მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის
სოზარ სუბარი - ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა კი­თხვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ხე­ლოვ­ნუ­რი და შეგ­ნე­ბუ­ლად გამ­წვა­ვე­ბუ­ლი იყო ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

"ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბას არ უჩი­ვის. გა­მოკ­ვლე­ვე­ბი მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, ჩა­ტარ­და გუ­ში­ნაც, თუ მისი თან­ხმო­ბა იქ­ნე­ბა უფრო დაწ­ვრი­ლე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის­თვის მზად ვართ. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. თუ რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, არის ის, რაც ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ბავ­შვო­ბი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აწუ­ხებს ხერ­ხე­მა­ლი, სხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ არის", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

ორი დღის წინ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში მყოფ მე­რა­ბიშ­ვილს გულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და.

ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან გუ­შინ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის ექი­მე­ბი შე­ვიდ­ნენ. ჯო­ე­ნის კლი­ნი­კის ექიმ­მა გრი­გოლ ხურ­ცი­ძემ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ წო­ნა­ში 17 კგ და­იკ­ლო და იგი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­მა­ტე­ბით გა­მოკ­ვლე­ვებს სა­ჭი­რო­ებს. ექიმ გრი­გოლ ხურ­ცი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რა­ბიშ­ვილს წო­ნა­ში კლე­ბას­თან ერ­თად ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი, ასე­ვე გუ­ლის არით­მია აწუ­ხებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სოზარ სუბარი - ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის

სოზარ სუბარი - ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა კითხვა აბსოლუტურად ხელოვნური და შეგნებულად გამწვავებული იყო ადვოკატების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის. გამოკვლევები მანამდეც არაერთხელ ჩატარებულა, ჩატარდა გუშინაც, თუ მისი თანხმობა იქნება უფრო დაწვრილებითი გამოკვლევებისთვის მზად ვართ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუ რაიმე დაავადებაზეა საუბარი, არის ის, რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს ბავშვობიდან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს ხერხემალი, სხვა განსაკუთრებული არ არის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ორი დღის წინ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფ მერაბიშვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ადვოკატის ინფორმაციით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან გუშინ სამოქალაქო სექტორის ექიმები შევიდნენ. ჯოენის კლინიკის ექიმმა გრიგოლ ხურციძემ მერაბიშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილმა დაკავების შემდეგ წონაში 17 კგ დაიკლო და იგი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში დამატებით გამოკვლევებს საჭიროებს. ექიმ გრიგოლ ხურციძის ინფორმაციით, მერაბიშვილს წონაში კლებასთან ერთად ხერხემლის პრობლემები, ასევე გულის არითმია აწუხებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ