სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მხიარული ამბები ცნობილ მსახიობებზე
მხიარული ამბები ცნობილ მსახიობებზე

მა­რი­ნე კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტის კი­ნოდ­რა­მა­ტურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ჩა­ი­რი­ცხა. აქე­დან და­ი­წყო მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ სიყ­ვა­რულ­თან - კი­ნოს­თან და­ახ­ლო­ე­ბა. ლექ­ცი­ებს ისე­თი ოს­ტა­ტე­ბი უკი­თხავ­დნენ, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ: ერ­ლომ ახვლე­დი­ა­ნი, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, ირი­ნა კუ­ჭუ­ხი­ძე, ტატა თვა­ლჭ­რე­ლი­ძე, ოთარ სე­ფი­აშ­ვი­ლი. წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­მოც­დი­ლე­ბაც შე­ი­ძი­ნა და კი­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა პრო­ფე­სი­ე­ბიც შე­ის­წავ­ლა. სხვა­დას­ხვა ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას ყო­ფი­ლა მე­ო­რე რე­ჟი­სო­რი, ლო­კა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რი, პრო­დი­უ­სე­რი, კას­ტინ­გის რე­ჟი­სო­რი. გა­და­ი­ღო ფილ­მე­ბი: "მან­და­ლა" და "სკალ­დო­ბა". ახ­ლაც, რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­რი მზად აქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც, მე­ო­რე რე­ჟის­ო­რად მუ­შა­ო­ბა მოს­წონს და უყ­ვარს.

- ბო­ლოს ფრან­გებ­თან მუ­შა­ობ­დით. რა ფილ­მი იყო და ვინ იღებ­და?

- ახალ­გაზ­რდა ფრან­გმა რე­ჟი­სორ­მა, რიად სა­თოფ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ღო ფილ­მი - "ჯეკი ქა­ლე­ბის სა­მე­ფო­ში". მოქ­მე­დე­ბა გა­მო­გო­ნილ და ზღაპ­რულ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. მთა­ვა­რი გმი­რია ქალი-გე­ნე­რა­ლი, რო­მე­ლიც საქმროს ეძებს. ამ როლს შარ­ლო­ტა გინზბურ­გი ას­რუ­ლებს. გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში კას­ტინ­გი მხო­ლოდ ეპი­ზო­დურ, თით­ქმის უტექ­სტო რო­ლებ­ზე ჩა­ა­ტა­რა და 4 მსა­ხი­ო­ბი შე­არ­ჩი­ეს. ერთ-ერთ როლ­ზე თამ­რი­კო მა­ყაშ­ვი­ლი და­ამ­ტკი­ცეს. ეპი­ზოდს მა­ყაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ზა­ჰე­სის ერთ ობი­ექ­ტზე ვი­ღებ­დით. თამ­რი­კო, მე­ტად ორი­გი­ნა­ლურ კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, პულტთან დგას. ის მცვე­ლია და შე­ნო­ბა­ში უცხო ადა­მი­ანს არ უშ­ვებს. "ტრი­უ­კა­ვო­ის" მსგავ­სი სცე­ნა იყო - მთა­ვა­რი გმი­რი მა­მა­კა­ცი ჟაკი და თამ­რი­კოს პერ­სო­ნა­ჟი ჩხუ­ბო­ბენ. მარ­თა­ლია, მსა­ხი­ო­ბებს დამ­ცა­ვი ატ­რი­ბუ­ტე­ბი მო­არ­გეს, მაგ­რამ ერთხელ, ჟაკ­მა თამ­რი­კოს უად­გი­ლო ად­გი­ლას ფეხი ისე მაგ­რად ამო­არ­ტყა, რომ მის­მა კი­ვილ­მა ყვე­ლა შეძ­რა, გა­და­ღე­ბა შე­ა­ჩე­რეს... ამ ფილმზე მუ­შა­ო­ბი­სას, რე­ჟი­სორ­მა მთხო­ვა, - ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში უნდა გა­და­გი­ღოთ და უარი არ მი­თხრა­თო. არ მიყ­ვარს კა­მე­რის წინ დგო­მა და არას­დროს ვთან­ხმდე­ბი ასეთ წი­ნა­და­დე­ბას, მაგ­რამ მან იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხა, რომ ბო­ლოს მა­ინც და­მი­თან­ხმა. აღ­მოჩ­ნდა, რომ უცხო ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უნდა გან­მე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა. ისე გა­მო­მა­წყვეს, სა­კუ­თარ თავს ვერ ვცნობ­დი. სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი ტექ­სტი მე მქონ­და. გა­და­ღე­ბე­ბი­დან და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი გა­მომ­ყვა. ფრან­გი რე­ჟი­სო­რი კარ­გი იუ­მო­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი იყო და მას­თან მუ­შა­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- უცხო­ე­ლებ­თან ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი არ გქონ­დათ?

- ინ­გლი­სუ­რი ენა კარ­გად არ ვიცი, მაგ­რამ უცხო­ე­ლებ­თან დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბამ მი­მახ­ვედ­რა, რომ კი­ნო­ში ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი არ არ­სე­ბობს. როცა სცე­ნა­რი, გეგ­მა და ის ყვე­ლა­ფე­რი იცი, რაც ფილ­მს ეხე­ბა, პრობ­ლე­მე­ბი არ გექ­მნე­ბა.

- "ატა­გე­ნუ­სი" - ეს არის ფილ­მი, რომ­ლის ყუ­რე­ბი­სას ზოგ­ჯერ, შიში მე­უფ­ლე­ბა. მის­ტი­კის გა­და­ღე­ბი­სას რა­ი­მე უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი არ გა­დაგხდე­ნი­ათ?

- მალ­ხაზ ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ეს ფილ­მი დათო ჯა­ნე­ლი­ძემ გა­და­ი­ღო. სა­ინ­ტე­რე­სო თემა იყო - მის­ტი­კა დე­ტექ­ტი­უ­რი სი­უ­ჟე­ტით. ფილ­მის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­და­ვი­ღეთ, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა. მა­შინ ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი ზაზა აბა­ში­ძე იყო. მან ყვე­ლა გზა გაგ­ვიხ­სნა, ე.წ. და­ხუ­რულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­შიც შევ­დი­ო­დით და რაც მთა­ვა­რია, უნი­კა­ლურ სა­ცა­ვებ­შიც, სა­დაც სხვა­ნა­ი­რი გა­რე­მო დაგ­ვხვდა. ფილ­მის­თვის სა­ჭი­რო გა­ნა­თე­ბე­ბი კი­დევ უფრო იდუ­მალს ხდი­და გა­რე­მოს. მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ვცდი­ლობ­დით, სიმ­შვი­დე შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, წყნა­რად გვე­მუ­შა­ვა. სხვა­თა შო­რის, ბიბ­ლი­ო­თე­კის კონ­სულ­ტან­ტი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მუ­შა­ო­ბი­სას რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტი ან ამო­უხ­სნე­ლი მოვ­ლე­ნა არ მომ­ხდა­რა.

- რო­გო­რია ფილ­მის გა­და­ღე­ბის პირ­ვე­ლი დღის რი­ტუ­ა­ლი?

- პირ­ვე­ლი დუბ­ლის წინ, კა­მე­რის შტა­ტივ­ზე შამ­პა­ნუ­რის ბოთლს ურტყა­მენ ან უბ­რა­ლოდ, შამ­პა­ნურს გახ­სნი­ან და ჭი­ქებ­ში ჩა­მო­ას­ხა­მენ. რუ­სე­ბი ასე იქ­ცე­ვი­ან: დიდ თეფშს ჩა­მო­ა­ტა­რე­ბენ, რო­მელ­ზეც ჯგუ­ფის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი სა­კუ­თარ სა­ხელ­სა და გვარს აწერს. პირ­ვე­ლი დუბ­ლის შემ­დეგ, ამ თეფშს ნამ­ცე­ცე­ბად ტე­ხენ და პა­ტა­რა ნა­ტე­ხი ყვე­ლას სუ­ვე­ნი­რად მი­აქვს.

- სე­რი­ალს - "ქა­ღალ­დის ტყვია" წი­ნას­წარ გა­უ­კე­თეს სა­უ­ცხოო რეკ­ლა­მა. ტე­ლე­ეკ­რან­ზე ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ სე­რი­ა­ლით უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა...

- "რუს­თა­ვი 2"-მა 18 სე­რი­ის გა­და­ღე­ბა შეგ­ვიკ­ვე­თა. აკა მორ­ჩი­ლა­ძის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, სცე­ნა­რი ირაკ­ლი სო­ლო­მო­ნაშ­ვილ­მა და­წე­რა. ჩვენ ნელ-ნელა, გეგ­მის მი­ხედ­ვით ვმუ­შა­ობ­დით: ჯერ 5 სე­რია გა­და­ვი­ღეთ, მერე და­ნარ­ჩენს მივ­ყე­ვით. როცა სრუ­ლი სცე­ნა­რი მი­ვი­ღეთ, მივ­ხვდით, რომ იქი­დან 18 სე­რია არ გა­მო­ვი­დო­და. ჰოდა, რად­გა­ნაც მეტ­რა­ჟი უნდა შევ­სე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ მე-15 სე­რი­ი­დან წინა ეპი­ზო­დე­ბის გახ­სე­ნე­ბა-გა­მე­ო­რე­ბა დაგ­ვჭირ­და და ამან პრობ­ლე­მა შექ­მნა, თო­რემ თა­ვად სე­რი­ა­ლი კარ­გი გა­და­ღე­ბუ­ლი იყო, მსა­ხი­ო­ბებ­მაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შეს და ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძე რომ კარ­გი რე­ჟი­სო­რია, ამა­ზე არა­ვინ და­ობს.

- ყვე­ლა რე­ჟი­სორს თა­ვი­სი მუ­შა­ო­ბის სტი­ლი აქვს. ვის გა­მო­არ­ჩევ­დით?

- ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი, გარ­და იმი­სა, რომ დიდი მა­ესტროა, დიდი ადა­მი­ა­ნიც არის. მას­თან ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ხარ. ფილ­მს ად­ვი­ლად იღებს, რად­გან ზუს­ტად იცის, რა უნდა. სა­ოც­რად მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის მარ­თვა ად­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ ოთარ­თან მუ­შა­ო­ბი­სას ხმა­მაღ­ლა არა­ვინ ლა­პა­რა­კობს. რა­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ: - აბა, ახლა სი­ჩუ­მე იყოს, ვი­წყებთ! ყვე­ლა ჩუმ­დე­ბა, ოთა­რი თა­ვი­სი სასტვე­ნით სიგ­ნალს იძ­ლე­ვა და სცე­ნის გა­და­ღე­ბა წყნა­რად, ყო­ველ­გვა­რი ალი­ა­ქო­თის გა­რე­შე იწყე­ბა.

- უამ­რა­ვი მსა­ხი­ო­ბის თა­მა­შის შემ­ფა­სე­ბე­ლი ხართ და გა­სახ­სე­ნე­ბე­ლიც ბევ­რი გექ­ნე­ბათ....

- რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე საყ­ვა­რე­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. მახ­სოვს, ნანა ჯორ­ჯა­ძის "მე­ტე­ო­ი­დი­ოტს" ბა­თუმ­ში ვი­ღებ­დით. რა­მა­ზი და მისი მე­უღ­ლე სას­ტუმ­რო "ინ­ტუ­რის­ტში" და­ვა­ბი­ნა­ვეთ. სცე­ნარ­ში ერთი ასე­თი ეპი­ზო­დია: რა­მა­ზი და ბავ­შვე­ბი სახ­ლში არი­ან, რო­დე­საც მე­რაბ ნი­ნი­ძის გმი­რი წვი­მას "გა­მო­იწ­ვევს". ია­ტა­კი წყლით იფა­რე­ბა; ზე­მო­დან, სპე­ცი­ა­ლუ­რი გაყ­ვა­ნი­ლო­ბე­ბის წყა­ლო­ბით "წვი­მა" მო­დის. მოკ­ლედ, სახ­ლში თავ­სხმაა და მსა­ხი­ო­ბე­ბი სველ­დე­ბი­ან. ეს ეპი­ზო­დი ერთხელ გა­და­ვი­ღეთ, მაგ­რამ ხომ უნდა გა­ვი­მე­ო­როთ? ჰოდა, ყო­ვე­ლი შემ­დე­გი დუბ­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი იწ­მინ­დე­ბა და ისევ თა­ვი­დან იწყე­ბა. რა­მა­ზი იჯდა და ამ­ბობ­და: კაცო, მე ვიცი, როცა წნე­ვა მაქვს, შუბ­ლზე ცივი ტილო მინ­და და ფე­ხე­ბი ცხელ წყალ­ში უნდა ჩავ­ყო. აქ უკუღ­მა იქ­ცე­ვი­ან - თავ­ზე გა­ნა­თე­ბის პრო­ჟექ­ტო­რი მა­ნა­თებს, ფე­ხე­ბი კი ცივ წყალ­ში მაქვს. რა გინ­დათ ჩემ­გან, ხალხნო, პი­რი­ქით რა­ტომ აკე­თებ­თო? მის მო­ყო­ლილ ამ­ბებ­სა და კუ­რი­ო­ზებ­ზე ყვე­ლა­ნი ვხა­ლი­სობ­დით.

მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი თა­ვი­სი თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია. სამი წლის წინ, გი­ორ­გი ფა­რა­ჯა­ნო­ვი (სერ­გოს დის­შვი­ლი) თა­ვი­სი სცე­ნა­რით ფილ­მს - "ყვე­ლა­ნი წა­ვიდ­ნენ" იღებ­და, სა­დაც მიშა 50-იანი წლე­ბის სო­მეხ პა­რიკ­მა­ხერს, ჟო­რას თა­მა­შობ­და. გმი­რის იე­რის მი­სა­ღე­ბად სტო­მა­ტო­ლოგ­მა ორი "ოქ­როს კბი­ლი" ჩა­უს­ვა. მას ხელ­ზე ბე­ჭე­დი ეკე­თა, წვრი­ლი ულ­ვა­ში ჰქონ­და და თმაც რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად და­ი­ვარ­ცხნა. საკ­მა­ოდ სა­სა­ცი­ლო და ზუს­ტი ტი­პა­ჟი იყო. მიშა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი არ­ტის­ტია!

ოთარ შა­მა­თა­ვას ფილმში - "ძვირ­ფა­სო მ." სამი მთა­ვა­რი როლი იყო. მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი, გიო მგე­ლა­ძე და ინ­გლი­სე­ლი გო­გო­ნა. მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სის დიდი სამ­სა­ხი­ო­ბო ნიჭი პა­ტა­რა ეპი­ზოდ­შიც ჩან­და. ერთი უტყვი სცე­ნა ჰქონ­და, რო­მე­ლიც ისე­თი გან­ცდით ითა­მა­შა, ყვე­ლა­ნი გაგ­ვა­ოგ­ნა. შა­მა­თა­ვა ოთარ­თან მი­ვი­და და გა­და­კოც­ნა. მუ­სი­კო­სი ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე იმპრო­ვი­ზა­ცი­ის ფე­ი­ერ­ვერ­კი აღ­მოჩ­ნდა. იგი სე­რი­ა­ლის­თვის - "ღვი­ნის გზა" კას­ტინ­გის რე­ჟი­სორ­მა, ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ შე­არ­ჩია. სულ პა­ტა­რა როლი ჰქონ­და, მაგ­რამ ლიტ­ვე­ლე­ბი ისე მო­ხიბ­ლა, რომ როლი გა­ი­ზარ­და. სცე­ნარ­საც თა­ვი­სე­ბუ­რად ირ­გებ­და, ტექ­სტი ავი­წყდე­ბო­და და გა­და­ას­ხვა­ფე­რებ­და ხოლ­მე - ყვე­ლა­ფერს ჰპა­ტი­ობ­დნენ. როცა გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და, სულ, - "ბრა­ვო", "ბრა­ვოს" ძა­ხი­ლით ხვდე­ბოდ­ნენ.

- რო­ლის­თვის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის შერ­ჩე­ვა და მერე მას­თან მუ­შა­ო­ბა რთუ­ლია?

- არაპრო­ფე­სი­ო­ნალ­მა პა­ტა­რა როლი შე­იძ­ლე­ბა, კარ­გად შე­ას­რუ­ლოს, მაგ­რამ ის, რაც გუგა კო­ტე­ტიშ­ვილ­მა შეძ­ლო ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის ფილმში "ქუ­ჩის დღე­ე­ბი", აი, ეს არის ბედ­ნი­ე­რი და გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვა. ამ ფილმში მთა­ვა­რი როლი მე­რაბ ნი­ნი­ძეს უნდა ეთა­მა­შა, მაგ­რამ გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ღე­ბე­ბი ჰქონ­და და ვე­ღარ ჩა­მო­ვი­და. რო­ლის­თვის მსა­ხი­ო­ბის ძებ­ნა და­ვი­წყეთ. სხვა­თა შო­რის, ფილ­მის ერთ-ერ­თმა პრო­დი­უ­სერ­მა, გია ბა­ზღა­ძემ (მე­ო­რე პრო­დი­უ­სე­რი არ­ჩილ გე­ლო­ვა­ნი), შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, - გუგა გავ­სი­ჯო­თო. ის ორ­გა­ნუ­ლად მო­ერ­გო როლს იმი­ტომ, რომ არ თა­მა­შობ­და... ფილ­მის­თვის - "მე­ტი­ჩა­რა" 10-11 წლის გო­გო­ნას ვე­ძებ­დით. ძი­რი­თა­დად, ბავ­შვე­ბის მო­ძებ­ნა ჭირს ხოლ­მე. თბი­ლი­სის ყვე­ლა სკო­ლა მო­ვი­ა­რეთ და ნინო სურ­გუ­ლა­ძეს სა­ირ­მე­ზე, პირ­ველ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში მი­ვა­გე­ნით. სინ­ჯებ­ზე დი­ღომ­ში და­ვი­ბა­რეთ. სცე­ნა­რის ერთი ეპი­ზო­დი გა­და­ვი­ღეთ და მივ­ხვდით, რომ ვინც გვინ­დო­და, ვი­პო­ვეთ... ეკ­რან­ზე მალე გა­მო­ვა ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლის ფილ­მი "გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი". ბერ­ლი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე ფეს­ტი­ვალ­ზე მი­იწ­ვი­ეს და ყველ­გან პრი­ზი აიღო. ამ ფილ­მის კას­ტინგზე ჩემი მე­გო­ბა­რი ლელი მი­მი­ნოშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და. მის­გან ვიცი, რა რთუ­ლი იყო და რა დიდი დრო დას­ჭირ­და 14 წლის ასა­კის ორი გო­გო­ნას მო­ძებ­ნას. თუ ფილ­მს ნა­ხავთ, დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ფან­ტას­ტი­კუ­რი გო­გო­ნე­ბი შე­არ­ჩი­ეს. ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლია, მთა­ვა­რია, მათ მი­აგ­ნო.

- მე­გო­ბა­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი გყავთ?

- დიდი ხა­ნია, მე და ქეთი კან­ტი­ძე ვმე­გობ­რობთ. სტუ­დია "აბე­კა­ში" ვმუ­შა­ობ­დი, როცა რა­ღაც ეპი­ზო­დის­თვის ფაშ­ფა­შა ქალი - ქეთი მო­იყ­ვა­ნეს. მის­მა თა­მაშ­მა ყვე­ლა მო­ხიბ­ლა. მერე დიტო ცინ­ცა­ძეს­თან წა­ვიყ­ვა­ნე და ფილმში - "კაცი სა­ელ­ჩო­დან" ითა­მა­შა. 2004 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სე­რი­ალ­ში - "ეჰ, მე­გობ­რე­ბო" გა­და­ი­ღეს. ფილ­მს თე­ლავ­ში ვი­ღებ­დით და მე და ქეთი ორი კვი­რა ერთ ნო­მერ­ში ვცხოვ­რობ­დით. ის გულ­ღია, თბი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია. ისეთ ამ­ბებს მიყ­ვე­ბო­და, რომ მთელ ღა­მეს სი­ცილ­ში ვა­ტა­რებ­დით. დი­ტოს­თან, "მე­დი­ა­ტორ­ში" ბორ­დელ­ში მო­მუ­შა­ვე ქალი უნდა გა­ნე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა. სა­თა­მა­შო ბევ­რი არა­ფე­რი ჰქონ­და, მაგ­რამ ნი­ჭი­ე­რია და ისე­თი რა­ღაც მო­ი­ფიქ­რა, დიტო აღ­ფრთო­ვან­და. ეპი­ზოდს მო­გიყ­ვე­ბით: ქალი ზის, მხრე­ბი მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი აქვს, ტუ­ჩე­ბი გა­მომ­წვე­ვად შე­ღე­ბი­ლი, მი­ნი­კა­ბა აც­ვია, რო­მე­ლიც ქე­თის სახ­ლი­დან წა­მო­უ­ღია. იგი ცოტა ხანს კეკ­ლუ­ცობს, მერე სა­ათს და­ხე­დავს, წა­მოდ­გე­ბა, მხრებ­ზე გა­და­სულ კა­ბის სა­ხე­ლო­ებს კის­რის­კენ გად­მო­წევს, კა­ბას კო­ჭე­ბამ­დე ჩა­მო­ი­წევს, თავ­ზე "კა­სინ­კას" წა­იკ­რავს, გრძელ ლა­ბა­დას ჩა­იც­ვამს, ხელ­ში "ავო­ზკას" და­ი­ჭერს, სა­დაც პური, პრო­დუქ­ტე­ბი აწყვია და შინ მი­დის. ქე­თიმ ეს როლი თა­ვად მო­ი­ფიქ­რა და გა­ნა­სა­ხი­ე­რა, რე­ჟი­სორ­მა კი ის ოვა­ცი­ე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა.

- თე­ატ­რი არ გიყ­ვართ? თქვე­ნი შვი­ლი - მაკა ძა­გა­ნია ილი­ა­უ­ნის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია.

- თე­ატ­რში სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­დი­ვარ და თით­ქმის ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლი ნა­ნა­ხი მაქვს. თუმ­ცა, კი­ნო­თე­ატ­რში წას­ვლა და ახა­ლი ფილ­მის ნახ­ვის სურ­ვი­ლი უფრო ხში­რად მიჩ­ნდე­ბა, ვიდ­რე წარ­მოდ­გე­ნა­ზე დას­წრე­ბის...

ნა­ნუ­ლი ზო­ტი­კიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მხიარული ამბები ცნობილ მსახიობებზე

მხიარული ამბები ცნობილ მსახიობებზე

მარინე კულუმბეგაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის კინოდრამატურგიის განყოფილებაზე ჩაირიცხა. აქედან დაიწყო მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულთან - კინოსთან დაახლოება. ლექციებს ისეთი ოსტატები უკითხავდნენ, როგორებიც იყვნენ: ერლომ ახვლედიანი, რეზო თაბუკაშვილი, ირინა კუჭუხიძე, ტატა თვალჭრელიძე, ოთარ სეფიაშვილი. წლების მანძილზე გამოცდილებაც შეიძინა და კინოსთან დაკავშირებული სხვა პროფესიებიც შეისწავლა. სხვადასხვა ფილმზე მუშაობისას ყოფილა მეორე რეჟისორი, ლოკაციის მენეჯერი, პროდიუსერი, კასტინგის რეჟისორი. გადაიღო ფილმები: "მანდალა" და "სკალდობა". ახლაც, რამდენიმე სცენარი მზად აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც, მეორე რეჟისორად მუშაობა მოსწონს და უყვარს.

- ბოლოს ფრანგებთან მუშაობდით. რა ფილმი იყო და ვინ იღებდა?

- ახალგაზრდა ფრანგმა რეჟისორმა, რიად სათოფმა საქართველოში გადაიღო ფილმი - "ჯეკი ქალების სამეფოში". მოქმედება გამოგონილ და ზღაპრულ ქვეყანაში ხდება. მთავარი გმირია ქალი-გენერალი, რომელიც საქმროს ეძებს. ამ როლს შარლოტა გინზბურგი ასრულებს. გადამღებმა ჯგუფმა საქართველოში კასტინგი მხოლოდ ეპიზოდურ, თითქმის უტექსტო როლებზე ჩაატარა და 4 მსახიობი შეარჩიეს. ერთ-ერთ როლზე თამრიკო მაყაშვილი დაამტკიცეს. ეპიზოდს მაყაშვილის მონაწილეობით, ზაჰესის ერთ ობიექტზე ვიღებდით. თამრიკო, მეტად ორიგინალურ კოსტიუმში გამოწყობილი, პულტთან დგას. ის მცველია და შენობაში უცხო ადამიანს არ უშვებს. "ტრიუკავოის" მსგავსი სცენა იყო - მთავარი გმირი მამაკაცი ჟაკი და თამრიკოს პერსონაჟი ჩხუბობენ. მართალია, მსახიობებს დამცავი ატრიბუტები მოარგეს, მაგრამ ერთხელ, ჟაკმა თამრიკოს უადგილო ადგილას ფეხი ისე მაგრად ამოარტყა, რომ მისმა კივილმა ყველა შეძრა, გადაღება შეაჩერეს... ამ ფილმზე მუშაობისას, რეჟისორმა მთხოვა, - ერთ-ერთ ეპიზოდში უნდა გადაგიღოთ და უარი არ მითხრათო. არ მიყვარს კამერის წინ დგომა და არასდროს ვთანხმდები ასეთ წინადადებას, მაგრამ მან იმდენი მოახერხა, რომ ბოლოს მაინც დამითანხმა. აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა განმესახიერებინა. ისე გამომაწყვეს, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. სასაცილო ის იყო, რომ ქართველ მსახიობებს შორის ყველაზე მეტი ტექსტი მე მქონდა. გადაღებებიდან დადებითი ემოციები გამომყვა. ფრანგი რეჟისორი კარგი იუმორის მქონე ადამიანი იყო და მასთან მუშაობით კმაყოფილი ვარ.

- უცხოელებთან ენობრივი ბარიერი არ გქონდათ?

- ინგლისური ენა კარგად არ ვიცი, მაგრამ უცხოელებთან დიდი ხნის ურთიერთობამ მიმახვედრა, რომ კინოში ენობრივი ბარიერი არ არსებობს. როცა სცენარი, გეგმა და ის ყველაფერი იცი, რაც ფილმს ეხება, პრობლემები არ გექმნება.

- "ატაგენუსი" - ეს არის ფილმი, რომლის ყურებისას ზოგჯერ, შიში მეუფლება. მისტიკის გადაღებისას რაიმე უცნაური ამბები არ გადაგხდენიათ?

- მალხაზ ასლამაზიშვილის სცენარის მიხედვით, ეს ფილმი დათო ჯანელიძემ გადაიღო. საინტერესო თემა იყო - მისტიკა დეტექტიური სიუჟეტით. ფილმის ძირითადი ნაწილი საჯარო ბიბლიოთეკაში გადავიღეთ, რაც სასიამოვნოდ მახსენდება. მაშინ ბიბლიოთეკის დირექტორი ზაზა აბაშიძე იყო. მან ყველა გზა გაგვიხსნა, ე.წ. დახურულ განყოფილებებშიც შევდიოდით და რაც მთავარია, უნიკალურ საცავებშიც, სადაც სხვანაირი გარემო დაგვხვდა. ფილმისთვის საჭირო განათებები კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა გარემოს. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ვცდილობდით, სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა, წყნარად გვემუშავა. სხვათა შორის, ბიბლიოთეკის კონსულტანტი ქალბატონები გვეხმარებოდნენ. ჩვენდა საბედნიეროდ, მუშაობისას რაიმე უარყოფითი ფაქტი ან ამოუხსნელი მოვლენა არ მომხდარა.

- როგორია ფილმის გადაღების პირველი დღის რიტუალი?

- პირველი დუბლის წინ, კამერის შტატივზე შამპანურის ბოთლს ურტყამენ ან უბრალოდ, შამპანურს გახსნიან და ჭიქებში ჩამოასხამენ. რუსები ასე იქცევიან: დიდ თეფშს ჩამოატარებენ, რომელზეც ჯგუფის თითოეული წევრი საკუთარ სახელსა და გვარს აწერს. პირველი დუბლის შემდეგ, ამ თეფშს ნამცეცებად ტეხენ და პატარა ნატეხი ყველას სუვენირად მიაქვს.

- სერიალს - "ქაღალდის ტყვია" წინასწარ გაუკეთეს საუცხოო რეკლამა. ტელეეკრანზე ჩვენების შემდეგ, საზოგადოების ნაწილი ამ სერიალით უკმაყოფილო დარჩა...

- "რუსთავი 2"-მა 18 სერიის გადაღება შეგვიკვეთა. აკა მორჩილაძის მოთხრობის მიხედვით, სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. ჩვენ ნელ-ნელა, გეგმის მიხედვით ვმუშაობდით: ჯერ 5 სერია გადავიღეთ, მერე დანარჩენს მივყევით. როცა სრული სცენარი მივიღეთ, მივხვდით, რომ იქიდან 18 სერია არ გამოვიდოდა. ჰოდა, რადგანაც მეტრაჟი უნდა შევსებულიყო, ამიტომ მე-15 სერიიდან წინა ეპიზოდების გახსენება-გამეორება დაგვჭირდა და ამან პრობლემა შექმნა, თორემ თავად სერიალი კარგი გადაღებული იყო, მსახიობებმაც შესანიშნავად ითამაშეს და ლევან თუთბერიძე რომ კარგი რეჟისორია, ამაზე არავინ დაობს.

- ყველა რეჟისორს თავისი მუშაობის სტილი აქვს. ვის გამოარჩევდით?

- ოთარ იოსელიანი, გარდა იმისა, რომ დიდი მაესტროა, დიდი ადამიანიც არის. მასთან ძალიან კომფორტულად ხარ. ფილმს ადვილად იღებს, რადგან ზუსტად იცის, რა უნდა. საოცრად მშვიდი და გაწონასწორებულია. გადამღები ჯგუფის მართვა ადვილი არ არის, მაგრამ ოთართან მუშაობისას ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. რაციაში ამბობენ: - აბა, ახლა სიჩუმე იყოს, ვიწყებთ! ყველა ჩუმდება, ოთარი თავისი სასტვენით სიგნალს იძლევა და სცენის გადაღება წყნარად, ყოველგვარი ალიაქოთის გარეშე იწყება.

- უამრავი მსახიობის თამაშის შემფასებელი ხართ და გასახსენებელიც ბევრი გექნებათ....

- რამაზ ჩხიკვაძე საყვარელი პიროვნება იყო. მახსოვს, ნანა ჯორჯაძის "მეტეოიდიოტს" ბათუმში ვიღებდით. რამაზი და მისი მეუღლე სასტუმრო "ინტურისტში" დავაბინავეთ. სცენარში ერთი ასეთი ეპიზოდია: რამაზი და ბავშვები სახლში არიან, როდესაც მერაბ ნინიძის გმირი წვიმას "გამოიწვევს". იატაკი წყლით იფარება; ზემოდან, სპეციალური გაყვანილობების წყალობით "წვიმა" მოდის. მოკლედ, სახლში თავსხმაა და მსახიობები სველდებიან. ეს ეპიზოდი ერთხელ გადავიღეთ, მაგრამ ხომ უნდა გავიმეოროთ? ჰოდა, ყოველი შემდეგი დუბლისთვის ყველაფერი იწმინდება და ისევ თავიდან იწყება. რამაზი იჯდა და ამბობდა: კაცო, მე ვიცი, როცა წნევა მაქვს, შუბლზე ცივი ტილო მინდა და ფეხები ცხელ წყალში უნდა ჩავყო. აქ უკუღმა იქცევიან - თავზე განათების პროჟექტორი მანათებს, ფეხები კი ცივ წყალში მაქვს. რა გინდათ ჩემგან, ხალხნო, პირიქით რატომ აკეთებთო? მის მოყოლილ ამბებსა და კურიოზებზე ყველანი ვხალისობდით.

მიშა გომიაშვილი თავისი თაობის მსახიობებს შორის გამორჩეულია. სამი წლის წინ, გიორგი ფარაჯანოვი (სერგოს დისშვილი) თავისი სცენარით ფილმს - "ყველანი წავიდნენ" იღებდა, სადაც მიშა 50-იანი წლების სომეხ პარიკმახერს, ჟორას თამაშობდა. გმირის იერის მისაღებად სტომატოლოგმა ორი "ოქროს კბილი" ჩაუსვა. მას ხელზე ბეჭედი ეკეთა, წვრილი ულვაში ჰქონდა და თმაც რაღაც სხვანაირად დაივარცხნა. საკმაოდ სასაცილო და ზუსტი ტიპაჟი იყო. მიშა ძალიან ნიჭიერი არტისტია!

ოთარ შამათავას ფილმში - "ძვირფასო მ." სამი მთავარი როლი იყო. მონაწილეობდნენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, გიო მგელაძე და ინგლისელი გოგონა. მეღვინეთუხუცესის დიდი სამსახიობო ნიჭი პატარა ეპიზოდშიც ჩანდა. ერთი უტყვი სცენა ჰქონდა, რომელიც ისეთი განცდით ითამაშა, ყველანი გაგვაოგნა. შამათავა ოთართან მივიდა და გადაკოცნა. მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე იმპროვიზაციის ფეიერვერკი აღმოჩნდა. იგი სერიალისთვის - "ღვინის გზა" კასტინგის რეჟისორმა, ეკა მჟავანაძემ შეარჩია. სულ პატარა როლი ჰქონდა, მაგრამ ლიტველები ისე მოხიბლა, რომ როლი გაიზარდა. სცენარსაც თავისებურად ირგებდა, ტექსტი ავიწყდებოდა და გადაასხვაფერებდა ხოლმე - ყველაფერს ჰპატიობდნენ. როცა გიტარაზე უკრავდა, სულ, - "ბრავო", "ბრავოს" ძახილით ხვდებოდნენ.

- როლისთვის არაპროფესიონალის შერჩევა და მერე მასთან მუშაობა რთულია?

- არაპროფესიონალმა პატარა როლი შეიძლება, კარგად შეასრულოს, მაგრამ ის, რაც გუგა კოტეტიშვილმა შეძლო ლევან კოღუაშვილის ფილმში "ქუჩის დღეები", აი, ეს არის ბედნიერი და გამონაკლისი შემთხვევა. ამ ფილმში მთავარი როლი მერაბ ნინიძეს უნდა ეთამაშა, მაგრამ გერმანიაში გადაღებები ჰქონდა და ვეღარ ჩამოვიდა. როლისთვის მსახიობის ძებნა დავიწყეთ. სხვათა შორის, ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, გია ბაზღაძემ (მეორე პროდიუსერი არჩილ გელოვანი), შემოგვთავაზა, - გუგა გავსიჯოთო. ის ორგანულად მოერგო როლს იმიტომ, რომ არ თამაშობდა... ფილმისთვის - "მეტიჩარა" 10-11 წლის გოგონას ვეძებდით. ძირითადად, ბავშვების მოძებნა ჭირს ხოლმე. თბილისის ყველა სკოლა მოვიარეთ და ნინო სურგულაძეს საირმეზე, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მივაგენით. სინჯებზე დიღომში დავიბარეთ. სცენარის ერთი ეპიზოდი გადავიღეთ და მივხვდით, რომ ვინც გვინდოდა, ვიპოვეთ... ეკრანზე მალე გამოვა ნანა ექვთიმიშვილის ფილმი "გრძელი ნათელი დღეები". ბერლინის ფესტივალზე წარმატების შემდეგ, რამდენიმე ფესტივალზე მიიწვიეს და ყველგან პრიზი აიღო. ამ ფილმის კასტინგზე ჩემი მეგობარი ლელი მიმინოშვილი მუშაობდა. მისგან ვიცი, რა რთული იყო და რა დიდი დრო დასჭირდა 14 წლის ასაკის ორი გოგონას მოძებნას. თუ ფილმს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ფანტასტიკური გოგონები შეარჩიეს. ბავშვებთან მუშაობა ადვილია, მთავარია, მათ მიაგნო.

- მეგობარი მსახიობები გყავთ?

- დიდი ხანია, მე და ქეთი კანტიძე ვმეგობრობთ. სტუდია "აბეკაში" ვმუშაობდი, როცა რაღაც ეპიზოდისთვის ფაშფაშა ქალი - ქეთი მოიყვანეს. მისმა თამაშმა ყველა მოხიბლა. მერე დიტო ცინცაძესთან წავიყვანე და ფილმში - "კაცი საელჩოდან" ითამაშა. 2004 წელს ტელეკომპანია "იმედის" სერიალში - "ეჰ, მეგობრებო" გადაიღეს. ფილმს თელავში ვიღებდით და მე და ქეთი ორი კვირა ერთ ნომერში ვცხოვრობდით. ის გულღია, თბილი და საინტერესო ადამიანია. ისეთ ამბებს მიყვებოდა, რომ მთელ ღამეს სიცილში ვატარებდით. დიტოსთან, "მედიატორში" ბორდელში მომუშავე ქალი უნდა განესახიერებინა. სათამაშო ბევრი არაფერი ჰქონდა, მაგრამ ნიჭიერია და ისეთი რაღაც მოიფიქრა, დიტო აღფრთოვანდა. ეპიზოდს მოგიყვებით: ქალი ზის, მხრები მოშიშვლებული აქვს, ტუჩები გამომწვევად შეღებილი, მინიკაბა აცვია, რომელიც ქეთის სახლიდან წამოუღია. იგი ცოტა ხანს კეკლუცობს, მერე საათს დახედავს, წამოდგება, მხრებზე გადასულ კაბის სახელოებს კისრისკენ გადმოწევს, კაბას კოჭებამდე ჩამოიწევს, თავზე "კასინკას" წაიკრავს, გრძელ ლაბადას ჩაიცვამს, ხელში "ავოზკას" დაიჭერს, სადაც პური, პროდუქტები აწყვია და შინ მიდის. ქეთიმ ეს როლი თავად მოიფიქრა და განასახიერა, რეჟისორმა კი ის ოვაციებით დააჯილდოვა.

- თეატრი არ გიყვართ? თქვენი შვილი - მაკა ძაგანია ილიაუნის თეატრის მსახიობია.

- თეატრში სიამოვნებით დავდივარ და თითქმის ყველა სპექტაკლი ნანახი მაქვს. თუმცა, კინოთეატრში წასვლა და ახალი ფილმის ნახვის სურვილი უფრო ხშირად მიჩნდება, ვიდრე წარმოდგენაზე დასწრების...

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება