პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ჩააცმევს "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტებს
ვინ ჩააცმევს "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტებს

ამ გო­გო­ებ­მა სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა ერ­თად გა­და­წყვი­ტეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი, რო­გორც "ზენ­კა და მარი" გა­აც­ნეს. ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის კომ­პა­ნი­აც და­ა­არ­სეს. რე­ა­ლუ­რად კი ერთი ნინო ზე­ნა­იშ­ვი­ლი გახ­ლავთ და მე­ო­რე - მარი მაკ­რა­ხი­ძე. ფსევ­დო­ნი­მე­ბი "დოლ­ჩე და გა­ბა­ნა­სა­ვით" კი გა­მო­უ­ვი­დათ, მაგ­რამ ამა­ზე სხვა დროს, ფაქ­ტია, რომ დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბით ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­ვი­დან­ვე და­ინ­ტე­რეს­და. დიდი მო­თხოვ­ნა გაჩ­ნდა მათ პრო­დუქ­ცი­ა­ზე, თუმ­ცა ამა­ზე სა­გან­გე­ბოდ არც უზ­რუ­ნი­ათ, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მოხ­და. მოკ­ლედ, აქ­ტი­უ­რი და გა­მა­ლე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა გა­ა­ჩა­ღეს...

ზენ­კა:

- თა­ვი­დან ფეხ­საც­მე­ლებს ვკე­რავ­დით, მერე ტან­საც­მელ­ზე გა­და­ვე­დით. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ფაბ­რი­კა "ისან­ში" ვმუ­შა­ობ­დით, სა­დაც იტა­ლი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი და მათ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი პრაქ­ტი­კა გა­ვი­ა­რეთ.

"ზენ­კა და მარი" დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მუ­შა­ობს. მათ კლი­ენ­ტებს შო­რის არი­ან უცხო­ე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბენ და ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა ისეც ხდე­ბა, რომ კლი­ენ­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად უცხო­ე­თი­და­ნაც ჩა­მო­დი­ან და უკ­ვე­თა­ვენ. კომ­პა­ნია "ზენ­კა და მარი" თით­ქმის ჩვენ­ში გა­მარ­თუ­ლი ყვე­ლა "ფე­შენ­ვი­კის" მო­ნა­წი­ლეა. "შო­უ­რუ­მებ­საც" ატა­რე­ბენ, მაგ­რამ წელს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" პრო­დი­უ­სე­რის­გან, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღეს - მათ "ვარ­სკვლა­ვე­ბის" მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი­სა და მო­ცეკ­ვა­ვის, ასე­ვე წამ­ყვა­ნე­ბის შე­მოს­ვა მო­უ­წევთ.

ზენ­კა:

- ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, რომ ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ვი­ღეთ. უნდა ჩა­ვაც­ვათ თი­თო­ე­ულ მო­ცეკ­ვა­ვე­სა და ვარ­სკვლავს იმ ცეკ­ვე­ბი­სა და დად­გმე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა ნო­მე­რიც ექ­ნე­ბათ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი.

- და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ კვი­რა­ში უნდა მო­ას­წროთ?

- კი, სა­ო­ცარ რე­ჟიმ­ში უნდა ვი­მუ­შა­ოთ, სტრე­სუ­ლად, მაგ­რამ უკვე 13 წე­ლი­წა­დია, ასე ვმუ­შა­ობთ. რთუ­ლია, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოც არის. იმე­დი გვაქვს თვი­თონ ვარ­სკვლა­ვე­ბის, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბა­ში ხელს შეგ­ვი­წყო­ბენ. გვინ­და, რომ შოუ ძა­ლი­ან ეფე­ტუ­რი გა­მო­ვი­დეს, რა­შიც სე­რი­ო­ზულ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ვი­ღებთ. ეს პრო­ექ­ტი მოგ­ვწონს და ვი­მე­ო­რებ, რომ გვი­ხა­რია მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. საქ­მეს, რო­გორც ყო­ველ­თვის, მთე­ლი გუ­ლით მი­ვუდ­გე­ბით.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ვინ ჩააცმევს "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტებს

ვინ ჩააცმევს "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტებს

ამ გოგოებმა სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა ერთად გადაწყვიტეს და საზოგადოებას თავი, როგორც "ზენკა და მარი" გააცნეს. ამავე სახელწოდების კომპანიაც დააარსეს. რეალურად კი ერთი ნინო ზენაიშვილი გახლავთ და მეორე - მარი მაკრახიძე. ფსევდონიმები "დოლჩე და გაბანასავით" კი გამოუვიდათ, მაგრამ ამაზე სხვა დროს, ფაქტია, რომ დიზაინერების ნამუშევრებით ქართველი მომხმარებელი თავიდანვე დაინტერესდა. დიდი მოთხოვნა გაჩნდა მათ პროდუქციაზე, თუმცა ამაზე საგანგებოდ არც უზრუნიათ, ყველაფერი თავისით მოხდა. მოკლედ, აქტიური და გამალებული მუშაობა გააჩაღეს...

ზენკა:

- თავიდან ფეხსაცმელებს ვკერავდით, მერე ტანსაცმელზე გადავედით. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ფაბრიკა "ისანში" ვმუშაობდით, სადაც იტალიელები იყვნენ ჩამოსულები და მათთან სერიოზული პრაქტიკა გავიარეთ.

"ზენკა და მარი" დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით მუშაობს. მათ კლიენტებს შორის არიან უცხოელებიც, რომლებიც საქართველოში მუშაობენ და ცხოვრობენ, თუმცა ისეც ხდება, რომ კლიენტები სპეციალურად უცხოეთიდანაც ჩამოდიან და უკვეთავენ. კომპანია "ზენკა და მარი" თითქმის ჩვენში გამართული ყველა "ფეშენვიკის" მონაწილეა. "შოურუმებსაც" ატარებენ, მაგრამ წელს "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერისგან, ძალიან საინტერესო შეთავაზება მიიღეს - მათ "ვარსკვლავების" მონაწილე ყველა კონკურსანტისა და მოცეკვავის, ასევე წამყვანების შემოსვა მოუწევთ.

ზენკა:

- ძალიან გაგვიხარდა, რომ ასეთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღეთ. უნდა ჩავაცვათ თითოეულ მოცეკვავესა და ვარსკვლავს იმ ცეკვებისა და დადგმების გათვალისწინებით, რა ნომერიც ექნებათ შესასრულებელი.

- და ეს ყველაფერი ერთ კვირაში უნდა მოასწროთ?

- კი, საოცარ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ, სტრესულად, მაგრამ უკვე 13 წელიწადია, ასე ვმუშაობთ. რთულია, მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნოც არის. იმედი გვაქვს თვითონ ვარსკვლავების, რომლებიც მუშაობაში ხელს შეგვიწყობენ. გვინდა, რომ შოუ ძალიან ეფეტური გამოვიდეს, რაშიც სერიოზულ მონაწილეობას მივიღებთ. ეს პროექტი მოგვწონს და ვიმეორებ, რომ გვიხარია მასში მონაწილეობა. საქმეს, როგორც ყოველთვის, მთელი გულით მივუდგებით.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის.

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება