პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღარ აქვს ურთიერთობა ძმას მერაბ ნინიძესთან
რატომ აღარ აქვს ურთიერთობა ძმას მერაბ ნინიძესთან

"რე­ი­ტინ­გი­დან" მა­წუ­ხებთ? რა ხდე­ბა, პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი უც­ბად"? - გა­იკ­ვირ­ვა ჩემს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარ­ზე მე­რაბ ნი­ნი­ძის ძმამ, ლაშა ნი­ნი­ძემ. ლა­შა­სა და მე­რაბს სა­ერ­თო მამა ჰყავთ. ლაშა ათი წლით უმ­ცრო­სია მე­რაბ­ზე. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში მო­უ­წია სკო­ლა­ში სი­ა­რულ­მა, როცა მე­რა­ბი თი­ნე­ი­ჯერ გო­გო­ნებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობ­და. ამ­ბობს, რომ ძმის ფა­ნე­ბის­გან შე­წუ­ხე­ბუ­ლიც კი იყო, თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­ვი­წყოთ.

- დი­დუ­ბე­ში, წე­რე­თელ­ზე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მე­რა­ბი ჩემ­ზე ათი წლით დი­დია. ჩვენ ერთი მა­მის შვი­ლე­ბი ვართ. მა­მა­ჩე­მი, ნუგ­ზარ ნი­ნი­ძე, გემ­რი­ე­ლი, მო­ქე­ი­ფე, იუ­მო­რით სავ­სე თბი­ლი­სე­ლი კაცი იყო. მე­რა­ბის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ მა­მა­ჩე­მი და დე­და­მი­სი, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მა­მამ მე­ო­რე ოჯა­ხი შექ­მნა დე­დას­თან, ვი­ო­ლას­თან. სხვა დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი არც მე და არც მე­რაბს არ გვყავს. 2003 წელს გარ­და­იც­ვა­ლა მამა. მა­ნამ­დე ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ძმებს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქო­ნო­და. მე­რა­ბიც მო­დი­ო­და ჩვენ­თან და მეც მივ­დი­ო­დი მათ­თან სახ­ლში.

- ერ­თმა­ნე­თი რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- მა­მამ მი­მიყ­ვა­ნა მათ­თან სახ­ლში. ათარ­ბე­გოვ­ზე ცხოვ­რობ­დნენ. პირ­ველ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და მე­რა­ბი. პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­მე­წო­ნა, სი­ახ­ლო­ვე ვიგ­რძე­ნი მის­გან. მე­რაბს დე­დის მხრი­დან ბა­ბუა რე­ჟი­სო­რი ჰყავ­და. ბავ­შვო­ბა თე­ატ­რში, კუ­ლი­სებ­ში გა­ა­ტა­რა და იქი­დან მოხ­ვდა ამ გა­რე­მო­ში. შრო­მის­მოყ­ვა­რეა მე­რა­ბი, მე ნამ­დვი­ლად არ მგავს.

- სა­მა­გა­ლი­თო იყო ალ­ბათ უფ­რო­სი ძმა თქვენ­თვის.

- რა თქმა უნდა, მე რომ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მე­რაბ­მა პო­პუ­ლა­რო­ბის პიკს მი­აღ­წია. შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი გო­გო­ნე­ბის­გან, საკ­ლა­სო ოთა­ხის კარს მინ­გრევ­დნენ, მე­რა­ბი გაგ­ვა­ცა­ნიო. ვსარ­გებ­ლობ­დი მისი სა­ხე­ლით, ვა­მა­ყობ­დი.

- მის სპექ­ტაკ­ლებ­ზე და­დი­ო­დით, ალ­ბათ...

- რა თქმა უნდა, არც ერთი მისი სპექ­ტაკ­ლი და პრე­მი­ე­რა არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რატომ აღარ აქვს ურთიერთობა ძმას მერაბ ნინიძესთან

რატომ აღარ აქვს ურთიერთობა ძმას მერაბ ნინიძესთან

"რეიტინგიდან" მაწუხებთ? რა ხდება, პოპულარული გავხდი უცბად"? - გაიკვირვა ჩემს სატელეფონო ზარზე მერაბ ნინიძის ძმამ, ლაშა ნინიძემ. ლაშასა და მერაბს საერთო მამა ჰყავთ. ლაშა ათი წლით უმცროსია მერაბზე. სწორედ იმ პერიოდში მოუწია სკოლაში სიარულმა, როცა მერაბი თინეიჯერ გოგონებში დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობდა. ამბობს, რომ ძმის ფანებისგან შეწუხებულიც კი იყო, თუმცა უმჯობესია, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

- დიდუბეში, წერეთელზე დავიბადე და გავიზარდე. მერაბი ჩემზე ათი წლით დიდია. ჩვენ ერთი მამის შვილები ვართ. მამაჩემი, ნუგზარ ნინიძე, გემრიელი, მოქეიფე, იუმორით სავსე თბილისელი კაცი იყო. მერაბის დაბადების შემდეგ მამაჩემი და დედამისი, ქალბატონი მანანა ერთმანეთს დაშორდნენ. მამამ მეორე ოჯახი შექმნა დედასთან, ვიოლასთან. სხვა დედმამიშვილები არც მე და არც მერაბს არ გვყავს. 2003 წელს გარდაიცვალა მამა. მანამდე ყველაფერი გააკეთა, რომ ძმებს კარგი ურთიერთობა გვქონოდა. მერაბიც მოდიოდა ჩვენთან და მეც მივდიოდი მათთან სახლში.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- მამამ მიმიყვანა მათთან სახლში. ათარბეგოვზე ცხოვრობდნენ. პირველ სკოლაში სწავლობდა მერაბი. პირველივე ნახვისთანავე მომეწონა, სიახლოვე ვიგრძენი მისგან. მერაბს დედის მხრიდან ბაბუა რეჟისორი ჰყავდა. ბავშვობა თეატრში, კულისებში გაატარა და იქიდან მოხვდა ამ გარემოში. შრომისმოყვარეა მერაბი, მე ნამდვილად არ მგავს.

- სამაგალითო იყო ალბათ უფროსი ძმა თქვენთვის.

- რა თქმა უნდა, მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, მერაბმა პოპულარობის პიკს მიაღწია. შეწუხებული ვიყავი გოგონებისგან, საკლასო ოთახის კარს მინგრევდნენ, მერაბი გაგვაცანიო. ვსარგებლობდი მისი სახელით, ვამაყობდი.

- მის სპექტაკლებზე დადიოდით, ალბათ...

- რა თქმა უნდა, არც ერთი მისი სპექტაკლი და პრემიერა არ გამომიტოვებია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"მე და მამა შინ  2 "ბომბი“  ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?

კიმ კარდაშიანი მილიარდერთა ელიტარულ საზოგადოებას შეუერთდა - როგორ აქცია ვარსკვლავმა პანდემია კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობად

მერაბ ნინიძე გერმანულ მინისერიალში მთავარ როლს ასრულებს - მსახიობი ამბობს, რომ ამ როლით განსაკუთრებით ბედნიერი დედაა, რადგანაც ამჯერად მის შვილს განგსტერის როლში არ ნახავს