სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჩიკო ნიჟარაძე: "გრან-პრის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა დამჭირდა"
აჩიკო ნიჟარაძე: "გრან-პრის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა დამჭირდა"

მომ­ღე­რა­ლი აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე ეს­ტო­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურს "ლაგ­ნა ლაულ -2013"-დან გრან-პრით დაბ­რუნ­და. და­ახ­ლო­ე­ბით, თვე-ნა­ხევ­რის წინ კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ "სლა­ვი­ანსკი ბა­ზარ­ზე" II ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ნი­ჟა­რა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ეტა­პი და­ი­წყო, - მომ­ღე­რა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს და ამის დას­ტუ­რი ის შე­დე­გე­ბია, რა­საც ამ მცი­რე ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აგ­რო­ვა. "ამ­ბე­ბი.გე" აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- გი­ლო­ცავ წარ­მა­ტე­ბას... მოდი, გვი­ამ­ბე ეს­ტო­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­კურ­სის შე­სა­ხებ.

- ტა­ლინ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი 6-7 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თა. 6-ში I-II ტური ჩა­ტარ­და და 7-ში - ფი­ნა­ლი. პირ­ველ ჯერ­ზე ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბამ მო­მი­წია. ასე­თი გახ­ლდათ კონ­კურ­სის მო­თხოვ­ნა. ვიმ­ღე­რე ზუ­რაბ მჟა­ვი­ას - "ქარ­თვე­ლე­ბის ერ­თად ყოფ­ნა და­მი­ლო­ცე ღმერ­თო" და მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბით I ად­გილ­ზე აღ­მოვ­ჩნდი. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი­დან სამ­მა 10 ქულა და­მი­წე­რა, ორმა - 9... ისე ამ სიმ­ღე­რამ, რამ­დენ­ჯე­რაც ვიმ­ღე­რე, ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ტა­ნა. არ ვე­თან­ხმე­ბი აზრს, რომ კონ­კურ­სზე პატ­რი­ო­ტუ­ლი ნა­მუ­შევ­რის გა­ტა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა. პი­რი­ქით, მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რედ შენი ეროვ­ნუ­ლი უნდა გა­ი­ტა­ნო. მთა­ვა­რია, რომ ის კარ­გად შე­ას­რუ­ლო. ეს სიმ­ღე­რა ბევ­რჯერ მაქვს ნამ­ღე­რი და გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი მაქვს. თან, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რაც ეს­ტო­ნეთ­ში ჩემს შე­დეგ­ზეც აი­სა­ხა.

- ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვინ იყ­ვნენ?

- ჟი­უ­რი ძი­რი­თა­დად, ეს­ტო­ნე­თის ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი... II ტური იმა­ვე დღეს, 2 სა­ათ­ში და­ი­წყო და შე­ვას­რუ­ლე "ნიუ-იორკ, ნიუ-იორკ"... ესეც მო­მი­წო­ნეს და ჟი­უ­რის 4-მა წევ­რმა 10 ქულა და­მი­წე­რა და ერ­თმა - 9. შემ­დეგ I-II ტუ­რის შე­დე­გე­ბი შე­იკ­რი­ბა და I ად­გილ­ზე აღ­მოვ­ჩნდი. თუმ­ცა ამ ქუ­ლებს გავ­ლე­ნა ფი­ნალ­ზე არ მო­უხ­დე­ნია, რად­გა­ნაც იქ უკვე ცალ­კე შე­ფა­სე­ბა მოხ­და. შე­ვას­რუ­ლე შარლ აზ­ნა­ვუ­რის ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი სიმ­ღე­რა და გა­ვი­მარ­ჯვე. გრან-პრის მფლო­ბე­ლი გავ­ხდი და ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

- რო­გო­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გყავ­და?

- სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავ­და, ისი­ნი უმ­თავ­რე­სად წელს "სლა­ვი­ანსკი ბა­ზარ­ზეც" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ცოტა ხნის წინ ბე­ლო­რუს­ში გა­ვი­ცა­ნი. მოკ­ლედ, მათ­თან ისევ მო­მი­წია ბრძო­ლამ და გა­ვი­მარ­ჯვე. ისე, ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო დროს ამ კონ­კურ­სებ­ზე მა­ინ­ცდა­მა­ინც ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი აღარ მო­დი­ა­ნო და რაღა მა­შინ შეგ­როვ­დნენ, მე რომ ჩა­ვე­დი იქ? ორი­ვე­გან სა­ოც­რად ძლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ... მათ და­სა­მარ­ცხებ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა დამ­ჭირ­და.

- გრან-პრის მფლო­ბელს ჯილ­დოდ რა გერ­გო?

- საპ­რი­ზო ფონ­დი არ იყო მა­ღა­ლი. გად­მო­მე­ცა 2.000 ევრო, მაგ­რამ ეს არ იყო იქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მთა­ვა­რი ის არის, რომ ამ კონ­კურ­სზე რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ვი­ღე. კონ­კრე­ტუ­ლად, ეს­პა­ნე­თი­დან, ჩე­ხე­თი­დან, ის­რა­ე­ლი­თან და სომ­ხე­თი­დან. ახლა კარ­გად არის მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი, სად გა­ვემ­გზავ­რე­ბი.

- ყვე­ლა კონ­კურ­სი წელს გამარ­თე­ბა?

- კი, რა თქმა უნდა... მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, რო­მელ­მაც ჩემი ორი­ვე კონ­კურ­სზე გამ­გზავ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბი გა­ი­ღო და დაგ­ვეხ­მა­რა. ასე­ვე მად­ლო­ბა ჩემს პრო­დი­უ­სერს, მა­ნა­ნა სე­ფი­აშ­ვილს და მის მე­უღ­ლეს - კომ­პო­ზი­ტორ ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვილს, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ქარ­თველს, ვინც ჩემს კონ­ცერ­ტზე იყო მო­სუ­ლი და მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ისი­ნი სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

აჩიკო ნიჟარაძე: "გრან-პრის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა დამჭირდა"

აჩიკო ნიჟარაძე: "გრან-პრის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა დამჭირდა"

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე ესტონეთის საერთაშორისო მუსიკალური კონკურს ”ლაგნა ლაულ -2013”-დან გრან-პრით დაბრუნდა. დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ კი საერთაშორისო ფესტივალ "სლავიანსკი ბაზარზე" II ადგილი დაიკავა. ნიჟარაძის შემოქმედებაში სერიოზული ეტაპი დაიწყო, - მომღერალი საერთაშორისო კონკურსებში ინტენსიურად მონაწილეობს და ამის დასტური ის შედეგებია, რასაც ამ მცირე ხნის განმავლობაში დააგროვა. "ამბები.გე" აჩიკო ნიჟარაძეს დაუკავშირდა.

- გილოცავ წარმატებას... მოდი, გვიამბე ესტონეთში მიმდინარე კონკურსის შესახებ.

- ტალინში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 6-7 სექტემბერს გაიმართა. 6-ში I-II ტური ჩატარდა და 7-ში - ფინალი. პირველ ჯერზე ჩვენი ეროვნული სიმღერის შესრულებამ მომიწია. ასეთი გახლდათ კონკურსის მოთხოვნა. ვიმღერე ზურაბ მჟავიას - "ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო" და მიღებული ქულებით I ადგილზე აღმოვჩნდი. ჟიურის წევრებიდან სამმა 10 ქულა დამიწერა, ორმა - 9... ისე ამ სიმღერამ, რამდენჯერაც ვიმღერე, ყოველთვის წარმატება მომიტანა. არ ვეთანხმები აზრს, რომ კონკურსზე პატრიოტული ნამუშევრის გატანა არ შეიძლება. პირიქით, მიმაჩნია, რომ სწორედ შენი ეროვნული უნდა გაიტანო. მთავარია, რომ ის კარგად შეასრულო. ეს სიმღერა ბევრჯერ მაქვს ნამღერი და გათავისებული მაქვს. თან, ძალიან მიყვარს, რაც ესტონეთში ჩემს შედეგზეც აისახა.

- ჟიურის შემადგენლობაში ვინ იყვნენ?

- ჟიური ძირითადად, ესტონეთის ხელოვნების წარმატებული წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული... II ტური იმავე დღეს, 2 საათში დაიწყო და შევასრულე "ნიუ-იორკ, ნიუ-იორკ"... ესეც მომიწონეს და ჟიურის 4-მა წევრმა 10 ქულა დამიწერა და ერთმა - 9. შემდეგ I-II ტურის შედეგები შეიკრიბა და I ადგილზე აღმოვჩნდი. თუმცა ამ ქულებს გავლენა ფინალზე არ მოუხდენია, რადგანაც იქ უკვე ცალკე შეფასება მოხდა. შევასრულე შარლ აზნავურის ცნობილი ფრანგული სიმღერა და გავიმარჯვე. გრან-პრის მფლობელი გავხდი და ძალიან მიხარია.

- როგორი კონკურენტები გყავდა?

- სერიოზული კონკურენტები მყავდა, ისინი უმთავრესად წელს "სლავიანსკი ბაზარზეც" გამარჯვებული კონკურსანტები იყვნენ, რომლებიც ცოტა ხნის წინ ბელორუსში გავიცანი. მოკლედ, მათთან ისევ მომიწია ბრძოლამ და გავიმარჯვე. ისე, ამბობენ, რომ ბოლო დროს ამ კონკურსებზე მაინცდამაინც ძლიერი კონკურსანტები აღარ მოდიანო და რაღა მაშინ შეგროვდნენ, მე რომ ჩავედი იქ? ორივეგან საოცრად ძლიერები იყვნენ... მათ დასამარცხებლად სერიოზული ბრძოლა დამჭირდა.

- გრან-პრის მფლობელს ჯილდოდ რა გერგო?

- საპრიზო ფონდი არ იყო მაღალი. გადმომეცა 2.000 ევრო, მაგრამ ეს არ იყო იქ მნიშვნელოვანი, მთავარი ის არის, რომ ამ კონკურსზე რამდენიმე ქვეყნის საერთაშორისო კონკურსებიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე. კონკრეტულად, ესპანეთიდან, ჩეხეთიდან, ისრაელითან და სომხეთიდან. ახლა კარგად არის მოსაფიქრებელი, სად გავემგზავრები.

- ყველა კონკურსი წელს გამართება?

- კი, რა თქმა უნდა... მინდა, მადლობა ვუთხრა კულტურის სამინისტროს, რომელმაც ჩემი ორივე კონკურსზე გამგზავრებისთვის საჭირო ხარჯები გაიღო და დაგვეხმარა. ასევე მადლობა ჩემს პროდიუსერს, მანანა სეფიაშვილს და მის მეუღლეს - კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ქართველს, ვინც ჩემს კონცერტზე იყო მოსული და მგულშემატკივრობდა. ისინი საელჩოს წარმომადგენლები არიან. 

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება