პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკაში ივანიშვილი შეიძლება ძალიან ბევრმა ჩაანაცვლოს"
"პოლიტიკაში ივანიშვილი შეიძლება ძალიან ბევრმა ჩაანაცვლოს"

"ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს არა­ვინ არ შე­იყ­ვანს და იქ მისი ად­გი­ლი არც არის, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლომ ნა­ტო­ზე უნდა თქვას უარი. ეს კი საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა... გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს იმის გა­რან­ტი­ას არა­ვინ მის­ცემს, რომ ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აფხა­ზეთს და სამ­ხრეთ ოსეთს და­უბ­რუ­ნე­ბენ." - აღ­ნიშ­ნავს ფსი­ქო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი ნო­დარ სარ­ჯვე­ლა­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პრე­მი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს. ამას­თან, ფსი­ქო­ლო­გი ივა­ნიშ­ვი­ლის ღია წე­რილ­ზეც სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ პრე­მი­ერ­მა თა­ვის წე­რილ­ში პა­სუ­ხი უამ­რავ კი­თხვას გას­ცა.

- ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი წას­ვლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია და­ლა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნოა, რომ იგი პო­ლი­ტი­კუ­რად და­ლა­გე­ბულ ქვე­ყა­ნას და­ტო­ვებს?

- ცხა­დია, ეს არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მან და­ლა­გე­ბა და­ი­წყო. (სა­ერ­თოდ სი­ტყვა და­ლა­გე­ბა აქ არ მომ­წონს. სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ვარო, ივა­ნიშ­ვი­ლი - ვა­ლა­გე­ბო, ანუ დამ­ლა­გე­ბე­ლი ვარო...) რე­ა­ლუ­რად, რა­ღაც პრო­ცე­სი და­ი­წყო, მაგ­რამ მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნას მრა­ვა­ლი წელი სჭირ­დე­ბა. თუ ამ პრო­ცეს­ში ივა­ნიშ­ვი­ლი კი­დევ დარ­ჩა, შე­საძ­ლოა ეს უა­რე­სიც იყოს. იმი­ტომ, რომ ამო­წუ­რა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თა - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყო და ის ზი­ა­ნი, რაც ამ პარ­ტი­ას რე­გუ­ლა­რუ­ლად მოჰ­ქონ­და და შემ­დეგ­შიც შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს, მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­ა­ნე­იტ­რა­ლა. ამ მხრივ, მან გა­სა­კე­თე­ბე­ლი გა­ა­კე­თა და მეტი რა უნდა ქნას?! ახლა სურს, თავი იქ მო­სინ­ჯოს, სა­დაც ქვეყ­ნის­თვის მეტი სარ­გებ­ლო­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია. ის მოქ­მე­დებს არა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რას ავა­ლებს მას ხალ­ხი, არა­მედ რაც მას მოს­წონს. გარ­და ამი­სა, შე­უც­ვლე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს. პო­ლი­ტი­კა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რმა ჩა­ა­ნაც­ვლოს. ამი­ტომ, ვერ ვი­ტყვი, რომ ის შე­უც­ვლე­ლია.

- ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არის რგო­ლი, რო­მე­ლიც კო­ა­ლი­ცა­ი­ა­ში შე­მა­ვალ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექ­ტებს აერ­თი­ა­ნებს და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მისი წას­ვლის შემ­დეგ კო­ა­ლი­ცი­ა­ში შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყოს. ამის ნიშ­ნე­ბი კი ახ­ლაც ჩანს...

- კო­ა­ლი­ცი­ა­ში შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა კი არ და­ი­წყე­ბა, არა­მედ უკვე და­წყე­ბუ­ლია მისი და­არ­სე­ბის დღი­დან. მას­ში იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი, რომ ეს მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვია. ივა­ნი­ში­ლი რომც დარ­ჩეს, შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა მა­ინც გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან იგი სულ მომ­რი­გე­ბელ-მო­სა­მარ­თლის როლ­ში ვერ იქ­ნე­ბა. რაც მო­სახ­დე­ნია, უნდა მოხ­დეს, თუ და­იშ­ლე­ბა კო­ა­ლი­ცია, გა­მო­ცხად­დე­ბა ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და გა­და­ლაგ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია. თუმ­ცა, ამას არ ვემ­ხრო­ბი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა

"პოლიტიკაში ივანიშვილი შეიძლება ძალიან ბევრმა ჩაანაცვლოს"

"პოლიტიკაში ივანიშვილი შეიძლება ძალიან ბევრმა ჩაანაცვლოს"

"ევრაზიულ კავშირში საქართველოს არავინ არ შეიყვანს და იქ მისი ადგილი არც არის, რადგან ამ შემთხვევაში საქართველომ ნატოზე უნდა თქვას უარი. ეს კი საკმაოდ რთული პროცესი იქნება... გარდა ამისა, საქართველოს იმის გარანტიას არავინ მისცემს, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრების შემთხვევაში აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაუბრუნებენ." - აღნიშნავს ფსიქოლოგიის პროფესორი ნოდარ სარჯველაძე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პრემიერი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას არ გამორიცხავს. ამასთან, ფსიქოლოგი ივანიშვილის ღია წერილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პრემიერმა თავის წერილში პასუხი უამრავ კითხვას გასცა.

- ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი წასვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დალაგებული იქნება. რამდენად სარწმუნოა, რომ იგი პოლიტიკურად დალაგებულ ქვეყანას დატოვებს?

- ცხადია, ეს არადამაჯერებელია. შეიძლება ითქვას, რომ მან დალაგება დაიწყო. (საერთოდ სიტყვა დალაგება აქ არ მომწონს. სააკაშვილი ამბობს, რომ აღმაშენებელი ვარო, ივანიშვილი - ვალაგებო, ანუ დამლაგებელი ვარო...) რეალურად, რაღაც პროცესი დაიწყო, მაგრამ მის ბოლომდე მიყვანას მრავალი წელი სჭირდება. თუ ამ პროცესში ივანიშვილი კიდევ დარჩა, შესაძლოა ეს უარესიც იყოს. იმიტომ, რომ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები, მაქსიმალური გააკეთა - "ნაციონალური მოძრაობა" გააუვნებელყო და ის ზიანი, რაც ამ პარტიას რეგულარულად მოჰქონდა და შემდეგშიც შეიძლება მოიტანოს, მეტ-ნაკლებად გაანეიტრალა. ამ მხრივ, მან გასაკეთებელი გააკეთა და მეტი რა უნდა ქნას?! ახლა სურს, თავი იქ მოსინჯოს, სადაც ქვეყნისთვის მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ის მოქმედებს არა იქიდან გამომდინარე, რას ავალებს მას ხალხი, არამედ რაც მას მოსწონს. გარდა ამისა, შეუცვლელი პიროვნებები არ არსებობს. პოლიტიკაში ივანიშვილი შეიძლება ძალიან ბევრმა ჩაანაცვლოს. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ის შეუცვლელია.

- ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი არის რგოლი, რომელიც კოალიცაიაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს აერთიანებს და არ გამორიცხავენ, რომ მისი წასვლის შემდეგ კოალიციაში შიდა დაპირისპირება დაიწყოს. ამის ნიშნები კი ახლაც ჩანს...

- კოალიციაში შიდა დაპირისპირება კი არ დაიწყება, არამედ უკვე დაწყებულია მისი დაარსების დღიდან. მასში იმდენად განსხვავებული შეხედულებების ადამიანები არიან გაერთიანებულნი, რომ ეს მხოლოდ ბუნებრივია. ივანიშილი რომც დარჩეს, შიდა დაპირისპირება მაინც გაგრძელდება, რადგან იგი სულ მომრიგებელ-მოსამართლის როლში ვერ იქნება. რაც მოსახდენია, უნდა მოხდეს, თუ დაიშლება კოალიცია, გამოცხადდება ახალი საპარლამენტო არჩევნები და გადალაგდება სიტუაცია. თუმცა, ამას არ ვემხრობი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა