სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მთავრობა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საქართველო აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე თანახმაა
საქართველოს მთავრობა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საქართველო აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე თანახმაა

სომ­ხე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის არ­ტურ ბაღ­და­სა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო აფხა­ზე­თის გავ­ლით სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა­ზე თა­ნახ­მაა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბა ად­რეც გა­მო­ხა­ტა და ახ­ლაც მზად არის გა­ნი­ხი­ლოს ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია.

ჩვენ ვა­დას­ტუ­რებთ, რომ რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნის სა­კითხს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სწავ­ლობს და მი­აჩ­ნია, რომ ეს შე­საძ­ლოა სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე გა­სავ­ლე­ლია გრძე­ლი გზა. მათ შო­რის გა­სარ­კვე­ვია არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი, ასე­ვე, უნდა შედ­გეს დის­კუ­სია და მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აფხა­ზე­თის გავ­ლით სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღია და წი­ნას­წარ რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა ნა­ად­რე­ვია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

საქართველოს მთავრობა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საქართველო აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე თანახმაა

საქართველოს მთავრობა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საქართველო აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე თანახმაა

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არტურ ბაღდასარიანის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს საქართველო აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე თანახმაა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს ხელისუფლებამ ამ თემით დაინტერესება ადრეც გამოხატა და ახლაც მზად არის განიხილოს ეს ინიციატივა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ რკინიგზის აღდგენის საკითხს საქართველოს მთავრობა სწავლობს და მიაჩნია, რომ ეს შესაძლოა საინტერესო იყოს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე გასავლელია გრძელი გზა. მათ შორის გასარკვევია არაერთი პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი, ასევე, უნდა შედგეს დისკუსია და მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება.

ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია და წინასწარ რაიმე განცხადებების გაკეთება ნაადრევია", - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა