სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქდება თუ არა დენთის კასრი?!
აფეთქდება თუ არა დენთის კასრი?!

"ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი დენ­თის კას­რია, დღეს ამ რე­გი­ონს ცე­ცხლი უახ­ლოვ­დე­ბა. არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა. ყვე­ლა­ნი და­კარ­გა­ვენ სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტრო­ლის სა­და­ვე­ებს, რო­დე­საც დენ­თის კას­რი აფეთ­ქდე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ქა­ო­სი და ექ­სტრე­მიზ­მი მო­იდ­გამს ფეხს. ომის საფრ­თხე მთელ რე­გი­ონს მო­ი­ცავს", - ეს გან­ცხა­დე­ბა სი­რი­ის ლი­დერ­მა, ბა­შარ ალ-ასად­მა სულ ახ­ლა­ხან გა­ა­კე­თა. რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა სი­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო დარ­ტყმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ჩვენ სი­რი­ა­ში "შე­ზღუ­დულ მოქ­მე­დე­ბებს" გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. თეთ­რი სახ­ლი არ გა­ნი­ხი­ლავს სახ­მე­ლე­თო და გრძელ­ვა­დი­ან სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას, მაგ­რამ ბა­შარ ალ-ასად­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის მკვლე­ლო­ბა­ზე!" - გა­ნა­ცხა­და ბა­რაკ ობა­მამ. სი­რი­ა­ში ვი­თა­რე­ბა 21 აგ­ვის­ტოს და­ი­ძა­ბა, რო­დე­საც მა­სობ­რივ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა და­მას­კოს შე­მო­გა­რენ­ში სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის მიერ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარს 600-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მტკი­ცე­ბით კი და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 1300-ს აღ­წევს და მათ შო­რის 426 ბავ­შვია. ბა­შარ ასა­დის რე­ჟი­მი ყვე­ლა­ფერს მე­ამ­ბო­ხე­ებს აბ­რა­ლებს. მათი თქმით, და­მას­კოს შე­მო­გა­რენ­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქტს აშშ და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი რე­გი­ონ­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის სა­ბა­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სას­ტი­კი და­ხოც­ვა დაგ­მეს და ინ­ცი­დენ­ტის და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი გა­მო­ძი­ე­ბა მო­ი­თხო­ვეს...

აფეთ­ქდე­ბა თუ არა დენ­თის კას­რი, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს თუ არა ამე­რი­კა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას სი­რი­ა­ში, არ­სე­ბობს თუ არა მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე და რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს სა­ქარ­თვე­ლო, ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო სოსო, ბა­შარ ასა­დი ამ­ბობს, ამე­რი­კას საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვს და ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში უსა­მარ­თლოდ სდებს ბრალს. ამ აზრს იზი­ა­რე­ბენ რუ­სე­თი და ჩი­ნე­თი. სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ა­ზე ამე­რი­კის მო­კავ­ში­რე ინ­გლი­სიც კი უარს ამ­ბობს. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი მარ­თლაც მხო­ლოდ სა­ბა­ბი იყოს ამე­რი­კის­თვის?

- ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტმა სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ა­ზე უარი იმი­ტომ გა­ნა­ცხა­და, რომ ჯერ არ არის დად­გე­ნი­ლი, ნამ­დვი­ლად ასად­მა გა­მო­ი­ყე­ნა თუ არა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი. თა­ვად ამე­რი­კის სე­ნატ­მაც კი გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ე­როს ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნის შემ­დეგ შე­საძ­ლოა, ობა­მას რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნოს. ამე­რი­კე­ლებ­მა ერთხელ ჭა­მეს უკვე, რო­დე­საც ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის სა­ბა­ბით ჰუ­სე­ინს და­უ­პი­რის­პირ­დნენ და ერა­ყი ფაქ­ტობ­რი­ვად გა­ა­ნად­გუ­რეს. რო­გორც იცით, სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვა, რომ ჰუ­სე­ინს ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი არ ჰქონ­და.

- თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი ნამ­დვი­ლად არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ამა­ზე 1300 ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლიც მე­ტყვე­ლებს...

- დიახ, სი­რი­ა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი რომ გა­მო­ი­ყე­ნეს, ეს ფაქ­ტია, მაგ­რამ სა­კი­თხა­ვია, ვინ გა­მო­ი­ყე­ნა? ასა­დი ამ­ბობს, რომ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გად სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ასო­ბით მისი ჯა­რის­კა­ცი წევს. ასა­დი მარ­თლა გიჟი ხომ არ არის, რომ თა­ვი­სი ჯა­რის­კა­ცე­ბი მო­ე­წამ­ლა? მით უფრო, მა­შინ, რო­დე­საც ომი აქვს და თი­თო­ე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცი ოქ­როს ფა­სად უღირს? ასე რომ, საქ­მე მარ­ტი­ვად არ არის. შე­გახ­სე­ნებთ, რომ აჯან­ყე­ბუ­ლებ­მა თა­ვის დრო­ზე ხელთ იგ­დეს სა­წყო­ბე­ბი, სა­დაც ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ქი­მი­ურ ია­რაღს ორი­ვე მხა­რე იყე­ნებ­დეს. ერთი სი­ტყვით, ჯერ გარ­კვე­უ­ლი არა­ფე­რია.

- თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ არ ელო­დე­ბა ობა­მა გა­ე­როს ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნას, რომ­ლე­ბიც ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ნამ­დვი­ლო­ბის და­სად­გე­ნად მუ­შა­ო­ბენ?

- ობა­მამ უკვე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გა­სა­გო­ნად თქვა, რომ ასა­დის დას­ჯა გა­და­წყვი­ტა. ახლა ცდი­ლობს თა­ვი­სი სი­ტყვა შე­ას­რუ­ლოს. ისიც კი თქვა, თუ მხარს არა­ვინ და­მი­ჭერს, წერ­ტი­ლო­ვან დარ­ტყმებს მარ­ტო გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე­ბო. ვნა­ხოთ, 9 სექ­ტემ­ბერს სე­ნა­ტი რა ცვლი­ლე­ბას შე­ი­ტანს ობა­მას რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, წერ­ტი­ლო­ვან დარ­ტყმებს იმ შემ­თხვე­ვა­შიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, თან­ხმო­ბას გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო თუ არ მის­ცემს?

- ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს სა­მო­ცი­ა­ნი წლე­ბი­დან უფ­ლე­ბა აქვს, სა­მო­ცი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ბას კონ­გრე­სის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ამე­რი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არ წე­რია, რომ ამე­რი­კამ უნდა იმოქ­მე­დოს გა­ე­როს მან­და­ტით. ეს ქვე­ყა­ნა გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ით მხო­ლოდ კო­რე­ის ომში მოქ­მე­დებ­და. გა­ე­როს თან­ხმო­ბა მა­ში­ნაც არ დას­ჭირ­ვე­ბია, როცა აწარ­მოა ვი­ეტ­ნამ­ში 9-წლი­ა­ნი ომი. არც რე­ი­განს ჰქონ­და გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცია, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი ბი­შო­ფი მო­აკ­ვლე­ვი­ნა და ლი­ბან­ში ჯარი გა­დას­ხა...

- ოფი­ცი­ა­ლურ­მა მოს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვას არ აპი­რებს, მაგ­რამ უკვე გაგ­ზავ­ნა სამ­ხედ­რო გე­მე­ბი სი­რი­ის სა­ნა­პი­როს­კენ. რას უნდა ნიშ­ნავ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- ერ­თია, რას იტყვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვი და მე­ო­რე - რას გა­ა­კე­თებს. მოს­კოვ­მა ვა­შინგტონს პრაქ­ტი­კუ­ლად ასე­თი რამ უთხრა, - კარ­გად და­ფიქ­რდი, სა­ნამ ამ სი­სუ­ლე­ლეს გა­ა­კე­თე­ბო. რო­დე­საც დიდი, ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ასე­თი ულ­ტი­მა­ტუ­მე­ბით ელა­პა­რა­კე­ბი­ან, კარ­გის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის... ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, რომ უნდა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეს, რო­გორც ამე­რი­კას­თან, ასე­ვე რუ­სეთ­თან, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ამე­რი­კის პო­ზი­ცი­ას ღიად ვუ­ჭერთ მხარს. მაია ფან­ჯი­კი­ძემ პირ­და­პირ თქვა, - ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად ასადს დედა უნდა ვუ­ტი­რო­თო. ამ გან­ცხა­დე­ბას ასა­დი ვე­რას­დროს გა­ი­გებს და ეს მშვე­ნივ­რად იცის ფან­ჯი­კი­ძემ. მან რუ­სე­თი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა... წე­სით, ახლა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არც მწვადს უნდა წვავ­დეს და არც შამ­ფურს. ჯო­ბია, ბა­რი­კა­დებ­ზე ნუ გა­დავ­ძვრე­ბით, გა­რი­ბალ­დებს მა­ინც ვერ ვხე­დავ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში.

- თუ ამე­რი­კა და რუ­სე­თი სი­რი­ის გამო ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლო რა საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს?

- თუ რუ­სე­თი­სა და ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო გარ­თულ­დე­ბა, ეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი შეგ­ვპირ­და, რომ უკვე შევ­დე­ქით იმ რელ­სებ­ზე, რო­მელ­საც რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის­კენ მივ­ყა­ვარ­თო, მაგ­რამ არ ვიცი... შე­საძ­ლოა, მან ვერ გა­ი­გო და არც უთხრეს, რა გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა მისი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ქალ­ბა­ტონ მაია ფან­ჯი­კი­ძეს ვგუ­ლის­ხმობ. შე­საძ­ლოა, ში­ნა­გა­ნად მარ­თლაც თა­ნა­უგ­რძნობ­დე ამე­რი­კას, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნა თუ არა, ასა­დი მა­ინც დიქ­ტა­ტო­რია, მაგ­რამ ამის ხმა­მაღ­ლა ყვი­რი­ლი, ახლა არ შე­იძ­ლე­ბა და ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ეს კარ­გად უნდა ეს­მო­დეს...

- სულ ცოტა ხნის წინ, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და ვი­დე­ორ­გო­ლი, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი სი­რი­ა­ში თურ­ქე­თის გავ­ლით, სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­ი­ტა­ნეს. ვინ შე­იძ­ლე­ბა ამის უკან იდ­გეს?

- ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ის გა­ფუ­ჭე­ბა აძ­ლევს ხელს. ვის შე­იძ­ლე­ბა ეს აძ­ლევ­დეს ხელს? ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს ხარ­ჯა­ვენ, რომ გა­ი­გონ, ვინ იბ­რძვის მათი იმი­ჯის გა­სა­ფუ­ჭებ­ლად. ასე შო­რი­დან ამის თქმა, ძა­ლი­ან ძნე­ლია. "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" რომ ჰკი­თხო, გე­ტყვი­ან, რომ ამ ვი­დე­ორ­გო­ლის გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ში რუ­სე­თის ხელი ურე­ვია. შე­საძ­ლოა, რუ­სე­თიც იყოს, მაგ­რამ არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამას ის ქვე­ყა­ნა აკე­თებ­დეს, რო­მელ­საც ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ.

- შე­საძ­ლოა, თურ­ქე­თიც იყოს?

- გა­დაჭ­რით ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, თუმ­ცა არც ეს არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. სხვა­თა შო­რის, თურ­ქე­თი სი­რი­ის ის­ტო­რი­უ­ლი მტე­რია. ამ ქვე­ყა­ნას სი­რია-ამე­რი­კის კონ­ფლიქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს... ერ­დო­ღან­მა ისიც კი თქვა, ასა­დის გვა­რი სა­ერ­თოდ უნდა მოვ­სპო­თო, მაგ­რამ ჩვენ თურ­ქებ­თან აყო­ლა არ გვაძ­ლევს ხელს. ახლა ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი, ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბაა.

- მა­ში­ნაც, თუ კონ­ფლიქ­ტი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან შე­ტა­კე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და?

- ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­ტა­კე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია. თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი...

- ე.ი. თქვენ არ ეთან­ხმე­ბით ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის მო­საზ­რე­ბას, რომ სი­რი­ა­ში დენ­თის კას­რის გა­ხეთ­ქვამ, შე­საძ­ლოა, მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს?

- არა, არ ვე­თან­ხმე­ბი ამ მო­საზ­რე­ბას, ეგ გა­მო­რი­ცხუ­ლია. მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლად იქ­ნე­ბო­და და­საშ­ვე­ბი, თუ ამე­რი­კა სი­რი­ა­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ას და­ი­წყებ­და. წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბით, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მცი­რე ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია.

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

აფეთქდება თუ არა დენთის კასრი?!

აფეთქდება თუ არა დენთის კასრი?!

"ახლო აღმოსავლეთი დენთის კასრია, დღეს ამ რეგიონს ცეცხლი უახლოვდება. არავინ იცის, რა მოხდება. ყველანი დაკარგავენ სიტუაციის კონტროლის სადავეებს, როდესაც დენთის კასრი აფეთქდება. სამაგიეროდ, ქაოსი და ექსტრემიზმი მოიდგამს ფეხს. ომის საფრთხე მთელ რეგიონს მოიცავს", - ეს განცხადება სირიის ლიდერმა, ბაშარ ალ-ასადმა სულ ახლახან გააკეთა. როგორც უკვე ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიაზე სამხედრო დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენ სირიაში "შეზღუდულ მოქმედებებს" განვახორციელებთ. თეთრი სახლი არ განიხილავს სახმელეთო და გრძელვადიან სამხედრო ოპერაციას, მაგრამ ბაშარ ალ-ასადმა პასუხი უნდა აგოს საკუთარი ხალხის მკვლელობაზე!" - განაცხადა ბარაკ ობამამ. სირიაში ვითარება 21 აგვისტოს დაიძაბა, როდესაც მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა დამასკოს შემოგარენში სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობები გაავრცელეს. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციური ძალების მტკიცებით კი დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აღწევს და მათ შორის 426 ბავშვია. ბაშარ ასადის რეჟიმი ყველაფერს მეამბოხეებს აბრალებს. მათი თქმით, დამასკოს შემოგარენში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს აშშ და მისი მოკავშირეები რეგიონში სამხედრო ოპერაციის ჩატარების საბაბად გამოიყენებენ. მსოფლიო ლიდერებმა მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი დახოცვა დაგმეს და ინციდენტის დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვეს...

აფეთქდება თუ არა დენთის კასრი, განახორციელებს თუ არა ამერიკა სამხედრო ოპერაციას სირიაში, არსებობს თუ არა მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხე და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

- ბატონო სოსო, ბაშარ ასადი ამბობს, ამერიკას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს და ქიმიური იარაღის გამოყენებაში უსამართლოდ სდებს ბრალს. ამ აზრს იზიარებენ რუსეთი და ჩინეთი. სამხედრო ინტერვენციაზე ამერიკის მოკავშირე ინგლისიც კი უარს ამბობს. რამდენად შესაძლებელია, რომ ქიმიური იარაღი მართლაც მხოლოდ საბაბი იყოს ამერიკისთვის?

- ბრიტანეთის პარლამენტმა სამხედრო ინტერვენციაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ ჯერ არ არის დადგენილი, ნამდვილად ასადმა გამოიყენა თუ არა ქიმიური იარაღი. თავად ამერიკის სენატმაც კი განაცხადა, რომ გაეროს ექსპერტების დასკვნის შემდეგ შესაძლოა, ობამას რეზოლუციაში კორექტივები შეიტანოს. ამერიკელებმა ერთხელ ჭამეს უკვე, როდესაც ქიმიური იარაღის საბაბით ჰუსეინს დაუპირისპირდნენ და ერაყი ფაქტობრივად გაანადგურეს. როგორც იცით, საბოლოოდ გაირკვა, რომ ჰუსეინს ქიმიური იარაღი არ ჰქონდა.

- თუმცა, ამ შემთხვევაში ქიმიური იარაღი ნამდვილად არის გამოყენებული, ამაზე 1300 ადამიანის სიკვდილიც მეტყველებს...

- დიახ, სირიაში ქიმიური იარაღი რომ გამოიყენეს, ეს ფაქტია, მაგრამ საკითხავია, ვინ გამოიყენა? ასადი ამბობს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად საავადმყოფოებში ასობით მისი ჯარისკაცი წევს. ასადი მართლა გიჟი ხომ არ არის, რომ თავისი ჯარისკაცები მოეწამლა? მით უფრო, მაშინ, როდესაც ომი აქვს და თითოეული ჯარისკაცი ოქროს ფასად უღირს? ასე რომ, საქმე მარტივად არ არის. შეგახსენებთ, რომ აჯანყებულებმა თავის დროზე ხელთ იგდეს საწყობები, სადაც ქიმიური იარაღი იყო განლაგებული. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ქიმიურ იარაღს ორივე მხარე იყენებდეს. ერთი სიტყვით, ჯერ გარკვეული არაფერია.

- თქვენი აზრით, რატომ არ ელოდება ობამა გაეროს ექსპერტების დასკვნას, რომლებიც ქიმიური იარაღის გამოყენების ნამდვილობის დასადგენად მუშაობენ?

- ობამამ უკვე მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ასადის დასჯა გადაწყვიტა. ახლა ცდილობს თავისი სიტყვა შეასრულოს. ისიც კი თქვა, თუ მხარს არავინ დამიჭერს, წერტილოვან დარტყმებს მარტო განვახორციელებო. ვნახოთ, 9 სექტემბერს სენატი რა ცვლილებას შეიტანს ობამას რეზოლუციაში.

- როგორ გგონიათ, წერტილოვან დარტყმებს იმ შემთხვევაშიც განახორციელებს, თანხმობას გაეროს უშიშროების საბჭო თუ არ მისცემს?

- ამერიკის პრეზიდენტს სამოციანი წლებიდან უფლება აქვს, სამოცი დღის განმავლობაში ქვეყანა საომარ მდგომარეობაში ჩააბას კონგრესის თანხმობის გარეშე. ამერიკის კონსტიტუციაში არ წერია, რომ ამერიკამ უნდა იმოქმედოს გაეროს მანდატით. ეს ქვეყანა გაეროს რეზოლუციით მხოლოდ კორეის ომში მოქმედებდა. გაეროს თანხმობა მაშინაც არ დასჭირვებია, როცა აწარმოა ვიეტნამში 9-წლიანი ომი. არც რეიგანს ჰქონდა გაეროს რეზოლუცია, როდესაც პრეზიდენტი ბიშოფი მოაკვლევინა და ლიბანში ჯარი გადასხა...

- ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ ამ კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, მაგრამ უკვე გაგზავნა სამხედრო გემები სირიის სანაპიროსკენ. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?

- ერთია, რას იტყვის ოფიციალური მოსკოვი და მეორე - რას გააკეთებს. მოსკოვმა ვაშინგტონს პრაქტიკულად ასეთი რამ უთხრა, - კარგად დაფიქრდი, სანამ ამ სისულელეს გააკეთებო. როდესაც დიდი, ბირთვული სახელმწიფოს ლიდერები ერთმანეთს ასეთი ულტიმატუმებით ელაპარაკებიან, კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ არის... ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ უნდა კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც ამერიკასთან, ასევე რუსეთთან, მაგრამ რატომღაც ამერიკის პოზიციას ღიად ვუჭერთ მხარს. მაია ფანჯიკიძემ პირდაპირ თქვა, - ჩვენ ყველამ ერთად ასადს დედა უნდა ვუტიროთო. ამ განცხადებას ასადი ვერასდროს გაიგებს და ეს მშვენივრად იცის ფანჯიკიძემ. მან რუსეთი გააღიზიანა... წესით, ახლა ჩვენი ხელისუფლება არც მწვადს უნდა წვავდეს და არც შამფურს. ჯობია, ბარიკადებზე ნუ გადავძვრებით, გარიბალდებს მაინც ვერ ვხედავ ქართულ პოლიტიკაში.

- თუ ამერიკა და რუსეთი სირიის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, საქართველო რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს?

- თუ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება, ეს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზეც აისახება. ბიძინა ივანიშვილი კი შეგვპირდა, რომ უკვე შევდექით იმ რელსებზე, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისკენ მივყავართო, მაგრამ არ ვიცი... შესაძლოა, მან ვერ გაიგო და არც უთხრეს, რა განცხადება გააკეთა მისი გუნდის წარმომადგენელმა, ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს ვგულისხმობ. შესაძლოა, შინაგანად მართლაც თანაუგრძნობდე ამერიკას, ქიმიური იარაღი გამოიყენა თუ არა, ასადი მაინც დიქტატორია, მაგრამ ამის ხმამაღლა ყვირილი, ახლა არ შეიძლება და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ეს კარგად უნდა ესმოდეს...

- სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ქიმიური იარაღი სირიაში თურქეთის გავლით, საქართველოდან შეიტანეს. ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს?

- ჩვენი მეზობელი ქვეყანა, რომელსაც საქართველოს რეპუტაციის გაფუჭება აძლევს ხელს. ვის შეიძლება ეს აძლევდეს ხელს? ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, მილიონობით დოლარს ხარჯავენ, რომ გაიგონ, ვინ იბრძვის მათი იმიჯის გასაფუჭებლად. ასე შორიდან ამის თქმა, ძალიან ძნელია. "ნაციონალებს" რომ ჰკითხო, გეტყვიან, რომ ამ ვიდეორგოლის გავრცელების საქმეში რუსეთის ხელი ურევია. შესაძლოა, რუსეთიც იყოს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ამას ის ქვეყანა აკეთებდეს, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენ.

- შესაძლოა, თურქეთიც იყოს?

- გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა არც ეს არის გამორიცხული. სხვათა შორის, თურქეთი სირიის ისტორიული მტერია. ამ ქვეყანას სირია-ამერიკის კონფლიქტის განვითარებაში პირადი ინტერესები აქვს... ერდოღანმა ისიც კი თქვა, ასადის გვარი საერთოდ უნდა მოვსპოთო, მაგრამ ჩვენ თურქებთან აყოლა არ გვაძლევს ხელს. ახლა ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი, ნეიტრალური პოზიციის დაფიქსირებაა.

- მაშინაც, თუ კონფლიქტი ფართომასშტაბიან შეტაკებაში გადაიზარდა?

- ფართომასშტაბიანი შეტაკება გამორიცხულია. თეორიულადაც კი...

- ე.ი. თქვენ არ ეთანხმებით ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას, რომ სირიაში დენთის კასრის გახეთქვამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს?

- არა, არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ეგ გამორიცხულია. მესამე მსოფლიო ომი მხოლოდ თეორიულად იქნებოდა დასაშვები, თუ ამერიკა სირიაში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებდა. წერტილოვანი დარტყმებით, რომელიც ძალიან მცირე ხნის განმავლობაში გაგრძელდება, მსოფლიო ომის დაწყება გამორიცხულია.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა