პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშობლისა და სკოლის როლი მოზარდის აღზრდისა და განათლების საქმეში - ფსიქოლოგის რჩევები
მშობლისა და სკოლის როლი მოზარდის აღზრდისა და განათლების საქმეში - ფსიქოლოგის რჩევები

რო­გო­რია მშობ­ლი­სა და სკო­ლის როლი მო­ზარ­დის აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის საქ­მე­ში, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს პირ­ველკ­ლა­სე­ლი ბავ­შვის მშო­ბე­ლი, რათა ბავ­შვის­თვის სწავ­ლის პრო­ცე­სი სა­ინ­ტე­რე­სო იყოს და არა - მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი. კი­თხვებს ფსი­ქო­ლო­გი, ელზა მეს­ხი პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი:

ნანა:

მო­ზარ­დის გო­ნე­ბის გა­დატ­ვირ­თვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და ნას­წავ­ლის უკეთ და­მახ­სოვ­რე­ბის მიზ­ნით, რა უფრო უმ­ჯო­ბე­სია, სკო­ლის შემ­დეგ გარ­თო­ბა და შემ­დეგ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, თუ პი­რი­ქით?

-რა თქმა უნდა, ქალ­ბა­ტო­ნო ნანა უმ­ჯო­ბე­სია, რომ სკო­ლი­დან მოს­ვლის შემ­დეგ ბავ­შვმა და­ის­ვე­ნოს, გა­ერ­თოს და შემ­დგომ და­ი­წყოს უკვე მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. ნას­წავ­ლის უკეთ გახ­სე­ნე­ბის­თვის კი არ­სე­ბობს ასე­თი ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი, რომ ბავ­შვმა მრა­ვალ­ჯერ წა­კი­თხვის ნაც­ვლად, ტექ­სტი წა­ი­კი­თხოს ერთხელ ყუ­რა­დღე­ბით და შემ­დეგ წა­კი­თხუ­ლი­დან თა­ვის თავს და­უს­ვას კი­თხვე­ბი. ეს არის გო­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი სტი­მუ­ლი­რე­ბა სწავლს პრო­ცეს­ში. ეს და­ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვს რომ უკეთ და­ა­მახ­სოვ­რეს წა­კი­თხუ­ლი ტექ­სტი.

ქე­თე­ვა­ნი:

ჩემი შვი­ლი გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ­ში შე­ვიყ­ვა­ნე. რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს მოს­წავ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბას მომ­დევ­ნო დღი­სათ­ვის. (დრო, 17:00 სა­ა­თამ­დე). რას გვირ­ჩევთ, სკო­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ სა­ჭი­როა თუ არა ბავ­შვს გა­მოვ­კი­თხოთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლის შე­სა­ხებ, თუ მივ­ცეთ მას თა­ვი­სუფ­ლად გარ­თო­ბის დრო?

-ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თე­ვან, თუ თქვენ ბავ­შვი 5 სა­ა­თამ­დე გყავთ გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ­ში, ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვმა იქ უკვე მო­ამ­ზა­და გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ამი­ტომ სა­ჭი­რო არ არის და­მა­ტე­ბით გა­მო­კი­თხვა. თუ თქვენ და­გა­ინ­ტე­რე­სებთ, შე­გიძ­ლი­ათ რა­მო­დე­ნი­მე კი­თხვა და­უს­ვათ და ამ გზით გა­არ­კვი­ოთ იცის თუ არა ბავ­შვმა მა­სა­ლა. ჯო­ბია რომ მის­ცეთ დრო გარ­თო­ბის­თვის, რო­გო­რი შე­დე­გი ექ­ნე­ბა სკო­ლა­ში ამას ალ­ბათ შე­ფა­სე­ბი­და­ნაც გა­ი­გებთ.

ნანი:

რა შეგ­ვიძ­ლია მშობ­ლებ­მა გა­ვა­კე­თოთ, რომ ბავ­შვს თა­ნა­ტო­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტუ­რი გა­რე­მო არ შე­ექ­მნას და ამავდრო­უ­ლად, ზედ­მე­ტა­დაც არ ჩა­ვე­რი­ოთ მის და მისი თა­ნა­ტო­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

-აქ მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის რა ასა­კის ბავ­შვზეა სა­უ­ბა­რი, მე ჩავ­თვა­ლე რომ სა­უ­ბა­რია გარ­და­მა­ვა­ლი ასა­კის ბავ­შვზე. ამ ასაკ­ში ბავ­შვის­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა მე­გობ­რე­ბი, ის წრე რო­მელ­შიც ის ტრი­ა­ლებს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია მშო­ბე­ლი სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დოს ამ დროს ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბას.ის უნდა გა­მო­ვი­დეს მე­ურ­ვის, მფარ­ვე­ლის რო­ლი­დან და იქ­ცეს მის­თვის მე­გობ­რად, რომ ბავ­შვმა შეძ­ლოს მშო­ბელ­თან სა­უ­ბა­რი თა­ვის გრძნო­ბებ­ზე, თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ამი­ტომ ვურ­ჩევ მშო­ბელს მე­ურ­ვის როლი შეც­ვა­ლოს და ბავ­შვის­თვის იყოს მე­გო­ბა­რი, თა­ნამ­დგო­მი.

მაია:

ჩემი შვი­ლი მი­უ­ხე­და­ვად მისი ასა­კი­სა, ძა­ლი­ან თავ­მოყ­ვა­რეა. ვერ ეგუ­ე­ბა უსა­მარ­თლო­ბას. დღეს ისე­თი თა­ო­ბა მო­დის, რომ ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის მი­საღ­წე­ვად პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან უხეშ ქმე­დე­ბებს სჩა­დი­ან. რო­გორ ავღ­ზარ­დოთ შვი­ლი (ბიჭი), ყვე­ლა­ფე­რი ეს მის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო პრობ­ლე­მად ვაქ­ციო და და­ვარ­წმუ­ნო, რომ ასეთ ბავ­შვე­ბის ქცე­ვას ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ოს.

-ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასა­კი არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, არა­და სწო­რედ ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ. რა თქმა უნდა ბავ­შვმა უნდა ის­წავ­ლოს სხვე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, მაგ­რამ უნდა შე­ეძ­ლოს თა­ვის დაც­ვაც. უმ­ჯო­ბე­სია, როცა კი­თხვას დას­ვა­მენ და­ა­კონ­კრე­ტონ ბავ­შვის ასა­კი, რომ უფრო გარ­კვე­ვით შევ­ძლოთ პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

ნა­თია:

ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია, ჯი­უ­ტი, სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან ზარ­მა­ციც. ის პირ­ველ კლას­ში შე­დის. რო­გორ "მო­ვარ­ჯუ­ლო" ჭირ­ვე­უ­ლი შვი­ლი?

-სი­ზარ­მა­ცეს რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, მე ჩა­მოვ­თვლი ამ მი­ზე­ზებს, თქვენ კი აქე­დან შე­იძ­ლე­ბა ამო­იც­ნოთ რო­მე­ლი­მე მი­ზე­ზი, რის გა­მოც თქვე­ნი შვი­ლი ზარ­მა­ცობს და ამის შემ­დეგ უფრო ად­ვი­ლად გა­უმკლავ­დე­ბით ამ პრობ­ლე­მას.პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა სი­ზარ­მა­ცე გა­მო­იწ­ვი­ოს, შე­იძ­ლე­ბა იყოს თა­ვად მშო­ბე­ლი.რო­დე­საც ის მუდ­მი­ვად ცდი­ლობს ჩა­ე­რი­ოს ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში,და­ეხ­მა­როს ჭა­მის დროს, და­ბან­ვის დროს, ანუ და­ეხ­მა­როს იმა­ში რისი გა­კე­თე­ბაც თა­ვად ბავ­შვს შე­უძ­ლია.როცა მშო­ბე­ლი აქ­ტი­უ­რად ერე­ვა, იმის გამო რომ დრო მო­ი­გოს და უფრო სწრა­ფად გა­ა­კე­თოს ეს ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვევს ბავ­შვის გა­ზარ­მა­ცე­ბას. მე­ო­რე მი­ზე­ზი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა სი­ზარ­მა­ცე გა­მო­იწ­ვი­ოს არის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შიში. ანუ, რო­დე­საც ბავ­შვი რა­მეს აკე­თებს, თუ კარ­გად არ გა­მო­უ­ვა და მი­ი­ღებს შე­ნიშ­ვნას, მე­ო­რედ აღარ გა­ა­კე­თებს წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ში­შის გამო, ეს შე­იძ­ლე­ბა მშო­ბელ­მა სი­ზარ­მა­ცედ ჩა­უთ­ვა­ლოს. კი­დევ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იზე­ზი, რაც იწ­ვევს სი­ზარ­მა­ცეს, ეს არის ბავ­შვის გა­დაღ­ლა. ბავ­შვე­ბი და­ყავთ ძა­ლინ ბევრ წრე­ზე და ბავ­შვი იმ­დე­ნად დაღ­ლი­ლია, მას არ შე­უძ­ლია მე­ტის გა­კე­თე­ბა. ამი­ტომ იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბით და შეძ­ლებთ და­ად­გი­ნოთ რა არის თქვე­ნი შვი­ლის სი­ზარ­მა­ცის მი­ზე­ზი.

ყვე­ლა ბავ­შვს სჭირ­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბა და სით­ბო. ჭირ­ვე­უ­ლო­ბა და სი­ჯი­უ­ტე ხში­რად გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ბავ­შვს უნდა მშობ­ლის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა. ანუ ეს არის ერთ-ერთი ფრო­მა ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვის ფორ­მა. ამი­ტომ ეცა­დეთ მეტი თა­ნად­გო­მა და ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოთ შვი­ლის მი­მართ და ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ცემთ იმ ეფექტს, რომ ბავ­შვი ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რი და ჯი­უ­ტი იქ­ნე­ბა.

თა­მა­რი:

ჩემი შვი­ლი მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით არ ჯდე­ბა სა­მე­ცა­დი­ნოდ, რომ შე­იძ­ლე­ბა კარ­გად ვერ წა­ი­კი­თხოს, კარ­გად ვერ და­წე­როს და ა.შ. ვამ­შვი­დებ, რომ ის ჯერ პა­ტა­რაა და არა­ფე­რია, თუ შე­ეშ­ლე­ბა, რად­გან პირ­ვე­ლად ჩევნც ვერ ვკი­თხუ­ლობ­დით და ვერ ვწერ­დით, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ნერ­ვულ აშ­ლი­ლო­ბამ­დე მიჰ­ყავს ბავ­შვი, იწყებს ტი­რილს. ამის გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რა გავ­კე­თო, რომ ეს რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ვას­წო­რო?

-ბავ­შვს რო­მელ­საც რა­ღაც არ გა­მო­დის, ალ­ბათ იღე­ბუ­ლი აქვს რა­ი­მე უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა, ანუ სხვა შემ­თხე­ვე­ვა რო­დე­საც არ გა­მო­უ­ვი­და და მე­ო­რედ უფრთხის უკვე რა­ი­მეს გა­კე­თე­ბას წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ში­შით. მშო­ბე­ლი უნდა ეცა­დოს, რომ ბავ­შვს გა­ა­კე­თე­ბი­ნოს ის რაც კარ­გად გა­მოს­დის, შე­ა­ქოს გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო. შემ­დგომ თან­და­თან გა­ურ­თუ­ლოს­და­ვა­ლე­ბა, უნდა და­ა­ჯილ­დო­ვოს, ეს არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­ხით, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­ფე­რე­ბა, კოც­ნა. შემ­დეგ ნელ-ნელა უნდა გა­და­ვი­დეს იმ და­ვა­ლე­ბა­ზეც, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც სა­ჭი­როა.

მშო­ბე­ლი:

დაგ­ვი­ხა­სი­ა­თეთ მშობ­ლის და ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გია და მათი ტი­პე­ბი, რო­გო­რია ბავ­შვის მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა მშო­ბელ­თან, რა უნდა იცო­დეს დე­დამ, მა­მამ შვი­ლის სწო­რად აღ­ზრდის­თვის.

-სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მშობ­ლის რამ­დე­ნი­მე ტიპს გა­მო­ყო­ფენ აღ­ზრდის სტი­ლის მი­ხედ­ვით, ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, ლი­ბე­რა­ლუ­რი და ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი.რო­დე­საც მშობ­ლე­ბი აღ­ზრდის დე­მოკ­რა­ტი­ულ სტილს იყე­ნე­ბენ, ეს იმას ნიშ­ნავს რომ ოჯახ­ში არის გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბი და ამა­ვე დროს არის თა­ნად­გო­მაც. არ­სე­ბობს წე­სე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი, მაგ­რამ ეს არის ყვე­ლა­ფე­რი ახ­სნი­ლი. აუ­ცი­ლებ­ლად უხ­სნი­ან ბავ­შვს რა­ტომ არ არის ამა თუ იმ საქ­ცი­ე­ლის ჩა­დე­ნა კარ­გი. ბავ­შვი ამა იგებს და ეს აკ­რძალ­ვე­ბი ნაკ­ლე­ბად მატ­რამ­ვი­რე­ბე­ლია მის­თვის. ხოლო რო­დე­საც ოჯახ­ში არის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი აღ­ზრდის სტი­ლი, ეს გუ­ლის­ხმობს რომ იქ არის აკ­რძალ­ვე­ბი, მაგ­რამ ყო­ველ­გვა­რი ახ­სნის გა­რე­შე. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვებ­მა იცი­ან, რომ რა­ღაც არ უნდა გა­ა­კე­თონ და თუ მოხ­დე­ბა შე­კა­მა­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბაც. მე­სა­მე აღ­ზრდის სტი­ლი არის ლი­ბე­რა­ლუ­რი, როცა არარ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, წე­სე­ბი და ბავ­შვს არ უშ­ლი­ან არა­ფერს. მშო­ბე­ლი ამას იმით ხშნის, რომ არ სურს შვილ­თან კონფრონ­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლა.ძი­რი­თა­დად აღ­ზრდის ეს სტი­ლი აქვთ იმ მშობ­ლებს, ვინც თა­ვად ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ტი­პის ოჯა­ხებ­ში გა­ი­ზარ­დნენ. არის კდი­ევ ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი აღ­ზრდის სტი­ლი, როცა მშო­ბე­ლი არის უყუ­რა­დღე­ბო, არ გა­მო­ხა­ტავს თა­ნაგ­რძნო­ბას, ეს შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბით, გა­დაღ­ლით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს არის აღ­ზრდის რა­მო­დე­ნი­მე სტი­ლი, მშო­ბელ­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორ ურ­ჩევ­ნია ბავ­შვის აღ­ზრდა. კვლე­ვე­ბით დად­გინ­და, რომ ყვე­ლა­ზე უფრო კარ­გად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი აღ­ზრდის სტი­ლით გა­ი­ზარ­დნენ.

სო­ფიო სურ­გუ­ლა­ძე:

გთხოვთ მას­წავ­ლეთ გზა, რომ­ლი­თაც შევ­ძლებ ბავ­შვი­სათ­ვის მე­დი­კა­მენ­ტის მი­წო­დე­ბას ისე რომ ამას არ მოჰ­ყვეს ტი­რი­ლი, გუ­ლის რევა და ა.შ. (ბავ­შვე­ბი 3 და 1 წლი­სა­ნი არი­ან).

-ზო­გა­დად ბავ­შვის­თვის გან­კუთ­ვნის წამ­ლებს სა­სი­ა­მოვ­ნო გემო აქვს, მაგ­რამ თუ ეს ასე არ არის ოე­დი­ატ­რის რე­კო­მენ­და­ცი­ით წა­მა­ლი გა­იხ­სნას წვენ­ში ან სიროფ­ში, ან საჭ­მელ­ში და ასე­თი სა­ხით მი­ვა­წო­დოთ ბავ­შვს. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ წამ­ლის მი­ღე­ბის პრო­ცესს მივ­ცემთ ერ­თგვა­რი თა­მა­შის ფორ­მას, ეს ყვე­ლა­ფე­რი მშობ­ლის ფან­ტა­ზი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

-გთხოვთ მი­თხრათ რა დატ­ვირ­თვაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი 3 წლის და 6 თვის ბავ­შვი­სათ­ვის. რამ­დე­ნი­მე წა­კი­თხვა­ში შე­უძ­ლია 15-17 სტრო­ფი­ა­ნი ლექ­სი ზე­პი­რად წა­ი­კი­თხოს. იცის და­ახ­ლო­ე­ბით 100 სი­ტყვა რუ­სუ­ლად. თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თულ ასოს ცნობს. ეს არ ხდე­ბა ძალ­და­ტა­ნე­ბით. უბ­რა­ლოდ თვი­თონ კი­თხუ­ლობს ეს რო­გო­რაა რუ­სუ­ლად ან ითხოვს ერთი და იგი­ვე ზღაპ­რის ან ლექ­სის რამ­დენ­ჯერ­მე წა­კი­თხვას. ასე­ვე დიდ დროს ატა­რებს კომ­პი­უ­ტერ­თან. ფაქ­ტი­უ­რად კომ­პი­უ­ტე­რი­დან ის­წავ­ლა ასო­ე­ბის ცნო­ბა. ზედ­მე­ტი ხომ არ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი? ხომ არ შევ­ზღუ­დო რო­მე­ლი­მე კუ­თხით?

-არ­სე­ბობს ასა­კობ­რი­ვი სტან­დარ­ტი, ანუ რისი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია ამ ასა­კის ბავ­შვს. თქვენ რაც ჩა­მოთ­ვა­ლეთ, ეს არის გა­ცი­ლე­ბით მეტი, ვიდ­რე ამ ასა­კის ბავ­შვს შე­უძ­ლია რომ გა­ა­კე­თოს.მაგ­რამ რად­გან ეს ხდე­ბა ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად, არ უნდა შევ­ზღუ­დოთ. არ­სე­ბო­ბენ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბა­საც აქვთ ძა­ლი­ან კარ­გი მე­ხი­ე­რე­ბა და მდი­და­რი სტყვა­თა მა­რა­გი, ასე­თი ბავ­შვე­ბის არ­სე­ბო­ბა არის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაც და ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც. ასე­თი ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში შე­იძ­ლე­ბა სირ­თუ­ლე­ებ­საც წა­ა­წყდნენ, იქ მათ­თვის უკვე უინ­ტე­რე­სოა სი­აგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ის­წავ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს კონ­ფლიქ­ტი თა­ნა­ტო­ლებ­თან, იმი­ტომ რომ მათი მხრი­დან ხდე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ზე­წო­ლა, მათ წი­ნას­წარ იცი­ან პა­სუ­ხე­ბი იმ კი­თხვებ­ზე რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი დას­ვამს. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, რომ ასეთ ბავ­შვებს ვას­წავ­ლოთ სხვი­სი მოს­მე­ნა, მოთ­მი­ნე­ბა და ამ მხრივ გა­ნუ­ვი­თა­როთ უნა­რე­ბი.

მაია:

სას­წავ­ლო, აღ­მზრდე­ლო­ბით და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხში­რად ცდი­ლო­ბენ მო­ზარ­დებ­ში ში­შის და­თეს­ვას. მარ­თე­ბუ­ლია ასე­თი მიდ­გო­მა?

-ასე­თი შიში შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაჰ­ყვეს ბავ­შვს. შე­იძ­ლე­ბა ამ ში­შის შდე­გი მა­შინ­ვე იყოს, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ფსი­ქი­ურ და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში, ემო­ცი­ურ აშ­ლი­ლო­ბა­ში და ა.შ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში მი­სა­ღე­ბი არ არის ასე­თი მე­თო­დი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის ამის შე­დე­გი ხან­გრძლი­ვი დრო­ის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­დეს, და საკ­მა­ოდ რთუ­ლი არის მერე ამ შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრა. სა­სურ­ვე­ლია რომ ბავ­შვე­ბის არა­მარ­ტო ფი­ზი­კურ, არა­მედ სუ­ლი­ერ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც ვიზ­რუ­ნოთ.

ლია:

რო­გო­რია ზღვა­რი ბავ­შვებ­ში კრი­ტი­კულ და მშვიდ პე­რი­ო­დებს შო­რის და რო­გორ უნდა "მარ­თოს" ბავ­შვის ფსი­ქო­ლო­გია მშობ­ლებ­მა?

-კი­თხვა ძა­ლი­ან ზო­გა­დია, ანუ არ კონ­კრეტ­დე­ბა, არც ასა­კი, არც გა­რე­მო­ე­ბა რის გა­მოც არის ბავ­შვი აღ­გზნე­ბუ­ლი. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, რო­დე­საც კი­თხვა და­ის­მე­ბა უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­დოთ.რაც შე­ე­ხე­ბა აღზ­ნე­ბას, მთა­ვა­რია და­ვად­გი­ნოთ მი­ზე­ზი რის გამო არის ბავ­შვი აღ­გზნე­ბუ­ლი. უნდა შე­ვე­ცა­დოთ გა­იხ­სნას ბავ­შვი და მოგ­ვუყ­ვეს რა სჭირს. თუ ჩვე­ნი თა­ნად­გო­მა არ აღ­მოჩ­ნდე­ბა საკ­მა­რი­სი, შემ­დეგ უკვე უნდა მი­მარ­თოთ ფსი­ქო­ლოგს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მშობლისა და სკოლის როლი მოზარდის აღზრდისა და განათლების საქმეში - ფსიქოლოგის რჩევები

მშობლისა და სკოლის როლი მოზარდის აღზრდისა და განათლების საქმეში - ფსიქოლოგის რჩევები

როგორია მშობლისა და სკოლის როლი მოზარდის აღზრდისა და განათლების საქმეში, როგორ უნდა მოიქცეს პირველკლასელი ბავშვის მშობელი, რათა ბავშვისთვის სწავლის პროცესი საინტერესო იყოს და არა - მოსაბეზრებელი. კითხვებს ფსიქოლოგი, ელზა მესხი  პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ნანა:

მოზარდის გონების გადატვირთვის თავიდან აცილებისა და ნასწავლის უკეთ დამახსოვრების მიზნით, რა უფრო უმჯობესია, სკოლის შემდეგ გართობა და შემდეგ მეცადინეობა, თუ პირიქით?

-რა თქმა უნდა, ქალბატონო ნანა უმჯობესია, რომ სკოლიდან მოსვლის შემდეგ ბავშვმა დაისვენოს, გაერთოს და შემდგომ დაიწყოს უკვე მეცადინეობა. ნასწავლის უკეთ გახსენებისთვის კი არსებობს ასეთი ეფექტური მეთოდი, რომ ბავშვმა მრავალჯერ წაკითხვის ნაცვლად, ტექსტი წაიკითხოს ერთხელ ყურადღებით და შემდეგ წაკითხულიდან თავის თავს დაუსვას კითხვები. ეს არის გონების აქტიური სტიმულირება სწავლს პროცესში. ეს დაეხმარება ბავშვს რომ უკეთ დაამახსოვრეს წაკითხული ტექსტი.

ქეთევანი:

ჩემი შვილი გახანგრძლივებულში შევიყვანე. რაც ითვალისწინებს მოსწავლის გაკვეთილების მომზადებას მომდევნო დღისათვის. (დრო, 17:00 საათამდე).  რას გვირჩევთ, სკოლიდან გამოყვანის შემდეგ საჭიროა თუ არა ბავშვს გამოვკითხოთ მომზადებული მასალის შესახებ, თუ მივცეთ მას თავისუფლად გართობის დრო?

-ქალბატონო ქეთევან, თუ თქვენ ბავშვი 5 საათამდე გყავთ გახანგრძლივებულში, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ბავშვმა იქ უკვე მოამზადა გაკვეთილები, ამიტომ საჭირო არ არის დამატებით გამოკითხვა. თუ თქვენ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ რამოდენიმე კითხვა დაუსვათ და ამ გზით გაარკვიოთ იცის თუ არა ბავშვმა მასალა. ჯობია რომ მისცეთ დრო გართობისთვის, როგორი შედეგი ექნება სკოლაში ამას ალბათ შეფასებიდანაც გაიგებთ.

ნანი:

რა შეგვიძლია მშობლებმა გავაკეთოთ, რომ ბავშვს თანატოლებთან კონფლიქტური გარემო არ შეექმნას და ამავდროულად, ზედმეტადაც არ ჩავერიოთ მის და მისი თანატოლების ურთიერთობაში?

-აქ მითითებული არ არის რა ასაკის ბავშვზეა საუბარი, მე ჩავთვალე რომ საუბარია გარდამავალი ასაკის ბავშვზე. ამ ასაკში ბავშვისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება მეგობრები, ის წრე რომელშიც ის ტრიალებს, ამიტომ უმჯობესია მშობელი სიფრთხილით მოეკიდოს ამ დროს ბავშვთან ურთიერთობას.ის უნდა გამოვიდეს მეურვის, მფარველის როლიდან და იქცეს მისთვის მეგობრად, რომ ბავშვმა შეძლოს მშობელთან საუბარი თავის გრძნობებზე, თანატოლებთან ურთიერთობაზე. ამიტომ ვურჩევ მშობელს მეურვის როლი შეცვალოს და ბავშვისთვის იყოს მეგობარი, თანამდგომი.

მაია:

ჩემი შვილი მიუხედავად მისი ასაკისა, ძალიან თავმოყვარეა. ვერ ეგუება უსამართლობას. დღეს ისეთი თაობა მოდის, რომ ლიდერის პოზიციის მისაღწევად პატარა ბიჭები ძალიან უხეშ ქმედებებს სჩადიან. როგორ ავღზარდოთ შვილი (ბიჭი), ყველაფერი ეს მისთვის უმნიშვნელო პრობლემად ვაქციო და დავარწმუნო, რომ ასეთ ბავშვების ქცევას ყურადღება არ მიაქციოს.

-ამ შემთხვევაშიც ასაკი არ არის მითითებული, არადა სწორედ ასაკის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. რა თქმა უნდა ბავშვმა უნდა ისწავლოს სხვების პატივისცემა, მაგრამ უნდა შეეძლოს თავის დაცვაც. უმჯობესია, როცა კითხვას დასვამენ დააკონკრეტონ ბავშვის ასაკი, რომ უფრო გარკვევით შევძლოთ პასუხის გაცემა.

ნათია:

ჩემი შვილი ძალიან ემოციურია, ჯიუტი, სამწუხაროდ ძალიან ზარმაციც. ის პირველ კლასში შედის. როგორ "მოვარჯულო" ჭირვეული შვილი?

-სიზარმაცეს რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მე ჩამოვთვლი ამ მიზეზებს, თქვენ კი აქედან შეიძლება ამოიცნოთ რომელიმე მიზეზი, რის გამოც თქვენი შვილი ზარმაცობს და ამის შემდეგ უფრო ადვილად გაუმკლავდებით ამ პრობლემას.პირველი მიზეზი, რომელმაც შეიძლება სიზარმაცე გამოიწვიოს, შეიძლება იყოს თავად მშობელი.როდესაც ის მუდმივად ცდილობს ჩაერიოს ბავშვის ცხოვრებაში,დაეხმაროს ჭამის დროს, დაბანვის დროს, ანუ დაეხმაროს იმაში რისი გაკეთებაც თავად ბავშვს შეუძლია.როცა მშობელი აქტიურად ერევა, იმის გამო რომ დრო მოიგოს და უფრო სწრაფად გააკეთოს ეს ყველაფერი იწვევს ბავშვის გაზარმაცებას. მეორე მიზეზი, რომელმაც შეიძლება სიზარმაცე გამოიწვიოს არის წარუმატებლობის შიში. ანუ, როდესაც ბავშვი რამეს აკეთებს, თუ კარგად არ გამოუვა და მიიღებს შენიშვნას, მეორედ აღარ გააკეთებს წარუმატებლობის შიშის გამო, ეს შეიძლება მშობელმა სიზარმაცედ ჩაუთვალოს. კიდევ არის მნიშვნელოვანი იზეზი, რაც იწვევს სიზარმაცეს, ეს არის ბავშვის გადაღლა. ბავშვები დაყავთ ძალინ ბევრ წრეზე და ბავშვი იმდენად დაღლილია, მას არ შეუძლია მეტის გაკეთება. ამიტომ იყავით ყურადღებით და შეძლებთ დაადგინოთ რა არის თქვენი შვილის სიზარმაცის მიზეზი.

ყველა ბავშვს სჭირდება ყურადღება და სითბო. ჭირვეულობა და სიჯიუტე ხშირად გამოწვეულია იმით, რომ ბავშვს უნდა მშობლის ყურადღების მიპყრობა. ანუ ეს არის ერთ-ერთი ფრომა ყურადღების მიქცევის ფორმა. ამიტომ ეცადეთ მეტი თანადგომა და ყურადღება გამოიჩინოთ შვილის მიმართ და ეს აუცილებლად მოგცემთ იმ ეფექტს, რომ ბავშვი ნაკლებად ემოციური და ჯიუტი იქნება.

თამარი:

ჩემი შვილი მხოლოდ იმ მიზეზით არ ჯდება სამეცადინოდ, რომ შეიძლება კარგად ვერ წაიკითხოს, კარგად ვერ დაწეროს და ა.შ. ვამშვიდებ, რომ ის ჯერ პატარაა და არაფერია, თუ შეეშლება, რადგან პირველად ჩევნც ვერ ვკითხულობდით და ვერ ვწერდით, მაგრამ ამ ყველაფერს ნერვულ აშლილობამდე მიჰყავს ბავშვი, იწყებს ტირილს. ამის გადმოცემა შეუძლებელია. რა გავკეთო, რომ ეს რთული მდგომარეობა გამოვასწორო?

-ბავშვს რომელსაც რაღაც არ გამოდის, ალბათ იღებული აქვს რაიმე უარყოფითი შეფასება, ანუ სხვა შემთხევევა როდესაც არ გამოუვიდა და მეორედ უფრთხის უკვე რაიმეს გაკეთებას წარუმატებლობის შიშით. მშობელი უნდა ეცადოს, რომ ბავშვს გააკეთებინოს ის რაც კარგად გამოსდის, შეაქოს გაკეთებული საქმიანობის გამო. შემდგომ თანდათან გაურთულოსდავალება, უნდა დააჯილდოვოს, ეს არ გამოიხატება მხოლოდ მატერიალური სახით, ეს შეიძლება იყოს მოფერება, კოცნა. შემდეგ ნელ-ნელა უნდა გადავიდეს იმ დავალებაზეც, რომლის შესრულებაც საჭიროა.

მშობელი:

დაგვიხასიათეთ მშობლის და ბავშვის ფსიქოლოგია და მათი ტიპები, როგორია ბავშვის მიჯაჭვულობა მშობელთან, რა უნდა იცოდეს დედამ, მამამ შვილის სწორად აღზრდისთვის.

-სამეცნიერო ლიტერატურაში მშობლის რამდენიმე ტიპს გამოყოფენ აღზრდის სტილის მიხედვით, ეს არის დემოკრატიული, ავტორიტარული, ლიბერალური და ინდიფერენტული.როდესაც მშობლები აღზრდის დემოკრატიულ სტილს იყენებენ, ეს იმას ნიშნავს რომ ოჯახში არის გარკვეული წესები და ამავე დროს არის თანადგომაც. არსებობს წესები და აკრძალვები, მაგრამ ეს არის ყველაფერი ახსნილი. აუცილებლად უხსნიან ბავშვს რატომ არ არის ამა თუ იმ საქციელის ჩადენა კარგი. ბავშვი ამა იგებს და ეს აკრძალვები ნაკლებად მატრამვირებელია მისთვის. ხოლო როდესაც ოჯახში არის ავტორიტარული აღზრდის სტილი, ეს გულისხმობს რომ იქ არის აკრძალვები, მაგრამ ყოველგვარი ახსნის გარეშე. ამ შემთხვევაში ბავშვებმა იციან, რომ რაღაც არ უნდა გააკეთონ და თუ მოხდება შეკამათება შეიძლება მოხდეს ფიზიკური შეხებაც. მესამე აღზრდის სტილი არის ლიბერალური, როცა არარსებობს არანაირი შეზღუდვები, წესები და ბავშვს არ უშლიან არაფერს. მშობელი ამას იმით ხშნის, რომ არ სურს შვილთან კონფრონტაციაში შესვლა.ძირითადად აღზრდის ეს სტილი აქვთ იმ მშობლებს, ვინც თავად ავტორიტარული ტიპის ოჯახებში გაიზარდნენ. არის კდიევ ინდიფერენტული აღზრდის სტილი, როცა მშობელი არის უყურადღებო, არ გამოხატავს თანაგრძნობას, ეს შეიძლება ცხოვრებისეული სიძნელეებით, გადაღლით იყოს გამოწვეული. ეს არის აღზრდის რამოდენიმე სტილი, მშობელზე არის დამოკიდებული როგორ ურჩევნია ბავშვის აღზრდა. კვლევებით დადგინდა, რომ ყველაზე უფრო კარგად ადაპტირებულები არიან ბავშვები, რომლებიც დემოკრატიული აღზრდის სტილით გაიზარდნენ.

სოფიო სურგულაძე:

გთხოვთ მასწავლეთ გზა, რომლითაც შევძლებ ბავშვისათვის მედიკამენტის მიწოდებას ისე რომ ამას არ მოჰყვეს ტირილი, გულის რევა და ა.შ. (ბავშვები 3 და 1 წლისანი არიან).

-ზოგადად ბავშვისთვის განკუთვნის წამლებს სასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ თუ ეს ასე არ არის ოედიატრის რეკომენდაციით წამალი გაიხსნას წვენში ან სიროფში, ან საჭმელში და ასეთი სახით მივაწოდოთ ბავშვს. კარგი იქნება თუ წამლის მიღების პროცესს მივცემთ ერთგვარი თამაშის ფორმას, ეს ყველაფერი მშობლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

-გთხოვთ მითხრათ რა დატვირთვაა მიზანშეწონილი 3 წლის და 6 თვის ბავშვისათვის. რამდენიმე წაკითხვაში შეუძლია 15-17 სტროფიანი  ლექსი ზეპირად წაიკითხოს. იცის დაახლოებით 100 სიტყვა რუსულად. თითქმის ყველა ქართულ ასოს ცნობს. ეს არ ხდება ძალდატანებით. უბრალოდ თვითონ კითხულობს ეს როგორაა რუსულად ან ითხოვს ერთი და იგივე ზღაპრის ან ლექსის რამდენჯერმე წაკითხვას. ასევე დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან. ფაქტიურად კომპიუტერიდან ისწავლა ასოების ცნობა. ზედმეტი ხომ არ არის ეს ყველაფერი? ხომ არ შევზღუდო რომელიმე კუთხით?

-არსებობს ასაკობრივი სტანდარტი, ანუ რისი გაკეთება შეუძლია ამ ასაკის ბავშვს. თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ამ ასაკის ბავშვს შეუძლია რომ გააკეთოს.მაგრამ რადგან ეს ხდება ძალდაუტანებლად, არ უნდა შევზღუდოთ. არსებობენ ძალიან ნიჭიერი ბავშვები, რომლებასაც აქვთ ძალიან კარგი მეხიერება და მდიდარი სტყვათა მარაგი, ასეთი ბავშვების არსებობა არის დიდი ბედნიერებაც და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც. ასეთი ბავშვები სკოლაში შეიძლება სირთულეებსაც წააწყდნენ, იქ მათთვის უკვე უინტერესოა სიაგნები, რომელიც ისწავლება, შეიძლება მოხდეს კონფლიქტი თანატოლებთან, იმიტომ რომ მათი მხრიდან ხდება ინტელექტუალური ზეწოლა, მათ წინასწარ იციან პასუხები იმ კითხვებზე რომელსაც მასწავლებელი დასვამს. ამიტომ სასურველია, რომ ასეთ ბავშვებს ვასწავლოთ სხვისი მოსმენა, მოთმინება და ამ მხრივ განუვითაროთ უნარები.

მაია:

სასწავლო, აღმზრდელობით და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ხშირად ცდილობენ მოზარდებში შიშის დათესვას. მართებულია ასეთი მიდგომა?

-ასეთი შიში შეიძლება ძალიან დიდხანს გაჰყვეს ბავშვს. შეიძლება ამ შიშის შდეგი მაშინვე იყოს, რაც გამოიხატება ფსიქიურ დაძაბულობაში, ემოციურ აშლილობაში და ა.შ არავითარ შემთხვევაში მისაღები არ არის ასეთი მეთოდი. გამორიცხული არ არის ამის შედეგი ხანგრძლივი დროის შემდეგ გამოვლინდეს, და საკმაოდ რთული არის მერე ამ შედეგების აღმოფხვრა. სასურველია რომ ბავშვების არამარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ ჯანმრთელობაზეც ვიზრუნოთ.

ლია:

როგორია ზღვარი ბავშვებში კრიტიკულ და მშვიდ პერიოდებს შორის და როგორ უნდა "მართოს" ბავშვის ფსიქოლოგია მშობლებმა?

-კითხვა ძალიან ზოგადია, ანუ არ კონკრეტდება, არც ასაკი, არც გარემოება რის გამოც არის ბავშვი აღგზნებული. ამიტომ სასურველია, როდესაც კითხვა დაისმება უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ.რაც შეეხება აღზნებას, მთავარია დავადგინოთ მიზეზი რის გამო არის ბავშვი აღგზნებული. უნდა შევეცადოთ გაიხსნას ბავშვი და მოგვუყვეს რა სჭირს. თუ ჩვენი თანადგომა არ აღმოჩნდება საკმარისი, შემდეგ უკვე უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას