მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იღბლიანი კომპოზიტორის სიყვარულით სავსე ცხოვრება
იღბლიანი კომპოზიტორის სიყვარულით სავსე ცხოვრება

"მზეს­თან ხარ, ცას­თან ხარ, შორ­საც არა ხარ..." - ასე იმ­ღე­რე­ბა ნანა მეს­ხის სიმ­ღე­რის ერთი ფრა­ზა... თა­ვა­დაც ასეა: გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ში­ნა­არ­სი­ა­ნი მზე­რით გი­ყუ­რებს, ლა­პა­რა­კობს და თით­ქოს, შე­ნამ­დე ჩა­მო­აქვს მზი­სა და ცის სათ­ქმე­ლი... თი­თო­ე­უ­ლი მისი სი­ტყვა "და­ტე­ნი­ლია" შთა­გო­ნე­ბით, სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სით, ქა­ლუ­რო­ბი­თა და რაც მის­თვის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია - სიყ­ვა­რუ­ლით...

- სი­ახ­ლე­ე­ბით და­ვი­წყოთ...

- მაქვს ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ეთერ­ში ჯერ არ გა­სუ­ლა. ერთი ბექა ჩხა­ი­ძეს - "ალი­ლოს" არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხმას და­ვუ­წე­რე, მე­ო­რეს კი ჯერ არ ვიცი, ვის მივ­ცემ; მე­სა­მე სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცოტა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მო­იჭ­რა ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში - ფრან­გუ­ლია. ფრან­გუ­ლი ერთ დროს ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცო­დი, ვგიჟ­დე­ბი ამ ენა­ზე. ვფიქ­რობ, სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბას თა­ვად შევ­ძლებ. გარ­და ამი­სა, მე და რომა რცხი­ლა­ძეს გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი. მას მი­აჩ­ნია, რომ კარ­გი მუ­სი­კო­სი ვარ და ეს ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბაა. მე და რომა ერთ ჩემს და ერთ მის სიმ­ღე­რას დუ­ეტ­ში შე­ვას­რუ­ლებთ.

- რო­გორც ვიცი, რამ­დე­ნი­მე საქ­მით ერ­თდრო­უ­ლად ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი. დას­ვე­ნე­ბა თუ მო­ა­ხერ­ხეთ?

- პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მარ­თლაც, ბევრ რა­მეს ვა­კე­თებ, ასე რომ, დას­ვე­ნე­ბის­თვის ჯერ ვერ მო­ვი­ცა­ლე. მე­გობ­რებ­თან ყოფ­ნის დე­ფი­ცი­ტი არ მაქვს - მათ­თან ერ­თად შა­ბათ-კვი­რას, ქა­ლაქ­გა­რეთ "გავ­ქროლ­დე­ბი" ხოლ­მე. ამ­ბო­ბენ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი მძღო­ლი ვარ და ეს მე­ა­მა­ყე­ბა...

- რო­გო­რი მუ­სი­კა მოგ­წონთ?

- მომ­წონს ყვე­ლა­ფე­რი, რაც მე­ლო­დი­უ­რია. მიყ­ვარს ჰარ­მო­ნია - ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩემ­თვის. მომ­წონს კლა­სი­კა, ჯაზი, ქა­ლა­ქუ­რი ლი­რი­კა, რო­მელ­საც თა­ვად ვემ­სა­ხუ­რე­ბი და ვცდი­ლობ, რა­ღაც ღირ­სე­უ­ლი შევ­ქმნა. ყან­ჩე­ლი, ლა­ღი­ძე, ცა­ბა­ძე, კე­რე­სე­ლი­ძე, ნუნუ გა­ბუ­ნია, ნუნუ დუ­ღაშ­ვი­ლი - ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სიმ­ღე­რებ­ზე გა­ვი­ზარ­დე. უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნია მა­რი­კა კვა­ლი­აშ­ვი­ლი - ნე­ბის­მი­ე­რი მისი კო­მენ­ტა­რი და შე­ქე­ბა ჩემ­თვის უდი­დე­სი სტი­მუ­ლია და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვარ. ჯანო კა­ხი­ძის სიმ­ღე­რე­ბი შე­მიძ­ლია, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ვიმ­ღე­რო - არ მომ­ბეზ­რდე­ბა. სხვა­თა შო­რის, ჩემს სახ­ლში მუ­დამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­სი­კა ის­მო­და. დედა, ლუ­ი­ზა ფრან­გიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რო­და და უკ­რავ­და.

- რა პრინ­ცი­პით ირ­ჩევთ მომ­ღერ­ლებს, რომ­ლებ­საც სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებს ან­დობთ?

- ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი გვყავს და მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩემი მე­გო­ბა­რია. დიდი პა­ტი­ვია, როცა ისი­ნი ჩემს სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლე­ბენ. გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს დათო არჩვა­ძე. მან თა­ვი­დან გა­ა­ცო­ცხლა ერთ დროს ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რა. ადრე ამ სიმ­ღე­რას ტრიო "თბი­ლი­სის" წევ­რი, ნუგ­ზარ აფხა­ი­ძე ას­რუ­ლებ­და და "ძვე­ლი სევ­და" ერ­ქვა, ახლა კი დათო ას­რუ­ლებს და "ფარ­ვა­ნა" ჰქვია. დათო უნი­ჭი­ე­რე­სი მუ­სი­კო­სი და უერ­თგუ­ლე­სი მე­გო­ბა­რია, ყო­ველ­თვის მხარ­ში მიდ­გას... ასე­ვე, სიმ­ღე­რებს ხში­რად ვუ­წერ: "თე­ატ­რა­ლურ კვარ­ტეტს", თე­მურ წიკ­ლა­ურს, ლაშა ღლონტს. ალ­ბათ იღ­ბლი­ა­ნი ვარ, რომ მათ მოს­წონთ ჩემი სიმ­ღე­რე­ბი.

- სიმ­ღე­რის­თვის ლექ­სებ­საც თა­ვად ქმნით?

- ლექ­სებს ზოგ­ჯერ თა­ვად ვწერ. მა­გა­ლი­თად, "დავ­დი­ვარ და და­გე­ძებ" ჩემი ლექ­სია, რო­მე­ლიც 20 წლის წინ, ტრიო "თბი­ლი­სის­თვის" დავ­წე­რე. მა­შინ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვარ­ტეტ­ში ვმღე­რო­დი. ეს კვარ­ტე­ტი მხო­ლოდ ჩემს სიმ­ღე­რებს მღე­რო­და, ტრიო "თბი­ლი­სის" წევ­რებ­მა კი ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე მოგ­ვის­მი­ნეს და ზაზა მა­მა­ლა­ძემ მთხო­ვა: სიმ­ღე­რა ჩვენც დაგ­ვი­წე­რეო. ჰოდა, "დავ­დი­ვარ და და­გე­ძებ" სწო­რედ იმ ღა­მეს და­ი­ბა­და... ზოგ­ჯერ ლა­იტ­მო­ტივს ვე­უბ­ნე­ბი და ლექ­სის და­წე­რას არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ავ­ტო­რებს ვთხოვ, მა­გა­ლი­თად: ნანა ცინ­ცა­ძეს, მაკა ბლი­ა­ძეს, ზოგ­ჯერ კი კლა­სი­კო­სე­ბის ლექ­სებს ვი­ყე­ნებ.

- ოდეს­მე ქა­ლა­ქუ­რი სტი­ლის­გან თუ გა­და­გიხ­ვე­ვი­ათ?

- ძი­რი­თა­დად, ქა­ლა­ქუ­რი ლი­რი­კა ხდე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი. მგო­ნია, რომ ქარ­თვე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა გვიყ­ვარს, თუმ­ცა, მაქვს რო­მან­სე­ბიც, სხვა სტი­ლის სიმ­ღე­რე­ბიც. ერთხელ თე­მურ ქევ­ხიშ­ვილ­მა სიმ­ღე­რა­ზე - "დავ­დი­ვარ და და­გე­ძებ" ასე­თი რამ მი­თხრა: შენ იმ ძა­ლი­ან ვიწ­რო ბი­ლიკ­ზე გა­ი­ა­რე, რა­საც ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რა ჰქვი­აო. სულ ვცდი­ლობ, ამ ბი­ლიკს არ ავ­ცდე...

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის სო­ლა­რი­უ­მი, სპა-ცენ­ტრი, სა­ლო­ნი...

- სო­ლა­რი­უ­მი ჩემი ერთ-ერთი დიდი სიყ­ვა­რუ­ლია. რო­გორც გი­თხა­რით, ამ ზა­ფხულს წას­ვლა ვერ­სად მო­ვა­ხერ­ხე და რა­საც ხე­დავთ, ეს სო­ლა­რი­უ­მის შე­დე­გია. სა­ლონ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად დავ­დი­ვარ - თმის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად, მა­ნი­კი­უ­რი­სა და პე­დი­კი­უ­რის გა­სა­კე­თებ­ლად.

- სახ­ლის პი­რო­ბებ­ში თუ იტა­რებთ სა­ხის მოვ­ლის პრო­ცე­დუ­რებს?

- დიახ. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ბოსტნე­ულს, რაც კი ხელ­ში მომ­ხვდე­ბა, ჭა­მის და­წყე­ბამ­დე სა­ხე­ზე ვის­ვამ. ინ­ტენ­სი­უ­რად ვი­ყე­ნებ ხე­ლის სა­ცხს. სა­ერ­თოდ, ხე­ლებ­სა და დე­კოლ­ტეს ზო­ნას გან­სა­კუთ­რე­ბით ვუფრ­თხილ­დე­ბი, რად­გან ვიცი, რომ პირ­ველ რიგ­ში, ქა­ლის ასაკს ეს ად­გი­ლე­ბი ამ­ხელს... სახ­ლში რა დრო­საც უნდა მი­ვი­დე, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­შო­რებ მა­კი­აჟს. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კოს­მე­ტი­კა გქონ­დეს. მთა­ვა­რია, ის შენი კა­ნის ტიპს მი­უ­სა­და­გო და ინ­ტენ­სი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნო. რად­გა­ნაც სო­ლა­რი­უ­მის ხში­რი სტუ­მა­რი ვარ, ვცდი­ლობ, სხე­უ­ლი მუდ­მი­ვად და­ვა­ტე­ნი­ა­ნო.

- ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს რამ­დე­ნად იცავთ?

- სი­გა­რე­ტი არას­დროს მო­მი­წე­ვია, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ქა­ლის­გან მხო­ლოდ სუ­ნა­მოს სურ­ნე­ლი უნდა მო­დი­ო­დეს. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ჩემს ცდუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ისე ხდე­ბო­და, რომ თა­ვად ანე­ბებ­დნენ თავს მო­წე­ვას (იცი­ნის). ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი­დან კო­ნი­ა­კი და წი­თე­ლი ღვი­ნო მიყ­ვარს. არ ვვარ­ჯი­შობ, რად­გან ზარ­მა­ცი ვარ. ყო­ველ დი­ლით ვგეგ­მავ: დღეს სა­ღა­მოს აუ­ცი­ლებ­ლად, ბევ­რს გა­ვივ­ლი ფე­ხით-მეთ­ქი, მაგ­რამ ამას ვე­რას­დროს ვა­ხერ­ხებ. ყავა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ამა­ზე უარს ვერ ვამ­ბობ.

- დი­ე­ტის დაც­ვა ხში­რად გი­წევთ?

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, წონა ვა­კონ­ტრო­ლო. მსუ­ყე და გემ­რი­ელ სა­დილ­ზე უარს არა­სო­დეს ვამ­ბობ, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს შე­იძ­ლე­ბა, ვი­შიმ­ში­ლო. გა­მო­გი­ტყდე­ბით და, ჭამა ისე მიყ­ვარს, წო­ნას რომ არ ვა­კონ­ტრო­ლებ­დე, 200 კილო ვიქ­ნე­ბო­დი (იცი­ნის). წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თუ მო­მინ­დე­ბა, ღვე­ზე­ლე­ბის საჭ­მე­ლად მცხე­თა­ში მარ­ტო წას­ვლაც არ და­მე­ზა­რე­ბა... უფრო მე­ტად კი გემ­რი­ე­ლი, კა­ცუ­რი საჭ­მე­ლე­ბი მიყ­ვარს.

- ჩაც­მის რო­გო­რი სტი­ლი გაქვთ?

- ქა­ლუ­რი სტი­ლი მაქვს... მა­ში­ნაც კი, როცა სპორ­ტუ­ლად მაც­ვია, ვცდი­ლობ, ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში ქა­ლუ­რი ელე­მენ­ტე­ბი იყოს. კლა­სი­კუ­რი სტი­ლი მიყ­ვარს. ყვე­ლამ იცის, რას­თან ასო­ცირ­დე­ბა ნანა მეს­ხი: მი­ნი­მუმ, 10-12 სმ სი­მაღ­ლის ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­თან, რომ­ლი­თაც დავ­ქრი­ვარ და სა­ჭეს­თან მჯდომ­საც არ მექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა; ძა­ლი­ან ვიწ­რო კა­ბას­თან, ტუ­ჩის სა­ცხთან და ა.შ. ჩემი და სოფი ლო­რე­ნის პრინ­ცი­პი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა - "ერთი ზო­მით დიდი ფეხ­საც­მე­ლი და ერთი ზო­მით პა­ტა­რა კაბა". თუკი ასე მაც­ვია, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი მი­ხა­რია...

- გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი­მე ფერს თუ ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- შავი ძა­ლი­ან "ჩე­მია". მას ძლი­ე­რი ქა­ლე­ბის ფე­რად აღ­ვიქ­ვამ. თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ქარ­თვე­ლე­ბის გარ­დე­რობ­ში სიჭ­რე­ლე რომ არის, ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რია. მიყ­ვარს თეთ­რი, წი­თე­ლი და ყვი­თე­ლი. სხვა­თა შო­რის, ყვი­თელ მან­ქა­ნა­ზე ვოც­ნე­ბობ...

- სა­მოსს ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ხომ არ იკე­რავთ? ზო­გა­დად, ბრენ­დებს რამ­დე­ნად აქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას?

- ლიკა ყაზ­ბეგს ჰქონ­და ასე­თი პრო­ექ­ტი - "წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი პო­დი­უმ­ზე", რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ქარ­თველ­მა ქა­ლებ­მა ერთი დღით, მო­დე­ლე­ბის ამ­პლუა მო­ვირ­გეთ. მე და ლიკა ხში­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ დი­ზა­ი­ნერ თიკა მა­ღა­ლაშ­ვილს, ფა­ტუ­ნა ბუ­ში­ჰედს და ცხა­დია, მათი კა­ბე­ბი მაქვს. ბრენ­დს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებ. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ყვე­ლა ქალს სი­ა­მოვ­ნებს, როცა მის გარ­დე­რობ­ში ექ­სკლუ­ზი­ვე­ბი კი­დია, მაგ­რამ უა­მი­სო­ბას ტრა­გე­დი­ად ნამ­დვი­ლად არ აღ­ვიქ­ვამ.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ბრძან­დე­ბით...

- ბავ­შვო­ბი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ბუ­ნე­ბით ლი­დე­რი ვარ. ჩემი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის სავ­სეა სიყ­ვა­რუ­ლით - ამის გა­რე­შე წუ­თი­თაც არ მი­ცხოვ­რია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე ვფიქ­რობ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვის შიში არ არის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. უბ­რა­ლოდ, ჯერ არ შემ­ხვედ­რია ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის სტილს შე­მაც­ვლე­ვი­ნებ­და. ისე კი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფასი ნამ­დვი­ლად, არა­ფე­რია. ერთი დღი­თაც ვერ ავი­ტან, ვინ­მემ რა­ი­მე­ში რომ შემ­ზღუ­დოს.

- რო­გორ­მა მა­მა­კაც­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­პყროს ნანა მეს­ხის ყუ­რა­დღე­ბა?

- ძლი­ერ­მა პი­როვ­ნე­ბამ! აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს კე­თი­ლი, გულ­გახ­სნი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვედ მო­აზ­როვ­ნე; სა­სურ­ვე­ლია იყოს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი... ისე, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ჩემი ყუ­რა­დღე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე მა­მა­კაცს მი­უ­პყრია და რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, როცა ეს ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლა და მი­ფიქ­რია: - ნე­ტავ, რა­ტომ მო­მე­წო­ნა-მეთ­ქი? ასეთ დროს ისიც ზუს­ტად ვი­ცო­დი: იმ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვი­დან რომ და­მე­წყო, იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

იღბლიანი კომპოზიტორის სიყვარულით სავსე ცხოვრება

იღბლიანი კომპოზიტორის სიყვარულით სავსე ცხოვრება

"მზესთან ხარ, ცასთან ხარ, შორსაც არა ხარ..." - ასე იმღერება ნანა მესხის სიმღერის ერთი ფრაზა... თავადაც ასეა: გაბრწყინებული თვალებით, შინაარსიანი მზერით გიყურებს, ლაპარაკობს და თითქოს, შენამდე ჩამოაქვს მზისა და ცის სათქმელი... თითოეული მისი სიტყვა "დატენილია" შთაგონებით, სიცოცხლის ხალისით, ქალურობითა და რაც მისთვის ყველაზე მთავარია - სიყვარულით...

- სიახლეებით დავიწყოთ...

- მაქვს ახალი სიმღერები, რომლებიც ეთერში ჯერ არ გასულა. ერთი ბექა ჩხაიძეს - "ალილოს" არაჩვეულებრივ ხმას დავუწერე, მეორეს კი ჯერ არ ვიცი, ვის მივცემ; მესამე სიმღერა, რომელიც სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს შემოქმედებაში - ფრანგულია. ფრანგული ერთ დროს ძალიან კარგად ვიცოდი, ვგიჟდები ამ ენაზე. ვფიქრობ, სიმღერის შესრულებას თავად შევძლებ. გარდა ამისა, მე და რომა რცხილაძეს გვაქვს ერთობლივი პროექტი. მას მიაჩნია, რომ კარგი მუსიკოსი ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე მაღალი შეფასებაა. მე და რომა ერთ ჩემს და ერთ მის სიმღერას დუეტში შევასრულებთ.

- როგორც ვიცი, რამდენიმე საქმით ერთდროულად ხართ დაკავებული. დასვენება თუ მოახერხეთ?

- პარალელურ რეჟიმში მართლაც, ბევრ რამეს ვაკეთებ, ასე რომ, დასვენებისთვის ჯერ ვერ მოვიცალე. მეგობრებთან ყოფნის დეფიციტი არ მაქვს - მათთან ერთად შაბათ-კვირას, ქალაქგარეთ "გავქროლდები" ხოლმე. ამბობენ, რომ სერიოზული მძღოლი ვარ და ეს მეამაყება...

- როგორი მუსიკა მოგწონთ?

- მომწონს ყველაფერი, რაც მელოდიურია. მიყვარს ჰარმონია - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. მომწონს კლასიკა, ჯაზი, ქალაქური ლირიკა, რომელსაც თავად ვემსახურები და ვცდილობ, რაღაც ღირსეული შევქმნა. ყანჩელი, ლაღიძე, ცაბაძე, კერესელიძე, ნუნუ გაბუნია, ნუნუ დუღაშვილი - ამ ადამიანების სიმღერებზე გავიზარდე. უსაყვარლესი ადამიანია მარიკა კვალიაშვილი - ნებისმიერი მისი კომენტარი და შექება ჩემთვის უდიდესი სტიმულია და საბედნიეროდ, ამით გათამამებული ვარ. ჯანო კახიძის სიმღერები შემიძლია, დილიდან საღამომდე ვიმღერო - არ მომბეზრდება. სხვათა შორის, ჩემს სახლში მუდამ არაჩვეულებრივი მუსიკა ისმოდა. დედა, ლუიზა ფრანგიშვილი ძალიან კარგად მღეროდა და უკრავდა.

- რა პრინციპით ირჩევთ მომღერლებს, რომლებსაც საკუთარ ნამუშევრებს ანდობთ?

- ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალი გვყავს და მათი უმრავლესობა ჩემი მეგობარია. დიდი პატივია, როცა ისინი ჩემს სიმღერებს ასრულებენ. გამორჩეულად მიყვარს დათო არჩვაძე. მან თავიდან გააცოცხლა ერთ დროს ძალიან პოპულარული სიმღერა. ადრე ამ სიმღერას ტრიო "თბილისის" წევრი, ნუგზარ აფხაიძე ასრულებდა და "ძველი სევდა" ერქვა, ახლა კი დათო ასრულებს და "ფარვანა" ჰქვია. დათო უნიჭიერესი მუსიკოსი და უერთგულესი მეგობარია, ყოველთვის მხარში მიდგას... ასევე, სიმღერებს ხშირად ვუწერ: "თეატრალურ კვარტეტს", თემურ წიკლაურს, ლაშა ღლონტს. ალბათ იღბლიანი ვარ, რომ მათ მოსწონთ ჩემი სიმღერები.

- სიმღერისთვის ლექსებსაც თავად ქმნით?

- ლექსებს ზოგჯერ თავად ვწერ. მაგალითად, "დავდივარ და დაგეძებ" ჩემი ლექსია, რომელიც 20 წლის წინ, ტრიო "თბილისისთვის" დავწერე. მაშინ ტექნიკური უნივერსიტეტის კვარტეტში ვმღეროდი. ეს კვარტეტი მხოლოდ ჩემს სიმღერებს მღეროდა, ტრიო "თბილისის" წევრებმა კი ერთ-ერთ კონცერტზე მოგვისმინეს და ზაზა მამალაძემ მთხოვა: სიმღერა ჩვენც დაგვიწერეო. ჰოდა, "დავდივარ და დაგეძებ" სწორედ იმ ღამეს დაიბადა... ზოგჯერ ლაიტმოტივს ვეუბნები და ლექსის დაწერას არაჩვეულებრივ ავტორებს ვთხოვ, მაგალითად: ნანა ცინცაძეს, მაკა ბლიაძეს, ზოგჯერ კი კლასიკოსების ლექსებს ვიყენებ.

- ოდესმე ქალაქური სტილისგან თუ გადაგიხვევიათ?

- ძირითადად, ქალაქური ლირიკა ხდება პოპულარული. მგონია, რომ ქართველებს განსაკუთრებულად ეს მიმართულება გვიყვარს, თუმცა, მაქვს რომანსებიც, სხვა სტილის სიმღერებიც. ერთხელ თემურ ქევხიშვილმა სიმღერაზე - "დავდივარ და დაგეძებ" ასეთი რამ მითხრა: შენ იმ ძალიან ვიწრო ბილიკზე გაიარე, რასაც ქალაქური სიმღერა ჰქვიაო. სულ ვცდილობ, ამ ბილიკს არ ავცდე...

- რას ნიშნავს თქვენთვის სოლარიუმი, სპა-ცენტრი, სალონი...

- სოლარიუმი ჩემი ერთ-ერთი დიდი სიყვარულია. როგორც გითხარით, ამ ზაფხულს წასვლა ვერსად მოვახერხე და რასაც ხედავთ, ეს სოლარიუმის შედეგია. სალონში ინტენსიურად დავდივარ - თმის მოსაწესრიგებლად, მანიკიურისა და პედიკიურის გასაკეთებლად.

- სახლის პირობებში თუ იტარებთ სახის მოვლის პროცედურებს?

- დიახ. ნებისმიერი სახის ბოსტნეულს, რაც კი ხელში მომხვდება, ჭამის დაწყებამდე სახეზე ვისვამ. ინტენსიურად ვიყენებ ხელის საცხს. საერთოდ, ხელებსა და დეკოლტეს ზონას განსაკუთრებით ვუფრთხილდები, რადგან ვიცი, რომ პირველ რიგში, ქალის ასაკს ეს ადგილები ამხელს... სახლში რა დროსაც უნდა მივიდე, აუცილებლად ვიშორებ მაკიაჟს. არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებული კოსმეტიკა გქონდეს. მთავარია, ის შენი კანის ტიპს მიუსადაგო და ინტენსიურად გამოიყენო. რადგანაც სოლარიუმის ხშირი სტუმარი ვარ, ვცდილობ, სხეული მუდმივად დავატენიანო.

- ჯანსაღი ცხოვრების წესს რამდენად იცავთ?

- სიგარეტი არასდროს მომიწევია, რადგან მიმაჩნია, რომ ქალისგან მხოლოდ სუნამოს სურნელი უნდა მოდიოდეს. იყო შემთხვევები, როცა ჩემს ცდუნებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ისე ხდებოდა, რომ თავად ანებებდნენ თავს მოწევას (იცინის). ალკოჰოლური სასმელებიდან კონიაკი და წითელი ღვინო მიყვარს. არ ვვარჯიშობ, რადგან ზარმაცი ვარ. ყოველ დილით ვგეგმავ: დღეს საღამოს აუცილებლად, ბევრს გავივლი ფეხით-მეთქი, მაგრამ ამას ვერასდროს ვახერხებ. ყავა ძალიან მიყვარს და ამაზე უარს ვერ ვამბობ.

- დიეტის დაცვა ხშირად გიწევთ?

- ყოველთვის ვცდილობ, წონა ვაკონტროლო. მსუყე და გემრიელ სადილზე უარს არასოდეს ვამბობ, მაგრამ მეორე დღეს შეიძლება, ვიშიმშილო. გამოგიტყდებით და, ჭამა ისე მიყვარს, წონას რომ არ ვაკონტროლებდე, 200 კილო ვიქნებოდი (იცინის). წარმოიდგინეთ, თუ მომინდება, ღვეზელების საჭმელად მცხეთაში მარტო წასვლაც არ დამეზარება... უფრო მეტად კი გემრიელი, კაცური საჭმელები მიყვარს.

- ჩაცმის როგორი სტილი გაქვთ?

- ქალური სტილი მაქვს... მაშინაც კი, როცა სპორტულად მაცვია, ვცდილობ, ჩემს გარეგნობაში ქალური ელემენტები იყოს. კლასიკური სტილი მიყვარს. ყველამ იცის, რასთან ასოცირდება ნანა მესხი: მინიმუმ, 10-12 სმ სიმაღლის ქუსლიან ფეხსაცმელთან, რომლითაც დავქრივარ და საჭესთან მჯდომსაც არ მექმნება პრობლემა; ძალიან ვიწრო კაბასთან, ტუჩის საცხთან და ა.შ. ჩემი და სოფი ლორენის პრინციპი ერთმანეთს ემთხვევა - "ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი და ერთი ზომით პატარა კაბა". თუკი ასე მაცვია, მაშინ ყველაფერი მიხარია...

- გამორჩეულად რომელიმე ფერს თუ ანიჭებთ უპირატესობას?

- შავი ძალიან "ჩემია". მას ძლიერი ქალების ფერად აღვიქვამ. თუმცა, ბოლო პერიოდში ქართველების გარდერობში სიჭრელე რომ არის, ეს ძალიან მიხარია. მიყვარს თეთრი, წითელი და ყვითელი. სხვათა შორის, ყვითელ მანქანაზე ვოცნებობ...

- სამოსს ქართველ დიზაინერებთან ხომ არ იკერავთ? ზოგადად, ბრენდებს რამდენად აქცევთ ყურადღებას?

- ლიკა ყაზბეგს ჰქონდა ასეთი პროექტი - "წარმატებული ქალი პოდიუმზე", რომლის წყალობითაც ქართველმა ქალებმა ერთი დღით, მოდელების ამპლუა მოვირგეთ. მე და ლიკა ხშირად ვთანამშრომლობთ. ძალიან ვაფასებ დიზაინერ თიკა მაღალაშვილს, ფატუნა ბუშიჰედს და ცხადია, მათი კაბები მაქვს. ბრენდს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ქალს სიამოვნებს, როცა მის გარდერობში ექსკლუზივები კიდია, მაგრამ უამისობას ტრაგედიად ნამდვილად არ აღვიქვამ.

- დაოჯახებული არ ბრძანდებით...

- ბავშვობიდან დამოუკიდებელი და ბუნებით ლიდერი ვარ. ჩემი ცხოვრება ყოველთვის სავსეა სიყვარულით - ამის გარეშე წუთითაც არ მიცხოვრია. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, დამოუკიდებლობის დაკარგვის შიში არ არის მთავარი პრობლემა. უბრალოდ, ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ცხოვრების სტილს შემაცვლევინებდა. ისე კი, თავისუფლების ფასი ნამდვილად, არაფერია. ერთი დღითაც ვერ ავიტან, ვინმემ რაიმეში რომ შემზღუდოს.

- როგორმა მამაკაცმა შეიძლება მიიპყროს ნანა მესხის ყურადღება?

- ძლიერმა პიროვნებამ! აუცილებლად უნდა იყოს კეთილი, გულგახსნილი, თანამედროვედ მოაზროვნე; სასურველია იყოს განათლებული და ჭკვიანი... ისე, ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი ყურადღება რადიკალურად განსხვავებული მონაცემების მქონე მამაკაცს მიუპყრია და რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა ეს ურთიერთობა დასრულებულა და მიფიქრია: - ნეტავ, რატომ მომეწონა-მეთქი? ასეთ დროს ისიც ზუსტად ვიცოდი: იმ ადამიანთან ურთიერთობა თავიდან რომ დამეწყო, იმავეს გავაკეთებდი...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება