მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი ორჯონიკიძის ახალი გატაცება
ქეთი ორჯონიკიძის ახალი გატაცება

ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძეს ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი აქვს. თმის ფერს ხში­რად იც­ვლის და რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, - თეთ­რი, შო­კო­ლა­დის­ფე­რი, შავი, ქერა თმა ჰქო­ნია. ყვე­ლა­ზე მე­ტად, წი­თე­ლი ფერი მოს­წონს. ისეთ სა­მოსს ირ­ჩევს, რო­მელ­შიც თავს თა­ვი­სუფ­ლად იგ­რძნობს. რო­გორც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, მომ­ღე­რალს მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის დიდი კო­ლექ­ცია აქვს. ახლა მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა: ფო­ტოგ­რა­ფი­ას სწავ­ლობს და გა­მო­ფე­ნის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბა.

- იმიჯს რამ­დე­ნად ხში­რად იც­ვლი?

- ერ­თფე­როვ­ნე­ბა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ იმა­საც ვერ ვი­ტყვი, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ში­ნა­გა­ნად რა­ღაც მა­წუ­ხებს. ასეთ დროს სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ღა­ცის შეც­ვლა მჭირ­დე­ბა.

- ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს დეპ­რე­სი­ის დროს თმის შეჭ­რა ან შე­ღებ­ვა შვე­ლის. შენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ არის საქ­მე?

- თუ დეპ­რე­სი­ა­ში ვარ, მხო­ლოდ თმის შეჭ­რა ვერ მიშ­ვე­ლის (იღი­მის). ახლა თმას ვიზ­რდი და ვცდი­ლობ, ცუდ ხა­სი­ათ­ზე არ ვიყო. ბევ­რჯერ მქონ­და სურ­ვი­ლი, თავი გა­და­მე­პარ­სა, მაგ­რამ თა­ვის შე­კა­ვე­ბას ვა­ხერ­ხებ­დი, რად­გან ვიცი, ეს არც ისე კარ­გი იდე­აა. 14 წლამ­დე ძა­ლი­ან გრძე­ლი თმა მქონ­და, მერე ნელ-ნელა და­ვი­მოკ­ლე.

- თმის ფერს ხში­რად იც­ვლი, არა?

- დიახ. მქონ­და: ქერა, შავი, შო­კო­ლა­დის­ფე­რი თმა, ამ­ჟა­მად კი წით­ლად მაქვს შე­ღე­ბი­ლი. ეს ფერი ძა­ლი­ან მომ­წონს, სხვა ფერ­ზე მხო­ლოდ მა­შინ გა­დავ­დი­ვარ, როცა მბეზ­რდე­ბა, მაგ­რამ ბო­ლოს ისევ წი­თელს ვუბ­რუნ­დე­ბი ხოლ­მე.

- სპორ­ტუ­ლი სტი­ლის სა­მოსს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას თუ კლა­სი­კურს?

- რო­დე­საც ტან­საც­მე­ლი ან ფეხ­საც­მე­ლი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნე­ბა და მას­ში კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნობ თავს, კლა­სი­კუ­რია ის თუ სპორ­ტუ­ლი, მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. სხვა­თა შო­რის, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბის კო­ლექ­ცია მაქვს, მაგ­რამ და­ბალ­ქუს­ლი­ანს უფრო აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღი­უ­რად იკე­თებ?

- ვცდი­ლობ, მა­კი­ა­ჟი იშ­ვი­ა­თად გა­ვი­კე­თო. ნაზი სა­ხის კანი მაქვს და მას­ზე კოს­მე­ტი­კა გარ­კვე­ულ­წი­ლად, უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა.

- ბუ­ნებ­რივ ნიღ­ბებს თუ იყე­ნებ?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს წი­ნაპ­რებს შა­ნე­ლის კრე­მე­ბი არ ჰქონ­დათ, სა­ხის კა­ნის პრობ­ლე­მა არ აწუ­ხებ­დათ. კიტ­რი, თაფ­ლი, რძე - ოდით­გან ით­ვლე­ბო­და სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბად სა­ხის კა­ნის მო­სავ­ლე­ლად.

- პირ­სინ­გე­ბი, სვი­რინ­გე­ბი მოგ­წონს?

- პირ­სინგზე მე­ტად, სვი­რინ­გი მომ­წონს, მაგ­რამ თუ ტა­ტუს იკე­თებ, მას რა­ი­მე დატ­ვირ­თვა უნდა ჰქონ­დეს. ის შენს ში­ნა­გან სამ­ყა­როს ან რა­ი­მე კონ­კრე­ტულ მო­მენტს უნდა ასა­ხავ­დეს. არ ვემ­ხრო­ბი სვი­რინ­გის გა­კე­თე­ბას მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სხე­ულ­ზე ლა­მა­ზი ნა­ხა­ტი გქონ­დეს. პი­რა­დად მე, ბევ­რი რამ მაქვს მო­სა­ყო­ლი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ჯერ ვერც ფორ­მა მო­ვუ­ძებ­ნე ჩემს სხე­ულ­ზე და ვერც - ად­გი­ლი.

- მა­მა­კაცს რო­გორ უნდა ეც­ვას, შენი ყუ­რა­დღე­ბა რომ მი­იქ­ცი­ოს?

- გე­მოვ­ნე­ბით და რაც მთა­ვა­რია, სუფ­თად (იღი­მის).

- რო­გორც მი­თხა­რი, გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბას აპი­რებ... ფო­ტოგ­რა­ფი­ამ რო­დის გა­გი­ტა­ცა?

- მე და ჩემი მე­გო­ბა­რი - თათა მე­ტი­ვიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი გახ­ლავთ, ვა­კე­თებთ გა­მო­ფე­ნას, რო­მელ­საც "ფო­ტოგ­რა­მეტ­რია" ერ­ქმე­ვა და ახა­ლი სი­ტყვა იქ­ნე­ბა ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში. ამ­ჟა­მად სა­ოც­რად დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, მაგ­რამ მი­ხა­რია, ახა­ლი ინ­ტე­რე­სი რომ გა­მიჩ­ნდა და მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ვი­მუ­შაო პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან ერ­თად. არ მაქვს პრე­ტენ­ზია ფო­ტოგ­რა­ფო­ბა­ზე. უბ­რა­ლოდ, მიყ­ვარს ყვე­ლა ის სფე­რო, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზია გან­ვა­ვი­თა­რო.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ქეთი ორჯონიკიძის ახალი გატაცება

ქეთი ორჯონიკიძის ახალი გატაცება

ალბათ დამეთანხმებით, რომ ქეთი ორჯონიკიძეს ყველასგან განსხვავებული სტილი აქვს. თმის ფერს ხშირად იცვლის და როგორც თავად გვითხრა, - თეთრი, შოკოლადისფერი, შავი, ქერა თმა ჰქონია. ყველაზე მეტად, წითელი ფერი მოსწონს. ისეთ სამოსს ირჩევს, რომელშიც თავს თავისუფლად იგრძნობს. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მომღერალს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის დიდი კოლექცია აქვს. ახლა მომღერლის ცხოვრებაში სიახლეა: ფოტოგრაფიას სწავლობს და გამოფენისთვისაც ემზადება.

- იმიჯს რამდენად ხშირად იცვლი?

- ერთფეროვნება არ მიყვარს, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ყოველდღიურად განსხვავებულად და გამორჩეულად გამოვიყურები. არის შემთხვევები, როცა შინაგანად რაღაც მაწუხებს. ასეთ დროს საკუთარ გარეგნობაში რაღაცის შეცვლა მჭირდება.

- ზოგიერთ ადამიანს დეპრესიის დროს თმის შეჭრა ან შეღებვა შველის. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

- თუ დეპრესიაში ვარ, მხოლოდ თმის შეჭრა ვერ მიშველის (იღიმის). ახლა თმას ვიზრდი და ვცდილობ, ცუდ ხასიათზე არ ვიყო. ბევრჯერ მქონდა სურვილი, თავი გადამეპარსა, მაგრამ თავის შეკავებას ვახერხებდი, რადგან ვიცი, ეს არც ისე კარგი იდეაა. 14 წლამდე ძალიან გრძელი თმა მქონდა, მერე ნელ-ნელა დავიმოკლე.

- თმის ფერს ხშირად იცვლი, არა?

- დიახ. მქონდა: ქერა, შავი, შოკოლადისფერი თმა, ამჟამად კი წითლად მაქვს შეღებილი. ეს ფერი ძალიან მომწონს, სხვა ფერზე მხოლოდ მაშინ გადავდივარ, როცა მბეზრდება, მაგრამ ბოლოს ისევ წითელს ვუბრუნდები ხოლმე.

- სპორტული სტილის სამოსს ანიჭებ უპირატესობას თუ კლასიკურს?

- როდესაც ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი ძალიან მომეწონება და მასში კომფორტულად ვიგრძნობ თავს, კლასიკურია ის თუ სპორტული, მეორეხარისხოვანია. სხვათა შორის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კოლექცია მაქვს, მაგრამ დაბალქუსლიანს უფრო აქტიურად ვიყენებ.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- ვცდილობ, მაკიაჟი იშვიათად გავიკეთო. ნაზი სახის კანი მაქვს და მასზე კოსმეტიკა გარკვეულწილად, უარყოფითად აისახება.

- ბუნებრივ ნიღბებს თუ იყენებ?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინაპრებს შანელის კრემები არ ჰქონდათ, სახის კანის პრობლემა არ აწუხებდათ. კიტრი, თაფლი, რძე - ოდითგან ითვლებოდა საუკეთესო საშუალებებად სახის კანის მოსავლელად.

- პირსინგები, სვირინგები მოგწონს?

- პირსინგზე მეტად, სვირინგი მომწონს, მაგრამ თუ ტატუს იკეთებ, მას რაიმე დატვირთვა უნდა ჰქონდეს. ის შენს შინაგან სამყაროს ან რაიმე კონკრეტულ მომენტს უნდა ასახავდეს. არ ვემხრობი სვირინგის გაკეთებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხეულზე ლამაზი ნახატი გქონდეს. პირადად მე, ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი, მაგრამ ამ ყველაფერს ჯერ ვერც ფორმა მოვუძებნე ჩემს სხეულზე და ვერც - ადგილი.

- მამაკაცს როგორ უნდა ეცვას, შენი ყურადღება რომ მიიქციოს?

- გემოვნებით და რაც მთავარია, სუფთად (იღიმის).

- როგორც მითხარი, გამოფენის მოწყობას აპირებ... ფოტოგრაფიამ როდის გაგიტაცა?

- მე და ჩემი მეგობარი - თათა მეტივიშვილი, რომელიც არაჩვეულებრივი ფოტოხელოვანი გახლავთ, ვაკეთებთ გამოფენას, რომელსაც "ფოტოგრამეტრია" ერქმევა და ახალი სიტყვა იქნება ფოტოგრაფიაში. ამჟამად საოცრად დატვირთული ვარ, მაგრამ მიხარია, ახალი ინტერესი რომ გამიჩნდა და მაქვს საშუალება, ვიმუშაო პროფესიონალთან ერთად. არ მაქვს პრეტენზია ფოტოგრაფობაზე. უბრალოდ, მიყვარს ყველა ის სფერო, რომლის წყალობითაც შესაძლებელია, საკუთარი ფანტაზია განვავითარო.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება