა ობა­მამ.

ამას­თან, ბა­რაქ ობა­მამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, ჯონ ქერი ხვალ ჟე­ნე­ვა­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ, სერ­გეი ლავ­როვს შეხ­ვდე­ბა.

"მე კი გა­ვაგ­რძე­ლებ დი­ა­ლოგს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან", - დას­ძი­ნა ბა­რაქ ობა­მამ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია cnn-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბარაქ ობამა - ძალისხმევას არ დავიშურებ სირიის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის

ბარაქ ობამა - ძალისხმევას არ დავიშურებ სირიის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტ, ბარაქ ობამას განცხადებით, ის არ დაიშურებს ძალისხმევას, სირიის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის. ამის შესახებ ობამამ ამერიკელი ხალხისადმი ტელემიმართვაში განაცხადა.

ამასთან, ბარაქ ობამამ ქვეყნის სამხედრო ძალებს მზადყოფნისკენ მოუწოდა იმ შემთხვევაში, თუ მისი დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს.

ტელემიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა კონგრესს დროებით გადადონ სირიაში სამხედრო ინტერვენციის საკითხის განხილვა.

"სირიაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გავაგზავნი. ჩვენი სამხედრო შეტევა შეზღუდული იქნება. სირიაზე შეზღუდული შეტევა აიძულებს ასადს დაფიქრდეს, ვიდრე კიდევ ერთხელ გადაწყვეტს ქიმიური იარაღის გამოყენებას. ჩვენ ამით გვინდა მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ არ ვართ შემწყნარებლები ქიმიური იარაღის გამოყენების მიმართ", - აღნიშნა ობამამ თეთრ სახლში ტელემიმართვისას.

მისივე განცხადებით, არავინ ეჭვობს, რომ ასადის სისხლიანმა რეჟიმმა სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენა.

"მსოფლიომ ამის ამსახველი უამრავი ვიდეო და ფოტომასალა იხილა, რომელიც ადასტურებს ქიმიურ შეტევას. ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც ადასტურებენ, რომ სირიის კლინიკებში გაზით მოწამლული უამრავი ადამიანი ნახეს. ჩვენ ვიცით, რომ ყოველივე ამაზე პასუხისმგებელი ასადის რეჟიმია, რომელთაც ნიღბები დაურიგეს თავიანთ სამხედროებს და ოპოზიციის ძალების განსდევნად 11 გარეუბანში რაკეტები გაუშვეს", - განაცხადა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ტელემიმართვისას ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება რუსეთის შეთავაზებას - სირიამ ქიმიური იარაღი საერთაშორისო თანამეგობრობის კონტროლს დაუქვემდებაროს. თუმცა, მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, იქნება თუ არა ეს შეთავაზება წარმატებული.

"ნებისმიერმა შეთანხმებამ უნდა დაადასტუროს, რომ ასადის რეჟიმი ვალდებულებებს შეასრულებს. მაგრამ ამ ინიციატივას აქვს პოტენციალი, ძალის გამოყენების გარეშე იქნას აცილებული ქიმიური იარაღის გამოყენების მუქარა", - აღნიშნა ობამამ.

ამასთან, ბარაქ ობამამ დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი ხვალ ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შეხვდება.

"მე კი გავაგრძელებ დიალოგს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან", - დასძინა ბარაქ ობამამ.

მომზადებულია cnn-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა