ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი იმედოვნებს, რომ ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnimnews ავრცელებს.
"იმედს გამოვთქვამ, გავხდებით მოწმენი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება დამყარებული", - ნათქვამია ირანის პრეზიდენტის წერილში.
როგორც ირანული სააგენტო იუწყება, ჰასან როჰანის წერილი პასუხია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაზე, რომელიც მან ირანის ახალარჩეულ პრეზიდენტს გაუგზავნა.
მომზადებულია Tasnimnews-ის მიხედვით.