პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შტრიხები სამი პორტრეტისთვის
შტრიხები სამი პორტრეტისთვის

დას­ტინ ჰოფ­მა­ნი - ნი­ჭი­ე­რი "ზარ­მა­ცი" და "საყ­ვა­რე­ლი ვინ­მე"

ასეთ მსა­ხი­ობ­ზე ამ­ბო­ბენ, ნიჭი "ღვთის­გან აქვს მო­მად­ლე­ბუ­ლიო". დას­ტინ ჰოფ­მანს თუ მო­უს­მენთ, მას­ზე ზარ­მა­ცი ქვე­ყა­ნა­ზე არ და­დის.

არა­და, ბევ­რზე მე­ტად, ვინც მკერ­დზე მჯიღს იბ­რა­გუ­ნებს და ამ­ტკი­ცებს, რომ გამ­რჯე ადა­მი­ა­ნია, ჰოფ­მანს შე­უძ­ლია, დღე­და­ღამ შე­უ­ჩე­რებ­ლად იმუ­შა­ოს სა­კუ­თარ თავ­ზე. რე­ჟი­სო­რე­ბი სა­კუ­თარ პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ათ­ში მის უსას­რუ­ლო კირ­კიტს, კი­თხვებს - რა­ტომ?.. რის­თვის?.. - მო­სა­ბეზ­რებ­ლა­დაც კი მი­იჩ­ნე­ვენ. ერთხელ ასე­თი კი­თხვაც კი და­უს­ვამს: "ვინ იყო ჩემი გმი­რის დიდი ბე­ბია?" დას­ტი­ნი ყო­ველ­თვის პი­რა­დად მუ­შა­ობს კოს­ტი­უ­მის მხატ­ვარ­თან იმის­თვის, რათა გმი­რის სა­მო­სი უკა­ნას­კნელ ნა­კე­ცე­ბამ­დე "გა­სუ­ლი­ერ­დეს".

"წვი­მის კა­ცის" გა­და­ღე­ბი­სას, მსა­ხი­ო­ბი წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს ცხოვ­რობ­და აუ­ტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტთა გა­რე­მოც­ვა­ში. ასე­ვე მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ობ­და "ტუტ­სი­სა" და "პა­ტა­რა დიდ კაც­ზე", სა­დაც 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა, 120 წლის მო­ხუ­ცი გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

სამი თე­ატ­რა­ლუ­რი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ დას­ტინ ჰოფ­მა­ნი დიდ­ხანს სჯერ­დე­ბო­და ეპი­ზო­დურ რო­ლებს. კარ­გა ხანს უმუ­შე­ვა­რიც იყო. მას ერ­თნა­ი­რი ძა­ლის­ხმე­ვით შე­ეძ­ლო ეთა­მა­შა პო­მი­დო­რი­ცა და კარ­ტო­ფი­ლიც, სა­დაც გე­ნი­ა­ლუ­რად გად­მოს­ცემ­და პირ­ვე­ლის მა­დის აღ­მძვრელ არო­მატს და მე­ო­რის ფხვი­ე­რე­ბას... უმუ­შევ­რო­ბის დრო­ინ­დელ, ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბას ამა­ოდ არ ჩა­უვ­ლია: "ტუტ­სი" მსა­ხი­ო­ბის­თვის "ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი" ფილ­მი აღ­მოჩ­ნდა. "ეს სუ­რა­თი არა­ერ­თხელ მა­ი­ძუ­ლებ­და მექ­ვი­თი­ნა. ახ­ლაც მე­ტი­რე­ბა, როცა მას ვიხ­სე­ნებ", - გა­მო­ტყდა ერთხელ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას, აც­რემ­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით.

დიახ, ის არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა მსა­ხი­ობ­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, როლს გულ­გრი­ლად მი­უდ­გეს. დას­ტინ ჰოფ­მა­ნი სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბით ატყვე­ვებს მა­ყუ­რე­ბელს სწო­რედ იმით, რომ მთელ თა­ვის ემო­ცი­ას აქ­სოვს და ისე ქვი­თი­ნებს, რო­გორც კუ მულ­ტფილმში "ალი­სა სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში". ასეთ ემო­ცი­ურ მსა­ხი­ობს მრა­ვალ­ჯერ მო­უ­წია იმგვა­რი რო­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ, რომ­ლე­ბიც მის ბი­ოგ­რა­ფი­ას რა­ღა­ცით ეხ­მი­ა­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, "კრა­მე­რი კრა­მე­რის წი­ნა­აღ­მდეგ", სა­დაც გან­ქორ­წი­ნე­ბულ მა­მას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. იმ დროს, თა­ვის პირ­ველ ცოლ­თან (ენ ბირნ­თან) ურ­თი­ერ­თო­ბი­სას იმა­ვე გან­ცდე­ბის ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

მისი პირ­ვე­ლი სა­უ­კე­თე­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი - ვილი ლო­მე­ნის "კო­მი­ვო­ი­ა­ჟე­რის სიკ­ვდილ­ში" - მსა­ხი­ობს სუ­ლი­ერ ტან­ჯვა­დაც კი და­უჯ­და. პი­ე­სა ხომ ტრა­გი­კუ­ლი სი­ზუს­ტით აცო­ცხლებ­და დას­ტი­ნის ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დელ თავ­გა­და­სა­ვალს...

პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც დიდი ორი­გი­ნა­ლია იმ გა­გე­ბით, რომ ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ცო­ლებს ხელ­თათ­მა­ნე­ბი­ვით არ იც­ვლის: უკვე 30 წელ­ზე მე­ტია, ერთი ცოლი (ლა­ი­ზა) ჰყავს, რო­მე­ლიც არც მსა­ხი­ო­ბია და არც ტოპ­მო­დე­ლი. მას­თან თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნობს და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მა­მაც გახ­ლავთ - 4 ქა­ლიშ­ვი­ლი და 2 ვაჟი ჰყავს.

ახლა ჰოფ­მა­ნი 76 წლი­საა. მას ისევ იღე­ბენ კი­ნო­ში და უკვე თა­ვა­დაც იღებს. ნი­ჭი­ე­რი კაცი ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რია - გინდ, პო­მი­დო­რი ათა­მა­შე და გინდ - ჩოგ­ბურ­თი. როცა რა­ი­მე სპორ­ტულ მატჩს ეს­წრე­ბა, მისი მი­მი­კით უმალ მიხ­ვდე­ბით, რომ მა­ში­ნაც კი რე­პე­ტი­ცი­ას გა­დის.

განა ის მარ­თლაც "ტუტ­სი" არ არის ანუ - "საყ­ვა­რე­ლი ვინ­მე"?!.

ალ პა­ჩი­ნო - სიყ­ვა­რულ­ზე, შიშ­ზე, ქა­ლებ­სა და ბავ­შვებ­ზე

ოფი­ცი­ან­ტი მონ­დო­მე­ბით ალა­გებ­და ნა­ყი­ნით სავ­სე ლარ­ნა­კებს: კა­პუ­ჩი­ნოს - ბრა­ზი­ლი­უ­რი თხი­ლით; ვა­ნი­ლი­სას - და­შაქ­რუ­ლი პიტ­ნის ფოთ­ლე­ბით; კრემ-ბრი­უ­ლეს - გოგ­რის მარ­მე­ლა­დით; "თქვე­ნი დე­სერ­ტი, მა­დამ დ'ან­ჯე­ლო!.." ბი­ვერ­ლი დ'ან­ჯე­ლომ თავი და­უქ­ნია ოფი­ცი­ანტს და კოვ­ზით აი­ტა­ცა ნა­ყი­ნის ერთი დიდი "გო­რა­კი". მის წინ მჯდომ­მა ალ პა­ჩი­ნომ შუბ­ლი შეჭ­მუხ­ნა. თვი­თონ ტკბი­ლე­ულს არ ეტა­ნე­ბო­და - ფი­გუ­რის­თვის ძალ­ზე სა­რის­კოდ მი­იჩ­ნევ­და, მით უფრო, რომ სი­მაღ­ლით სულ რა­ღაც 166 სმ-ს აღ­წევს... ბი­ვერ­ლის, რა თქმა უნდა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სხე­უ­ლი ჰქონ­და, თუმ­ცა... "ძვირ­ფა­სო, ზედ­მე­ტი ხომ არ არის? მარ­თა­ლია, იტა­ლი­ე­ლი ვარ, მაგ­რამ არ მიყ­ვარს, როცა ქალს მუ­ცე­ლი აქვს გად­მოგ­დე­ბუ­ლი". - "ო-ო!.. - ბი­ვერ­ლიმ ლარ­ნა­კი მი­ი­წია და, - ე.ი. მალე გა­და­მიყ­ვა­რებ, რად­გან მუ­ცელს ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვი. მე ხომ შენ­გან ტყუპს ვე­ლო­დე­ბი!" ალი წა­მი­ე­რად გა­ი­რინ­და, მერე კი სწრა­ფად წა­მოდ­გა და გა­ვი­და. ბი­ვერ­ლიმ იცო­და, რომ ალ პა­ჩი­ნოს მსგავ­სი ცნო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ არა­ერ­თი ქალი მი­უ­ტო­ვე­ბია. ერთხელ და­უ­ფა­რა­ვა­დაც უთ­ქვამს, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად ქვე­ყა­ნა­ზე, ახალ­შო­ბი­ლი­სა და სა­ში­ნაო ფლოს­ტე­ბის "ეში­ნო­და". მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა ქალი ცდი­ლობ­და, მის­თვის შვი­ლი ეჩუ­ქე­ბი­ნა...

მა­გა­ლი­თად, და­ი­ან კი­ტო­ნი, რო­მელ­მაც "ნათ­ლი­ის" სამ სე­რი­ა­ში გა­ნა­სა­ხი­ე­რა მისი ცოლი, ისე შე­იჭ­რა როლ­ში, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ამის "გა­და­ტა­ნა" მო­უნ­და. გო­ნი­ე­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი და­ი­ა­ნი ჰო­ლი­ვუ­დელ ლა­მაზ­მა­ნებს შო­რის მკვეთ­რად გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ბუ­ნე­ბით სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კე­ტი­ლი და ჩუმი ალი გა­მო­ტყდა, რომ და­ბა­დე­ბი­დან იმ­დე­ნი არას­დროს ულა­პა­რა­კია, რამ­დე­ნიც მათი რო­მა­ნის დროს. ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უბ­რობ­დნენ და უხა­რო­დათ, რომ ცხოვ­რე­ბა­ზე ერ­თმა­ნე­თის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ბევრ რა­მე­ში ემ­თხვე­ო­და. ბევრ რა­მე­ში, ოღონდ - არა ქორ­წი­ნე­ბი­სა და შვი­ლე­ბის ყო­ლის სა­კი­თხებ­ში.

როცა და­ი­ან­მა ალ პა­ჩი­ნოს აც­ნო­ბა, რომ ფეხ­მძი­მედ იყო, მან და­არ­წმუ­ნა, რომ უმ­ჯო­ბე­სი იყო, ნა­ყო­ფი მო­ე­ცი­ლე­ბი­ნა. ქა­ლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­და­სა­ლა­ხა­ვად, ალ პა­ჩი­ნომ ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სიც კი ჩარ­თო საქ­მე­ში. ვნე­ბი­ან იტა­ლი­ელს არ უნ­დო­და საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის და­კარ­გვა, მაგ­რამ და­მა­ტე­ბი­თი ტვირ­თის ზიდ­ვა მის გეგ­მას არ ემ­თხვე­ო­და. რას წარ­მო­იდ­გენ­და, თუ რო­გო­რი დაბ­რუნ­დე­ბო­და კლი­ნი­კი­დან და­ი­ა­ნი - ვარ­დის ფერ­ფლი!.. ქალ­მა ვერ შეძ­ლო ამის პა­ტი­ე­ბა. ალ­მაც სა­კუ­თარ თავს ვერ აპა­ტია და ისი­ნი და­შორ­დნენ. თუმ­ცა გან­შო­რე­ბამ­დე ერ­თად მო­ი­ნა­ხუ­ლეს პა­რი­ზი და მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ამის შემ­დეგ შე­წყდა.

იენ ტე­რენ­ტი მისი ერთ-ერთი მრა­ვალ­რი­ცხო­ვან სამ­სა­ხუ­რებ­რივ რო­მან­თა პერ­სო­ნა­ჟი იყო. პა­ჩი­ნო სა­კუ­თარ თავს არას­დროს უკ­რძა­ლავ­და სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­შირს სა­ეკ­რა­ნო პარტნი­ორ­თან, რე­ჟი­სორ ქალ­თან, სცე­ნა­რის­ტთან და დამ­ხმა­რე პერ­სო­ნალ­თა­ნაც კი. იენი მისი ასის­ტენ­ტი იყო. ის უმ­ზა­დებ­და საყ­ვა­რელ ბურ­ღუ­ლე­ულს, უდუ­ღებ­და ყა­ვას და უკე­თებ­და მა­საჟს, დუბ­ლე­ბის გა­და­ღე­ბებს შო­რის შეს­ვე­ნე­ბი­სას. ამას­თან, მუდ­მი­ვად ეში­ნო­და მისი და­კარ­გვის, - გარ­შე­მო ხომ იმ­დე­ნი ლა­მა­ზი ფეხი, მკერ­დი, თვა­ლე­ბი და­ი­ა­რე­ბო­და!.. არა, მას მა­ინც ვერ და­ა­კა­ვებ­და. სა­წყა­ლი იენი, ვე­რა­ფე­რი უფრო ჭკვი­ა­ნუ­რი ვერ მო­ი­ფიქ­რა, სხვა საყ­ვა­რელ­თა უკვე მრა­ვალ­ჯერ ნა­ცა­დი ხერ­ხის გარ­და და... და­ფეხ­მძიმ­და.

ეს ცნო­ბა ალმა ცი­ვად მი­ი­ღო: "შენი საქ­მეა, სულ ეს არის..." - მა­შინ­ვე იპო­ვა სხვა ასის­ტენ­ტი და "ეშ­მა­კუ­ნა" იენ­ზე ფიქ­რიც კი და­ი­ვი­წყა. მხო­ლოდ 5 წლის შემ­დეგ გა­იხ­სე­ნა, რად­გან იენ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა: ქალი მო­ი­თხოვ­და, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლის - ჯული-მა­რის მა­მის ვი­ნა­ო­ბა და­ედ­გი­ნათ. ალ პა­ჩი­ნო კა­ნონს და­ე­მორ­ჩი­ლა და სა­ა­მი­სოდ ყვე­ლა და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ანა­ლი­ზი ჩა­ი­ტა­რა. სა­სა­მარ­თლომ ის გო­გო­ნას მა­მად აღი­ა­რა. ვარ­სკვლა­ვი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ალი­მენ­ტი ეხა­და.

ლინ­და ჰობსთან ალ პა­ჩი­ნომ 5 წელი გა­ა­ტა­რა (იმ დრო­ის­თვის ეს მის­თვის პი­რა­დი რე­კორ­დი იყო). არა­და, ლინი ნაკ­ლე­ბად შე­სა­ფე­რი­სი კან­დი­და­ტუ­რა გახ­ლდათ მისი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რის როლ­ზე. ზედ­მე­ტად ძა­ლა­უფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე, რე­ჟი­სო­რი ქალი შე­ე­ცა­და, მათი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის რე­ჟი­სუ­რა თვი­თონ­ვე წა­რე­მარ­თა. სცე­ნა­რი კი ძვე­ლე­ბუ­რად ცნო­ბი­ლი და ალის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ბავ­შვის გა­ჩე­ნა არ გა­მო­ვი­და. მე­ო­რე სა­კი­თხი - ყო­ველ­თვის მის გვერ­დით ყოფ­ნა - პა­ჩი­ნოს არ სურ­და. ის ხში­რად მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ ური­გო არ იქ­ნე­ბო­და, თუკი ბი­ნას სად­მე ახ­ლოს, ცალ­კე და­ი­ქი­რა­ვებ­და, რად­გან მუდ­მი­ვად ვი­ღა­ცას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა არ შე­ეძ­ლო. სა­პა­სუ­ხოდ ლინ­მა მას ფლოს­ტე­ბი უყი­და და საკ­ვებ­ში სა­ფა­ღა­რა­თო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჩაყ­რას მიჰ­ყო ხელი. საბ­რა­ლო ალი, მუც­ლის მწვა­ვე ტკი­ვი­ლის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ერთხანს სა­ღა­მო­ო­ბით სახ­ლში მჯდა­რი­ყო. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამ ხერ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბა დიდ­ხანს არ შე­იძ­ლე­ბო­და, რად­გან "ობი­ექ­ტი" შე­საძ­ლოა, გა­უ­წყლო­ე­ბის­გან ხე­ლი­დან გა­მოსცლო­და... ალი გა­დარ­ჩა! თა­ნაც ისე, რომ ამა­სო­ბა­ში ბი­ვერ­ლი დ'ან­ჯე­ლოც გა­იც­ნო. ის ერ­თა­დერ­თი ქალი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას არ ცდი­ლობ­და. თა­ნაც, 46 წელი არც ისე შე­სა­ფე­რი­სი ასა­კი იყო შვი­ლის გა­სა­ჩე­ნად და აი...

...ის რეს­ტო­რან­ში დაბ­რუნ­და, როცა ბი­ვერ­ლი ნა­ყი­ნის უკა­ნას­კნელ პორ­ცი­ას მი­ირ­თმევ­და. "მე შენ სა­ჩუ­ქა­რი მო­გი­ტა­ნე", - წარ­მოთ­ქვა სა­ზე­ი­მოდ პა­ჩი­ნომ და მა­გი­და­ზე დიდი კო­ლო­ფი დადო. ეს აშ­კა­რად არ ჰგავ­და სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭედს. მაშ, რა იყო! - რა და რბი­ლი, 41 ზო­მის სახ­ლის ფლოს­ტე­ბი, სწო­რედ მისი ფე­ხის ზო­მის.

ალ პა­ჩი­ნომ გა­და­ი­ტა­ნა ოპე­რა­ცია ნაღ­ვლის ბუშტზე, სა­ი­და­ნაც კენ­ჭი ამო­უ­ღეს. მო­ი­თხო­ვა, რომ ეს "უბე­დუ­რი კენ­ჭი" მის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ. მისი შე­ფე­რი­ლო­ბა მსა­ხი­ობს "კე­თილ­შო­ბი­ლუ­რად" ეჩ­ვე­ნა და გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, ცნო­ბილ იუ­ვე­ლირ ბა­რენსს მის­გან ბე­ჭე­დი და­ემ­ზა­დე­ბი­ნა. ბუ­ნე­ბით შე­მოქ­მედ­მა, სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნო­დან ამოც­ლი­ლი ქვაც კი გა­მორ­ჩე­ულ ნივ­თად აქ­ცია.

ნი­კო­ლას კე­ი­ჯი - ან­გე­ლო­ზი შავ სა­მოს­ში

ქა­ლე­ბი მას "სა­ინ­ტე­რე­სო ტიპს" ეძა­ხი­ან. მა­ღა­ლი, გა­მე­ლო­ტე­ბუ­ლი შუბ­ლი - ინ­ტე­ლექ­ტის ნი­შა­ნია; ახლო-ახლო დამ­ჯდა­რი თვა­ლე­ბი კი სენ­ტი­მენ­ტა­ლურ ბუ­ნე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

მისი ბი­ოგ­რა­ფია სა­თხრო­ბად ღირს.

ჰო­ლი­ვუდ­ში მი­ღე­ბუ­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, ვარ­სკვლა­ვე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე ათას­გვარ რა­მეს იგო­ნე­ბენ. კე­იჯს კი არაფ­რის გა­მო­გო­ნე­ბა არ სჭირ­დე­ბა - მისი გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხე ნამ­დვი­ლი "სა­ბა­დოა": ძვე­ლი იტა­ლი­ე­ლი ყა­ჩა­ღე­ბის კლა­ნი, მძარ­ცვე­ლე­ბი და მკვლე­ლე­ბიც კი!.. ახლა ნა­ყო­ფი­ე­რი ტო­ტე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ: ბიძა - ფრენ­სის ფორდ კო­პო­ლა, სა­ხელ­გან­თქმუ­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, მამა - ავ­გუსტ კო­პო­ლა, დახ­ვე­წი­ლი მე­ტყვე­ლე­ბის პრო­ფე­სო­რი. დედა - "ამო­ხე­უ­ლი ფურ­ცე­ლია": მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებ­ში გა­ა­ტა­რა.

ასე­თი მო­ცე­მუ­ლო­ბით გზა პირ­და­პირ ვარ­სკვლა­ვო­ბის­კე­ნაა ხსნი­ლი, მაგ­რამ ნი­კო­ლა­სი გა­მუდ­მე­ბით რა­ღაც ეკალ-ბარ­დებ­ში იხ­ლარ­თე­ბა. სულ რა­ღა­ცას ეძებს, სა­ხე­ებს იც­ვლის. მას უამ­რა­ვი როლი აქვს ნა­თა­მა­შე­ბი და მა­ყუ­რე­ბელ­მა მხო­ლოდ ბოლო ათწლე­ულ­ში და­ი­წყო მისი შეც­ნო­ბა. არა იმი­ტომ, რომ უნი­ჭოა, არა­მედ იმის გამო, რომ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია. ასე რომ, შე­გიძ­ლი­ათ, კე­ი­ჯი ისე­თი მი­ი­ღოთ, რო­გორც მო­გე­სურ­ვე­ბათ, - ყვე­ლა­ფე­რი მარ­თა­ლი იქ­ნე­ბა.

ნი­კო­ლა­სი 1964 წლის 7 იან­ვარს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ლონგ-ბიჩ­ზე და­ი­ბა­და. როცა ბიჭს 15 წელი შე­უს­რულ­და, თე­ატ­რა­ლურ სკო­ლა­ში შე­ვი­და. პე­და­გო­გე­ბი მი­სით დი­დად არ იყ­ვნენ მო­ხიბ­ლულ­ნი. ერ­თმა ისიც კი თქვა: "ვერც ერთ ამ­პლუ­ა­ში ვერ წარ­მო­გიდ­გენ: გმი­რის როლ­ზე ვერ გა­ქა­ჩავ, სა­სა­ცი­ლო შე­სა­ხე­და­ო­ბა გაქვს; კო­მი­კო­სიც ვერ გახ­დე­ბი - იშ­ვი­ა­თად იღი­მი და სხვას რო­გორ გა­ა­ღი­მებ".

მას შემ­დეგ ნი­კო­ლა­სი ხში­რად იბღვი­რე­ბო­და და სულ მალე წარ­ბებს შო­რის სამი თა­ნა­ბა­რი ხაზი გა­უჩ­ნდა, ანუ ისე­თი ადა­მი­ა­ნის იერი, "რომ­ლის თავ­შიც ტა­რაკ­ნე­ბი დარ­ბი­ან". სწო­რედ ამ სა­ხით გახ­და მი­სა­ღე­ბი, მო­დუ­რი და მალე ბო­ე­ვი­კებ­ში მთა­ვა­რი გმი­რე­ბის სა­თა­მა­შოდ მიწ­ვე­ვაც მო­უმ­რავ­ლდა.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნიკ­მა თქვა, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­ცა­ლე­ო­ბის ჟამს - კი­თხვაა. ძა­ლი­ან უყ­ვარს კო­მიქ­სე­ბი და რუსი მწე­რა­ლი დოს­ტო­ევ­სკი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მისი რო­მა­ნი - "ძმე­ბი კა­რა­მა­ზო­ვე­ბი". აღ­მოჩ­ნდა, რომ კე­იჯს ძა­ლი­ან იზი­დავს ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟი - შუ­თა­ნა ძმა, დმიტ­რი კა­რა­მა­ზო­ვი. "მან ხომ ქვეყ­ნის ფული და­ა­ხარ­ჯა ერთ ქალს, რო­მელ­საც თა­ვად სრუ­ლე­ბი­თაც არ უყ­ვარ­და. ჰოდა, მეც ასე­თი ვარ", - ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი.

1999 წელს ის პატ­რი­სია არ­კეტს შეხ­ვდა და შე­უყ­ვარ­და. ქალ­მა მის გრძნო­ბას არ უპა­სუ­ხა, პი­რი­ქით - მას­ხრა­დაც აიგ­დო, როცა უთხრა, რომ მხო­ლოდ იმ კაცს გაჰ­ყვე­ბო­და ცო­ლად, ვინც მი­უ­ტან­და: ა) შავ ორ­ქი­დე­ას; ბ) სე­ლინ­ჯე­რის ავ­ტოგ­რაფს; გ) ლი­სუს ტო­მის ქა­ლის სა­ქორ­წი­ნო სა­მოსს და ა.შ. - სულ 15 პუნ­ქტი ჰქონ­და ჩა­მო­წე­რი­ლი.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კე­ი­ჯ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­ძია, საყ­ვა­რელ ქალს მი­არ­თვა და გვა­რი­ა­ნა­დაც და­აფრ­თხო, რად­გან პატ­რი­სი­ამ იფიქ­რა, რომ მის წინ სრუ­ლი­ად გა­და­რე­უ­ლი, შეშ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნი იდგა. ქალი გა­იქ­ცა, მაგ­რამ 8 წლის შემ­დეგ ისი­ნი კვლავ შეხ­ვდნენ და პატ­რი­სია ბო­ლოს და ბო­ლოს, ბედს და­მორ­ჩილ­და. ის მო­ი­ხიბ­ლა კე­ი­ჯის უნა­რით - იშ­ვი­ა­თი ერ­თგუ­ლე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოს გრძნო­ბის მი­მართ.

...როცა დად­გა ჟამი და ცოლ-ქმარ­მა გაყ­რის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, პა­პა­რა­ცე­ბი მა­ში­ნაც კი ფირ­ზე აღ­ბეჭ­დავ­დნენ მათ ვნე­ბი­ან კოც­ნას.

...ის ნამ­დვილ თეთრ სა­სახ­ლე­ში და­ბი­ნავ­და, რო­მელ­საც კოშ­კუ­რე­ბი და სა­თო­ფუ­რე­ბი აქვს. სა­სახ­ლის შიგ­ნით სულ ძო­წე­უ­ლი, პორ­ფი­რი, ხა­ვერ­დი და კან­დე­ლაბ­რე­ბია. სა­წო­ლის თავ­ზე კი მი­ნის ყუ­თი­დან შე­მაძ­რწუ­ნებ­ლად იმ­ზი­რე­ბა უზარ­მა­ზა­რი მარ­ტორ­ქის ფი­ტუ­ლი. ერთხელ, როცა გა­ლი­ა­ნო ეს­ტუმ­რა, ამ სა­ნა­ხა­ო­ბამ მას­ზე ისე იმოქ­მე­და, რომ გო­ნე­ბა და­კარ­გა და ია­ტაკ­ზე გა­იშ­ხლარ­თა.

აი, მას­პინ­ძელს კი მოს­წონს. სახ­ლი ხომ ძა­ლი­ან ჰგავს თა­ვად მას.

მო­ამ­ზა­და ირი­ნა ჯან­დი­ერ­მა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

შტრიხები სამი პორტრეტისთვის

შტრიხები სამი პორტრეტისთვის

დასტინ ჰოფმანი - ნიჭიერი "ზარმაცი" და "საყვარელი ვინმე"

ასეთ მსახიობზე ამბობენ, ნიჭი "ღვთისგან აქვს მომადლებულიო". დასტინ ჰოფმანს თუ მოუსმენთ, მასზე ზარმაცი ქვეყანაზე არ დადის.

არადა, ბევრზე მეტად, ვინც მკერდზე მჯიღს იბრაგუნებს და ამტკიცებს, რომ გამრჯე ადამიანია, ჰოფმანს შეუძლია, დღედაღამ შეუჩერებლად იმუშაოს საკუთარ თავზე. რეჟისორები საკუთარ პერსონაჟის ხასიათში მის უსასრულო კირკიტს, კითხვებს - რატომ?.. რისთვის?.. - მოსაბეზრებლადაც კი მიიჩნევენ. ერთხელ ასეთი კითხვაც კი დაუსვამს: "ვინ იყო ჩემი გმირის დიდი ბებია?" დასტინი ყოველთვის პირადად მუშაობს კოსტიუმის მხატვართან იმისთვის, რათა გმირის სამოსი უკანასკნელ ნაკეცებამდე "გასულიერდეს".

"წვიმის კაცის" გადაღებისას, მსახიობი წელიწადზე მეტხანს ცხოვრობდა აუტიზმით დაავადებულ პაციენტთა გარემოცვაში. ასევე მონდომებით მუშაობდა "ტუტსისა" და "პატარა დიდ კაცზე", სადაც 30 წელს გადაცილებულმა, 120 წლის მოხუცი განასახიერა.

სამი თეატრალური სკოლის დამთავრების შემდეგ დასტინ ჰოფმანი დიდხანს სჯერდებოდა ეპიზოდურ როლებს. კარგა ხანს უმუშევარიც იყო. მას ერთნაირი ძალისხმევით შეეძლო ეთამაშა პომიდორიცა და კარტოფილიც, სადაც გენიალურად გადმოსცემდა პირველის მადის აღმძვრელ არომატს და მეორის ფხვიერებას... უმუშევრობის დროინდელ, ღირსების შემლახველ მდგომარეობას ამაოდ არ ჩაუვლია: "ტუტსი" მსახიობისთვის "ავტობიოგრაფიული" ფილმი აღმოჩნდა. "ეს სურათი არაერთხელ მაიძულებდა მექვითინა. ახლაც მეტირება, როცა მას ვიხსენებ", - გამოტყდა ერთხელ ჟურნალისტებთან საუბრისას, აცრემლებული თვალებით.

დიახ, ის არ მიეკუთვნება მსახიობთა იმ კატეგორიას, რომელსაც შეუძლია, როლს გულგრილად მიუდგეს. დასტინ ჰოფმანი საკუთარი პერსონაჟებით ატყვევებს მაყურებელს სწორედ იმით, რომ მთელ თავის ემოციას აქსოვს და ისე ქვითინებს, როგორც კუ მულტფილმში "ალისა საოცრებათა ქვეყანაში". ასეთ ემოციურ მსახიობს მრავალჯერ მოუწია იმგვარი როლების შესრულებამ, რომლებიც მის ბიოგრაფიას რაღაცით ეხმიანება. მაგალითად, "კრამერი კრამერის წინააღმდეგ", სადაც განქორწინებულ მამას განასახიერებს. იმ დროს, თავის პირველ ცოლთან (ენ ბირნთან) ურთიერთობისას იმავე განცდების ტყვეობაში აღმოჩნდა.

მისი პირველი საუკეთესო თეატრალური ნამუშევარი - ვილი ლომენის "კომივოიაჟერის სიკვდილში" - მსახიობს სულიერ ტანჯვადაც კი დაუჯდა. პიესა ხომ ტრაგიკული სიზუსტით აცოცხლებდა დასტინის ბავშვობის დროინდელ თავგადასავალს...

პირად ცხოვრებაშიც დიდი ორიგინალია იმ გაგებით, რომ ჰოლივუდური ტრადიციების საწინააღმდეგოდ, ცოლებს ხელთათმანებივით არ იცვლის: უკვე 30 წელზე მეტია, ერთი ცოლი (ლაიზა) ჰყავს, რომელიც არც მსახიობია და არც ტოპმოდელი. მასთან თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს და მრავალშვილიანი მამაც გახლავთ - 4 ქალიშვილი და 2 ვაჟი ჰყავს.

ახლა ჰოფმანი 76 წლისაა. მას ისევ იღებენ კინოში და უკვე თავადაც იღებს. ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია - გინდ, პომიდორი ათამაშე და გინდ - ჩოგბურთი. როცა რაიმე სპორტულ მატჩს ესწრება, მისი მიმიკით უმალ მიხვდებით, რომ მაშინაც კი რეპეტიციას გადის.

განა ის მართლაც "ტუტსი" არ არის ანუ - "საყვარელი ვინმე"?!.

ალ პაჩინო - სიყვარულზე, შიშზე, ქალებსა და ბავშვებზე

ოფიციანტი მონდომებით ალაგებდა ნაყინით სავსე ლარნაკებს: კაპუჩინოს - ბრაზილიური თხილით; ვანილისას - დაშაქრული პიტნის ფოთლებით; კრემ-ბრიულეს - გოგრის მარმელადით; "თქვენი დესერტი, მადამ დ'ანჯელო!.." ბივერლი დ'ანჯელომ თავი დაუქნია ოფიციანტს და კოვზით აიტაცა ნაყინის ერთი დიდი "გორაკი". მის წინ მჯდომმა ალ პაჩინომ შუბლი შეჭმუხნა. თვითონ ტკბილეულს არ ეტანებოდა - ფიგურისთვის ძალზე სარისკოდ მიიჩნევდა, მით უფრო, რომ სიმაღლით სულ რაღაც 166 სმ-ს აღწევს... ბივერლის, რა თქმა უნდა, შესანიშნავი სხეული ჰქონდა, თუმცა... "ძვირფასო, ზედმეტი ხომ არ არის? მართალია, იტალიელი ვარ, მაგრამ არ მიყვარს, როცა ქალს მუცელი აქვს გადმოგდებული". - "ო-ო!.. - ბივერლიმ ლარნაკი მიიწია და, - ე.ი. მალე გადამიყვარებ, რადგან მუცელს ვერსად გავექცევი. მე ხომ შენგან ტყუპს ველოდები!" ალი წამიერად გაირინდა, მერე კი სწრაფად წამოდგა და გავიდა. ბივერლიმ იცოდა, რომ ალ პაჩინოს მსგავსი ცნობის მიღების შემდეგ არაერთი ქალი მიუტოვებია. ერთხელ დაუფარავადაც უთქვამს, რომ ყველაზე მეტად ქვეყანაზე, ახალშობილისა და საშინაო ფლოსტების "ეშინოდა". მიუხედავად ამისა, ყველა ქალი ცდილობდა, მისთვის შვილი ეჩუქებინა...

მაგალითად, დაიან კიტონი, რომელმაც "ნათლიის" სამ სერიაში განასახიერა მისი ცოლი, ისე შეიჭრა როლში, რომ რეალურ ცხოვრებაში ამის "გადატანა" მოუნდა. გონიერი და ინტელექტუალი დაიანი ჰოლივუდელ ლამაზმანებს შორის მკვეთრად გამოირჩეოდა. ბუნებით საკუთარ თავში ჩაკეტილი და ჩუმი ალი გამოტყდა, რომ დაბადებიდან იმდენი არასდროს ულაპარაკია, რამდენიც მათი რომანის დროს. ისინი ყველაფერზე საუბრობდნენ და უხაროდათ, რომ ცხოვრებაზე ერთმანეთის შეხედულებები ბევრ რამეში ემთხვეოდა. ბევრ რამეში, ოღონდ - არა ქორწინებისა და შვილების ყოლის საკითხებში.

როცა დაიანმა ალ პაჩინოს აცნობა, რომ ფეხმძიმედ იყო, მან დაარწმუნა, რომ უმჯობესი იყო, ნაყოფი მოეცილებინა. ქალის წინააღმდეგობის გადასალახავად, ალ პაჩინომ ფსიქოანალიტიკოსიც კი ჩართო საქმეში. ვნებიან იტალიელს არ უნდოდა საყვარელი ქალის დაკარგვა, მაგრამ დამატებითი ტვირთის ზიდვა მის გეგმას არ ემთხვეოდა. რას წარმოიდგენდა, თუ როგორი დაბრუნდებოდა კლინიკიდან დაიანი - ვარდის ფერფლი!.. ქალმა ვერ შეძლო ამის პატიება. ალმაც საკუთარ თავს ვერ აპატია და ისინი დაშორდნენ. თუმცა განშორებამდე ერთად მოინახულეს პარიზი და მათი ურთიერთობა ამის შემდეგ შეწყდა.

იენ ტერენტი მისი ერთ-ერთი მრავალრიცხოვან სამსახურებრივ რომანთა პერსონაჟი იყო. პაჩინო საკუთარ თავს არასდროს უკრძალავდა სასიყვარულო კავშირს საეკრანო პარტნიორთან, რეჟისორ ქალთან, სცენარისტთან და დამხმარე პერსონალთანაც კი. იენი მისი ასისტენტი იყო. ის უმზადებდა საყვარელ ბურღულეულს, უდუღებდა ყავას და უკეთებდა მასაჟს, დუბლების გადაღებებს შორის შესვენებისას. ამასთან, მუდმივად ეშინოდა მისი დაკარგვის, - გარშემო ხომ იმდენი ლამაზი ფეხი, მკერდი, თვალები დაიარებოდა!.. არა, მას მაინც ვერ დააკავებდა. საწყალი იენი, ვერაფერი უფრო ჭკვიანური ვერ მოიფიქრა, სხვა საყვარელთა უკვე მრავალჯერ ნაცადი ხერხის გარდა და... დაფეხმძიმდა.

ეს ცნობა ალმა ცივად მიიღო: "შენი საქმეა, სულ ეს არის..." - მაშინვე იპოვა სხვა ასისტენტი და "ეშმაკუნა" იენზე ფიქრიც კი დაივიწყა. მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაიხსენა, რადგან იენმა სასამართლოს მიმართა: ქალი მოითხოვდა, რომ მისი ქალიშვილის - ჯული-მარის მამის ვინაობა დაედგინათ. ალ პაჩინო კანონს დაემორჩილა და საამისოდ ყველა დამამცირებელი ანალიზი ჩაიტარა. სასამართლომ ის გოგონას მამად აღიარა. ვარსკვლავი იძულებული გახდა, ალიმენტი ეხადა.

ლინდა ჰობსთან ალ პაჩინომ 5 წელი გაატარა (იმ დროისთვის ეს მისთვის პირადი რეკორდი იყო). არადა, ლინი ნაკლებად შესაფერისი კანდიდატურა გახლდათ მისი ცხოვრების თანამგზავრის როლზე. ზედმეტად ძალაუფლებისმოყვარე, რეჟისორი ქალი შეეცადა, მათი ცხოვრებისეული ბედნიერების რეჟისურა თვითონვე წარემართა. სცენარი კი ძველებურად ცნობილი და ალისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ბავშვის გაჩენა არ გამოვიდა. მეორე საკითხი - ყოველთვის მის გვერდით ყოფნა - პაჩინოს არ სურდა. ის ხშირად მიანიშნებდა, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუკი ბინას სადმე ახლოს, ცალკე დაიქირავებდა, რადგან მუდმივად ვიღაცასთან ერთად ცხოვრება არ შეეძლო. საპასუხოდ ლინმა მას ფლოსტები უყიდა და საკვებში საფაღარათო საშუალებების ჩაყრას მიჰყო ხელი. საბრალო ალი, მუცლის მწვავე ტკივილის გამო იძულებული გახდა, ერთხანს საღამოობით სახლში მჯდარიყო. მაგრამ სამწუხაროდ, ამ ხერხის გამოყენება დიდხანს არ შეიძლებოდა, რადგან "ობიექტი" შესაძლოა, გაუწყლოებისგან ხელიდან გამოსცლოდა... ალი გადარჩა! თანაც ისე, რომ ამასობაში ბივერლი დ'ანჯელოც გაიცნო. ის ერთადერთი ქალი აღმოჩნდა, რომელიც მისი თავისუფლების შეზღუდვას არ ცდილობდა. თანაც, 46 წელი არც ისე შესაფერისი ასაკი იყო შვილის გასაჩენად და აი...

...ის რესტორანში დაბრუნდა, როცა ბივერლი ნაყინის უკანასკნელ პორციას მიირთმევდა. "მე შენ საჩუქარი მოგიტანე", - წარმოთქვა საზეიმოდ პაჩინომ და მაგიდაზე დიდი კოლოფი დადო. ეს აშკარად არ ჰგავდა საქორწინო ბეჭედს. მაშ, რა იყო! - რა და რბილი, 41 ზომის სახლის ფლოსტები, სწორედ მისი ფეხის ზომის.

ალ პაჩინომ გადაიტანა ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, საიდანაც კენჭი ამოუღეს. მოითხოვა, რომ ეს "უბედური კენჭი" მისთვის ეჩვენებინათ. მისი შეფერილობა მსახიობს "კეთილშობილურად" ეჩვენა და გასცა განკარგულება, ცნობილ იუველირ ბარენსს მისგან ბეჭედი დაემზადებინა. ბუნებით შემოქმედმა, საკუთარი ორგანოდან ამოცლილი ქვაც კი გამორჩეულ ნივთად აქცია.

ნიკოლას კეიჯი - ანგელოზი შავ სამოსში

ქალები მას "საინტერესო ტიპს" ეძახიან. მაღალი, გამელოტებული შუბლი - ინტელექტის ნიშანია; ახლო-ახლო დამჯდარი თვალები კი სენტიმენტალურ ბუნებაზე მიუთითებს.

მისი ბიოგრაფია სათხრობად ღირს.

ჰოლივუდში მიღებული წესის მიხედვით, ვარსკვლავები საკუთარ თავზე ათასგვარ რამეს იგონებენ. კეიჯს კი არაფრის გამოგონება არ სჭირდება - მისი გენეალოგიური ხე ნამდვილი "საბადოა": ძველი იტალიელი ყაჩაღების კლანი, მძარცველები და მკვლელებიც კი!.. ახლა ნაყოფიერი ტოტები გავიხსენოთ: ბიძა - ფრენსის ფორდ კოპოლა, სახელგანთქმული კინორეჟისორი, მამა - ავგუსტ კოპოლა, დახვეწილი მეტყველების პროფესორი. დედა - "ამოხეული ფურცელია": მთელი ცხოვრება ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარა.

ასეთი მოცემულობით გზა პირდაპირ ვარსკვლავობისკენაა ხსნილი, მაგრამ ნიკოლასი გამუდმებით რაღაც ეკალ-ბარდებში იხლართება. სულ რაღაცას ეძებს, სახეებს იცვლის. მას უამრავი როლი აქვს ნათამაშები და მაყურებელმა მხოლოდ ბოლო ათწლეულში დაიწყო მისი შეცნობა. არა იმიტომ, რომ უნიჭოა, არამედ იმის გამო, რომ სხვადასხვანაირია. ასე რომ, შეგიძლიათ, კეიჯი ისეთი მიიღოთ, როგორც მოგესურვებათ, - ყველაფერი მართალი იქნება.

ნიკოლასი 1964 წლის 7 იანვარს კალიფორნიაში, ლონგ-ბიჩზე დაიბადა. როცა ბიჭს 15 წელი შეუსრულდა, თეატრალურ სკოლაში შევიდა. პედაგოგები მისით დიდად არ იყვნენ მოხიბლულნი. ერთმა ისიც კი თქვა: "ვერც ერთ ამპლუაში ვერ წარმოგიდგენ: გმირის როლზე ვერ გაქაჩავ, სასაცილო შესახედაობა გაქვს; კომიკოსიც ვერ გახდები - იშვიათად იღიმი და სხვას როგორ გააღიმებ".

მას შემდეგ ნიკოლასი ხშირად იბღვირებოდა და სულ მალე წარბებს შორის სამი თანაბარი ხაზი გაუჩნდა, ანუ ისეთი ადამიანის იერი, "რომლის თავშიც ტარაკნები დარბიან". სწორედ ამ სახით გახდა მისაღები, მოდური და მალე ბოევიკებში მთავარი გმირების სათამაშოდ მიწვევაც მოუმრავლდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკმა თქვა, რომ მისი საყვარელი საქმიანობა მოცალეობის ჟამს - კითხვაა. ძალიან უყვარს კომიქსები და რუსი მწერალი დოსტოევსკი, განსაკუთრებით კი მისი რომანი - "ძმები კარამაზოვები". აღმოჩნდა, რომ კეიჯს ძალიან იზიდავს ერთ-ერთი პერსონაჟი - შუთანა ძმა, დმიტრი კარამაზოვი. "მან ხომ ქვეყნის ფული დაახარჯა ერთ ქალს, რომელსაც თავად სრულებითაც არ უყვარდა. ჰოდა, მეც ასეთი ვარ", - ამბობდა მსახიობი.

1999 წელს ის პატრისია არკეტს შეხვდა და შეუყვარდა. ქალმა მის გრძნობას არ უპასუხა, პირიქით - მასხრადაც აიგდო, როცა უთხრა, რომ მხოლოდ იმ კაცს გაჰყვებოდა ცოლად, ვინც მიუტანდა: ა) შავ ორქიდეას; ბ) სელინჯერის ავტოგრაფს; გ) ლისუს ტომის ქალის საქორწინო სამოსს და ა.შ. - სულ 15 პუნქტი ჰქონდა ჩამოწერილი.

წარმოიდგინეთ, კეიჯმა ეს ყველაფერი მოიძია, საყვარელ ქალს მიართვა და გვარიანადაც დააფრთხო, რადგან პატრისიამ იფიქრა, რომ მის წინ სრულიად გადარეული, შეშლილი ადამიანი იდგა. ქალი გაიქცა, მაგრამ 8 წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ და პატრისია ბოლოს და ბოლოს, ბედს დამორჩილდა. ის მოიხიბლა კეიჯის უნარით - იშვიათი ერთგულება გამოიჩინოს გრძნობის მიმართ.

...როცა დადგა ჟამი და ცოლ-ქმარმა გაყრის თაობაზე განცხადება გააკეთა, პაპარაცები მაშინაც კი ფირზე აღბეჭდავდნენ მათ ვნებიან კოცნას.

...ის ნამდვილ თეთრ სასახლეში დაბინავდა, რომელსაც კოშკურები და სათოფურები აქვს. სასახლის შიგნით სულ ძოწეული, პორფირი, ხავერდი და კანდელაბრებია. საწოლის თავზე კი მინის ყუთიდან შემაძრწუნებლად იმზირება უზარმაზარი მარტორქის ფიტული. ერთხელ, როცა გალიანო ესტუმრა, ამ სანახაობამ მასზე ისე იმოქმედა, რომ გონება დაკარგა და იატაკზე გაიშხლართა.

აი, მასპინძელს კი მოსწონს. სახლი ხომ ძალიან ჰგავს თავად მას.

მოამზადა ირინა ჯანდიერმა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება