ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ენთელში მცხოვრებმა 43 წლის მამაკაცმა, მეზობელ სოფელში მცხოვრები ტყის მცველი, 68 წლის მამაკაცი მოკლა. შემთხვევა აბასთუმნის მახლობლად, კურცხანის ტყეში მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელმა გარდაცვლილს ჯერ თოფი ესროლა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა.