პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ატარებდა ზურაბ ხარატიშვილი დიდ დროს მონასტერში
როდის ატარებდა ზურაბ ხარატიშვილი დიდ დროს მონასტერში

თბი­ლის­ში, ეკო­ნო­მის­ტი მშობ­ლე­ბის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მი­უ­ხე­და­ვად, სწავ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი, წიგ­ნე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო ად­გი­ლი მი­ი­ღეს შე­დე­გად მის­მა მშობ­ლებ­მა. "ხელ­მოკ­ლე­ო­ბა ჩემ­თვის მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზო ან ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სი­უ­ჟე­ტი არ არის" , - გვი­თხრა ინ­ტერ­ვი­უს დროს ზუ­რაბ ხა­რა­ტიშ­ვილ­მა. "ცეს­კოს" ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, იმ გა­მოც­დი­ლე­ბით და­ვი­წყოთ, რო­მე­ლიც მი­ი­ღეთ ოჯა­ხის­გან, მშობ­ლე­ბის­გან და იმ გა­რე­მო­დან, რო­მელ­შიც იზ­რდე­ბო­დით. მშობ­ლებ­ზე გვი­ამ­ბეთ, მათ პრო­ფე­სი­ებ­ზე, უდარ­დელ წლებ­ზე...

- ჩემი ბავ­შვო­ბა მთლი­ა­ნად და­ემ­თხვა ე.წ. "საბ­ჭო­თა უძ­რა­ო­ბის" პე­რი­ოდს - გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან და 80-იანი წლე­ბის პირ­ველ ნა­ხე­ვარს. საბ­ჭო­თა იმ­პე­რია გა­რეგ­ნუ­ლად ძლი­ე­რი ჩან­და, მაგ­რამ აშ­კა­რად იგ­რძნო­ბო­და ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის სი­ყალ­ბე და ფა­სა­დუ­რო­ბა. ჩვე­ნი ოჯა­ხი ტი­პუ­რი სა­შუ­ა­ლო ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წრეს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. დე­დაც და მა­მაც პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტე­ბი იყ­ვნენ. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, ვფიქ­რობ, მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია - კარ­გი ოჯა­ხუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო, კარ­გი პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლებ­საც დღე­საც მად­ლი­ე­რე­ბით ვიხ­სე­ნებ. სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი კი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და კარ­გი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია. წარ­სუ­ლი სენ­ტი­მენ­ტე­ბი­სა და გაზ­ვი­ა­დე­ბის გა­რე­შე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ პე­რი­ოდ­ში მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე მას­წავ­ლიდ­ნენ, სა­უ­კე­თე­სო პი­როვ­ნე­ბე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი თუ გყავთ?

- მყავს უფ­რო­სი ძმა - თე­მუ­რი. მისი მო­საზ­რე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი ჩემ­თვის დღემ­დე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ვის ჰგავ­ხართ ხა­სი­ა­თით, მშობ­ლე­ბის რა ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბა გაქვთ?

- ყვე­ლა თა­ო­ბის მშო­ბელს უყ­ვარს ხუმ­რო­ბა, რომ შვი­ლი კარ­გში მე მგავს და ცუდ­ში - მე­ო­რე მშო­ბელ­სო. ასე რომ, თუკი ხა­სი­ა­თის რამე და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა მაქვს, ორი­ვე მშობ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა!

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­რი­გე­ბა თუ გახ­სენ­დე­ბათ მშობ­ლე­ბის­გან? რო­მე­ლი უფრო მკაც­რი იყო?

- მშობ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ ხა­რისხს მაძ­ლევ­დნენ, ჩემს სურ­ვი­ლებ­სა და გან­წყო­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ, რის­თვი­საც მე დღემ­დე მათი მად­ლი­ე­რი ვარ. მეც, ჩემი მხრივ, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი მათი ეს ნდო­ბა გა­მე­მარ­თლე­ბი­ნა. ორი­ვეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სკო­ლა­ში მოს­ვლა ფრი­ა­დო­სა­ნი მოს­წავ­ლის მშობ­ლის სტა­ტუ­სით და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა­გან ჩემი და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბის ამა­ყად მოს­მე­ნა.

- რო­გო­რი იყო სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა თქვენს ბავ­შვო­ბა­ში, გა­ჭირ­ვე­ბა თუ გი­ნა­ხავთ?

- ბევ­რს ალ­ბათ ახ­სოვს საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ცნო­ბი­ლი კო­მე­დია "ბრი­ლი­ან­ტის ხელი" , სა­დაც ერთ-ერთ გმირს ხელ­ფა­სით ცხოვ­რე­ბა კოშ­მა­რად ესიზ­მრე­ბა. ჩემი მშობ­ლე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბიც ტი­პუ­რი საბ­ჭო­თა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ხელ­ფა­სი იყო - 150-170 მა­ნე­თი, რაც მა­შინ­დე­ლი სა­ზო­მე­ბი­თაც კი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მის ფარ­გლებ­ში გახ­ლდათ. ასე რომ, ხელ­მოკ­ლე­ო­ბა ჩემ­თვის მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სი­უ­ჟე­ტი არ არის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები

როდის ატარებდა ზურაბ ხარატიშვილი დიდ დროს მონასტერში

როდის ატარებდა ზურაბ ხარატიშვილი დიდ დროს მონასტერში

თბილისში, ეკონომისტი მშობლების ოჯახში გაიზარდა. თავისუფლების მაღალი ხარისხის მიუხედავად, სწავლისადმი სიყვარული, წიგნებისადმი ინტერესი, შრომისმოყვარეობა და არაერთი საინტერესო სამუშაო ადგილი მიიღეს შედეგად მისმა მშობლებმა. ''ხელმოკლეობა ჩემთვის მხოლოდ სატელევიზო ან ლიტერატურული სიუჟეტი არ არის'' , - გვითხრა ინტერვიუს დროს ზურაბ ხარატიშვილმა. ''ცესკოს'' ყოფილ თავმჯდომარეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ბატონო ზურაბ, იმ გამოცდილებით დავიწყოთ, რომელიც მიიღეთ ოჯახისგან, მშობლებისგან და იმ გარემოდან, რომელშიც იზრდებოდით. მშობლებზე გვიამბეთ, მათ პროფესიებზე, უდარდელ წლებზე...

- ჩემი ბავშვობა მთლიანად დაემთხვა ე.წ. ''საბჭოთა უძრაობის'' პერიოდს - გასული საუკუნის 70-იან და 80-იანი წლების პირველ ნახევარს. საბჭოთა იმპერია გარეგნულად ძლიერი ჩანდა, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა ტოტალიტარული სისტემის სიყალბე და ფასადურობა. ჩვენი ოჯახი ტიპური საშუალო ინტელიგენციის წრეს მიეკუთვნებოდა. დედაც და მამაც პროფესიით ეკონომისტები იყვნენ. დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, მქონდა ყველაფერი, რაც აუცილებელია - კარგი ოჯახური და სოციალური გარემო, კარგი პედაგოგები, რომლებსაც დღესაც მადლიერებით ვიხსენებ. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული წლები კი ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი გასახსენებელია. წარსული სენტიმენტებისა და გაზვიადების გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც იმ პერიოდში მათემატიკის ფაკულტეტზე მასწავლიდნენ, საუკეთესო პიროვნებები და მეცნიერები იყვნენ.

- დედმამიშვილები თუ გყავთ?

- მყავს უფროსი ძმა - თემური. მისი მოსაზრებები და შეფასებები ჩემთვის დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია.

- ვის ჰგავხართ ხასიათით, მშობლების რა ხასიათის თვისება გაქვთ?

- ყველა თაობის მშობელს უყვარს ხუმრობა, რომ შვილი კარგში მე მგავს და ცუდში - მეორე მშობელსო. ასე რომ, თუკი ხასიათის რამე დადებითი თვისება მაქვს, ორივე მშობლის დამსახურებაა!

- განსაკუთრებული დარიგება თუ გახსენდებათ მშობლებისგან? რომელი უფრო მკაცრი იყო?

- მშობლები თავისუფლების მაღალ ხარისხს მაძლევდნენ, ჩემს სურვილებსა და განწყობას მაქსიმალურად ითვალისწინებდნენ, რისთვისაც მე დღემდე მათი მადლიერი ვარ. მეც, ჩემი მხრივ, ყოველთვის ვცდილობდი მათი ეს ნდობა გამემართლებინა. ორივეს ძალიან უყვარდა სკოლაში მოსვლა ფრიადოსანი მოსწავლის მშობლის სტატუსით და მასწავლებლებისაგან ჩემი დადებითი შეფასებების ამაყად მოსმენა.

- როგორი იყო სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა თქვენს ბავშვობაში, გაჭირვება თუ გინახავთ?

- ბევრს ალბათ ახსოვს საბჭოთა პერიოდის ცნობილი კომედია ''ბრილიანტის ხელი'' , სადაც ერთ-ერთ გმირს ხელფასით ცხოვრება კოშმარად ესიზმრება. ჩემი მშობლების შემოსავლებიც ტიპური საბჭოთა ინტელიგენციის წარმომადგენლის ხელფასი იყო - 150-170 მანეთი, რაც მაშინდელი საზომებითაც კი საარსებო მინიმუმის ფარგლებში გახლდათ. ასე რომ, ხელმოკლეობა ჩემთვის მხოლოდ სატელევიზიო ან ლიტერატურული სიუჟეტი არ არის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა