სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზივები „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“
ექსკლუზივები „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" კვლავ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე აკე­თებს თა­ვის გუნდთან ერ­თად. პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სერს იმ სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ ვეს­ტუმ­რეთ, რომ­ლე­ბიც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­სა­მე სე­ზონს უკავ­შირ­დე­ბა. ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძემ რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლის ვი­ნა­ო­ბა გაგ­ვიმ­ხი­ლა, ასე­ვე ჟი­უ­რის ერთ-ერთი წევ­რის შე­სა­ხე­ბაც გვი­თხრა, რო­მელ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბაც თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ჩვენს კი­თხვა­საც უპა­სუ­ხა, თუ რო­დი­დან ექ­ნე­ბა მა­ყუ­რე­ბელს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ახა­ლი სე­ზო­ნის ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

- ნოე, ისე გა­მო­ვი­და, რომ პრო­ექ­ტი და­იბ­რუ­ნე.

- ამას დაბ­რუ­ნე­ბას ვერ და­ვარ­ქმევ­დი. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, რა­ღაც მი­დის, რა­ღაც მო­დის. მე­ო­რე სე­ზო­ნი სხვა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ა­კე­თეს. ამის გამო გული არ დამ­წყვე­ტია. მე­ო­რე სე­ზო­ნი, რა თქმა უნდა, შედ­გა. ყვე­ლას თა­ვი­სი ხელ­წე­რა აქვს და ამ გან­სხვა­ვე­ბას პირ­ველ და მე­ო­რე სე­ზონს შო­რის ვხე­დავ­დი, თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი, რომ სტან­დარტს ქვე­ვით ჩა­მო­ვი­და. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ბევ­რი რამ მი­ნა­ხავს ცხოვ­რე­ბა­ში (იღი­მის).

- "იმედ­მა" შე­მოგ­თა­ვა­ზა კვლავ ამ პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა?

- პრო­ექ­ტის ხე­ლახ­ლა გა­კე­თე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, კერ­ძოდ, გი­ორ­გი ბახ­ტა­ძემ. მეც, რა თქმა უნდა, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. მი­ხა­რია, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და ჩვე­ნი ხედ­ვა ერ­თმა­ნეთს სრუ­ლად ემ­თხვე­ვა. მე­ო­რე კი ისაა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც "იმედ­ზე" იგ­რძნო­ბა ახლა.

- ამა­ში რას გუ­ლის­ხმობ?

- ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ში გვენ­დო­ბი­ან და გვინ­და, ეს ნდო­ბა გა­ვა­მარ­თლოთ.

- რით იქ­ნე­ბა ახა­ლი სე­ზო­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი?

- ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი. მთა­ვა­რი ის გახ­ლავთ, რომ შევ­ცვა­ლეთ პრო­ექ­ტის ჩა­ტა­რე­ბის ად­გი­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და პრო­ექ­ტის მას­შტა­ბე­ბი. ძა­ლი­ან მოგ­ვწონს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სი­ლა­მა­ზე და სიმ­დიდ­რე, მაგ­რამ ცირ­კში უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის და­ტე­ვა შე­იძ­ლე­ბა და რე­სურ­სიც მე­ტია, სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­ცა­მე­ტე მო­ნა­წი­ლის აქ­ცია, რაც ჩემი იდეა გახ­ლდათ. თავ­და­პირ­ველ პრო­ექ­ტში არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ ყო­ფი­ლა. ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ "ბი-ბი-სის" , თა­ვი­დან სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ, მით უმე­ტეს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, რომ ეს პრო­ექ­ტი იმ­დე­ნად სა­ხალ­ხო გახ­და და იმ­დე­ნად შე­უყ­ვარ­და მა­ყუ­რე­ბელს, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად ერთი ად­გი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვი­საც ყო­ფი­ლი­ყო. უკვე შე­მო­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­უ­კე­თე­სო შე­ვარ­ჩი­ეთ და შემ­დეგ უკვე ხალ­ხის არ­ჩე­ვან­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინ მო­ი­პო­ვებს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბას.

სი­ახ­ლე­ებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით და წამ­ყვა­ნებ­ზეც გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას - წამ­ყვა­ნე­ბის შეც­ვლა ფორ­მა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი და­ნამ­დვი­ლე­ბით იქ­ნე­ბა წამ­ყვა­ნი და მა­მა­კაც წამ­ყვან­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით. ალ­ბათ თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის გა­მოს­ვლის­თვის უკვე იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შო­რის ვა­კე­თებთ არ­ჩე­ვანს.

- ნან­კას, რო­გორც კონ­კურ­სანტს, უნდა მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია.

- არა, ამ სე­ზონ­ზე თა­ვი­დან­ვე წამ­ყვა­ნო­ბა­ზე ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლი და შემ­დეგ წელს შე­საძ­ლოა, კონ­კურ­სან­ტებს შო­რი­საც ვი­ხი­ლოთ.

- ნოე, რო­დე­საც წამ­ყვა­ნებს არ­ჩევ, რით ხელ­მძღვა­ნე­ლობ? რო­გორ აჟი­ო­ტაჟს ატე­ხენ თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ნიშ­ნით?

- აჟი­ო­ტა­ჟის ატე­ხა შე­უძ­ლია ჟი­უ­რის და არა წამ­ყვა­ნებს. წამ­ყვა­ნი კი უნდა უხ­დე­ბო­დეს თა­ვის ამ­პლუ­ას და იცო­დეს სა­კუ­თა­რი საქ­მე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ექსკლუზივები „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“

ექსკლუზივები „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“

„ცეკვავენ ვარსკვლავებს“ კვლავ ნოე სულაბერიძე აკეთებს თავის გუნდთან ერთად. პროექტის პროდიუსერს იმ სიახლეების შესახებ სასაუბროდ ვესტუმრეთ, რომლებიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე სეზონს უკავშირდება. ნოე სულაბერიძემ რამდენიმე მონაწილის ვინაობა გაგვიმხილა, ასევე ჟიურის ერთ-ერთი წევრის შესახებაც გვითხრა, რომელთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია და ჩვენს კითხვასაც უპასუხა, თუ როდიდან ექნება მაყურებელს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონის ხილვის შესაძლებლობა.

- ნოე, ისე გამოვიდა, რომ პროექტი დაიბრუნე.

- ამას დაბრუნებას ვერ დავარქმევდი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, რაღაც მიდის, რაღაც მოდის. მეორე სეზონი სხვა ადამიანებმა გააკეთეს. ამის გამო გული არ დამწყვეტია. მეორე სეზონი, რა თქმა უნდა, შედგა. ყველას თავისი ხელწერა აქვს და ამ განსხვავებას პირველ და მეორე სეზონს შორის ვხედავდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სტანდარტს ქვევით ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიკვირდა ეს ყველაფერი, მაგრამ ბევრი რამ მინახავს ცხოვრებაში (იღიმის).

- „იმედმა“ შემოგთავაზა კვლავ ამ პროექტის გაკეთება?

- პროექტის ხელახლა გაკეთება შემომთავაზა „იმედის“ ხელმძღვანელობამ, კერძოდ, გიორგი ბახტაძემ. მეც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. მიხარია, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობის და ჩვენი ხედვა ერთმანეთს სრულად ემთხვევა. მეორე კი ისაა, რომ მნიშვნელოვანია შემოქმედებითი თავისუფლება, რაც „იმედზე“ იგრძნობა ახლა.

- ამაში რას გულისხმობ?

- შინაარსობრივ ნაწილში გვენდობიან და გვინდა, ეს ნდობა გავამართლოთ.

- რით იქნება ახალი სეზონი განსხვავებული?

- ძალიან ბევრი რამით იქნება გამორჩეული. მთავარი ის გახლავთ, რომ შევცვალეთ პროექტის ჩატარების ადგილი და შესაბამისად, გაიზარდა პროექტის მასშტაბები. ძალიან მოგვწონს რუსთაველის თეატრის სილამაზე და სიმდიდრე, მაგრამ ცირკში უფრო მეტი ადამიანის დატევა შეიძლება და რესურსიც მეტია, სანახაობრივი თვალსაზრისით ბევრად საინტერესო იქნება. ასევე მნიშვნელოვანია მეცამეტე მონაწილის აქცია, რაც ჩემი იდეა გახლდათ. თავდაპირველ პროექტში არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. ეს ექსპერიმენტი ჩვენ შევთავაზეთ „ბი-ბი-სის“ , თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ, მით უმეტეს, წარმატებული პროექტის ფარგლებში, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს პროექტი იმდენად სახალხო გახდა და იმდენად შეუყვარდა მაყურებელს, კარგი იქნებოდა, რომ ვარსკვლავებთან ერთად ერთი ადგილი ნებისმიერი მსურველისთვისაც ყოფილიყო. უკვე შემოსული განცხადებებიდან რამდენიმე საუკეთესო შევარჩიეთ და შემდეგ უკვე ხალხის არჩევანზე იქნება დამოკიდებული, ვინ მოიპოვებს პროექტში მონაწილეობის უფლებას.

სიახლეებზე ვსაუბრობდით და წამყვანებზეც გავამახვილებ ყურადღებას - წამყვანების შეცვლა ფორმატიდან გამომდინარე აუცილებელია. ნანკა კალატოზიშვილი დანამდვილებით იქნება წამყვანი და მამაკაც წამყვანზე ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდით. ალბათ თქვენი ჟურნალის გამოსვლისთვის უკვე იქნება ცნობილი. რამდენიმე ადამიანს შორის ვაკეთებთ არჩევანს.

- ნანკას, როგორც კონკურსანტს, უნდა მიეღო მონაწილეობა, რამდენადაც ცნობილია.

- არა, ამ სეზონზე თავიდანვე წამყვანობაზე ვიყავით შეთანხმებული და შემდეგ წელს შესაძლოა, კონკურსანტებს შორისაც ვიხილოთ.

- ნოე, როდესაც წამყვანებს არჩევ, რით ხელმძღვანელობ? როგორ აჟიოტაჟს ატეხენ თუ პროფესიონალიზმის ნიშნით?

- აჟიოტაჟის ატეხა შეუძლია ჟიურის და არა წამყვანებს. წამყვანი კი უნდა უხდებოდეს თავის ამპლუას და იცოდეს საკუთარი საქმე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება