საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შობადობის შემცირება წელს პიკს მიაღწევს
შობადობის შემცირება წელს პიკს მიაღწევს

"ქარ­თვე­ლი ერი ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის საფრ­თხის წი­ნა­შე დგას და ყვე­ლა­ფე­რი უნდა ვი­ღო­ნოთ, რომ თავი და­ვაღ­წი­ოთ ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბის შე­წყვე­ტის სა­შიშ­რო­ე­ბას", - აცხა­დებს დე­მოგ­რა­ფი პრო­ფე­სო­რი ან­ზორ თო­თა­ძე, რომ­ლის თქმი­თაც, დიდი ქა­ლა­ქე­ბის გარ­და, ქარ­თვე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ ყვე­ლა რე­გი­ონ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის კლე­ბაა (გა­მო­ნაკ­ლისს მხო­ლოდ სა­ჩხე­რე წარ­მო­ად­გენს).

ან­ზორ თო­თა­ძე:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში 59 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია და აქე­დან 36 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში უფრო მეტი მო­ქა­ლა­ქე კვდე­ბა, ვიდ­რე იბა­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა იკ­ლებს გუ­რი­ა­ში, იმე­რეთ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, კა­ხეთ­ში (გა­მო­ნაკ­ლი­სია სა­გა­რე­ჯო და თე­ლა­ვი, სა­დაც ბევ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ცხოვ­რობს), რა­ჭა­ში, მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში, სვა­ნეთ­ში, შიდა ქარ­თლში. მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ტე­ბაა ქვე­მო ქარ­თლში, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით არის და­სახ­ლე­ბუ­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბის კლე­ბაა თეთ­რი წყა­რო­ში. მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ტე­ბაა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­შიც და ესეც არა­ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე. ამ რე­გი­ო­ნის ქარ­თვე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში - ბორ­ჯომ­სა და ახალ­ცი­ხე­ში მო­სახ­ლე­ო­ბის კლე­ბაა. სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა რა­ჭა­სა და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში.

და­ახ­ლო­ე­ბით 10 წე­ლი­წად­ში თავს მე­ტად იჩენს შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც პიკს მი­აღ­წევს 2025 წელს. მხო­ლოდ აქ­ტი­უ­რი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც ხან­გრძლივ პე­რი­ოდ­ზე უნდა იყოს გათ­ვლი­ლი, შეგ­ვიძ­ლია ეს პრო­ცე­სი შე­ვა­ნე­ლოთ და სა­სურ­ველ შე­დეგს გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ მი­ვაღ­წევთ.

1980-89 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 455 ათა­სი გო­გო­ნა და­ი­ბა­და, ხოლო 2000-2009 წლებ­ში 236 ათა­სი. 1980-89 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი ახლა აღ­წე­ვენ ისეთ ასაკს, სა­დაც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა და ამის გამო დღეს შე­და­რე­ბით მეტი ბავ­შვი იბა­დე­ბა, მაგ­რამ, რო­დე­საც 2000-2009 წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი მი­აღ­წე­ვენ ამ ასაკს, შო­ბა­დო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დე­ბა. გო­გო­ნებ­ზე ხაზ­გას­მას იმი­ტომ ვა­კე­თებ, რომ ბავ­შვს ქალი ბა­დებს. ბიჭი მი­ლი­ო­ნო­ბი­თაც რომ და­ი­ბა­დოს, ამას სა­მო­მავ­ლოდ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს.

მე­ტად სა­ში­შია ემიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 4,5 მლნ-ია, მაგ­რამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ცნო­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 2050 წლის­თვის შემ­ცირ­დე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 3,2 მლნ-მდე და­ი­წევს. მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ძი­რი­თა­დად, ქარ­თვე­ლე­ბის ხარ­ჯზე შემ­ცირ­დე­ბა, რაც ჩვე­ნი ერის კა­ტას­ტრო­ფას ნიშ­ნავს.

2011 წელს 1 წლამ­დე 703 ჩვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ყო­ვე­ლი ათა­სი და­ბა­დე­ბუ­ლი­დან თით­ქმის 10 მკვდრად­შო­ბი­ლი იყო. ჩვე­ნი სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, შემ­ცი­რე­ბუ­ლია 1 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, თუმ­ცა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც კი გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის მო­ნა­ცე­მე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია: 2010 წელს ყო­ვე­ლი ათა­სი და­ბა­დე­ბუ­ლი­დან 33 ჩვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლი ფრან­გი დე­მოგ­რა­ფი სორი ამ­ბობ­და, - ვერც ერთი ფი­ნან­სის­ტი, რო­გო­რი მკაც­რიც უნდა იყოს იგი, უარს ვერ იტყვის სახ­სრებ­ზე, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლა­დო. რაც უნდა დიდი იყოს და­ნა­ხარ­ჯი, არ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვს სიკ­ვდი­ლის გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ვუ­ტა­ნოთ, რათა ცო­ცხლად დარ­ჩე­ნილ­თა უფრო უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ვყოთ. რო­დე­საც ჩვე­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბი თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად აცხა­დებ­დნენ მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა­ზე, პრე­ზი­დენ­ტის ახი­რე­ბით ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი ლარი იხარ­ჯე­ბო­და ძვი­რად ღი­რე­ბულ კონ­ცერ­ტებ­ზე, პო­ტი­ომ­კი­ნის სოფ­ლებ­სა და დაღ­ვლარჭ­ნილ შე­ნო­ბებ­ზე. რო­დე­საც ერის ფი­ზი­კუ­რი წყვე­ტის, მისი ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კი­თხი დგას, პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, შო­ბა­დო­ბის გა­საზ­რდე­ლად უნდა წარ­მარ­თოს და თა­ვის ხუშ­ტუ­რებ­ზე არ უნდა ფიქ­რობ­დეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

შობადობის შემცირება წელს პიკს მიაღწევს

შობადობის შემცირება წელს პიკს მიაღწევს

"ქართველი ერი ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე დგას და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ თავი დავაღწიოთ ფიზიკური არსებობის შეწყვეტის საშიშროებას", - აცხადებს დემოგრაფი პროფესორი ანზორ თოთაძე, რომლის თქმითაც, დიდი ქალაქების გარდა, ქართველებით დასახლებულ ყველა რეგიონში მოსახლეობის კლებაა (გამონაკლისს მხოლოდ საჩხერე წარმოადგენს).

ანზორ თოთაძე:

- საქართველოში 59 მუნიციპალიტეტია და აქედან 36 მუნიციპალიტეტში უფრო მეტი მოქალაქე კვდება, ვიდრე იბადება. მოსახლეობა იკლებს გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში (გამონაკლისია საგარეჯო და თელავი, სადაც ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს), რაჭაში, მცხეთა-მთიანეთში, სვანეთში, შიდა ქართლში. მოსახლეობის მატებაა ქვემო ქართლში, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. მოსახლეობის კლებაა თეთრი წყაროში. მოსახლეობის მატებაა სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც და ესეც არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე. ამ რეგიონის ქართველებით დასახლებულ რაიონებში - ბორჯომსა და ახალციხეში მოსახლეობის კლებაა. საგანგაშო მდგომარეობაა რაჭასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

დაახლოებით 10 წელიწადში თავს მეტად იჩენს შობადობის შემცირება, რომელიც პიკს მიაღწევს 2025 წელს. მხოლოდ აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რომელიც ხანგრძლივ პერიოდზე უნდა იყოს გათვლილი, შეგვიძლია ეს პროცესი შევანელოთ და სასურველ შედეგს გარკვეული დროის შემდეგ მივაღწევთ.

1980-89 წლებში საქართველოში 455 ათასი გოგონა დაიბადა, ხოლო 2000-2009 წლებში 236 ათასი. 1980-89 წლებში დაბადებული გოგონები ახლა აღწევენ ისეთ ასაკს, სადაც ყველაზე მაღალია ნაყოფიერება და ამის გამო დღეს შედარებით მეტი ბავშვი იბადება, მაგრამ, როდესაც 2000-2009 წლებში დაბადებული გოგონები მიაღწევენ ამ ასაკს, შობადობა მნიშვნელოვნად შემცირდება. გოგონებზე ხაზგასმას იმიტომ ვაკეთებ, რომ ბავშვს ქალი ბადებს. ბიჭი მილიონობითაც რომ დაიბადოს, ამას სამომავლოდ დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელობა არა აქვს.

მეტად საშიშია ემიგრაციული პროცესი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4,5 მლნ-ია, მაგრამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის შემცირდება და დაახლოებით 3,2 მლნ-მდე დაიწევს. მოსახლეობის რაოდენობა, ძირითადად, ქართველების ხარჯზე შემცირდება, რაც ჩვენი ერის კატასტროფას ნიშნავს.

2011 წელს 1 წლამდე 703 ჩვილი გარდაიცვალა. ყოველი ათასი დაბადებულიდან თითქმის 10 მკვდრადშობილი იყო. ჩვენი სტატისტიკის თანახმად, შემცირებულია 1 წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალება, თუმცა ეს მაჩვენებელიც კი გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით შემაშფოთებელია: 2010 წელს ყოველი ათასი დაბადებულიდან 33 ჩვილი გარდაიცვალა. ცნობილი ფრანგი დემოგრაფი სორი ამბობდა, - ვერც ერთი ფინანსისტი, როგორი მკაცრიც უნდა იყოს იგი, უარს ვერ იტყვის სახსრებზე, რომელიც აუცილებელია ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლადო. რაც უნდა დიდი იყოს დანახარჯი, არ შეიძლება ბავშვს სიკვდილის განაჩენი გამოვუტანოთ, რათა ცოცხლად დარჩენილთა უფრო უკეთესი ცხოვრება უზრუნველვყოთ. როდესაც ჩვენი სატელევიზიო არხები თითქმის ყოველდღიურად აცხადებდნენ მძიმედ დაავადებული ბავშვებისთვის დახმარების გაწევაზე, პრეზიდენტის ახირებით ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა ძვირად ღირებულ კონცერტებზე, პოტიომკინის სოფლებსა და დაღვლარჭნილ შენობებზე. როდესაც ერის ფიზიკური წყვეტის, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, პრეზიდენტმა თავისი საქმიანობა დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად, შობადობის გასაზრდელად უნდა წარმართოს და თავის ხუშტურებზე არ უნდა ფიქრობდეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია