პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ახალი "მეცხრე არხის" შექმნას აპირებენ ვასილ მაღლაფერიძე და მისი თანამოაზრეები
როგორი ახალი "მეცხრე არხის" შექმნას აპირებენ ვასილ მაღლაფერიძე და მისი თანამოაზრეები

ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გეგ­მავს, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან "მე­ცხრე არხს" შე­ის­ყი­დის. სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს უკვე შეხ­ვდა. რით დას­რულ­და შეხ­ვედ­რა და რას პა­სუ­ხობს სკეპ­ტი­კო­სებ­სა და ნი­ჰი­ლის­ტებს, - ამის შე­სა­ხებ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- იქ­ნებ, გვი­თხრათ შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი.

- შეხ­ვედ­რის პა­თოსს გე­ტყვით, რაც, ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი, რაც ვუ­თხა­რით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ის გახ­ლავთ, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვა­პი­რებთ დო­ტა­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის შექ­მნას, რო­გორც ამა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი სა­უბ­რობ­და. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა იკი­თხა, გინ­დათ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­კე­თე­ბა, რო­მელ­საც მე და­ვა­ფი­ნან­სე­ბო? რა­ზეც უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გა­ვე­ცით. ტე­ლე­ვი­ზია უნდა და­ე­ფუძნოს თვით­და­ფი­ნან­სე­ბას. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის მე­დი­ა­ექ­სპერ­ტო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ტე­ლე­ვი­ზია თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლით ვერ იარ­სე­ბებს და სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ფული, მათ უნდა ეს­მო­დეთ, რომ და­მა­ტე­ბით ფულს პო­ლი­ტი­კუ­რი შეკ­ვე­თე­ბი მო­აქვს, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რეს­ში ვერ იქ­ნე­ბა. სა­ჭი­როა გა­კეთ­დეს ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად იმუ­შა­ვებს მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა­ზე და გა­ყი­დის ამ პრო­დუქტს. თუ მე­ნე­ჯმენ­ტი შეძ­ლებს ამას, სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე და­ი­კა­ვებს კარგ ნი­შას. თუ ამას ვერ შეძ­ლებს, ვერ იარ­სე­ბებს. დღეს არი­ან მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბით არ­სე­ბო­ბენ. ამი­სი ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო ნი­მუ­შია "პა­ლიტ­რა მე­დია" , ყვე­ლამ ვი­ცით, რო­გორ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვი­თარ­დე­ბო­და. რო­დე­საც გა­ვი­გეთ, რომ "მე­ცხრე არხი" უქ­მდე­ბა, ვი­ფიქ­რეთ, რა­ტო­მაც არ უნდა შეგ­ვექ­მნა სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ამ არხს შე­ი­ძენს?!..

რაც შე­ე­ხე­ბა აჟი­ო­ტაჟს, რო­მე­ლიც ჩვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას მოჰ­ყვა, ეს არა­ჯან­სა­ღი მგო­ნია. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­მერ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იწყებს კო­მერ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ ვი­ღაც ღო­ბე­ზე შე­მოჯ­დეს და და­ი­წყოს ლა­პა­რა­კი, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვაო? სა­კი­თხი მარ­ტი­ვად დგას - ვინ ეკი­თხე­ბათ მათ? ეს ხომ ჩვე­ნი ფი­ნან­სუ­რი რის­კია. ჩვენ მო­ვი­ზი­დავთ თან­ხებს, თუ გა­მოგ­ვი­ვა, გა­მოგ­ვი­ვა. მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­დღე იწყე­ბა და კოტ­რდე­ბა ბიზ­ნე­სე­ბი.

ყვე­ლა­ფერ ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი გვქონ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან. მან თქვა, რომ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კულ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა, მას ჰქონ­დეს ეჭ­ვე­ბი, თუმ­ცა აქვე გვი­თხრა, ჩემს გა­დარ­წმუ­ნე­ბა­ში დროს ნუ დავ­კარ­გავ­თო. რო­დე­საც ჩვენს კონ­ცეფ­ცი­ას გა­ეც­ნო, გვი­თხრა, რომ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­საც პა­ტივს სცემს. რაც ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­გი­წყობთ ხელ­სო.

- და­ა­სა­ხე­ლა თუ არა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თან­ხა, რო­მე­ლიც "მე­ცხრე არხში" უნდა გა­და­ი­ხა­დოთ?

- ჯერ არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია. ჩვენ უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, რა ქო­ნე­ბა გვჭირ­დე­ბა ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის არ­სე­ბო­ბის­თვის და რა - არა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ ყვე­ლა კა­პიკს გავ­ზო­მავთ. თა­ნაც, ამ თე­მა­ზე მე არ მაქვს ლა­პა­რა­კის უფ­ლე­ბა, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ირ­ჩე­ვი­ან, რო­მელ­თა მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­კი­თხვე­ბი არ გა­უჩ­ნდე­ბა. აქ­ცი­ე­ბის შე­ძე­ნას კი ნამ­დვი­ლად ვა­პი­რებ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

როგორი ახალი "მეცხრე არხის" შექმნას აპირებენ ვასილ მაღლაფერიძე და მისი თანამოაზრეები

როგორი ახალი "მეცხრე არხის" შექმნას აპირებენ ვასილ მაღლაფერიძე და მისი თანამოაზრეები

ვასილ მაღლაფერიძე თანამოაზრეებთან ერთად სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილისგან "მეცხრე არხს" შეისყიდის. საინიციატივო ჯგუფი პრემიერ-მინისტრს უკვე შეხვდა. რით დასრულდა შეხვედრა და რას პასუხობს სკეპტიკოსებსა და ნიჰილისტებს, - ამის შესახებ ჩვენი რესპონდენტი გვესაუბრება.

- იქნებ, გვითხრათ შეხვედრის დეტალები.

- შეხვედრის პათოსს გეტყვით, რაც, ალბათ, საინტერესო იქნება. პირველი, რაც ვუთხარით ბიძინა ივანიშვილს, ის გახლავთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ დოტაციური ტელევიზიის შექმნას, როგორც ამაზე საზოგადოების ერთი ნაწილი საუბრობდა. ბიძინა ივანიშვილმა იკითხა, გინდათ დამოუკიდებელი ტელევიზიის გაკეთება, რომელსაც მე დავაფინანსებო? რაზეც უარყოფითი პასუხი გავეცით. ტელევიზია უნდა დაეფუძნოს თვითდაფინანსებას. როდესაც ადამიანები, მათ შორის მედიაექსპერტობაზე პრეტენზიის მქონენი ამბობენ, რომ ტელევიზია თავისი შემოსავლით ვერ იარსებებს და სჭირდება დამატებითი ფული, მათ უნდა ესმოდეთ, რომ დამატებით ფულს პოლიტიკური შეკვეთები მოაქვს, რაც საზოგადოების ინტერესში ვერ იქნება. საჭიროა გაკეთდეს ტელევიზია, რომელიც გარანტირებულად იმუშავებს მხოლოდ საზოგადოების დაკვეთაზე და გაყიდის ამ პროდუქტს. თუ მენეჯმენტი შეძლებს ამას, სარეკლამო ბაზარზე დაიკავებს კარგ ნიშას. თუ ამას ვერ შეძლებს, ვერ იარსებებს. დღეს არიან მედიასაშუალებები, რომლებიც საკუთარი შემოსავლებით არსებობენ. ამისი ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია "პალიტრა მედია" , ყველამ ვიცით, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა. როდესაც გავიგეთ, რომ "მეცხრე არხი" უქმდება, ვიფიქრეთ, რატომაც არ უნდა შეგვექმნა სააქციო საზოგადოება, რომელიც ამ არხს შეიძენს?!..

რაც შეეხება აჟიოტაჟს, რომელიც ჩვენს ინიციატივას მოჰყვა, ეს არაჯანსაღი მგონია. ეს ჩვეულებრივი კომერციული ნაბიჯია. როდესაც ადამიანი იწყებს კომერციულ საქმიანობას, წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაც ღობეზე შემოჯდეს და დაიწყოს ლაპარაკი, არაფერი გამოგივაო? საკითხი მარტივად დგას - ვინ ეკითხებათ მათ? ეს ხომ ჩვენი ფინანსური რისკია. ჩვენ მოვიზიდავთ თანხებს, თუ გამოგვივა, გამოგვივა. მსოფლიოში ყოველდღე იწყება და კოტრდება ბიზნესები.

ყველაფერ ამის შესახებ საუბარი გვქონდა ბიძინა ივანიშვილთან. მან თქვა, რომ სააქციო საზოგადოების კულტურა საქართველოში არ არის განვითარებული და შესაძლოა, მას ჰქონდეს ეჭვები, თუმცა აქვე გვითხრა, ჩემს გადარწმუნებაში დროს ნუ დავკარგავთო. როდესაც ჩვენს კონცეფციას გაეცნო, გვითხრა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტივობა, რომელსაც პატივს სცემს. რაც ჩემზეა დამოკიდებული, ჩათვალეთ, რომ ყველანაირად შეგიწყობთ ხელსო.

- დაასახელა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა თანხა, რომელიც "მეცხრე არხში" უნდა გადაიხადოთ?

- ჯერ არ დაუსახელებია. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა ქონება გვჭირდება ამ ტელეკომპანიის არსებობისთვის და რა - არა. რასაკვირველია, ჩვენ ყველა კაპიკს გავზომავთ. თანაც, ამ თემაზე მე არ მაქვს ლაპარაკის უფლება, სამეთვალყურეო საბჭოში სხვა ადამიანები იქნებიან. რასაკვირველია, ისეთი ადამიანები შეირჩევიან, რომელთა მიმართ საზოგადოებას შეკითხვები არ გაუჩნდება. აქციების შეძენას კი ნამდვილად ვაპირებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები