განათლების სამინისტროს მტკიცებით, მეორადი წიგნების რაოდენობა 0.1 პროცენტს არ გადააჭარბებს

განათლების სამინისტროს მტკიცებით, მეორადი წიგნების რაოდენობა 0.1 პროცენტს არ გადააჭარბებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის მტკიცებით, მეორადი სახელმძღვანელოების დარიგება რამდენიმე სკოლაში გახდა საჭირო.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა აღნიშნა, სამინისტროს აქვს ბაზები, თუ რომელ სკოლაში რამდენი სახელმძღვანელოა საჭირო, თუმცა სკოლებში მოსწავლეთა მობილობის გამო, ზოგიერთ სკოლაში მეორადი სახელმძღვანელოების დარიგება გახდა საჭირო.

"გრანდიოზული სამუშაო ჩატარდა და სამინისტროს აქვს შესაბამისი ბაზები, რამდენი ახალი სახელმძღვანელოა საჭირო. სკოლებში მოსწავლეთა მობილობა გრძელდება და, შესაბამისად სახელმძღვანელოების რაოდენობა არ იქნება საკმარისი. ჩვენი გათვლით, ახალი და მეორადი წიგნების შერევა რამდენიმე სკოლაში გახდება საჭირო და საერთო რაოდენობის 0.1 პროცენტს არ გადააჭარბებს. მეორადი სახელმძღვანელოების დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუ სკოლებში მოსწავლეთა მობილობის რაოდენობა მაღალია და ახალი სახელმძღვანელოების რაოდენობა არ არის საკმარისი. ყველა სკოლას დაევალა, ასეთი კრიტიკული სიტუაციებისთვის გასული წლის კარგ მდგომარეობაში მყოფი სახელმძღვანელოები დაარიგოს. გარდა ამისა, რესურსცენტრებს მიეცათ მითითებები, თუ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე რომელიმე სკოლას მობილობის გამო ექნება სახელმძღვანელოების დანაკლისი, კანონმდებლობის შესაბამისად თვითონ უნდა მოახერხონ სკოლებს შორის სახელმძღვანელოების გადაცემა",-განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, დაუშვებელია, ერთმა მოსწავლემ მხოლოდ ახალი წიგნები მიიღოს, ხოლო მეორე მოსწავლემ მხოლოდ მეორადი წიგნები. მოსწავლეებზე მეორადი და ახალი წიგნები პროპორციულად გადანაწილდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია