პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადგა რძალი და პირუტყვივით დაკლა" - ჩვენში ცივსისხლიანი მკვლელი ქალებიც გაჩნდნენ?!
"ადგა რძალი და პირუტყვივით დაკლა" - ჩვენში ცივსისხლიანი მკვლელი ქალებიც გაჩნდნენ?!

მომ­რავ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მკვლე­ლე­ბის სიას კი­დევ ერთი, ამ­ჯე­რად გო­გო­ნა და­ე­მა­ტა, - 24 წლის გურ­ჯა­ა­ნელ­მა ე.ხ-მ, მე­უღ­ლის საღ-სა­ლა­მათ ბე­ბი­ას, ზ. ჯ.-ს ყელი ყო­ველ­გვა­რი ხმა­უ­რის გა­რე­შე გა­მოს­ჭრა. ამით იმის თქმა გვინ­და, რომ მკვლე­ლო­ბის დღეს ან წინა დღე­ებ­ში მო­ხუ­ცი­სა და მისი რძლის ტრა­დი­ცი­უ­ლი ჩხუ­ბი მე­ზობ­ლებს არ გა­უ­გი­ათ. მკვლე­ლო­ბა სა­ბე­დის­წე­რო სი­ჩუ­მეს მოჰ­ყვა, რაც სა­ეჭ­ვოც კი ჩან­და მათი ად­რინ­დე­ლი ჩხუ­ბე­ბის ფონ­ზე. თუმ­ცა ამ ეჭ­ვის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ტრა­გი­კუ­ლად დამ­თავ­რდე­ბო­და, - უკვე დი­ლის 10 სა­ათ­ზე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი მე­ზობ­ლე­ბი მო­ხუ­ცის­თვის მი­ყე­ნე­ბულ­მა მხე­ცურ­მა ჭრი­ლო­ბებ­მა შოკ­ში ჩა­აგ­დო, - მას და­ნით რამ­დე­ნი­მე ღრმა ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი რო­გორც კი­სერ­ზე, ისე ყე­ლის არე­ში. ჭრი­ლო­ბე­ბი­დან სის­ხლი თქრი­ა­ლით გად­მო­დი­ო­და. მე­ზობ­ლებ­მა ოჯა­ხის რძა­ლი მა­შინ­ვე მო­ი­კი­თხეს, თუმ­ცა ის უკვე გაქ­ცე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ის მე­ზო­ბელ­მა სწო­რედ მა­შინ შე­ამ­ჩნია, როცა ტაქ­სი გა­ა­ჩე­რა და მას­ში ჩაჯ­და. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ­მა პო­ლი­ცი­ამ მკვლე­ლი ხა­შურ­ში და­ა­კა­ვა. ამ უკა­ნას­კნელს მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი, სამ­ზა­რე­უ­ლოს დანა ჩან­თა­ში ედო. მან და­ნა­შა­უ­ლი მა­შინ­ვე აღი­ა­რა.

თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და ეს სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ვარ­კვი­ეთ.

გ.თ.:

- აბა, რა უნდა მოვ­ყვეთ, როცა ისევ ელ­და­ში ვართ ამ უბე­დუ­რე­ბის დამ­ნა­ხა­ვე­ბი, - ის უბე­დუ­რი მო­ხუ­ცი ჯერ კი­დევ სკამ­ზე იჯდა, გა­და­ვარ­დნი­ლიც არ იყო, როცა მე­ზობ­ლე­ბი რომ შევ­ცვივ­დით. რა და­ა­შა­ვა მაგ სა­წყალ­მა ასე­თი, რო ეგრე და­ნით და­ჯიჯგნი­ლი­ყო?! ზედ ყვე­ბო­და უდე­დოდ მი­ტო­ვე­ბულ შვი­ლიშ­ვი­ლებს, - ორი­ვე ძმას. ცუდი ბავ­შვე­ბი არ არი­ან, ერთი ავ­ღა­ნეთ­შიც მსა­ხუ­რობს, მაგ­რამ მე­ო­რემ ეგ ცოდ­ვი­ა­ნი გოგო ბე­ბი­ის მო­საკ­ლა­ვად შე­მო­იყ­ვა­ნა ოჯახ­ში, - ასე გა­მო­დის.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ადგა რძალი და პირუტყვივით დაკლა" - ჩვენში ცივსისხლიანი მკვლელი ქალებიც გაჩნდნენ?!

"ადგა რძალი და პირუტყვივით დაკლა" - ჩვენში ცივსისხლიანი მკვლელი ქალებიც გაჩნდნენ?!

მომრავლებული ახალგაზრდა მკვლელების სიას კიდევ ერთი, ამჯერად გოგონა დაემატა, - 24 წლის გურჯაანელმა ე.ხ-მ, მეუღლის საღ-სალამათ ბებიას, ზ. ჯ.-ს ყელი ყოველგვარი ხმაურის გარეშე გამოსჭრა. ამით იმის თქმა გვინდა, რომ მკვლელობის დღეს ან წინა დღეებში მოხუცისა და მისი რძლის ტრადიციული ჩხუბი მეზობლებს არ გაუგიათ. მკვლელობა საბედისწერო სიჩუმეს მოჰყვა, რაც საეჭვოც კი ჩანდა მათი ადრინდელი ჩხუბების ფონზე. თუმცა ამ ეჭვის მიუხედავად მაინც ვერავინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ტრაგიკულად დამთავრდებოდა, - უკვე დილის 10 საათზე შემთხვევის ადგილზე შეკრებილი მეზობლები მოხუცისთვის მიყენებულმა მხეცურმა ჭრილობებმა შოკში ჩააგდო, - მას დანით რამდენიმე ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული როგორც კისერზე, ისე ყელის არეში. ჭრილობებიდან სისხლი თქრიალით გადმოდიოდა. მეზობლებმა ოჯახის რძალი მაშინვე მოიკითხეს, თუმცა ის უკვე გაქცეული აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის მეზობელმა სწორედ მაშინ შეამჩნია, როცა ტაქსი გააჩერა და მასში ჩაჯდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მკვლელი ხაშურში დააკავა. ამ უკანასკნელს მკვლელობის იარაღი, სამზარეულოს დანა ჩანთაში ედო. მან დანაშაული მაშინვე აღიარა.

თუ როგორ ვითარდებოდა ეს საზარელი მკვლელობა, შემთხვევის ადგილზე გავარკვიეთ.

გ.თ.:

- აბა, რა უნდა მოვყვეთ, როცა ისევ ელდაში ვართ ამ უბედურების დამნახავები, - ის უბედური მოხუცი ჯერ კიდევ სკამზე იჯდა, გადავარდნილიც არ იყო, როცა მეზობლები რომ შევცვივდით. რა დააშავა მაგ საწყალმა ასეთი, რო ეგრე დანით დაჯიჯგნილიყო?! ზედ ყვებოდა უდედოდ მიტოვებულ შვილიშვილებს, - ორივე ძმას. ცუდი ბავშვები არ არიან, ერთი ავღანეთშიც მსახურობს, მაგრამ მეორემ ეგ ცოდვიანი გოგო ბებიის მოსაკლავად შემოიყვანა ოჯახში, - ასე გამოდის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ