პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის ხატია სიჭინავა "ისტერიჩკა" დედა და ვის უჩივლებს სასამართლოში
რატომ არის ხატია სიჭინავა "ისტერიჩკა" დედა და ვის უჩივლებს სასამართლოში

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა ორი გო­გო­ნას - გაბ­რი­ე­ლა­სა და ოლის დედა გახ­ლავთ. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, 30 წლის ასაკ­ში შვი­ლის გა­ჩე­ნამ "ის­ტე­რი­ჩკა" დე­დად აქ­ცია, რო­მელ­საც მშობ­ლის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად აქვს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი. ხა­ტი­ას ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა: ის ახა­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა.

- შვი­ლი, ეს არის არ­სე­ბა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად გიყ­ვარს. ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ ავად­მყო­ფუ­რად გან­ვიც­დი ყვე­ლა­ფერს, რაც ჩემს გო­გო­ნებს ეხე­ბათ. როცა მათ გვერ­დით არ ვარ, მუ­დამ ვდარ­დობ იმა­ზე, თუ რას ჭა­მენ, რას აკე­თე­ბენ. დე­დო­ბა უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლია, რაც კი ღმერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ქალს მი­ა­ნი­ჭოს.

- დე­დობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი ორ­სუ­ლო­ბი­დან იწყე­ბა თუ მა­შინ, როცა უკვე შენს შვილს ხე­დავ?

- ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მუც­ლად­მყოფ შვილს გა­მუდ­მე­ბით ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და მე­გო­ნა, რომ ისიც მის­მენ­და. მე და ჩემი მე­უღ­ლე ტო­ლე­ბი ვართ. ისეთ ასაკ­ში გავ­ხდით მშობ­ლე­ბი, როცა შვი­ლის ყო­ლის ემო­ცია მძაფ­რად გან­ვი­ცა­დეთ. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, როცა შვილს პირ­ვე­ლად ხე­დავ, სწო­რედ მა­შინ იბა­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. პირ­ვე­ლი შვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი გზით გა­ვა­ჩი­ნე, გა­უტ­კი­ვა­რე­ბა არ გა­ვი­კე­თე. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი იყო ის ტკი­ვი­ლი, ხში­რად ქა­ლე­ბი რომ ვერ უძ­ლე­ბენ. მუ­ცე­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მტკი­ო­და, ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი, რაც ბავ­შვს და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ვუ­თხა­რი, იყო: "რო­გორ მაწ­ვა­ლე, შე ბო­რო­ტო" (იცი­ნის), მაგ­რამ გაბ­რი­ე­ლა სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში რომ შე­მო­მიყ­ვა­ნეს და გულ­ზე და­მიწ­ვი­ნეს, მზად ვი­ყა­ვი, კი­დევ ერთხელ გან­მე­ცა­და გა­და­ტა­ნი­ლი ტკი­ვი­ლი. სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე ახალ­შო­ბილს ერ­თსა და იმა­ვე ოთახ­ში აძი­ნებ­დნენ. შუ­ა­ღა­მი­სას, როცა ჩემი შვი­ლი ტი­რილს და­ი­წყებ­და, მის ხმას სხვე­ბის­გან უპ­რობ­ლე­მოდ ვარ­ჩევ­დი და ეს ყვე­ლას უკ­ვირ­და. "ის­ტე­რი­ჩკა" დედა ვარ. ახ­ლაც ყო­ველ­თვის ვიცი წი­ნას­წარ, ავად­მყო­ფო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მალე გა­მო­კეთ­დე­ბი­ან ჩემი შვი­ლე­ბი თუ რამე გარ­თუ­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

- შენი მე­უღ­ლე მშო­ბი­ა­რო­ბას არ და­ეს­წრო?

- მი­მაჩ­ნია, რომ ეს პრო­ცე­სი სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ყუ­რე­ბე­ლი არ არის, ამი­ტო­მაც რა­მა­ზი მშო­ბი­ა­რო­ბას არ დას­წრე­ბია. გა­რეთ მე­ლო­დე­ბო­და... მე­ო­რე შვი­ლი სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ვა­ჩი­ნე და ერთი თვე ვერ დავ­დი­ო­დი. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის ემო­ცია არ იყო ისე­თი მძაფ­რი, რო­გო­რიც ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბი­სას გახ­ლდათ.

- გო­გო­ნე­ბი რო­გო­რი გა­საზ­რდე­ლე­ბი არი­ან?

- გაბ­რი­ე­ლა ნაზი და უპ­რე­ტენ­ზი­ოა. გე­ტყვით იმას, რომ ჩემ­თან არც ერთ შვილს არ სძი­ნავს. ვი­ნა­ი­დან ჩემი მე­უღ­ლე სპორ­ტსმე­ნია, მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ღა­მის ძილი, გაბ­რი­ე­ლა კი ღა­მეს გვა­თე­ნე­ბი­ნებ­და. მივ­ხვდი, თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბო­და, ქმარ­თან იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მექ­ნე­ბო­და. ჰოდა, ვი­ნა­ი­დან ჩემი და ჩემ­თან ცხოვ­რობ­და, ღა­მით ბავ­შვი მას გა­და­ვა­ბა­რე (იღი­მის). შემ­დეგ ისე­თი ძიძა ვი­პო­ვე, რო­მე­ლიც ღა­მეს ჩვენ­თან გა­ა­თევ­და და ბავ­შვე­ბი დღემ­დე მას­თან იძი­ნე­ბენ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ქალ­მა მე­უღ­ლეს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოს. ჩემს შვი­ლებს სი­ტყვა "მიყ­ვარ­ხარ" იმ­დე­ნად ხში­რად ეს­მო­დათ, რომ ორი­ვემ პირ­ვე­ლად ეს სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა. გაბ­რი­ე­ლა პრან­ჭი­აა. სულ მთხოვს, მა­ნი­კი­უ­რი, ლა­მა­ზი ვარ­ცხნი­ლო­ბა გა­ვუ­კე­თო. ოლი კი მე­ტე­ო­რია: ძა­ლი­ან მოძ­რა­ვია, ვერ ვა­ჩე­რებთ ხოლ­მე. ერთხელ "მაკ­დო­ნალდსში" ვი­ყა­ვით. გაბ­რი­ე­ლას პა­ტა­რა ბიჭი გა­მო­ე­კი­და. მო­ვი­და და უკ­ნი­დან ამო­მე­ფა­რა. ოლი ხელ­ში მე­ჭი­რა. ბიჭი წინ დაგ­ვიდ­გა და არ მი­დი­ო­და. ალ­ბათ პა­ტა­რამ იგ­რძნო, რომ მის დას "საფრ­თხე" ემუქ­რე­ბო­და და თმა მო­ქა­ჩა, ხელი ძლივს გა­ვაშ­ვე­ბი­ნე.

- რა­მა­ზი რამ­დე­ნად არის ჩარ­თუ­ლი შვი­ლე­ბის გაზ­რდა­ში?

- ვერ ვი­ტყვი, რომ პამ­პერ­სებს უც­ვლის, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და ამის მცდე­ლო­ბა. ბავ­შვე­ბი გიჟ­დე­ბი­ან მა­მა­ზე. რა­მაზს ისი­ნი დაჰ­ყავს ზო­ო­პარკში, პარ­კებ­სა და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას. ვურ­ჩევ, შვი­ლებ­თან მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დეს. გიჟი მა­მაა. რო­გორც ყვე­ლა კაცს, მა­საც ერთი სული აქვს, ბიჭი რო­დის გვე­ყო­ლე­ბა.

- რამ­დე­ნი შვი­ლის ყო­ლას აპი­რებთ?

- ჩემს დე­დამ­თილს 4 შვი­ლი ჰყავს და მას ნამ­დვი­ლად არ ჩა­მოვ­რჩე­ბი (იღი­მის). ორ­სუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა.

- გო­გო­ნებს სა­ხე­ლე­ბი რო­გორ შე­ურ­ჩი­ეთ?

- მა­შინ, რო­დე­საც გაბ­რი­ე­ლა­ზე ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არ იყო. მა­შინ მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ავე­დი და წმინ­დანს ვთხო­ვე: ოღონდ ჩემი შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი ამ­ყო­ფე და შენს სა­ხელს და­ვარ­ქმევ-მეთ­ქი. მე­გო­ნა, ბიჭი გაჩ­ნდე­ბო­და. გოგო რომ შეგ­ვე­ძი­ნა, სა­ხე­ლი აღარ გა­და­ვარ­ქვი... მე­ო­რეს, რო­გორც იცით - ოლი ჰყვია. ჩემს მე­უღ­ლეს ერთი და ჰყავს - ოლგა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მის პა­ტივ­სა­ცე­მად და­ვარ­ქვით უმ­ცროსს ეს სა­ხე­ლი. უფ­ლის წყა­ლო­ბით, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. მინ­და ყვე­ლას ჩემ­ნა­ი­რი და კი­დევ უფრო დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა ვუ­სურ­ვო.

- დე­დამ­თილ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- ჩემს დე­დამ­თილს სა­უ­კუ­ნის დე­დამ­თი­ლის წო­დე­ბას მი­ვა­ნი­ჭებ­დი. ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. 35 წე­ლია, სა­ბავ­შვო ბა­ღის გამ­გეა და მარ­თა­ლია, მკაც­რი იმი­ჯი აქვს, მაგ­რამ უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნია. ის ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- რას ურ­ჩევ ახალ­ბე­და დე­დებს?

- არ მეს­მის იმ დე­დე­ბის, რომ­ლე­ბიც შვი­ლებს ქუ­ჩა­ში სცე­მენ და ამით პა­ტა­რებს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ულა­ხა­ვენ. ჩემს გო­გო­ნებს სიყ­ვა­რულ­სა და სით­ბოს ვუ­ნერ­გავ და ამის გა­კე­თე­ბას ვურ­ჩევ სხვებ­საც. ბევ­რი დრო გა­ა­ტა­რეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, ბავ­შვებ­თან ერ­თად. ალ­კოჰო­ლურ სას­მელს სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვსვამ მას შემ­დეგ, რაც შვი­ლე­ბი გა­ვა­ჩი­ნე. მგო­ნია, რომ ბავ­შვებ­მა ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ უნდა მნა­ხონ. მინ­და, ისი­ნი ჯან­მრთე­ლე­ბი და ლა­ღე­ბი გა­ი­ზარ­დონ.

- რო­გორც გა­ვი­გე, შენ და მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი ახალ გა­და­ცე­მას გა­უ­ძღვე­ბით...

- ასეა! გა­და­ცე­მას ჰქვია "ცხოვ­რე­ბის სტი­ლი". ჯერ არ გა­გიმ­ხელთ, რო­მელ არხზე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მას­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ვის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცის, მა­გა­ლი­თად, მი­ნის­ტრე­ბი, ელ­ჩე­ბი... ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, დი­მიტ­რი ჩხე­ი­ძემ შე­მომ­თა­ვა­ზა გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს გავა ეთერ­ში. სხვა­თა შო­რის, სექ­ტემ­ბერ­ში სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას ვა­პი­რებ: შავი ზღვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენტს უნდა ვუ­ჩივ­ლო. მან შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნა მე და ჩემს ოჯახს - ჩემი მე­უღ­ლის მი­სა­მარ­თით, ამ­ბე­ბი.გე-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ზე უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბი და­წე­რა. იმე­დია, ეს ყვე­ლას­თვის გაკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა და მო­მა­ვალ­ში ასე­თი კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავს შე­ი­კა­ვე­ბენ.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რატომ არის ხატია სიჭინავა "ისტერიჩკა" დედა და ვის უჩივლებს სასამართლოში

რატომ არის ხატია სიჭინავა "ისტერიჩკა" დედა და ვის უჩივლებს სასამართლოში

ხატია სიჭინავა ორი გოგონას - გაბრიელასა და ოლის დედა გახლავთ. როგორც თავად ამბობს, 30 წლის ასაკში შვილის გაჩენამ "ისტერიჩკა" დედად აქცია, რომელსაც მშობლის უფლება-მოვალეობები ძალიან კარგად აქვს გაანალიზებული. ხატიას ცხოვრებაში სიახლეა: ის ახალი გადაცემის წამყვანად მოგვევლინება.

- შვილი, ეს არის არსება, რომელიც საკუთარ თავზე მეტად გიყვარს. ზოგჯერ მგონია, რომ ავადმყოფურად განვიცდი ყველაფერს, რაც ჩემს გოგონებს ეხებათ. როცა მათ გვერდით არ ვარ, მუდამ ვდარდობ იმაზე, თუ რას ჭამენ, რას აკეთებენ. დედობა უდიდესი სიხარულია, რაც კი ღმერთმა შეიძლება ქალს მიანიჭოს.

- დედობრივი სიყვარული ორსულობიდან იწყება თუ მაშინ, როცა უკვე შენს შვილს ხედავ?

- ორსულობის პერიოდში მუცლადმყოფ შვილს გამუდმებით ველაპარაკებოდი და მეგონა, რომ ისიც მისმენდა. მე და ჩემი მეუღლე ტოლები ვართ. ისეთ ასაკში გავხდით მშობლები, როცა შვილის ყოლის ემოცია მძაფრად განვიცადეთ. მინდა აღვნიშნო, როცა შვილს პირველად ხედავ, სწორედ მაშინ იბადება ძალიან დიდი სიყვარული. პირველი შვილი ბუნებრივი გზით გავაჩინე, გაუტკივარება არ გავიკეთე. მაინტერესებდა, როგორი იყო ის ტკივილი, ხშირად ქალები რომ ვერ უძლებენ. მუცელი 24 საათის განმავლობაში მტკიოდა, ეს საშინელება იყო. პირველი სიტყვები, რაც ბავშვს დაბადების შემდეგ ვუთხარი, იყო: "როგორ მაწვალე, შე ბოროტო" (იცინის), მაგრამ გაბრიელა სამშობიარო ბლოკში რომ შემომიყვანეს და გულზე დამიწვინეს, მზად ვიყავი, კიდევ ერთხელ განმეცადა გადატანილი ტკივილი. სამშობიაროში დაახლოებით 20-მდე ახალშობილს ერთსა და იმავე ოთახში აძინებდნენ. შუაღამისას, როცა ჩემი შვილი ტირილს დაიწყებდა, მის ხმას სხვებისგან უპრობლემოდ ვარჩევდი და ეს ყველას უკვირდა. "ისტერიჩკა" დედა ვარ. ახლაც ყოველთვის ვიცი წინასწარ, ავადმყოფობის შემთხვევაში მალე გამოკეთდებიან ჩემი შვილები თუ რამე გართულება მოჰყვება.

- შენი მეუღლე მშობიარობას არ დაესწრო?

- მიმაჩნია, რომ ეს პროცესი სასიამოვნო საყურებელი არ არის, ამიტომაც რამაზი მშობიარობას არ დასწრებია. გარეთ მელოდებოდა... მეორე შვილი საკეისრო კვეთით გავაჩინე და ერთი თვე ვერ დავდიოდი. შესაბამისად, ბავშვის დაბადების ემოცია არ იყო ისეთი მძაფრი, როგორიც ფიზიოლოგიური მშობიარობისას გახლდათ.

- გოგონები როგორი გასაზრდელები არიან?

- გაბრიელა ნაზი და უპრეტენზიოა. გეტყვით იმას, რომ ჩემთან არც ერთ შვილს არ სძინავს. ვინაიდან ჩემი მეუღლე სპორტსმენია, მისთვის აუცილებელია ღამის ძილი, გაბრიელა კი ღამეს გვათენებინებდა. მივხვდი, თუ ასე გაგრძელდებოდა, ქმართან იდეალური ურთიერთობა არ მექნებოდა. ჰოდა, ვინაიდან ჩემი და ჩემთან ცხოვრობდა, ღამით ბავშვი მას გადავაბარე (იღიმის). შემდეგ ისეთი ძიძა ვიპოვე, რომელიც ღამეს ჩვენთან გაათევდა და ბავშვები დღემდე მასთან იძინებენ. აუცილებელია, ქალმა მეუღლეს სათანადო ყურადღება დაუთმოს. ჩემს შვილებს სიტყვა "მიყვარხარ" იმდენად ხშირად ესმოდათ, რომ ორივემ პირველად ეს სიტყვა წარმოთქვა. გაბრიელა პრანჭიაა. სულ მთხოვს, მანიკიური, ლამაზი ვარცხნილობა გავუკეთო. ოლი კი მეტეორია: ძალიან მოძრავია, ვერ ვაჩერებთ ხოლმე. ერთხელ "მაკდონალდსში" ვიყავით. გაბრიელას პატარა ბიჭი გამოეკიდა. მოვიდა და უკნიდან ამომეფარა. ოლი ხელში მეჭირა. ბიჭი წინ დაგვიდგა და არ მიდიოდა. ალბათ პატარამ იგრძნო, რომ მის დას "საფრთხე" ემუქრებოდა და თმა მოქაჩა, ხელი ძლივს გავაშვებინე.

- რამაზი რამდენად არის ჩართული შვილების გაზრდაში?

- ვერ ვიტყვი, რომ პამპერსებს უცვლის, მაგრამ რამდენჯერმე ჰქონდა ამის მცდელობა. ბავშვები გიჟდებიან მამაზე. რამაზს ისინი დაჰყავს ზოოპარკში, პარკებსა და სხვადასხვა ადგილას. ვურჩევ, შვილებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს. გიჟი მამაა. როგორც ყველა კაცს, მასაც ერთი სული აქვს, ბიჭი როდის გვეყოლება.

- რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?

- ჩემს დედამთილს 4 შვილი ჰყავს და მას ნამდვილად არ ჩამოვრჩები (იღიმის). ორსულობა ძალიან მენატრება.

- გოგონებს სახელები როგორ შეურჩიეთ?

- მაშინ, როდესაც გაბრიელაზე ორსულად ვიყავი, ჩვენს ოჯახში ყველაფერი რიგზე არ იყო. მაშინ მამა გაბრიელის საფლავზე ავედი და წმინდანს ვთხოვე: ოღონდ ჩემი შვილი ბედნიერი ამყოფე და შენს სახელს დავარქმევ-მეთქი. მეგონა, ბიჭი გაჩნდებოდა. გოგო რომ შეგვეძინა, სახელი აღარ გადავარქვი... მეორეს, როგორც იცით - ოლი ჰყვია. ჩემს მეუღლეს ერთი და ჰყავს - ოლგა, რომელიც ძალიან მიყვარს და მის პატივსაცემად დავარქვით უმცროსს ეს სახელი. უფლის წყალობით, ძალიან ბედნიერები ვართ. მინდა ყველას ჩემნაირი და კიდევ უფრო დიდი ბედნიერება ვუსურვო.

- დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ჩემს დედამთილს საუკუნის დედამთილის წოდებას მივანიჭებდი. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. 35 წელია, საბავშვო ბაღის გამგეა და მართალია, მკაცრი იმიჯი აქვს, მაგრამ უკეთილშობილესი ადამიანია. ის ძალიან მიყვარს.

- რას ურჩევ ახალბედა დედებს?

- არ მესმის იმ დედების, რომლებიც შვილებს ქუჩაში სცემენ და ამით პატარებს თავმოყვარეობას ულახავენ. ჩემს გოგონებს სიყვარულსა და სითბოს ვუნერგავ და ამის გაკეთებას ვურჩევ სხვებსაც. ბევრი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბავშვებთან ერთად. ალკოჰოლურ სასმელს საერთოდ ვეღარ ვსვამ მას შემდეგ, რაც შვილები გავაჩინე. მგონია, რომ ბავშვებმა ნასვამ მდგომარეობაში არ უნდა მნახონ. მინდა, ისინი ჯანმრთელები და ლაღები გაიზარდონ.

- როგორც გავიგე, შენ და მარკუს მეტრეველი ახალ გადაცემას გაუძღვებით...

- ასეა! გადაცემას ჰქვია "ცხოვრების სტილი". ჯერ არ გაგიმხელთ, რომელ არხზე იქნება, მაგრამ მასში ისეთი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას, ვის შესახებაც საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის, მაგალითად, მინისტრები, ელჩები... ჩემმა მეგობარმა, დიმიტრი ჩხეიძემ შემომთავაზა გადაცემის წაყვანა, რომელიც სექტემბრის ბოლოს გავა ეთერში. სხვათა შორის, სექტემბერში სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებ: შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტს უნდა ვუჩივლო. მან შეურაცხყოფა მოგვაყენა მე და ჩემს ოჯახს - ჩემი მეუღლის მისამართით, ამბები.გე-ზე გამოქვეყნებულ სტატიაზე უცენზურო სიტყვები დაწერა. იმედია, ეს ყველასთვის გაკვეთილი იქნება და მომავალში ასეთი კომენტარებისგან თავს შეიკავებენ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება