გურამ ფირცხალავა: "სიბერე წამიმწარეს და ეგ არ მინდოდა ზუსტად"

გურამ ფირცხალავა: "სიბერე წამიმწარეს და ეგ არ მინდოდა ზუსტად"

მეცნიერები მამაკაცების გადაშენებას ვარაუდობენ - მამაკაცის ქრომოსომა, რომელიც საწყისიდანვე სუსტია და საბოლოოდ შესაძლოა სრულიადაც კი გაქრეს, რაც ძლიერი სქესის განადგურების მაუწყებელია. აღმოჩენის ავტორის, პროფესორ ჯეინ გრეივსის მტკიცებით, ეს საბედისწერო პროცესი დაახლოებით ხუთი მილიონი წლის შემდეგ მამაკაცის საბოლოო განადგურებას გამოიწვევს. თუ რა განწყობაზე დააყენა ცნობილი ქართველი მსახიობი - გურამ ფირცხალავა მეცნიერების ამ აღმოჩენამ, თავად გვესაუბრა...

გურამ ფირცხალავა:

- წავიკითხე ეს ინფორმაცია და მეტი რა დაგვრჩენია, უნდა ვიცინოთ, თორემ მართლა გაგიჟდება ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ გადაგვარდა და გამოლენჩდა მსოფლიო... ისე ევროპაში მამაკაცები სხვანაირები არიან, მამაკაცურები არ არიან. ვითომ სპორტს მისდევენ, მაგრამ რაღაც აკლიათ. ქართველები რომ არიან ჭიხვინა ცხენებივით, აი ის ცეცხლი არ აქვთ. არ ვიცი რა ეშველება კაცობრიობას. კიდევ კარგი, დავბერდი და გადაგვარება არ მემუქრება, თორემ თავს მოვიკლავდი. ევროპის არ იყოს აღარც ჩვენი ახალგაზრდა კაცები მომწონს. შიგადაშიგ ემჩნევათ რაღაც საეჭვო. წახდა კაცობა.

- ამბობთ, რომ მამკაცები აღარ მოგწონთ, აღარც ევროპაში და აღარც საქართველოში.. ქალები როგორღა გეჩვენებათ ამ ფონზე?

- ევროპაში ვითომ ხომ თავისუფლება და დემოკრატიაა, მაგრამ სინდისს გეფიცებით, ის თავისუფლება, რაც ქართველ ქალებს აქვთ გარეგნულადაც და შინაგანადაც, ის ევროპელ ქალებში ვერ შევამჩნიე. ევროპაში უფრო დათრგუნულები არიან ქალები, მიუხედავად იმხელა უფლებებისა და ფემინიზმისა. ეს პირადად უამრავჯერ შემიმჩნევია... ვითომ ღიმილი აქვთ, ჭრელა-ჭრულა კაბებს იცვამენ, უნდათ უფრო მხიარულები ჩანდნენ, მაგრამ სიხალასით და სილაღით ჩვენ ქალებთან ვერ მოვლენ. ქართველებს სიკეკლუციდან დაწყებული ყველაფერი აქვთ, პატარა რამე ჰყოფნით ბედნიერებისთვის. იქ შეიძლება, ყველაფერი ჰქონდეთ და მაინც საცოდავად იხედებოდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია