მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სარ­ჩე­ლი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას მო­ი­თხოვ­და, რომ­ლი­თაც მას ცეს­კო-მ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე უარი გა­ნუ­ცხა­და.

მო­სა­მარ­თლემ დღეს მხო­ლოდ სა­რე­ზო­ლუ­ციო ნა­წი­ლი წა­ი­კი­თხა. მა­ნამ­დე კი პრო­ცეს­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს საია იცავ­და.

საია-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ცეს­კო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი, რად­გან ცეს­კო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს არ შე­ეძ­ლო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბა, რად­გან კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტი არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პირი. საია-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბას ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ხელს არ უშ­ლის, თუმ­ცა ცეს­კო-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ცეს­კო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი იყო და იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრირ­დე­ბო­და, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­ჩე­რე­ბას ვერ მო­ას­წრებ­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მი­აჩ­ნია, რომ სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის ის­ტო­რი­ა­ში კი­დევ ერთი შავი ლაქა იქ­ნე­ბა.

"დღე­ვან­დე­ლი დღე არის კი­დევ ერთი ძა­ლი­ან შავი დღე სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის ის­ტო­რი­ა­ში. დღეს იყო ტეს­ტი­რე­ბა - გა­აჩ­ნდა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო. სამ­წუ­ხა­როდ, ეს გა­ნა­ჩე­ნი რაც გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა, სრუ­ლი­ად და­უ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო და არა­ნა­ი­რი იუ­რი­დი­უ­ლი არ­გუ­მენ­ტი არ იყო გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. ეს არის მო­სა­მარ­თლის უფ­ლე­ბა, აქ უკა­ნო­ნო­ბა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს არა აქვს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო და სა­სა­მარ­თლო მსჯე­ლობს პო­ლი­ტი­კუ­რად და პო­ლი­ტი­კუ­რად უზღუ­დავს ადა­მი­ანს, რო­მელ­საც აქვს გარ­კვე­უ­ლი შან­სე­ბი, რომ გახ­დეს კან­დი­და­ტი", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ცეს­კო-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­სა­მარ­თლომ დღეს კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს. ამის­თვის მას ორი დღე აქვს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა, რომლითაც მას ცესკო-მ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი განუცხადა.

მოსამართლემ დღეს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი წაიკითხა. მანამდე კი პროცესზე სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს საია იცავდა.

საია-ს წარმომადგენლების თქმით, ცესკო-ს გადაწყვეტილება იყო საფუძველს მოკლებული, რადგან ცესკო-ს გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს არ შეეძლო საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირება, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. საია-ს წარმომადგენლები კი აღნიშნავდნენ, რომ კანონის მიხედვით, კანდიდატად დარეგისტრირებას ორმაგი მოქალაქეობა ხელს არ უშლის, თუმცა ცესკო-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილება კანონიერი იყო და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სალომე ზურაბიშვილი კანდიდატად დარეგისტრირდებოდა, გამარჯვების შემთხვევაში ის ინაუგურაციამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შეჩერებას ვერ მოასწრებდა.

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში კიდევ ერთი შავი ლაქა იქნება.

"დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი ძალიან შავი დღე საქართველოს დემოკრატიის ისტორიაში. დღეს იყო ტესტირება - გააჩნდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო. სამწუხაროდ, ეს განაჩენი რაც გამოტანილი იქნა, სრულიად დაუფუძნებელი იყო და არანაირი იურიდიული არგუმენტი არ იყო გაზიარებული. ეს არის მოსამართლის უფლება, აქ უკანონობა არ არსებობს, მაგრამ ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. საქართველოს არა აქვს დამოუკიდებელი სასამართლო და სასამართლო მსჯელობს პოლიტიკურად და პოლიტიკურად უზღუდავს ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული შანსები, რომ გახდეს კანდიდატი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცესკო-ს წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ სასამართლომ დღეს კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

სალომე ზურაბიშვილი დღევანდელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ამისთვის მას ორი დღე აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა