პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად საქართველოში: პოლიტიკური შეხედულებების გამო ცემის ფაქტებზე საქმე აღიძრა
პირველად საქართველოში: პოლიტიკური შეხედულებების გამო ცემის ფაქტებზე საქმე აღიძრა

პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბის გამო ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბი, ზე­წო­ლა თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ზე და თავ­მჯდო­მა­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ცეს­კო - ამ ეტა­პი­სათ­ვის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­რა­თია.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სო­ფელ სა­ყუ­ნეთ­ში ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონს იმის გამო სცე­მეს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რია. ამ ფაქ­ტის გარ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი­დევ ერთ საქ­მე­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ის გამო ადა­მი­ა­ნის ცე­მას ეხე­ბა.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბი" ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" კი არა­თა­ნა­ბა­რი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს მა­გა­ლი­თად საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მოჰ­ყავთ. მათი გან­მარ­ტე­ბით, ბოლ­ნის­ში, ადი­გენ­ში, ვან­ში, ონში, მარ­ტვილ­ში საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნალ" წევ­რებ­ზე ზე­წო­ლა და შან­ტა­ჟი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სია თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­სათ­ვის რე­გი­ო­ნებ­სა და ად­გი­ლობ­რივ თვით­მარ­თვე­ლო­ბებ­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დებს.

"მი­ვე­სალ­მე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მელ­მაც ორ საქ­მე­ზე და­ი­წყო ძი­ე­ბა. მათ შო­რის არის "ნა­ცი­ო­ნა­ლი" აქ­ტი­ვის­ტი ქალ­ბა­ტო­ნის გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის ფაქ­ტი. არ შე­იძ­ლე­ბა ერთი ქარ­თვე­ლი მე­ო­რეს იმი­ტომ ურტყამ­დეს, თუ რა­ტომ უჭერს მხარს სხვა კან­დი­დატს. ასეთ ინ­ცი­დენ­ტებ­ზე ძი­ე­ბის და­წყე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოა, რად­გან წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­თვის აფა­რებ­და ხელს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ოპო­ნენ­ტებს და მათ მხარ­დამ­ჭე­რებს ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ.

ამ მხრივ ჩვენ გვაქვს პროგ­რე­სი და თბი­ლი­სი­დან ად­გილ­ზე საკ­მა­ოდ მკვეთრ გზავ­ნილს ვაგ­ზავ­ნით. ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე, რა თქმა უნდა, არის გარ­კვე­უ­ლი ნერ­ვუ­ლი ფონი. რო­გორც კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, მინ­და მო­ვუ­წო­დო ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში და­საქ­მე­ბულ ყვე­ლა ადა­მი­ანს, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­შვი­დე, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც უნდა იყ­ვნენ ისი­ნი და მის­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა ჩვე­ნი პარ­ტი­ე­ბის კან­დი­და­ტებს, რომ­ლე­ბიც თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ჯიბ­რი ამ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად მშვიდ გა­რე­მო­ში წარ­მარ­თონ.

ჩვენ ამ კვი­რა­ში ვეს­ტუმ­რე­ბით ბოლ­ნისს, რომ ად­გილ­ზე ვნა­ხოთ, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს იქ", - გა­ნა­ცხა­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა და უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"უნ­დათ აჩ­ვე­ნონ, რომ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სია არის ეფექ­ტუ­რი, ის იძ­ლე­ვა გარ­კვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თუმ­ცა, ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა - ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი­დან, ხდე­ბა გამ­გებ­ლის, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბა. ამის შე­ჩე­რე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად არ ხდე­ბა და ამით სურთ რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე­ე­ბის მი­ფუ­ჩე­ჩე­ბა", - ამ­ბობს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი სერ­გო რა­ტი­ა­ნი.

"ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ლე­ვან ვე­ფხვა­ძე სა­არ­ჩევ­ნოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობს და გან­მარ­ტავს, რომ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ამ რე­სურ­სით ორი ძალა - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სარ­გებ­ლო­ბენ.

ანაკ­ლი­ა­ში ჩა­ტარ­და სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც რა­ტომ­ღაც მხო­ლოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შეხ­ვდნენ ახალ­გაზ­რდებს. რო­გორც გა­ვი­გეთ, შეხ­ვედ­რა­ზე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­ვი­ღეთ სი­ტუ­ა­ცია, რომ ეს იყო ბი­უ­ჯე­ტით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც აგი­ა­ტა­ცი­ას ატა­რებ­დნენ კონ­კრე­ტუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის სა­სარ­გებ­ლოდ.

"უწყე­ბა­თა­შო­რის­მა კო­მი­სი­ამ ფორ­მა­ლუ­რად გვთხო­ვა წე­რი­ლის გად­მოგ­ზავ­ნა, რომ შემ­დეგ გა­და­ა­მოწ­მონ. მაგ­რამ წე­რი­ლი რად უნდა, ერთი ზა­რია სა­ჭი­რო სა­მი­ნის­ტრო­ში, რომ გა­არ­კვი­ონ, რა მოხ­და", - უთხრა ვე­ფხვა­ძემ "რე­ზო­ნანსს".

"ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო, როცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას წა­ვა­წყდით. მა­ნამ­დე იყო ტუ­რიზ­მის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კამ­პა­ნი­ა­ში. უფრო ადრე იყო ახ­მე­ტა­ში ცნო­ბი­ლი ფაქ­ტი, როცა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­ვი­და "ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი.

არის კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი, მაგ­რამ არის ასე­ვე თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ფორ­მა­ლუ­რად დარ­ღვე­ვას არ გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა, გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს აძ­ლევს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. 2008 წელს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, მი­ნის­ტრე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, გამ­გებ­ლე­ბი და გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბად გა­მო­ცხად­დნენ, რის გა­მოც აგი­ტა­ცი­ა­ში შე­უ­ზღუ­და­ვად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

ჩვენ მო­ვი­თხო­ვეთ ამ ნორ­მის შეც­ვლა, მაგ­რამ მა­შინ ელე­მენ­ტა­რუ­ლი პა­სუ­ხიც კი არ გაგ­ვცა ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა. დღეს ვხე­დავთ, რომ მი­ნის­ტრე­ბი, მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, გამ­გებ­ლე­ბი და გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი კონ­კრე­ტუ­ლად ორი კან­დი­და­ტის კამ­პა­ნი­ა­ში. გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი ბაქ­რა­ძეს დაჰ­ყვე­ბი­ან, გამ­გებ­ლე­ბი და მო­ად­გი­ლე­ე­ბი - მარ­გვე­ლაშ­ვილს.

კი­დევ უფრო ცუდი არის ის, რომ უწყე­ბა­თა­შო­რის კო­მი­სი­ა­ში უნდა იყ­ვნენ მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ტი­ე­ბის მიერ წარ­დგე­ნილ სა­ჩივ­რებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ. კო­მი­სი­ა­ში არის ბა­ტო­ნი თენ­გიზ შერ­გე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ქალ­ბა­ტონ­მა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა თქვა, რომ თა­ვად აპი­რებს, ჩა­ერ­თოს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. მი­ნის­ტრებს შე­იძ­ლე­ბა კა­ნო­ნი არ უკ­რძა­ლავს, მაგ­რამ რო­დე­საც უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხარ, კამ­პა­ნი­ა­ში ეთი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო არ უნდა ჩა­ერ­თო", - დას­ძენს ლე­ვან ვე­ფხვა­ძე.

თამ­თა ვირ­სა­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პირველად საქართველოში: პოლიტიკური შეხედულებების გამო ცემის ფაქტებზე საქმე აღიძრა

პირველად საქართველოში: პოლიტიკური შეხედულებების გამო ცემის ფაქტებზე საქმე აღიძრა

პოლიტიკური სიმპათიების გამო ნაცემი ადამიანები, ზეწოლა თვითმმართველობებზე და თავმჯდომარის გარეშე დარჩენილი ცესკო - ამ ეტაპისათვის საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებელი პერიოდის დამახასიათებელი სურათია.

წინასაარჩევნოდ სოფელ საყუნეთში ერთ-ერთ ქალბატონს იმის გამო სცემეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. ამ ფაქტის გარდა, პროკურატურა კიდევ ერთ საქმეზე მუშაობს, რომელიც ასევე პოლიტიკური სიმპათიის გამო ადამიანის ცემას ეხება.

წინასაარჩევნო პერიოდში "ქრისტიან-დემოკრატები" ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე საუბრობენ, "ნაციონალურ მოძრაობაში" კი არათანაბარი საარჩევნო გარემოს მაგალითად საკრებულოებში არსებული სიტუაცია მოჰყავთ. მათი განმარტებით, ბოლნისში, ადიგენში, ვანში, ონში, მარტვილში საკრებულოს "ნაციონალ" წევრებზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდება.

უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსათვის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმართველობებში დასაქმებულ პირებს წინასაარჩევნოდ სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებს.

"მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ორ საქმეზე დაიწყო ძიება. მათ შორის არის "ნაციონალი" აქტივისტი ქალბატონის გელაშვილის ცემის ფაქტი. არ შეიძლება ერთი ქართველი მეორეს იმიტომ ურტყამდეს, თუ რატომ უჭერს მხარს სხვა კანდიდატს. ასეთ ინციდენტებზე ძიების დაწყება უპრეცედენტოა, რადგან წინა ხელისუფლება ყოველთვის აფარებდა ხელს იმ ადამიანებს, რომლებიც ოპონენტებს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ამ მხრივ ჩვენ გვაქვს პროგრესი და თბილისიდან ადგილზე საკმაოდ მკვეთრ გზავნილს ვაგზავნით. ადგილობრივ დონეზე, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ნერვული ფონი. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, მინდა მოვუწოდო ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ყველა ადამიანს, რომ შეინარჩუნონ მაქსიმალური სიმშვიდე, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ისინი და მისცენ საშუალება ჩვენი პარტიების კანდიდატებს, რომლებიც თანასწორუფლებიანები არიან, რომ პოლიტიკური შეჯიბრი ამ ორი თვის განმავლობაში მაქსიმალურად მშვიდ გარემოში წარმართონ.

ჩვენ ამ კვირაში ვესტუმრებით ბოლნისს, რომ ადგილზე ვნახოთ, რა პროცესები მიმდინარეობს იქ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.

"უნდათ აჩვენონ, რომ უწყებათაშორისი კომისია არის ეფექტური, ის იძლევა გარკვეულ რეკომენდაციებს, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება - ადამიანები თავისუფლდებიან სამუშაო ადგილებიდან, ხდება გამგებლის, საკრებულოს წევრების დაკავება. ამის შეჩერება ფაქტობრივად არ ხდება და ამით სურთ რეზონანსული საქმეების მიფუჩეჩება", - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ლევან ვეფხვაძე საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ არსებული კანონმდებლობით ამ რესურსით ორი ძალა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" სარგებლობენ.

ანაკლიაში ჩატარდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიება, სადაც რატომღაც მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შეხვდნენ ახალგაზრდებს. როგორც გავიგეთ, შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებაც ყოფილა საუბარი. საბოლოო ჯამში მივიღეთ სიტუაცია, რომ ეს იყო ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიება, სადაც აგიატაციას ატარებდნენ კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ.

"უწყებათაშორისმა კომისიამ ფორმალურად გვთხოვა წერილის გადმოგზავნა, რომ შემდეგ გადაამოწმონ. მაგრამ წერილი რად უნდა, ერთი ზარია საჭირო სამინისტროში, რომ გაარკვიონ, რა მოხდა", - უთხრა ვეფხვაძემ "რეზონანსს".

"ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წავაწყდით. მანამდე იყო ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის მონაწილეობა მარგველაშვილის კამპანიაში. უფრო ადრე იყო ახმეტაში ცნობილი ფაქტი, როცა მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე მივიდა "ოცნების" კანდიდატი.

არის კონკრეტული ფაქტები, მაგრამ არის ასევე თემები, რომლებიც ფორმალურად დარღვევას არ გულისხმობს, თუმცა, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აძლევს ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობის საშუალებას. 2008 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, მინისტრების მოადგილეები, გამგებლები და გუბერნატორები პოლიტიკური თანამდებობის პირებად გამოცხადდნენ, რის გამოც აგიტაციაში შეუზღუდავად მონაწილეობის საშუალება მიეცათ.

ჩვენ მოვითხოვეთ ამ ნორმის შეცვლა, მაგრამ მაშინ ელემენტარული პასუხიც კი არ გაგვცა ზაქარია ქუცნაშვილმა. დღეს ვხედავთ, რომ მინისტრები, მათი მოადგილეები, გამგებლები და გუბერნატორები არიან ჩართულები კონკრეტულად ორი კანდიდატის კამპანიაში. გუბერნატორები ბაქრაძეს დაჰყვებიან, გამგებლები და მოადგილეები - მარგველაშვილს.

კიდევ უფრო ცუდი არის ის, რომ უწყებათაშორის კომისიაში უნდა იყვნენ მიუკერძოებელი ადამიანები, რომლებიც პარტიების მიერ წარდგენილ საჩივრებს განიხილავენ. კომისიაში არის ბატონი თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა. ქალბატონმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ თავად აპირებს, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში. მინისტრებს შეიძლება კანონი არ უკრძალავს, მაგრამ როდესაც უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი ხარ, კამპანიაში ეთიკური მოსაზრებების გამო არ უნდა ჩაერთო", - დასძენს ლევან ვეფხვაძე.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა