სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონო ატიკ, თქვენ ერთ კვირაში კრაზანების ბუდედ გადააქციეთ კლინიკა"
"ბატონო ატიკ, თქვენ ერთ კვირაში კრაზანების ბუდედ გადააქციეთ კლინიკა"

ინ­ვეს­ტო­რო­ბის­თვის ბრძო­ლას, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მო­ე­თი­შე­ბა იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კა­ში "რე­ა­ნი­მა­ცი­ის კარ­თა მნგრე­ვე­ლი და ყო­ველ­თა მტვრე­ვე­ლი" თე­ქინ ატი­კი. მას შემ­დეგ, რაც თურქ ბიზ­ნეს­მენს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა ბრა­ლი დას­დო ფი­ზი­კუ­რი, მო­რა­ლუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა­ში და მას კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­თის ელ­ჩის თხოვ­ნით თე­ქინ ატიკს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო შეხ­ვდა.

თურ­ქმა ინ­ვეს­ტორ­მა, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თულს უწო­დებს და "შეთ­ქმუ­ლე­ბას" აბ­რა­ლებს, მი­ნისტრს იმ კომ­პა­ნი­ის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბის სა­ბუ­თიც კი ვერ წა­რუდ­გი­ნა, რომ­ლის სა­ხე­ლი­თაც ინ­ვეს­ტი­რე­ბა გა­და­უ­წყვე­ტია. მის­მა გან­მარ­ტე­ბამ, ქარ­თულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას ჯერ კარ­გად არ ვიც­ნობ, რათა პრო­ცე­დუ­რე­ბი თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად და­ვიც­ვაო(?!), მი­ნის­ტრი გა­აკ­ვირ­ვა, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­რე­ბას აპი­რებთ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა რა­ტომ არ უნდა იცო­დე­თო? თე­ქინ ატიკ­მა ამა­ოდ სცა­და მი­ნის­ტრის მოლ­ბო­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი­თა და და­პი­რე­ბე­ბით, რომ მის წარ­მო­მად­გე­ნელს, ნა­ტა­ლია მუ­ჩა­ი­ძეს სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლად და­ნიშ­ნავს, რა­ზეც და­ვით სერ­გე­ენ­კომ უპა­სუ­ხა: "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბას­თან კავ­შირ­ში არ არის. თქვენ მო­ა­ხერ­ხეთ და რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­იმ­სა­ხუ­რეთ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის სრუ­ლი, 100%-იანი პრო­ტეს­ტი იმ­დე­ნად, რომ საფრ­თხე შე­უქ­მე­ნით არ­სე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას. ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბა­ტო­ნო ატიკ, რას ეთან­ხმე­ბით და რას არა. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ ის, რაც და­ვი­ნა­ხეთ, - სა­ა­ვად­მყო­ფოს პერ­სო­ნა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო ეზო­ში, სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­სი კი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი. თქვენ რა ჩა­ი­დი­ნეთ და რა არა, გა­არ­კვევს მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი. თქვენ რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­და­იმ­ტე­რეთ მთე­ლი კლი­ნი­კა, საფრ­თხე შე­უქ­მე­ნით ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბას. ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბა წა­რი­მარ­თოს უწყვე­ტად, სა­მუ­შაო და სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­სე­ბი იყოს თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი და არა ისე­თი კრა­ზა­ნე­ბის ბუდე, რო­გო­რა­დაც თქვენ გა­და­აქ­ცი­ეთ ერთ კვი­რა­ში იქა­უ­რო­ბა. მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ უნდა გას­წავ­ლოთ, რომ მე­ნე­ჯე­რის ფუნ­ქცია უპირ­ვე­ლე­სად ის არის, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კონ­ფლიქ­ტი არ იყოს. კონ­ფლიქ­ტი მარ­თუ­ლი იყო თუ არა, უნდა შე­გე­წუ­ხე­ბი­ნათ თავი და შე­გეს­წავ­ლათ ვი­თა­რე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლებს მოქ­ცე­ო­დით ადა­მი­ა­ნუ­რად".

გა­მო­ით­ქვა აზრი, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვეს კლი­ნი­კის ქარ­თველ­მა მფლო­ბე­ლებ­მა, რო­მელ­თაც სა­ხელ­მწი­ფოს­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად გა­და­წყვი­ტეს კლი­ნი­კის გას­ხვი­სე­ბა.

დი­მიტ­რი მა­ხა­თა­ძე, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე:

- ამ კლი­ნი­კის სა­ხით მფლო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სტრა­ტე­გი­ულ, ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. ამი­ტო­მაც მისი გას­ხვი­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლია საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნოს ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ბატონო ატიკ, თქვენ ერთ კვირაში კრაზანების ბუდედ გადააქციეთ კლინიკა"

"ბატონო ატიკ, თქვენ ერთ კვირაში კრაზანების ბუდედ გადააქციეთ კლინიკა"

ინვესტორობისთვის ბრძოლას, სავარაუდოდ, გამოეთიშება იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში "რეანიმაციის კართა მნგრეველი და ყოველთა მტვრეველი" თექინ ატიკი. მას შემდეგ, რაც თურქ ბიზნესმენს სამედიცინო პერსონალმა ბრალი დასდო ფიზიკური, მორალური და რელიგიური ძალადობის მცდელობაში და მას კლინიკის დატოვება მოსთხოვა, საქართველოში თურქეთის ელჩის თხოვნით თექინ ატიკს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა.

თურქმა ინვესტორმა, რომელიც საპროტესტო აქციას მართულს უწოდებს და "შეთქმულებას" აბრალებს, მინისტრს იმ კომპანიის რწმუნებულების საბუთიც კი ვერ წარუდგინა, რომლის სახელითაც ინვესტირება გადაუწყვეტია. მისმა განმარტებამ, ქართულ კანონმდებლობას ჯერ კარგად არ ვიცნობ, რათა პროცედურები თანამიმდევრულად დავიცვაო(?!), მინისტრი გააკვირვა, თუ საქართველოში 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებთ, საქართველოს კანონმდებლობა რატომ არ უნდა იცოდეთო? თექინ ატიკმა ამაოდ სცადა მინისტრის მოლბობა სამომავლო გეგმებითა და დაპირებებით, რომ მის წარმომადგენელს, ნატალია მუჩაიძეს საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ორგანიზაციის წარმომადგენლად დანიშნავს, რაზეც დავით სერგეენკომ უპასუხა: "იაშვილის სახელობის კლინიკაში განვითარებული მოვლენები საქართველო-თურქეთის ურთიერთობასთან კავშირში არ არის. თქვენ მოახერხეთ და რამდენიმე დღეში დაიმსახურეთ სამედიცინო პერსონალის სრული, 100%-იანი პროტესტი იმდენად, რომ საფრთხე შეუქმენით არსებულ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურებას. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ბატონო ატიკ, რას ეთანხმებით და რას არა. ჩვენ დავინახეთ ის, რაც დავინახეთ, - საავადმყოფოს პერსონალი გამოსული იყო ეზოში, სამედიცინო პროცესი კი პარალიზებული. თქვენ რა ჩაიდინეთ და რა არა, გაარკვევს მონიტორინგის ჯგუფი. თქვენ რამდენიმე დღეში გადაიმტერეთ მთელი კლინიკა, საფრთხე შეუქმენით ამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დაწესებულების მუშაობას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურება წარიმართოს უწყვეტად, სამუშაო და სამკურნალო პროცესები იყოს თანამიმდევრული და არა ისეთი კრაზანების ბუდე, როგორადაც თქვენ გადააქციეთ ერთ კვირაში იქაურობა. მაპატიეთ, მაგრამ უნდა გასწავლოთ, რომ მენეჯერის ფუნქცია უპირველესად ის არის, რომ დაწესებულებაში კონფლიქტი არ იყოს. კონფლიქტი მართული იყო თუ არა, უნდა შეგეწუხებინათ თავი და შეგესწავლათ ვითარება და თანამშრომლებს მოქცეოდით ადამიანურად".

გამოითქვა აზრი, რომ შეცდომა დაუშვეს კლინიკის ქართველმა მფლობელებმა, რომელთაც სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად გადაწყვიტეს კლინიკის გასხვისება.

დიმიტრი მახათაძე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე:

- ამ კლინიკის სახით მფლობელი სახელმწიფოსთვის სტრატეგიულ, ბავშვთა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს. ამიტომაც მისი გასხვისების შემთხვევაში სასურველია საქმის კურსში ჩააყენოს ქვეყნის შესაბამისი უწყება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია