Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხათუნა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ინიშნება?
ხათუნა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ინიშნება?

სწო­რედ მა­შინ, როცა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ი­წყო და არხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლან­სე­ბულ ტე­ლე­ვი­ზი­ად უნდა გარ­დაქ­მნი­ლი­ყო, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან კი­დევ ერთხელ გა­და­ა­ყე­ნა. ბორდ-მა ბა­რა­თაშ­ვილს პოს­ტი პირ­ვე­ლად ექ­ვსი თვის წინ და­ა­ტო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღად­გი­ნა. ამ­ჯე­რად, ბა­რა­თაშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბას სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ცხრა­ვე წევ­რმა და­უ­ჭი­რა მხა­რი და კუ­ლუ­ა­რებ­შიც მით­ქმა-მოთ­ქმა და­ი­წყო...

"ვერ­სი­ის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­უ­წყებ­ლის ბორდს ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა და დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა აქვს გან­ზრა­ხუ­ლი! შე­გახ­სე­ნებთ, ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან სწო­რედ გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო წა­ვი­და, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, თბი­ლი­სის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლად სა­გან­გე­ბოდ და­ნიშ­ნა.

მარ­თლაც, თუ პრო­ცე­სებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად მივ­ყვე­ბით, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­ვან­ში სა­ხე­ზეა. გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვილს, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკის მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვია, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა არა­ვინ აცა­ლა და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე შვი­დი კვი­რით ადრე, მა­უ­წყებ­ლის ბი­უ­ჯე­ტი­სა და არ­ხის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ სრულ­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხის ვერ­მი­ღე­ბის სა­ბა­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ისე, ბორდ-ის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­მარ­ტე­ბა სრულ­ყო­ფილ არ­გუ­მენ­ტად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ვებ-გვერ­დზე ჯერ კი­დევ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტორ ბა­რა­თაშ­ვი­ლის მიერ, 29 აგ­ვის­ტო­სა და 2 სექ­ტემ­ბერს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ თე­მებ­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ეჭვს ბა­დებს ის ფაქ­ტიც, რომ გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბორდ-მა ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის გახ­სნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ანუ სწო­რედ მა­შინ მი­ი­ღო, როცა ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­უ­წყე­ბელ­ზე არ­სე­ბუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი იხუ­რე­ბო­და და მათ "მე­ცხრე არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი - ეკა ბე­რი­ძე და ნანა ლეჟა­ვა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შო­უ­ე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებ­დნენ.

პრო­ცე­სე­ბი სა­ეჭ­ვოდ და­ემ­თხვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­საც იმის შე­სა­ხებ, რომ მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბად გა­და­კე­თე­ბის ნაც­ვლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "პირ­ვე­ლი არ­ხის" გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს. ცნო­ბი­ლია, რომ პრე­მი­ე­რი "მე­ცხრე არ­ხის" ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის გა­და­სა­ცე­მად დიდი ხა­ნია მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს. ყვე­ლა­ფერ ამის ფონ­ზე, გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის დი­რექ­ტო­რო­ბა, რო­მე­ლიც, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ირაკ­ლი ტრი­პოლ­სკის ნა­თე­სა­ვია, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ქო­მა­გებს, ალ­ბათ, ნაკ­ლე­ბად აწყობ­დათ.

ფაქ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და "გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვის" სა­ფუძ­ველ­ზე, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ახა­ლი სე­ზო­ნის პა­რა­ლი­ზე­ბა სურს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად და­ნიშ­ნულ­მა თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძემ შს სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­გობ­რის, შოთა უტი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, ეკა კვე­სი­ტა­ძი­სა და და­ვით პა­ი­ჭა­ძის გა­და­ცე­მე­ბის მო­მა­ვალ სე­ზონ­ში გა­ნახ­ლე­ბულ ფორ­მატ­ში გაგ­რძე­ლე­ბა და­ა­ა­ნონ­სა, თუმ­ცა ეკა ბე­რი­ძი­სა და ნანა ლეჟა­ვას შე­სა­ხებ სი­ტყვა არ დას­ცდე­ნია.

თა­ვად გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მისი მე­ო­რედ გა­და­ყე­ნე­ბის პრო­ცეს­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის კვალს ხე­დავს:

"რო­გორც მი­თხრეს, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ჩემი გა­და­ყე­ნე­ბის მი­ზე­ზი არის ის, რომ ბორდ-ს ბი­უ­ჯეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ვა­წო­დე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პირ­ვე­ლი გა­და­ყე­ნე­ბის დღი­დან მხო­ლოდ ექ­ვსი თვეა გა­სუ­ლი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კი მხო­ლოდ სამი თვეა დავ­ბრუნ­დი, თუმ­ცა ამ საკ­მა­ოდ მოკ­ლე დრო­ში მა­უ­წყე­ბელ­მა ახა­ლი ეთე­რის და­წყე­ბა მო­ა­ხერ­ხა. თუნ­დაც იმ მო­ტი­ვით, რომ ბი­უ­ჯე­ტი არას­რულ­ყო­ფი­ლად იქნა მი­წო­დე­ბუ­ლი, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბა ახა­ლი სა­ე­თე­რო სე­ზო­ნის და­წყე­ბის წინ და თა­ნაც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, რამ­დე­ნად სწო­რია, ამ კი­თხვას ბორდ-მა უპა­სუ­ხოს. პი­რა­დად მე კი, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია! ერთი რამ ცხა­დია, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში ეს პრო­ცე­სე­ბი ტყუ­ი­ლად არ ხდე­ბა და ამა­ში პო­ლი­ტი­კურ მხა­რეს ვხე­დავ. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გან­სა­ჯოს, რამ­დე­ნად სწო­რად მო­იქ­ცა ბორდ-ი. პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­ში კი ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას ვგუ­ლის­ხმობ, რომ­ლი­თაც ბორდ-ია და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი".

"ვერ­სი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში მოვ­ლე­ნე­ბის მსგავ­სი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბა და სა­ბო­ტა­ჟი ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან ასო­ცი­რე­ბულ­მა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რმა ეკა მაზ­მიშ­ვილ­მა და­გეგ­მა. სხვა­თა შო­რის, ეკა მაზ­მიშ­ვი­ლი ბორდ-ის ერ­თა­დერ­თი წევ­რი არ არის, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გუნდთან ასო­ცირ­დე­ბა - ერთ-ერთი წევ­რი ემ­ზარ გო­გუ­ა­ძე სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ში გი­ორ­გი ბა­რა­თაშვლის გა­და­ყე­ნე­ბამ­დე ხუთი დღით ადრე და­ი­ნიშ­ნა და ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მე­გობ­რად ით­ვლე­ბა, ამას­თან, ბორდ-შია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი გი­ორ­გი მე­ლა­ძე, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია, "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" წევ­რია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბორდ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დას­კვნა თა­ვად გა­მო­ი­ტა­ნოს.

"პირ­ვე­ლი არ­ხის­თვის" ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ბრძო­ლა ასე მარ­ტი­ვად, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ დას­რულ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბორდ-ის თავ­მჯდო­მა­რე ემ­ზარ გო­გუ­ა­ძე პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტეტ­მა გან­მარ­ტე­ბის­თვის უკვე და­ი­ბა­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის ელი­სო ჩა­ფი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი აშ­კა­რად ცხად­ყოფს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის უმაღ­ლე­სი მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­კი­თხი საფრ­თხის წი­ნა­შე დგას:

"პროგ­რა­მუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ დგას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო უკვე და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში".

ამ ეტაპ­ზე, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძე ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე 2013 წლის აპ­რი­ლი­დან იყო. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო ვალ­დე­ბუ­ლია, 10 დღის ვა­და­ში გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის შე­სარ­ჩე­ვი ღია კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­დოს.

რუ­სუ­დან შე­ლია

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ხათუნა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ინიშნება?

ხათუნა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ინიშნება?

სწორედ მაშინ, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეორგანიზაცია დაიწყო და არხი საქართველოში ყველაზე დაბალანსებულ ტელევიზიად უნდა გარდაქმნილიყო, სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან კიდევ ერთხელ გადააყენა. ბორდ-მა ბარათაშვილს პოსტი პირველად ექვსი თვის წინ დაატოვებინა, თუმცა სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა. ამჯერად, ბარათაშვილის გადაყენებას სამეურვეო საბჭოს ცხრავე წევრმა დაუჭირა მხარი და კულუარებშიც მითქმა-მოთქმა დაიწყო...

"ვერსიის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მაუწყებლის ბორდს ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ხათუნა ბერძენიშვილის დაბრუნება და დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა აქვს განზრახული! შეგახსენებთ, ხათუნა ბერძენიშვილი ტელევიზიიდან სწორედ გიორგი ბარათაშვილთან დაპირისპირების გამო წავიდა, რამდენიმე დღეში კი, თბილისის მერმა გიგი უგულავამ კრწანისის რაიონის გამგებლად საგანგებოდ დანიშნა.

მართლაც, თუ პროცესებს თანმიმდევრულად მივყვებით, აღმოვაჩენთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ნაციონალური რევანში სახეზეა. გიორგი ბარათაშვილს, რომელიც ირაკლი ტრიპოლსკის მეუღლის ნათესავია, ტელევიზიაში რეორგანიზაციის დასრულება არავინ აცალა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე შვიდი კვირით ადრე, მაუწყებლის ბიუჯეტისა და არხის პრიორიტეტების შესახებ სრულყოფილი პასუხის ვერმიღების საბაბით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ისე, ბორდ-ის აღნიშნული განმარტება სრულყოფილ არგუმენტად ვერ ჩაითვლება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ გენერალური დირექტორ ბარათაშვილის მიერ, 29 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ზემოხსენებულ თემებზე დოკუმენტური მასალა გამოქვეყნდა.

ეჭვს ბადებს ის ფაქტიც, რომ გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება ბორდ-მა ახალი სატელევიზიო სეზონის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ანუ სწორედ მაშინ მიიღო, როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაუწყებელზე არსებული გადაცემები იხურებოდა და მათ "მეცხრე არხის" ჟურნალისტები - ეკა ბერიძე და ნანა ლეჟავა ახალი პოლიტიკური თოქ-შოუებით ჩაანაცვლებდნენ.

პროცესები საეჭვოდ დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის მორიგ განცხადებასაც იმის შესახებ, რომ მის მფლობელობაში არსებული ტელევიზიის სააქციო საზოგადოებად გადაკეთების ნაცვლად, საზოგადოებამ "პირველი არხის" გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს. ცნობილია, რომ პრემიერი "მეცხრე არხის" ტექნიკური რესურსის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადასაცემად დიდი ხანია მზადყოფნას გამოთქვამს. ყველაფერ ამის ფონზე, გიორგი ბარათაშვილის დირექტორობა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ტრიპოლსკის ნათესავია, ნაციონალური მოძრაობის ქომაგებს, ალბათ, ნაკლებად აწყობდათ.

ფაქტებიდან გამომდინარე და "გონივრული ეჭვის" საფუძველზე, ასევე შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო ოპოზიციას საზოგადოებრივ მაუწყებელში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალი სეზონის პარალიზება სურს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა თამაზ ტყემალაძემ შს სამინისტროს ანალიტიკის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისა და ვანო მერაბიშვილის მეგობრის, შოთა უტიაშვილის მეუღლის, ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემების მომავალ სეზონში განახლებულ ფორმატში გაგრძელება დააანონსა, თუმცა ეკა ბერიძისა და ნანა ლეჟავას შესახებ სიტყვა არ დასცდენია.

თავად გიორგი ბარათაშვილიც თანამდებობიდან მისი მეორედ გადაყენების პროცესში ნაციონალური მოძრაობის კვალს ხედავს:

"როგორც მითხრეს, თანამდებობიდან ჩემი გადაყენების მიზეზი არის ის, რომ ბორდ-ს ბიუჯეტთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია არ მივაწოდე. მოგეხსენებათ, პირველი გადაყენების დღიდან მხოლოდ ექვსი თვეა გასული, ტელევიზიაში კი მხოლოდ სამი თვეა დავბრუნდი, თუმცა ამ საკმაოდ მოკლე დროში მაუწყებელმა ახალი ეთერის დაწყება მოახერხა. თუნდაც იმ მოტივით, რომ ბიუჯეტი არასრულყოფილად იქნა მიწოდებული, გენერალური დირექტორის გადაყენება ახალი საეთერო სეზონის დაწყების წინ და თანაც წინასაარჩევნოდ, რამდენად სწორია, ამ კითხვას ბორდ-მა უპასუხოს. პირადად მე კი, წინასაარჩევნოდ ასეთი გადაწყვეტილება წარმოუდგენლად მიმაჩნია! ერთი რამ ცხადია, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში ეს პროცესები ტყუილად არ ხდება და ამაში პოლიტიკურ მხარეს ვხედავ. საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სწორად მოიქცა ბორდ-ი. პოლიტიკურ ძალაში კი ნაციონალურ მოძრაობას ვგულისხმობ, რომლითაც ბორდ-ია დაკომპლექტებული".

"ვერსიის" ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება და საბოტაჟი ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებულმა სამეურვეო საბჭოს წევრმა ეკა მაზმიშვილმა დაგეგმა. სხვათა შორის, ეკა მაზმიშვილი ბორდ-ის ერთადერთი წევრი არ არის, რომელიც წინა ხელისუფლების გუნდთან ასოცირდება - ერთ-ერთი წევრი ემზარ გოგუაძე სამეურვეო საბჭოში გიორგი ბარათაშვლის გადაყენებამდე ხუთი დღით ადრე დაინიშნა და ნაციონალების მეგობრად ითვლება, ამასთან, ბორდ-შია ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი გიორგი მელაძე, რომელიც დიდი ხანია, "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრია. აქედან გამომდინარე, ბორდ-ის დამოუკიდებლობაზე საზოგადოებამ დასკვნა თავად გამოიტანოს.

"პირველი არხისთვის" ნაციონალების ბრძოლა ასე მარტივად, სავარაუდოდ, არ დასრულდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდ-ის თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა განმარტებისთვის უკვე დაიბარა. აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ელისო ჩაფიძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები აშკარად ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მმართველი ორგანოს მიერ დამტკიცებული პროგრამული პრიორიტეტების შესრულების საკითხი საფრთხის წინაშე დგას:

"პროგრამული პრიორიტეტების შესრულების აუცილებლობა განსაკუთრებით მწვავედ დგას წინასაარჩევნო უკვე დაწყებული კამპანიის პერიოდში".

ამ ეტაპზე, სამეურვეო საბჭომ დირექტორის მოვალეობას თამაზ ტყემალაძე ასრულებს, რომელიც გიორგი ბარათაშვილის პირველი მოადგილე 2013 წლის აპრილიდან იყო. კანონმდებლობის მიხედვით, სამეურვეო საბჭო ვალდებულია, 10 დღის ვადაში გენერალური დირექტორის შესარჩევი ღია კონკურსი გამოაცხადოს.

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები