მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს”
 ”ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს”

თუ გინ­და გა­ი­გო, რო­მე­ლი თე­მაა აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, უნდა იმ­გზავ­რო ტაქ­სით. ტაქ­სის მძღოლ­მა თუ შე­ა­ტყო, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ, მტრი­სას, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას მის­ვლამ­დე მო­გი­წევს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მო­ხილ­ვის მოს­მე­ნა თა­ვი­სი კი­თხვა-დას­კვნით: გვეშ­ვე­ლე­ბა რამე? თუმ­ცა ზოგ­ჯერ ჩვე­ნი ტრა­ფა­რე­ტი­ა­ნი "პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბიც" გა­არ­ტყა­მენ ხოლ­მე ასი­ან­ში. ამას წი­ნათ ერ­თმა ტაქ­სის­ტმა თქვენს მონა-მორ­ჩილს უთხრა, - ბავ­შვო­ბი­დან სა­ჭეს­თან ვზი­ვარ და ივა­ნიშ­ვი­ლის საქ­ცი­ელს (ქარ­თვე­ლი ტაქ­სის­ტე­ბის მთა­ვა­რი თემა პრე­მი­ე­რის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა-არ­წას­ვლაა) მძღო­ლის კუ­თხით შევ­ხე­დავ: წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ მან­ქა­ნა ტა­ლა­ხი­ან აღ­მარ­თზე ადის, ბუქ­სა­ობს, კი­დევ დიდი მან­ძი­ლია სამ­შვი­დო­ბომ­დე და უც­ბად, მძღო­ლი კარს აღებს და მოძ­რა­ვი მან­ქა­ნი­დან ხტე­ბა. უპატ­რო­ნო ავ­ტო­მო­ბი­ლი კი ან ხეს და­ე­ჯა­ხე­ბა, ან ხევ­ში გა­და­ი­ჩე­ხე­ბაო. ხუმ­რო­ბა ხუმ­რო­ბად, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნამ­დვი­ლად არის იმის შიში, რომ ამ ეტაპ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა ქვე­ყა­ნას მარ­თლაც მძღო­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სიჩ­ქა­რე­აკ­რე­ფი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის დღე­ში ჩა­აგ­დებს. ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე ექ­სპერტ სოსო ცის­კა­რიშ­ვილს ვე­სა­უბ­რე­ბით.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისე­თი წინ­და­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლებს შფო­თის­გან იმის თა­ო­ბა­ზე, რა მოხ­დე­ბა პო­ლი­ტი­კი­დან მისი წას­ვლის შემ­დეგ. თა­ვის ბოლო წე­რილ­შიც პრე­მი­ე­რი სა­უბ­რობს იმ პი­რო­ბებ­ზე, რომ­ლის მიღ­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ის პო­ლი­ტი­კი­დან წავა. ვვა­რა­უ­დობ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ივა­ნიშ­ვი­ლი ამ ნა­ბიჯს არ გა­დად­გამს.

- "უახ­ლო­ე­სი მო­მა­ვა­ლი" რო­გორ უნდა გა­ვი­გოთ - რამ­დე­ნი­მე თვე, წელი თუ ორი წელი?

- თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სუ­პერ­მე­ნის თვი­სე­ბე­ბი აქვს და 2-3 წლის საქ­მე 2 თვე­ში გა­ა­კე­თა, ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს. მე და­ვეყ­რდნო­ბი ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რილს და ვი­ტყვი, რომ იმ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, რომ­ლის შემ­დე­გაც ის პო­ლი­ტი­კი­დან წავა, 2-3 თვე საკ­მა­რი­სი არ არის.

- და ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი, ახალ წლამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ პო­ლი­ტი­კი­და­ნო, მე­ტა­ფო­რაა?

- ივა­ნიშ­ვილს არ და­უ­ზუს­ტე­ბია, რო­მელ ახალ წლამ­დე წავა პო­ლი­ტი­კი­დან.

- ანუ მი­იჩ­ნევთ, რომ პრე­მი­ე­რი ამ ნა­ბიჯს 2014 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე არ გა­დად­გამს?

- იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ არ გა­დად­გამს.

- რა უშ­ლის ხელს ივა­ნიშ­ვილს, და­ა­ზუს­ტოს, რომ 2014 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე არ წავა პო­ლი­ტი­კი­დან. მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ახალ წლამ­დე წავა, ცალ­კე ბიზ­ნესს ამ­ყო­ფებს გა­ურ­კვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­უს­ვლე­ლო­ბას, აქეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შფო­თავს და სა­ბო­ლო­ოდ, ვერა და ვერ ჩად­გა ქვე­ყა­ნა კა­ლა­პოტ­ში.

- გე­თან­ხმე­ბით. სა­ერ­თოდ, ქარ­თვე­ლე­ბი უც­ნა­უ­რი ხალ­ხი ვართ და არც მი­ლი­არ­დე­რე­ბი არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი. ისე არ გა­მო­ვი­დეს, თით­ქოს ვამ­ტკი­ცებ - ივა­ნიშ­ვი­ლი 2014 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე არ წავა პო­ლი­ტი­კი­და­ნო. მხო­ლოდ ვვა­რა­უ­დობ და იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ ასე იქ­ნე­ბა. შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ სხვა ვერ­სი­ა­ზეც, რომ დიახ, ივა­ნიშ­ვი­ლი გა­დად­გე­ბა პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2014 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე. ამ ვერ­სი­ას ამ­ყა­რებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი.

- კერ­ძოდ?

- მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი თი­თო­ე­ულ გა­მოს­ვლა­ში ხაზს უს­ვამს, რომ 27 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ა­ბი­ტა­ცია დას­რულ­დე­ბა. ხომ არ ნიშ­ნავს ეს იმას, რომ ერთი წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ მა­ინც და­ი­წყე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ოც­ნე­ბად იქცა?! თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის ხანა, და­სავ­ლე­თი ივა­ნიშ­ვილს ვე­ღარ უსაყ­ვე­დუ­რებს, რად­გან ის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღარ იქ­ნე­ბა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ახა­ლი პრე­მი­ე­რი აი­ღე­ბენ და შე­საძ­ლოა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის კუ­თხით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს მოქ­მე­დე­ბებ­ში. მოკ­ლედ, ამ ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ივა­ნიშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა, მიმ­დი­ნა­რე წლის დე­კემ­ბერ­ში გა­დად­გეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. თუმ­ცა თუ ქვე­ყა­ნა­ში რა­ი­მე საფრ­თხის ნიშ­ნე­ბი გა­მოჩ­ნდა, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ძა­ლა­ში არ შევა.

- გა­მო­დის, ივა­ნიშ­ვი­ლი მი­დის იმი­ტომ, რომ ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­სუ­ხი აგე­ბი­ნოს, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხის ნიშ­ნე­ბი გაჩ­ნდეს? იქ­ნებ იმის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დავ­დგეთ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში უმარ­თა­ვი თუ მარ­თვა­დი ქა­ო­სი და­ი­წყოს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა შე­დე­გით?

- შე­საძ­ლოა, ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა მარ­თლაც აღ­მოჩ­ნდეს ქა­ო­სის საფრ­თხის წი­ნა­შე. თუმ­ცა ეს არ არის სამ­კი­თხაო თემა. ისე, ერთს ვი­ტყვი - ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევრთა გან­წყო­ბა­ზე. დღეს ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლად უდ­გე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის სა­კითხს, ზოგს ში­ში­სა­გან გული უს­კდე­ბა, ზოგი კი ცდი­ლობს, სა­მო­მავ­ლო პო­ლი­ტი­კურ გან­ლა­გე­ბა­ში თა­ვი­სი ად­გი­ლი გან­ჭვრი­ტოს.

- შე­ვა­ჯა­მოთ - ანუ დღეს შეგ­ვიძ­ლია ორ ვერ­სი­ა­ზე ვი­სა­უბ­როთ: პირ­ვე­ლი - ივა­ნიშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო არ წავა პო­ლი­ტი­კი­დან 2014 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე და მე­ო­რე - პრე­მი­ე­რი გა­დად­გე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან ორი თვის შემ­დეგ, რათა გვერ­დზე გად­გეს და ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მა­სობ­რი­ვი პრო­ცე­სი და­ი­წყოს. აქვე ის­მის კი­თხვა - ივა­ნიშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბი­სას რა უშ­ლი­და ხელს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის და­წყე­ბას?

- ივა­ნიშ­ვილ­მა იმ­დე­ნი საყ­ვე­დუ­რი მო­ის­მი­ნა ქვეყ­ნის შიგ­ნი­დან თუ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან, ამ­დე­ნი ცხოვ­რე­ბა­ში არ მო­უს­მე­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, მი­იჩ­ნევს, რომ საყ­ვე­დუ­რებს არ იმ­სა­ხუ­რებს და სურს, ტაიმ-აუტი აი­ღოს. არა­ო­ბი­ექ­ტუ­რო­ბა და უმა­დუ­რო­ბა იქ­ნე­ბა, მას ამის გამო ვუ­საყ­ვე­დუ­როთ. მან შეძ­ლო ის, რაც სხვამ ვერ გა­ა­კე­თა ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - არ­ჩევ­ნე­ბის გზით შეც­ვა­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი. ჩვენ ჩვენს თავ­ში უნდა მოვ­ძებ­ნოთ რე­სურ­სი იმი­სა, რომ ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ - ივა­ნიშ­ვილს ქვეყ­ნის­თვის მხო­ლოდ სი­კე­თე უნდა და არ მჯე­რა, რომ ის რა­ღაც ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან წავა. თუ მან გა­ი­ზი­ა­რა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, ამ არე­ნა­ზეც დიდი წარ­მა­ტე­ბა ელის. თუმ­ცა თუ მთავ­რო­ბამ და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი მას­თან შე­ა­თან­ხმეს, საყ­ვე­დუ­რე­ბი­სა და პრე­ტენ­ზი­ე­ბის ობი­ექ­ტი ისევ ივა­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

- სა­კითხს ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თვა­ლით შევ­ხე­დოთ. პირ­და­პირ ვთქვათ - მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს არ აქვს რწმე­ნა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი მთავ­რო­ბა გა­მოწ­ვე­ვებს გა­უმკლავ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა ში­შობს, რომ "უთა­ვოდ" დარ­ჩე­ნილ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ო­სი და­ი­წყე­ბა. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ხმა პერ­სო­ნა­ლუ­რად ივა­ნიშ­ვილს მის­ცეს, მის­გან ელე­მენ­ტა­რულს ითხო­ვენ - და­ა­ლა­გოს ქვე­ყა­ნა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა, შექ­მნას სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი და შემ­დეგ, კი ბა­ტო­ნო, აი­ღოს ტაიმ-აუტი.

- თე­ო­რი­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ასე­თი შფოთვი­სა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ­სე­ბობს. მაგ­რამ ისიც ცხა­დია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან არ მი­დის და ახა­ლი პრე­მი­ე­რი მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი პირი იქ­ნე­ბა. თუ ასე­ვე თე­ო­რი­უ­ლად წარ­მო­ვიდ­გენთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­ე­მუქ­რე­ბა ქა­ო­სის საფრ­თხე, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის ბერ­კე­ტე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­ში იქ­ნე­ბა. თუმ­ცა იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წავა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ - ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იარ­სე­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც ქა­ო­სი თვით­გა­დარ­ჩე­ნის­თვის დას­ჭირ­დე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

”ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს”

 ”ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს”

თუ გინდა გაიგო, რომელი თემაა აქტუალური საქართველოში, უნდა იმგზავრო ტაქსით. ტაქსის მძღოლმა თუ შეატყო, რომ ჟურნალისტი ხარ, მტრისას, დანიშნულების ადგილას მისვლამდე მოგიწევს პოლიტიკური მიმოხილვის მოსმენა თავისი კითხვა-დასკვნით: გვეშველება რამე? თუმცა ზოგჯერ ჩვენი ტრაფარეტიანი "პოლიტიკური ექსპერტებიც" გაარტყამენ ხოლმე ასიანში. ამას წინათ ერთმა ტაქსისტმა თქვენს მონა-მორჩილს უთხრა, - ბავშვობიდან საჭესთან ვზივარ და ივანიშვილის საქციელს (ქართველი ტაქსისტების მთავარი თემა პრემიერის პოლიტიკიდან წასვლა-არწასვლაა) მძღოლის კუთხით შევხედავ: წარმოიდგინე, რომ მანქანა ტალახიან აღმართზე ადის, ბუქსაობს, კიდევ დიდი მანძილია სამშვიდობომდე და უცბად, მძღოლი კარს აღებს და მოძრავი მანქანიდან ხტება. უპატრონო ავტომობილი კი ან ხეს დაეჯახება, ან ხევში გადაიჩეხებაო. ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ საზოგადოებაში ნამდვილად არის იმის შიში, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა ქვეყანას მართლაც მძღოლის გარეშე დარჩენილი სიჩქარეაკრეფილი ავტომანქანის დღეში ჩააგდებს. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით.

- დარწმუნებული ვარ, ისეთი წინდახედული ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, გაგვათავისუფლებს შფოთისგან იმის თაობაზე, რა მოხდება პოლიტიკიდან მისი წასვლის შემდეგ. თავის ბოლო წერილშიც პრემიერი საუბრობს იმ პირობებზე, რომლის მიღწევის შემთხვევაში ის პოლიტიკიდან წავა. ვვარაუდობ, რომ უახლოეს მომავალში ივანიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

- "უახლოესი მომავალი" როგორ უნდა გავიგოთ - რამდენიმე თვე, წელი თუ ორი წელი?

- თუ ბიძინა ივანიშვილს სუპერმენის თვისებები აქვს და 2-3 წლის საქმე 2 თვეში გააკეთა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე დავეყრდნობი ივანიშვილის წერილს და ვიტყვი, რომ იმ შედეგის მისაღწევად, რომლის შემდეგაც ის პოლიტიკიდან წავა, 2-3 თვე საკმარისი არ არის.

- და ივანიშვილის განცხადებები, ახალ წლამდე აუცილებლად წავალ პოლიტიკიდანო, მეტაფორაა?

- ივანიშვილს არ დაუზუსტებია, რომელ ახალ წლამდე წავა პოლიტიკიდან.

- ანუ მიიჩნევთ, რომ პრემიერი ამ ნაბიჯს 2014 წლის 1-ელ იანვრამდე არ გადადგამს?

- იმედი ვიქონიოთ, რომ არ გადადგამს.

- რა უშლის ხელს ივანიშვილს, დააზუსტოს, რომ 2014 წლის 1-ელ იანვრამდე არ წავა პოლიტიკიდან. მისი განცხადებები, რომ ახალ წლამდე წავა, ცალკე ბიზნესს ამყოფებს გაურკვეველ მდგომარეობაში და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ინვესტიციების შემოუსვლელობას, აქეთ საზოგადოება შფოთავს და საბოლოოდ, ვერა და ვერ ჩადგა ქვეყანა კალაპოტში.

- გეთანხმებით. საერთოდ, ქართველები უცნაური ხალხი ვართ და არც მილიარდერები არიან გამონაკლისები. ისე არ გამოვიდეს, თითქოს ვამტკიცებ - ივანიშვილი 2014 წლის 1-ელ იანვრამდე არ წავა პოლიტიკიდანო. მხოლოდ ვვარაუდობ და იმედს გამოვთქვამ, რომ ასე იქნება. შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა ვერსიაზეც, რომ დიახ, ივანიშვილი გადადგება პრემიერის თანამდებობიდან 2014 წლის 1-ელ იანვრამდე. ამ ვერსიას ამყარებს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები.

- კერძოდ?

- მარგველაშვილი თითოეულ გამოსვლაში ხაზს უსვამს, რომ 27 ოქტომბერს საქართველოში კოაბიტაცია დასრულდება. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ერთი წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყება საქართველოში სამართლიანობის აღდგენა, რომელიც ქართველი ხალხის ოცნებად იქცა?! თუ საქართველოში დაიწყო ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისგებაში მიცემის ხანა, დასავლეთი ივანიშვილს ვეღარ უსაყვედურებს, რადგან ის თანამდებობაზე აღარ იქნება. პასუხისმგებლობას კი ახალი პრეზიდენტი და ახალი პრემიერი აიღებენ და შესაძლოა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, "ქართული ოცნება" უფრო თავისუფალი იყოს მოქმედებებში. მოკლედ, ამ ვერსიის თანახმად, ივანიშვილი შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში გადადგეს თანამდებობიდან. თუმცა თუ ქვეყანაში რაიმე საფრთხის ნიშნები გამოჩნდა, მისი გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ძალაში არ შევა.

- გამოდის, ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს, მაგრამ ხომ შეიძლება საფრთხის ნიშნები გაჩნდეს? იქნებ იმის საშიშროების წინაშე დავდგეთ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ ქვეყანაში უმართავი თუ მართვადი ქაოსი დაიწყოს, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით?

- შესაძლოა, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქვეყანა მართლაც აღმოჩნდეს ქაოსის საფრთხის წინაშე. თუმცა ეს არ არის სამკითხაო თემა. ისე, ერთს ვიტყვი - ყველაფერი დამოკიდებულია "ქართული ოცნების" წევრთა განწყობაზე. დღეს ზოგიერთი მათგანი ინდიფერენტულად უდგება ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხს, ზოგს შიშისაგან გული უსკდება, ზოგი კი ცდილობს, სამომავლო პოლიტიკურ განლაგებაში თავისი ადგილი განჭვრიტოს.

- შევაჯამოთ - ანუ დღეს შეგვიძლია ორ ვერსიაზე ვისაუბროთ: პირველი - ივანიშვილი სხვადასხვა მიზეზის გამო არ წავა პოლიტიკიდან 2014 წლის 1-ელ იანვრამდე და მეორე - პრემიერი გადადგება თანამდებობიდან საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ, რათა გვერდზე გადგეს და ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მასობრივი პროცესი დაიწყოს. აქვე ისმის კითხვა - ივანიშვილის პრემიერობისას რა უშლიდა ხელს სამართლიანობის აღდგენის დაწყებას?

- ივანიშვილმა იმდენი საყვედური მოისმინა ქვეყნის შიგნიდან თუ საზღვარგარეთიდან, ამდენი ცხოვრებაში არ მოუსმენია. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საყვედურებს არ იმსახურებს და სურს, ტაიმ-აუტი აიღოს. არაობიექტურობა და უმადურობა იქნება, მას ამის გამო ვუსაყვედუროთ. მან შეძლო ის, რაც სხვამ ვერ გააკეთა ცხრა წლის განმავლობაში - არჩევნების გზით შეცვალა სააკაშვილის რეჟიმი. ჩვენ ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ რესურსი იმისა, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ - ივანიშვილს ქვეყნისთვის მხოლოდ სიკეთე უნდა და არ მჯერა, რომ ის რაღაც ეტაპზე საქართველოდან წავა. თუ მან გაიზიარა სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული პრინციპები, ამ არენაზეც დიდი წარმატება ელის. თუმცა თუ მთავრობამ და "ქართულმა ოცნებამ" ნებისმიერი საკითხი მასთან შეათანხმეს, საყვედურებისა და პრეტენზიების ობიექტი ისევ ივანიშვილი იქნება.

- საკითხს ჩვენი თანამოქალაქეების თვალით შევხედოთ. პირდაპირ ვთქვათ - მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს რწმენა, რომ ივანიშვილის გარეშე დარჩენილი მთავრობა გამოწვევებს გაუმკლავდება. მოსახლეობა შიშობს, რომ "უთავოდ" დარჩენილ საქართველოში ქაოსი დაიწყება. ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხმა პერსონალურად ივანიშვილს მისცეს, მისგან ელემენტარულს ითხოვენ - დაალაგოს ქვეყანაში მდგომარეობა, შექმნას სტაბილურობის გარანტიები და შემდეგ, კი ბატონო, აიღოს ტაიმ-აუტი.

- თეორიული საფუძველი ასეთი შფოთვისა, რასაკვირველია, არსებობს. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ივანიშვილი საქართველოდან არ მიდის და ახალი პრემიერი მასთან ასოცირებული პირი იქნება. თუ ასევე თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს დაემუქრება ქაოსის საფრთხე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბერკეტები "ქართული ოცნების" ხელში იქნება. თუმცა იმ დროისთვის, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, დარწმუნებული ვარ - ფაქტობრივად, არ იარსებებს საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქაოსი თვითგადარჩენისთვის დასჭირდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა