ახალ სახელმძღვანელოს ყველა მოსწავლე ვერ მიიღებს

ახალ სახელმძღვანელოს ყველა მოსწავლე ვერ მიიღებს

ახალ სასწავლო წელს უფასო ახალი სახელმძღვანელო შესაძლოა, ყველა მოსწავლემ ვერ მიიღოს. არსებული ინფორმაციით, ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, სკოლებში დარიგდება ის წიგნებიც , რომლებიც სოციალურად დაუცველმა მოსწავლეებმა წინა წლებში უფასოდ მიიღეს, გამოიყენეს და სკოლას დაუბრუნეს.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, წიგნების გადანაწილების დროს შესაძლოა, მოსწავლეს გამოყენებული, მაგრამ კარგად მოვლილი სახელმძღვანელო შეხვდეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი სახელმძღვანელოები მაღალი ქულით არის შეფასებული და ძალიან მცირე რაოდენობით დარიგდება.

გასულ წლებში სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს სახელმწიფო უფასოდ ურიგებდა, თუმცა სასწავლო წლის ბოლოს ისინი სკოლას წიგნებს უბრუნებდნენ. ყველა დანარჩენი მოსწავლისთვის კი, სახელმძღვალნელოები ფასიანი იყო.

ამასთან, რაც შეეხება სახელმძღვანელოების ყველა მოსწავლისთვის უფასოდ დარიგებას, ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების ყოფილმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა აპრილში მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია