მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაღაზიის ვიტრინებში ჭარბწონიან მანეკენებს დააყენებენ
მაღაზიის ვიტრინებში ჭარბწონიან მანეკენებს დააყენებენ

ქა­ლებს ყვე­ლა­ზე მე­ტად შო­პინ­გი უყ­ვართ, მაგ­რამ მა­ღა­ზი­ის ვიტ­რი­ნა­ში ტან­წერ­წე­ტა მა­ნე­კე­ნის და­ნახ­ვა ბევ­რს აღი­ზი­ა­ნებს. მა­ნე­კენ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ლა­მა­ზი სა­მო­სიც ხში­რად სა­კუ­თარ ტან­ზე აღარ მოგ­ვწონს.

ბრი­ტა­ნეთ­ში მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ნი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, სავ­სე ფორ­მის მა­ნე­კე­ნე­ბი შე­ი­ძი­ნონ. შე­სა­ბა­მის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე კა­ნონ­მდებ­ლე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი 30 წლამ­დე ასა­კის ქა­ლე­ბი ჭარბ წო­ნას უშე­დე­გოდ ებ­რძვი­ან. გახ­შირ­და თვით­ნე­ბუ­რი დი­ე­ტე­ბის შე­დე­გად და­ა­ვა­დე­ბულ ქალ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ფსი­ქო­ლო­გებს გან­სა­კუთ­რე­ბით თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნე­ბის ბედი აღელ­ვებთ.

ბრი­ტა­ნეთ­ში მდე­ბა­რე თით­ქმის ყვე­ლა ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ას უკვე მი­უ­ვი­და შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნა, რომ ვიტ­რი­ნებ­ში გა­მო­ფე­ნილ სუ­პერ­მო­დე­ლის სტან­დარ­ტის მა­ნე­კე­ნებს და­ემ­შვი­დო­ბონ. ახა­ლი მა­ნე­კე­ნი "პუტ­კუ­ნა" იქ­ნე­ბა - ასე­თი ტანი თით­ქმის ყო­ველ მე­სა­მე ქალს აქვს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­მოწ­მდე­ბა სამ­კერ­ვა­ლო სა­ლო­ნე­ბიც, რათა გა­ირ­კვეს, იკე­რე­ბა თუ არა ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის აღ­ნა­გო­ბის ქა­ლის­თვის ერთი და იგი­ვე კო­ლექ­ცია. რო­გორც წესი, მა­ღა­ლი ბრენ­დის სა­მო­სი მხო­ლოდ მო­დე­ლებს, ან ძა­ლი­ან გამ­ხდარ გო­გო­ნებს ერ­გე­ბათ. პრო­ექ­ტი ბრი­ტა­ნეთ­ში ჯან­სა­ღი კვე­ბის აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მუ­შავ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მაღაზიის ვიტრინებში ჭარბწონიან მანეკენებს დააყენებენ

მაღაზიის ვიტრინებში ჭარბწონიან მანეკენებს დააყენებენ

ქალებს ყველაზე მეტად შოპინგი უყვართ, მაგრამ მაღაზიის ვიტრინაში ტანწერწეტა მანეკენის დანახვა ბევრს აღიზიანებს. მანეკენზე მორგებული ლამაზი სამოსიც ხშირად საკუთარ ტანზე აღარ მოგვწონს.

ბრიტანეთში მაღაზიის მეპატრონენი იძულებულნი არიან, სავსე ფორმის მანეკენები შეიძინონ. შესაბამის კანონპროექტზე კანონმდებლები და ფსიქოლოგები მუშაობენ. ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით კი 30 წლამდე ასაკის ქალები ჭარბ წონას უშედეგოდ ებრძვიან. გახშირდა თვითნებური დიეტების შედეგად დაავადებულ ქალთა რაოდენობა. ფსიქოლოგებს განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონების ბედი აღელვებთ.

ბრიტანეთში მდებარე თითქმის ყველა ტანსაცმლის მაღაზიას უკვე მიუვიდა შესაბამისი მოთხოვნა, რომ ვიტრინებში გამოფენილ სუპერმოდელის სტანდარტის მანეკენებს დაემშვიდობონ. ახალი მანეკენი "პუტკუნა" იქნება - ასეთი ტანი თითქმის ყოველ მესამე ქალს აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, შემოწმდება სამკერვალო სალონებიც, რათა გაირკვეს, იკერება თუ არა ყველა კატეგორიის აღნაგობის ქალისთვის ერთი და იგივე კოლექცია. როგორც წესი, მაღალი ბრენდის სამოსი მხოლოდ მოდელებს, ან ძალიან გამხდარ გოგონებს ერგებათ. პროექტი ბრიტანეთში ჯანსაღი კვების აქციის ფარგლებში მუშავდება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს