მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიტყვები, რომელიც ვან გოგმა ყურის მოჭრის შემდეგ თქვა
სიტყვები, რომელიც ვან გოგმა ყურის მოჭრის შემდეგ თქვა

ცნო­ბი­ლი გახ­და სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც ჰო­ლან­დი­ელ­მა მხატ­ვარ­მა ვინ­სენტ ვან გოგ­მა მას შემ­დეგ წარ­მოს­თქვა, რაც ყური მო­იჭ­რა. რო­გორც The Art Newspaper წერს, ფრა­ზას წიგ­ნის - "ჩემი მზე­სუმ­ზი­რე­ბი: ვან გო­გის შე­დევ­რის ის­ტო­რია" ავ­ტორ­მა, მარ­ტინ ბე­ი­ლიმ მი­აგ­ნო.

მეც­ნი­ერ­მა პრე­სა­ში მხატ­ვრის მიერ ყუ­რის მოჭ­რის ფაქ­ტის შე­სა­ხებ პირ­ველ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას მი­აკ­ვლია. აი, რას წერ­და 26 დე­კემ­ბერს ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა Le Petit Journal. "გუ­შინ სა­ღა­მოს რო­მე­ლი­ღაც მხატ­ვა­რი ჰო­ლან­დი­ი­დან, სა­ხე­ლად ვინ­სენ­ტი, მას შემ­დეგ, რაც ყური სა­მარ­თებ­ლით მო­იჭ­რა, მი­ვი­და სა­როს­კი­პოს კარ­თან და და­რაჯს "ქა­ღალ­დის ნა­ჭერ­ში გახ­ვე­უ­ლი ყური მის­ცა". ვან გოგ­მა მას უთხრა: "აიღე, ეს სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა". მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ამ ეს ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ სახ­ლში იპო­ვა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას მო­ი­თხოვ­და".

ვან გო­გის მიერ ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ამ დროს მხატ­ვა­რი უკვე იტან­ჯე­ბო­და ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბით, იმ ღა­მეს შე­უ­რა­ცხად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მას ყური ჩხუ­ბის დროს არ მო­უჭ­რია. შე­გახ­სე­ნებთ, არ­სე­ბობ­და ვერ­სია, რომ ვან გოგს ყური პოლ გო­გენ­მა მო­აჭ­რა.

მარ­ტინ ბე­ი­ლის წიგ­ნი «The Sunflowers are Mine: The Story of Van Gogh Masterpiece» 2013 წლის 5 სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა. 240-გვერ­დი­ან წიგნ­ში მხატ­ვრის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის ის­ტო­რია არის მო­თხრო­ბი­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია theartnewspaper.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სიტყვები, რომელიც ვან გოგმა ყურის მოჭრის შემდეგ თქვა

სიტყვები, რომელიც ვან გოგმა ყურის მოჭრის შემდეგ თქვა

ცნობილი გახდა სიტყვები, რომელიც ჰოლანდიელმა მხატვარმა ვინსენტ ვან გოგმა მას შემდეგ წარმოსთქვა, რაც ყური მოიჭრა. როგორც The Art Newspaper წერს, ფრაზას წიგნის - ”ჩემი მზესუმზირები: ვან გოგის შედევრის ისტორია” ავტორმა, მარტინ ბეილიმ მიაგნო.

მეცნიერმა პრესაში მხატვრის მიერ ყურის მოჭრის ფაქტის შესახებ პირველ გამოხმაურებას მიაკვლია. აი, რას წერდა 26 დეკემბერს ფრანგული გამოცემა Le Petit Journal. ”გუშინ საღამოს რომელიღაც მხატვარი ჰოლანდიიდან, სახელად ვინსენტი, მას შემდეგ, რაც ყური სამართებლით მოიჭრა, მივიდა საროსკიპოს კართან და დარაჯს ”ქაღალდის ნაჭერში გახვეული ყური მისცა”. ვან გოგმა მას უთხრა: ”აიღე, ეს სასარგებლო იქნება”. მოგვიანებით პოლიციამ ეს ადამიანი საკუთარ სახლში იპოვა. მისი მდგომარეობა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდა”.

ვან გოგის მიერ ნათქვამი სიტყვები იმაზე მეტყველებს, რომ ამ დროს მხატვარი უკვე იტანჯებოდა ფსიქიკური დაავადებით, იმ ღამეს შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას ყური ჩხუბის დროს არ მოუჭრია. შეგახსენებთ, არსებობდა ვერსია, რომ ვან გოგს ყური პოლ გოგენმა მოაჭრა.

მარტინ ბეილის წიგნი «The Sunflowers are Mine: The Story of Van Gogh Masterpiece» 2013 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა. 240-გვერდიან წიგნში მხატვრის ყველაზე ცნობილი ნამუშევრების ისტორია არის მოთხრობილი.

მომზადებულია theartnewspaper.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება